მონათა იმპოტენტი თაობა


დღეს სამსახურში მარშუტკით მოვედი. არაფერი გასაოცარი ამაში არაა, რადგან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ვჯდები ერთსა და იმავე მარშუტკაში და სამსახურისკენ მოვემართები. ის, რაც იქ ხდება, არც ეგაა უჩვეულო. პირველ 10 წუთი მძღოლი ჩამქვრალი ძრავით მოგორავს და ელოდება, როდის აიკრიფება მაქსიმალურად ბევრი ხალხი. როდესაც სალონი სანახევროდ სავსეა, ხოლო ჩემი მოთმინების ფიალა – მთლიანად, მძღოლი ძრავს ქოქავს და სისწრაფეს უმატებს.

აი ახლაც, შეუხვია ნუცუბიძის ქუჩაზე, აკრიფა სისწრაფე და მკვეთრად დაამუხრუჭა. დედა და შვილი ამოვიდა. კარი დახურული არ იყო, რომ პირველი ბრძანებაც გაისმა – ”მანდ არ დაჯდე!”. დედამ ნახევრადცარიელი მარშუტკის წინა სკამზე მოიკალათა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. მანქანა მზის გულზე მისეირნობდა და იმ ერთადერთი ფანჯრიანი ადგილის გარდა, სადაც მე ვიჯექი, სკამებს ბოლი ასდიოდა. ”საწყალი ბავშვი” გავიფიქრე და ძრავის მონოტონური ღუღუნი შეკივლებამ გაფატრა – ”ნუ იდებ პირში თითს!”. მოულოდნელობისგან შევხტი. შეხტა მძღოლიც, მაგრამ საბედნიეროდ ამ დროს გზის მოპირდაპირე მხრიდან არავინ მოდიოდა, ასე რომ გადავრჩით. ბავშვმა პროტესტის გამოხატვა სცადა, მცხელაო, მაგრამ მისი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა… მოკლედ, როგორცაა რა.

ცოტა ხანში მეორე წყვილი გამოჩნდა, ბებია და პატარა გოგო. მართალია ბებიას თავის საყვარელი და ფუმფულა შვილიშვილი კალთაში არ ჩაუსვამს, მაგრამ მთელი გზა მკლავზეხელშემოჭერილი ეჯდა გვერდზე, ემანდ ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს, არ გაიოფლოს და არ გაცივდესო.

მეგობრებო, რა არის ეს? რას გავს აღზრდის ეს მეთოდი? ვინ გაიზრდება ასე? მართალია, სწორედაც რომ ადამიანები, რომლებსაც არც დამოუკიდებლობა გააჩნიათ და არც გარემოს ადეკვატური აღქმა. მშობლებზე და ბებიებზე მიბმული ადამიანები, რომლებიც მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ”დამოუკიდებელ ასაკს”, ანუ ასაკს, როდესაც კანონის თანახმად მათ შეიძლება დამოუკიდებელი ადამიანები ეწოდოთ, არც მზად არიან და საერთოდ ვერც ხვდებიან, რატომ უნდა გააკეთონ ის, რასაც ყველა ცხოველი თუ ფრინველი აკეთებს – აფრინდნენ ბუდიდან. მეტიც, ვინც ხვდება ამას, ანუ ვიზეც ამხელა გავლენა არ მოუხდენია მუდამ ბებიის, დედის, მამის, ბიძის და 86454 სხვა ნათესავის კალთაზე გამობმულად გაზრდას, მასაც არ გამოსდის აფრენა. ან გამბედაობა არ ყოფნის, ან ”დედა ეცოდება” – უჩემოდ როგორ გაძლებს, საწყალი. მათგან იზრდებიან გოგოები, რომლებიც სახლში 9-ზე გვიან არ უნდა მივიდნენ, ბიჭები, რომლებსაც მამის ფულით ნაყიდი ჯიპი ბუნებრივი მოვლენა ჰგონიათ და ხალხი, რომელიც სულიერად არის იმპოტენტი.

