ძალიან მომეწონა ეს სიმღერა – ”მოხევის ქალო, თინაო”, ვინმე ქაზიმ ქოიონჯუს ნამღერი (ლაზია ალბათ). იმდენად მომეწონა, რომ დღეს მთელი დღეა ვუსმენ და ამაზე ქავერის გაკეთებასაც ვაპირებ (იხილე ქავერი ”გელინო” -ზე, by Immortal Drunkards).
ახლა კი გთავაზობთ ამ სიმღერას და მის ტექსტს, რომელსაც ალბათ ქავერში უცვლელად დავტოვებ. კარგი ტექსტია, ღია:
მოხევის ქალო თინაო
მოხევის ქალო თინაო
დედას რად უზი შინაო
შენი ტოლები გათხოვდნენ
შენ რაღამ დაგარჩინაო
ჰეი, გიდი, მოხევის ქალო
რა ლამაზი რამა ხარო
ნეტავი შენი ალერსით
ვინ გინდა რომ გაახარო
მოხევის ქალო თინაო
ნეტავ რას ზიხარ შინაო
მოხევე ბიჭი გეძახის
ჩემთან წამოდი შინაო
ჩემთან წამოდი შინაო
ჩემთან წამოდი შინაო
პ.ს. რაღა თქმა უნდა გადმოწერაც შეგიძლიათ, პლეიერის მარჯვენა მხარეს რომ პატარა ისარი ხატია, ე მაგაზე დაჭერით. 320 kbps აქვს ბიტრეიტი. მართალია, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მისი რეალური ხარისხია, მაგრამ ნაჩუქარია და კბილს ნუ უსინჯავთ :)
isetia ra ai sakaifo folk qmnilebebi rom aris da yvelm ro icis da ganurchevlad yvela rom usmens an moswons gemovnebis miuxedavad : )
so sweet
ki kai leqsia
თან როგორი სექსუალური ტექსტი აქვს :)))
ქაზიმ ქოინჯუ ”ვინმე” არ იყო..
ძალიან ბევრი ლაზური სიმღერა თავიდან გადაამღერა და დაკარვას გადაარჩინა..
2005 წელს კიბოთი გარდაიცვალა, 33 წლის ასაკში და მას მთელი თურქეთი ტიროდა…
:(
კი, ეს ალბომის ვარიანტია.. :)
მისი ორივე ალბომი მაქვს სახლში, რამდენიმე კარგი სიმღერა აქვს კიდევ..
:)
მთლად კაი.
ჩვენებს რატომ არ აქვთ ესენი გაკეთებული?
ვინ ჩვენებს?
ჩვენ ჩვენებს :)
გულში მჯიღის მრტყმელ ქართველებს…
რა გითხრა აბა?!
:|
აწი შენ გააკეთებ ქავერს და ველოდები.. :))
აი, დიდოუ ნანას ამ ვარიანტით გახდა პოპულარული თურქეთში..
მართლა კარგად აქვს გაკეთებული, ”ცირაც” ძალიან მაგარია.. :)
აუფ! ქავერი მაგარი იქნება. გელინო დამევასა და აგერ მობილზე მაქვს. :)
ჰმ, ახლა მეც მაგის თქმას ვაპირებდი, ქაზიმ ქოიუნჯუ ვინმე არ იყო-თქო : )) რატომღაც მეგონა, ბევრმა იცოდა მის შესახებ.
დიდოუ ნანა მიყვარს ყველაზე მეტად, ძალიან კარგად მღერის.
მე არ დამევასა დიდოუ ნანა.
თან ეს სიმღერა როგორც სიმღერა, ისეც მომწონს… ვისი ნამღერიც არ უნდა იყოს.
ალილუია, ყვავა ქართულ წიაღს უბრუნდება!
ისე, მაგარი სიმღერაა :)
არადა ცნობილი კაცი იყო, მეც ვაპირებდი დამეწერა ვინმე არ იყო თქო…
ჩანს დღეს ისევ ხელახლა “აღმოჩენა” სჭირდება : (
ოხ, წუთისოფელო :უსერ:
მაგარია საღოლ! ვისიამოვნე, მართლა კარგი ნამღერია!
სიმბოლური დატვირთვაც აქვს შენს შემთხვევაში. : ))
კარგი იყო!
kargia momewona :)
p.s. am saitis mepatrones tu surs ert axal blogs gaucvalos linki shemexmianos.
saiti – geowp.com
skype – robita19
ყველამ დაწერა და თავს უხერხულად ვიგრძნობ, რომ მეც არ გავუსვა ხაზი, ქაზიმ ქოინჯუს რაობას.
მე ყველაზე მეტად ცირა მომწონს, ლამაზად მღერის..
პ.ს
გელინო ძალიან მომეწონა და ველოდები ახალ ქავერს.
:bis:
ისე, ეს პოსტი თინის არ ეძღვნებოდა? :))
არა, ზოგადად, ქართველ ახალგაზრდებს :)
აუ მეც დავწერ რა ვინმე არ იყო მეთქი თორემ თავს დათრგუნულად ვგრძნობ
ქაზიმი ვინმე არ იყო!
გაიგე ბიჭო?!
ჰუჰ, ცოტა მომემატა თვითშეფასება
ა, თქვენ ის ხართ, ქაზიმი რომ იცით?
diax me qazimi vici :bis:
ixare ero mokvdi mtero
”მოხევის ქალო, თინაო” უფრო მომწონს იმასთან შედარებით :) კარგი ვერსიაა
უფრო ჩქარ ვერსიაზე ვცეკვავდი სოლოს :P
magaria :D
magari simgeeraa dzann :) ))
სიმღრაც კაია და შესრულებაც
lamazia zalian, zalian msiamovnebs qartul simgereb s rom usment, guli mwkdeba axalgazrdebi inglisur simgererebze rom arian gadartulebi.
მაგარია
Magaria dzaan 😀
visss ezgvnebaa esss leqsi? viszeaaa dawerilii?
მოხევის ქალ თინაზეა
ინარიი მოხევის ქალო თინაო აწერია და ვის ეძღვნებაო რატო კითხულობ? :d :d :d