ბლოგის სტატისტიკა და საფონდო ბირჟა


აგერ უკვე რამდენი ხანია ვტკბები ყვავის ბუდის სტატისტიკით და დღემდე ვერ ამიხსნია ამ ზემოთ-ქვემოთ ფართხალის მიზეზი. სადაც კი მინახავს სხვისი ბლოგების სტატები, ყველა თანაბრად მიდის, ჩემი კი ნავთობის ფასივით ცვალებადია.

ორიოდე წლის წინ მეგონა, რომ ამაში კანონზომიერება დავიჭირე და ამაზე დიდი სამეცნიერო ნაშრომის ხელა პოსტიც მქონდა გამზადებული, თუმცა ის დღემდე დრაფტებში ინახება. არც პოსტის წერის ინტენსივობა და არც სხვა რამ არ ახდენს გავლენას არაფერზე. ერთადერთი მოსაზრება ის მაქვს, რომ ვიზიტორების რაოდენობა იცვლება იმის მიხედვით, როდის რას ეძებენ მომხმარებლები ინტერნეტში და შესაბამისად რა ტეგს უგდებს ჩემთან. თუმცა ესეც მხოლოდ გამოუცნობი პარალელური სამყაროდან მოტანილი აზრია.

ცოტა უფრო სერიოზულად და დალაგებულად რომ ვთქვათ, ცხადია რომ ახალი პოსტი მოქმედებს ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე, მაგრამ როდესაც პოსტები მატულობს, მერე უკვე დაგროვილი კონტენტიც ერთვება ალ’ბათ საქმეში. ამაზე მეტყველებს სხვა, ნაკლებკონტენტიანი ბლოგების სტატისტიკის გადახედვა – ქრაუ პიქჩერზი იქნება თუ ღმერთების დღიურები. იქ ყველაფერი მარტივადაა – დაწერ, ავარდება, ცოტა ხანში ისევ მოიკლებს.

მოკლედ, პროფესორებო, სპეციალისტებო, მენეჯერებო, გურუებო, ინტერნეტ ელჩებო და მათთან გათანაბრებულო პირებო – გისმენთ, გადმოალაგეთ თქვენი ზეკომპეტენტური აზრები. Наглядной маретиал-ი იხილეთ ქვემოთ.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

14 thoughts on “ბლოგის სტატისტიკა და საფონდო ბირჟა”

    1. o.O
      როდის ადრე კაცო, ფართხალს შეხედე :)

      ზოგადად საშუალომ აიწია, მაგრამ არასტაბილურობამაც მოიმატა…

  1. ჩემის აზრითა არა(?), ემსაათში გამოვყოფ შემდეგ პუნქტებსა პრიორიტეტულობისდა მიხედვითა რა:
    1) ახალი პოსტის “სკანდალური” სათაური (მომენტალურად იზრდება ვიზიტორთა რიცხვი)
    2) ახალი პოსტის გამოქვეყნების არხები (ფორუმი, ტვიტერი, ფეისბუქი…)
    3) შინაარსის აქტუალურობა იწვევს დაშეარებას და -> ვიზიტორების უცბაშ მომატებას.

    ძირითადად ეს სამი რაღაც მოქმედებს სტატისტიკის მკვეთრ ცვლილებაზე.

    ძველი ტეგების მოძებნა მაშინ იცვლება ძირითადად, როცა რამე მასშტაბური ხდება (მაგალითად, აღდგომის დღეებში და მსგავს დღესასწაულებზე alazani.ge-ს მომხმარებლები დაახლოებით 50%-ით მეზრდება, ძირითადად მაგ პერიოდის საგალობლების ხარჯზე).
    ხოდა ასე, ბატონო ჯემალ!

  2. მე პოსტის წერისას ვთქვატ აიყვანა 400 ზე მერე მეორე დღეს 200 მოდის მიუხედავად დაუწერელი პოსტებისა, შეიძლება ეს ის სასტავია რომელიც დაშეარებული ეგრევე ნახვას ვერ აღწევს და სხვების რეშეარისას შემოდის ან რავი მე. მერე 2 დრის უაქტივობის მერე 70 და მერე თანაბრდება და ეს 70 ვინაა მაგრად მაინტერესებს და შიგ ხომ არ აქვს ))))))

    1. აუ კანცოვკა იყო მაგარი, თან შენი ტონი წარმოვიდგინე მაგას რომ ამბობ :)))

      ”რა პონტში შემოდიან, შიგ ხომ არა აქვთ?”

    1. გულისცემა თან როგორი თანაბარი :))
      ნავთობის ფასის მიხედვით იცვლება მგონი ეს, უნდა ვითამაშო ბირჟაზე ვიზიტორების მიხეთვით :)

  3. ჩემიც ეგრეა ზუსტად და მგონო ყველასი იგრეა.
    თანაბრად – მხოლოდ მკვდარი ბლოგების სტატიტიკა მიდის. :)

      1. აჰა და დამშვიდდი. ყველაფერი წესრიგშია – ბლოგი ცოცხლობს. გული ცემს. :)

        ვისთანაც ერთი წრფელი ხაზია – იმან იკითხოს. ;)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s