იმის იმედი კი, რომ შემდეგი თაობა სხვანაირ პირობებში გაიზრდება და იმის შემდეგ თაობას კიდევ უფრო დამოუკიდებელს გაზრდის, დიდად არც მაქვს. როგორ შეიძლება, რომ მონად გაზრდილმა თავისუფალი ადამიანი გაზარდოს? ერთადერთი გაუცნობიერებელი გამოვლენა იმისა, რომ შვილს მიაჩვიო დამოუკიდებლობა, არის ”მიდი, მამიკო, ლუდი ამომირბენინე და ხურდა შენთვის დაიტოვე”  – იმუშავე და ფული გექნებას საწყისი, ჩანასახოვანი სტადია. თუმცა ესეც გაუაზრებელი, არაფრისმქმნელი და სხვა, მონური მეთოდებით დათრგუნული. საწყალი ჩვენი და ჩვენს შემდეგი თაობა.

პ.ს. ეს ბოლო ხანებია ვამუშავებ ერთ პატარა თეორიას, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ყველაფერს შეცვლის. საჭიროა ერთი 200,000 ჩვილის მოპარვა ან სხვა მეთოდით შოვნა, მათი წაყვანა უკაცრიელ კუნძულზე და სწორად, დამოუკიდებელ ადამიანებად აღზრდა. შემდეგ ეს ჩვილები როდესაც გახდებიან 15 წლის, უნდა ჩამოასახლო უკან, საქართველოში და დაე მათ მაინც შეცვალონ რამე. სხვანაირად ჩვენი საშველი არაა.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

41 thoughts on “მონათა იმპოტენტი თაობა”

  1. სიმართლე ითქვას, მეც მაგ თაობისა ვარ. და მეც მთელი ძალით მეჯაჯგურებოდნენ მშობლები, მაქსმიმალურად ცდილობდნენ სასათბურე პირობებში მეცხოვრა. მადლობა ღმერთს მამაჩემს არ ჰქონდა იმდენი შემოსავალი, რომ მანქანა ეყიდა ჩემთვის. რაც მაქვს ცოტა მაქვს, მაგრამ ჩემი ოფლით ნაშოვნია სრულიად. ბოლო 12 წელია სრულიად დამოიკიდებელი ვარ ფინანსურად.
    ბოლო 18 წელია ვიბრძვი თავისუფლებისათვის. ბრძოლა გრძლედება.

  2. პო წემე, შამუგიასთან ვაპირებდი პოსტის დაწერას :დ და კი დამასწარი შენ :დ ნუ მთლად ამაზე არა, უფრო მშობლების დამოკიდებულებაზე. ჰოდა თუ დავწერე მერე შეგეძლება წაიკითხო და დალინკო :დ

  3. უცხოური გრანტით ჩვილ ბავშვთა სახლი გახსენი და ჩაატარე შენი აღმზრდელობითი ცდები ^^

  4. +8767342809

    ქართველებს სამწუხაროდ არ გვაქვს ეგ აღზრდის მეთოდი,
    ამიტომ არის რომ 18 კი არა 40 წლის ადამიანებიც კი შეჩვეულნი არიან სხვისადმი დამოკიდებულებას, არაფერს წარმოადგენენ და ცხოვრებაში ვერაფერს ვერ აკეთებენ. ან ყიდულობენ 2000$ ტელეფონს და მის დღემში ანგარიშზე არ აქვთ, მანქანა ყავთ, მაგრამ ბენზინის ფული არ აქვთ)))
    უკაცრიელ კუნძულზე კი არა, ელემენტალურად ბავშვი სასწავლებლად რომ მიდის საზღვარგარეთ, და იქ რამოდენიმე წელი ცხოვრობს, სულ სხვანაირი ჩამოდის, სხვანაირი აზროვნებით, გაგებით, დამოუკიდებელი და უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ისინი ვინც მშობლის კალთას არის შემოფარული.

