[ედითედ]
ძილის წამალი დავლიე, რადგან რამდენიმე ღამე არ მძინავს საერთოდ. წამალი რა თქმა უნდა მოქმედებს, და ჩემი წერის სკილები მკვეთრად კლებულობს. მატულობს მხოლოდ აზროვნება და მე ვცდილობ რომ წერით მაქსიმალურად ზუსტად და კარგად გავყვე ამ აზროვნებას. ვიდეო პოსტის ჩაწერა მინდოდა, მაგრამ მერე რომ გადავხედე ერთმანეთში გახლართულ შნურებს და კამერებს, მივხვდი, ამას მე ვერ გავარკვევდი ასე მარტივიად. ასე რომ წერა, წერა და მხოლოდ წერა, ამბობდა ჩინგისხანი.
ვიდეოპოსტების სტილში დავწერ ამას, ანუ დღიური, დიარი, ან თვიარი ან თვიურიანი. მოკლედ დღიურპოსტი.
ვგრძნობ როგორ ჯდება ჩემს ყველა უჯრედში წამალი, მოქმედებს ჩემს ფსიქიკაზე და ნელ-ნელა ახვევს ბურუსში, ისეთ ნისლში, რომლიდანაც თანდათან უფრო და უფრო ბუნდოვნად ჩანს ყველაფერი. თვალები ჩვეულებრივად კითხულობენ , თითები წერენ, თუმცა ხანდახან გაჭედვებიც აქვთ და ბოლოს ეს ყველაფერი ქაოსში გადადის. 20 წუთი მაქვს დარჩენილი, ვიდრე წამლის მოქმედება პიკს მიაღწევდეს. ამ პიკის მერე ან იძინებ, უფრო სწორად ითიშები, ან ზიხარ და დაყლეებული სახით… მაინც ზიხარ. მსგავსი სახე უკვე მივიღე, ფეხზე ადგომისას უჩინარი არამფარველი ხელს მკრავს და ცდილობს კედელს მიმახეთქოს. მი პად ძეისტვიემ ლიკარსტვა.
მუსიკა შეჩერდა, ”აეს დანას” ონსეტ დატას ვუსმენ და მივყვები. მე მინდოდა დამეწერა ბლოგპოსტი, როგორც დღიური, მაგრამ სტრიქონები და მოვლენები ერთამენთში მერევა. იყო მროვეალ აქ? მგონი იყო, ან არც იყო… ან რა მნიშვნელობა აქვს, დაიკიდე რა. მგონი არც არავინ ყოფილა. მე მარტო ვზივარ, სიბნელეში და მეშინია, რომ ეს წამლის მოქმედება მალე დამთავრდება და მე ვერ მოვასწრებ აზრის ჩამოყალიბებას. ყველა მკვეთრ მოძრაობას თან დასდევს ჩემი რამდენიმე გადღაბნილი გამოსახულება უკან…

მოკლედ, მორჩა ჩემი არაფხიზლობის აღწერა და სანამ ტვინი გამთიშვია დღიურზე გადავალ. დღეს მროველა იყო ჩემთან მგონი, დანარჩენებმა გადამაგდეს. საბამაც ვერ დაადგა საშველი გადმოსვლას. (რატომღაც მეჩვენება, რომ კლავიატურა სხვადასხვა ფერისაა და დაჭერისას ფერს იცვლის).
დღეიური ისევ: ორი დღის წინ ინტერნეტრი დავიდგი და ახლა ვთამაშობ, დილიდან საღამომდე, მთელ ჩემს აგრესიას ვირტუალური ტყვიების სახით ვუშვებ სხვადასსხვა ქვენიდან შეყრილ ჩემნაირ ადამიანებზე და მსიამოვნებს. როცა მკლავენ – შეძრწუნებული ვარ. და საერთოდ შემაშინებელი თამაშია ეს Call of Duty. ზუსტად უნდა ელოდე იმას, რაც ნამდვილ ომში გელოდება. ყველა მხრიდან მომავალი ზუზუნა ტყვიები, რომლებმად ნებისმიერ დროს შეიძლება შეგიწირონ. გრუხუნი, დაბომბვა, დედის იღლია. მით უმეტეს ახლა დავამთავრე რემარკის ”ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა” და მისი რაღაცეები აქ განვიცადე…
კლავიატურა გამირბის! ამითი ჯობია ვიდეოპოსტი, არაფერი გაგირბის და რაც მთავარია არც შეცდომებს უშვებ წერისას, რომლებსაც არ ასწორებ, იმიტომ რომ რომ ჩაასწორო, მერემ შემდეგი აზრი გაიფანტება. აზრები კი, რამდენი მოდის! ქაოტურად, უაზრო აზრები. ეს რა არის. მუსიკაც ხელს მიწყობს, რომ დავიბნე და დავიკარგო. Aes dana – Onset data. პიზდეცია, მეგობრენო.
ამით ვასრულებ ჩემს ვიდეო პოსტს, უფრო სწორად მის სტენოგრამას. ხვალ გადავუვლი და გადავასწორებ, ან არც გადავუვვლი. მოკლედ ახლა წავედი, ერთ ხელსაც ვითამაშებ და დავიძინებ.
yayx
Call of Duty – Moder Warfare 2 ითამაშე. ზე თამაშია.
ჯერ უნდა დავიძჳნო… მერე ვიფიქრებ მაგაზე
რეები მიბოდიალია ;D
xalxs ro epatiJebi fb ze daaivenTe xolme
iqneb arian sxva msurvelebic gamosvlis da TiTo aryis boTlis Semomatebis
გეუბნები მოგკლავს COD.
ისიც აღარ გახსოვდა ვიყავი თუ არა, სამაგიეროდ რამდენჯერ და რომელ რუკაზე მოგკლდეს ის კარგად გახსოვს :| :d
ნწ, ნწ, ნწ რა დღეში ხარ : (
კიდევ რას თამაშობ? :ცნობისმოყვარ:
რემარკის ”ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა” წაიკითხე? ყოჩაღ
მაი ფეივორიტ :)
:წიგნებსთუკითხულობდიარმეგონა:
ЫЫ… რატომ არ გეგონა?
რა ვიცი ტოოო რაღაც სტრანნი ხარ :))) მითუმეტეს რემარკს არ ველოდი :P :P :P
დილიდან რაფერ ხარ, კაპიტან მაკტავიშ?
აჰა ეს ჩემგან. 11 სექტემბერს გამოდის ;)
მერე ეგ იქსბოქსის ვერსია იქნება? რად მინდა ეგეთი :)
X-Box-იდან PC-მდე 1 ნაბიჯიაო, უთქვამთ ძველებს.
modern warfare 2 -ს დავაყენებ დღეს :)