მოხევის ქალო, თინაო!


ძალიან მომეწონა ეს სიმღერა – ”მოხევის ქალო, თინაო”, ვინმე ქაზიმ ქოიონჯუს ნამღერი (ლაზია ალბათ). იმდენად მომეწონა, რომ დღეს მთელი დღეა ვუსმენ და ამაზე ქავერის გაკეთებასაც ვაპირებ (იხილე ქავერი ”გელინო” -ზე, by Immortal Drunkards).

ახლა კი გთავაზობთ ამ სიმღერას და მის ტექსტს, რომელსაც ალბათ ქავერში უცვლელად დავტოვებ. კარგი ტექსტია, ღია:

მოხევის ქალო თინაო

მოხევის ქალო თინაო
დედას რად უზი შინაო
შენი ტოლები გათხოვდნენ
შენ რაღამ დაგარჩინაო

ჰეი, გიდი, მოხევის ქალო
რა ლამაზი რამა ხარო
ნეტავი შენი ალერსით
ვინ გინდა რომ გაახარო

მოხევის ქალო თინაო
ნეტავ რას ზიხარ შინაო
მოხევე ბიჭი გეძახის
ჩემთან წამოდი შინაო

ჩემთან წამოდი შინაო
ჩემთან წამოდი შინაო

პ.ს. რაღა თქმა უნდა გადმოწერაც შეგიძლიათ, პლეიერის მარჯვენა მხარეს რომ პატარა ისარი ხატია, ე მაგაზე დაჭერით. 320 kbps აქვს ბიტრეიტი. მართალია, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მისი რეალური ხარისხია, მაგრამ ნაჩუქარია და კბილს ნუ უსინჯავთ :)

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

33 thoughts on “მოხევის ქალო, თინაო!”

  1. ქაზიმ ქოინჯუ ”ვინმე” არ იყო..
    ძალიან ბევრი ლაზური სიმღერა თავიდან გადაამღერა და დაკარვას გადაარჩინა..

    2005 წელს კიბოთი გარდაიცვალა, 33 წლის ასაკში და მას მთელი თურქეთი ტიროდა…
    :(

    კი, ეს ალბომის ვარიანტია.. :)

    მისი ორივე ალბომი მაქვს სახლში, რამდენიმე კარგი სიმღერა აქვს კიდევ..

    :)

  2. აი, დიდოუ ნანას ამ ვარიანტით გახდა პოპულარული თურქეთში..

    მართლა კარგად აქვს გაკეთებული, ”ცირაც” ძალიან მაგარია.. :)

  3. ჰმ, ახლა მეც მაგის თქმას ვაპირებდი, ქაზიმ ქოიუნჯუ ვინმე არ იყო-თქო : )) რატომღაც მეგონა, ბევრმა იცოდა მის შესახებ.

    დიდოუ ნანა მიყვარს ყველაზე მეტად, ძალიან კარგად მღერის.

    1. მე არ დამევასა დიდოუ ნანა.
      თან ეს სიმღერა როგორც სიმღერა, ისეც მომწონს… ვისი ნამღერიც არ უნდა იყოს.

  4. არადა ცნობილი კაცი იყო, მეც ვაპირებდი დამეწერა ვინმე არ იყო თქო…

    ჩანს დღეს ისევ ხელახლა “აღმოჩენა” სჭირდება : (

    ოხ, წუთისოფელო :უსერ:

  5. ყველამ დაწერა და თავს უხერხულად ვიგრძნობ, რომ მეც არ გავუსვა ხაზი, ქაზიმ ქოინჯუს რაობას.

    მე ყველაზე მეტად ცირა მომწონს, ლამაზად მღერის..

    პ.ს
    გელინო ძალიან მომეწონა და ველოდები ახალ ქავერს.
    :bis:

  6. აუ მეც დავწერ რა ვინმე არ იყო მეთქი თორემ თავს დათრგუნულად ვგრძნობ

    ქაზიმი ვინმე არ იყო!
    გაიგე ბიჭო?!

    ჰუჰ, ცოტა მომემატა თვითშეფასება

  7. ”მოხევის ქალო, თინაო” უფრო მომწონს იმასთან შედარებით :) კარგი ვერსიაა
    უფრო ჩქარ ვერსიაზე ვცეკვავდი სოლოს :P

  8. ინარიი მოხევის ქალო თინაო აწერია და ვის ეძღვნებაო რატო კითხულობ? :d :d :d

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Natalia კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s