  5. ყვავ, მე ვფიქრომ იმ 200,000 კოცონზე დაწვავენ, კანონში ცვლილებას შეიტანენ, თუ საკმარისი არ იქნება რეფერენდუმს ჩაატარებენ და საკონსტიტუციო ცვლილებას განახორციელებენ, მაგრამ კოცონზე დაწვავენ :(

      1. იმ დღეს ვირაცამ ფორუმზე დაწერა თავისუფლების შეზღუდვაზე, ეს ანატომიააო. არ ღადაობდა

        200,000 ბევრია მაგრამ… რავიცი :(

  6. ლოოლ, 200,000 ბავშვის იდეა მომეწონა :დ :დ :დ

    აღზრდის მთვარი პრობლემა იცი რაშია? არ იციან შვილი რას ნიშნავს, ჰგონიათ სათამაშო, რომელიც უნდა აბურთავო, ჩქმიტო, კოცნო და ეფერო როცა პატარაა, ხოლო როცა გაიზრდება მსახური იყოს და მის ნებაზე დადიოდეს : (

    მთლად ისე მიგდებაც არ ვარგა შვილის (რომ მშობლის სიყვარული ენატრებოდეს) და არც ზედმეტი ყურადღება სჭირდება…

  7. რა გჭირთ ხალხო, რა ყველა ბლოგზე ამ მშობლებზე წუწუნს ვხედავ, ზოგი უყურადღებობას უჩივის, ზოგს დედა ენატრება, ზოგი კონტროლს აპროტესტებს.

    მოკლედ,
    მე ვთვლი რომ ადამიანებს კი ზრდიან მშობლები, მაგრამ მაინც ადამიანები თვითონაც ზრდიან საკუთარ თავს და ვისშიც თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება არის, ის თავის დამოუკიდებლობას მაინც მოიპოვებს და გარკვეული შეზღუდვა, წინააღმდეგობა კარგიცაა, რომ იგრძნოს საპირისპირო და მოთხოვნილება უფრო გაუმძაფრდეს.

    მარშრუტკაში მჯდომმა ბავშვმა რომ ტურტლიანი ხელი პირში არ უნდა ჩაიდოს, მაგის კივილს არა უშავს. ნეტა მაგის მეტად არ ერეოდნენ მშობლები შვილის ცხოვრებაში და უფრო ზრდასრულ ასაკში.

    მე ერთი ძირისგამომთხრელი პოსტი მაქვს ჩამოყალიბებული გონებაში, მაგრამ შეგნებულად არ ვწერ, ეგრევე მომნათლავენ ფემინისტად რაც არ ვარ და არ მინდა. ჰოდა ვარ ჩუმად, ჯანდაბა :)) არადა, რა კარგი პოსტი გამომივიდოდა :)

    ჰოდა, მოკლედ,
    შენს პოსტს რომ დავუბრუნდე, რამე უფრო რეალური რომ შემოგეთავაზებინა, ვიდრე 200 000 ბავშვის მოპარვაა?

    და კიდე, არ გეთანხმები იმ მსჯელობაში, რომ მონა ისევ მონას გაზრდის. ასე რომ იყოს, ყველა თაობა ერთნაირი იქნებოდა, ფაქტია რომ ყველა თაობა განსხვავებულია, ასე რომ , შანსი გვაქვს :))

    1. კატიე, სანამ დედა ბავშვს პირში კოვზს უდებს, მანამდე დედა წყვეტს, ბავშვს რა უნდა. ფიზიკურადაც დედ-მამა უფრო მოერევა. და მცენარეს კიდე ზემოდან გალიას თუ დაადგამ, კუზიანი გაიზრდება. ეგრეა შვილიც.
      გაგიმართლა, რომ ნორმალურად და ნორმალური გაიზარდე. მეც გამიმართლა ასე თუ ისე, მაგრამ ბევრს არა. მეც შემეძლო უკეთესად გავეზრდე. უფრო სწორედ, თვიდან იდეალურად იყო ყველაფერი, მერე და მერე აირია თორე…
      ტაკ ჩტო. ზოგჯერ სხვა შემთხვევის არსებობაც დაუშვი :*

  8. ზუსტად ასე გავიზარდე, სკოლიდან მარტო არ უნდა დავბრუნებულიყავი დედის გარეშე, მაღაზიაში მარტო არ ჩავსულვარ მთელი ბავშვობა მანქანა არ დაგეტაკოს შიშით, მაგრამ 17 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ ისე რომ არც გამჭირვებია არაფერი. დამოუკიდებლობის ხარისხი ჩემ შემთხვევას თუ განვაზოგადებთ უფრო ადამიანის ხასიათზეა და გონებრივ სიმწიფეზეა დამოკიდებული და სოციალურ პირობებზე

  9. “პირველ 10 წუთი მძღოლი ჩამქვრალი ძრავით მოგორავს და ელოდება, როდის აიკრიფება მაქსიმალურად ბევრი ხალხი. როდესაც სალონი სანახევროდ სავსეა, ხოლო ჩემი მოთმინების ფიალა – მთლიანად, მძღოლი ძრავს ქოქავს და სისწრაფეს უმატებს.” ჩემი სამარშრუტო ტაქსიც ასეთია და მეც ნერვები მეგლიჯება ხოლმე :@

  10. აღზრდას რაც შეეხება – არვიცი რა კომენტარი დავტოვო. არ მინდა ქმარ-შვილი-დედამთილ-სიდედრ-ბებიობა. არავის ვეხები და მეც ნუ შემეხება ნურავინ.

  11. ზა ტო მე ხომ გამზარდე ვაჟკაცურად
    ცოტა შეცდომებზეც რომ წინასწარ გეჯიკებინა, არ ქნა შვილო მასეო, აჯობებდა
    მარა დამოუკიდებლად კისრის წამტვრევაც საქმეა :)))

  12. გელინოო, ოო, გელინოოო
    ლუდის ბოთლით არაყი გვაქვს გელინოო
    გელინოო, ოო, გელინოოო
    ნელ-ნელა წამომყევიო გელინო..
    :უსერ:

  13. სწორედ ბავშვობაში ”აღზრდით” შეწუხებული ბავშვებიდან გამოდიან ხოლმე რევოლუციონერები. დიდი ნაწილი რუსეთის რევოლუციონერებისა სემინარისტები ან მღვდლის შვილები იყვნენ.საზოგადოებაში მაგალითები თუ იარსებებს მეამბოხეობის ყველაფერი გამოვა და ეს ტრადიციულ-დოგმატური კულტურა დაიძლევა

  14. “საჭიროა ერთი 200,000 ჩვილის მოპარვა ან სხვა მეთოდით შოვნა, მათი წაყვანა უკაცრიელ კუნძულზე და სწორად, დამოუკიდებელ ადამიანებად აღზრდა. შემდეგ ეს ჩვილები როდესაც გახდებიან 15 წლის, უნდა ჩამოასახლო უკან, საქართველოში და დაე მათ მაინც შეცვალონ რამე. სხვანაირად ჩვენი საშველი არაა.”

    ძაან დამევას:-)

  15. სამარშრუტო ტაქსებში ბავშვის კალთაში ჩასმას სხვა მიზეზიც აქვს: როგორც კი გვერდით მოისვამს მშობელი ბავშვს, მძღოლი გულისხმობს, რომ ორის საფასური უნდა გადაუხადონ, ხანდახან შეკითხვითაც აზუსტებს ხოლმე – ხომ გადაიხდითო.

    ზოგადად კი ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს შეზღუდვის, ჰოდა შედეგებიც სახეზეა.

  16. საინტერესო ის არის, რომ ჩაკეტილ წრეში ვიმყოფებით. ბავშვი იზრდება. ხდება ზრდასრული პიროვნება. ქმნის ოჯახს. აჩენს ბავშვს და ისევ იმავე წესებით ზრდსი, რა წესიდაც, თვითონ იყო აღზრდილი.

  17. 200 000 კარგი აზრია , მაგრამ უდაბნოში და ჯუნგლებში რატომ მიგყავს მაუგლები გინდა გაზარდო :) ?
    წაიყვანე რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, აქვე ევროპაშივე და გაზარდე იქ , 15 წელი კიდე ცოტაა, სადღაც 20 წლიდან ზემოთ შეიძლება დააბრუნო უკან, ან ვაბშე ერთი თაობა საერთოდ გამოტოვო საქართველოში და 30 წლის შემდეგ დააბრუნო ეგენი უკან, რომ მერე მაგათმა გაზრდილმა მომავალმა თაობამ გააგრძელოს ნორმალური წესით ცხოვრება.
    მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რომ ეს ყველაფერი ზღაპარია და არაფერი არ გვეშველება.

  18. ეხლა ვხვდები და ვაანალიზებ რა ბედნიერი ვარ რომ მსგავსი მშობლები, ბებიები, ბიძები და ბაბუები არ მყავს. ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და ყოველთვის (უმეტეს შემთხვევაში) ჩემს ნებაზე ვიყავი = ))
    ზედმეტად არასდროს აუკრძალავთ რამე და არასდროს ჩარეულან ჩემს ცხოვრებაში.
    შენიი აღწერილი ბავშვები ვერასოდეს (ან ძნელად) გახდებიან დამოუკიდებლები

  19. ახლა ყველამ მე მომისმინეთ რა! :D

    მზრდიდნენ მეტ–ნაკლებად მკაცრად, იქ არ წახვიდე აქ არ წამოხვიდე, სად მიდიხარ, ვისთან ერთად მიდიხარ და ა.შ. მალე მოდი, არ დაიგვიანო

    პირველი ჩემი გასვლა კოლეჯის დამთავრების აღსანიშნავი ფართი იყო :)) ისიც მეზობელი ვითომ “დასტო” გოგო გამაყოლეს (გათხოვილი, ქმარ-შვილით)(რომელმაც ფართიზე მყოფი ერთ–ერთი მამრი წარმატებით შეაბა :)))) იქეთ გამიხდა ის გოგო მისახედი :)))))

    ხოდა ყოველივე ამის ფონზე პროტესტის გრძნობა უფრო მიმძაფრდებოდა და მუდამ ვცდილობდი დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, მე თავად გამეკეთებინა ყველაფერი, 19 წლიდან მოყოლებული დღემდე ფინანსურად, მორალურად და ა.შ. ვარ დამოუკიდებელი, ისე, რომ მსობლებისთვისაც და 86454 სხვა ნათესავისთვისაც დღემდე ავტორიტეტი ვარ (ამაყად) და თან დამოუკიდებელი ავტორიტეტი :)

    ხო კიდევ რა ფინანსური თვალსაზრისით არ “მატუტუცებდნენ” ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება ჰქონდათ ჩემს მშობლებს. სურვილების უწყვეტი შესრულების მანიით არ იყვნენ შეპრყობილნი, ყოველ წამოტირებაზე ბავშვს რაღაცას რომ უსრულებენ ან ყიდულობენ და ა.შ.

    პ.ს. იმ ფართიზე იმ გოგოს ჩავუშალე შებმა :))))
    იმ ბიჭმა რომ მკითხა სახლში რითი მიდიხართო მე ვუთარი ამ გოგოს მამამთილი გამოგვივლის მეთქი და გაოგნდააააა ტიპიიიიიიი ჰაჰაჰა რა ბოროტი ვარ :)))))))))

      1. ეეჰ მე ეს იცი რა გულბრყვილოდ მომივიდაა :) მართლა დას ვფიცავ, (ვიხუმრე წეღან ბოროტად მეთქი)

        უბრალოდ მკითხა და მეც ვუპასუხე მამამთილი მეთქი, კინაღამ მომკლა იმ გოგომ :)))

  20. “ეს ბოლო ხანებია ვამუშავებ ერთ პატარა თეორიას, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ყველაფერს შეცვლის. საჭიროა ერთი 200,000 ჩვილის მოპარვა ან სხვა მეთოდით შოვნა, მათი წაყვანა უკაცრიელ კუნძულზე და სწორად, დამოუკიდებელ ადამიანებად აღზრდა. შემდეგ ეს ჩვილები როდესაც გახდებიან 15 წლის, უნდა ჩამოასახლო უკან, საქართველოში და დაე მათ მაინც შეცვალონ რამე. სხვანაირად ჩვენი საშველი არაა.”

    shedegit minda davtkbe.. (rogoric ar unda iyos)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s