კრიზისული თვე, ანუ რა მიხარია?


დღეს ჩემებთან ვიყავი…

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ნელ-ნელა მიტევს ის საშინელი ჭია, რასაც დეპრესია ქვია. რაც დრო გადის, ის უფრო და უფრო ღრმავდება და თანდათან გადადის საშემოდგომო დეპრესიაში. მსგავსი რამ ადრეც მქონია და ახლაც, წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, რომ მალე გამივლის. უფრო სწორად, მქონდა ამის იმედი. მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ გამოვიდა, როგორც მე მეგონა.

ხანგრძლივი დაკვირვებით დავადგინე, რომ ჩემი განწყობა, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირაა მიბმული. ფინანსური მდგომარეობა კი, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე სახარბიელო მაქვს, მოცემულ მომენტში. ხელფასის დაპირებული მომატება, რომელზეც მქონდა თითქმის ყველა ჩემი გეგმა აწყობილი, ამ თვეში არ იყო, რასაც დაემატა საბას არანაკლებ მოულოდნელი გადაწყვეტილება – ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. საბას გადასვლამ და ჩემმა გაუზრდელმა შემოსავალმა დამტოვა პირისპირ იმ ფინანსური კრიზისის წინაშე, რომელშიც ახლა ვარ. შესაბამისად მორალურმა კრიზისმაც არ დააყოვნა.

მარტივად რომ ვთქვა – გადასახადები ბევრია, ფული კი ცოტა. ბინის ფულს რომ თავი დავანებოთ, მარტო დომეინებში და ჰოსტინგებში იმდენი მაქვს გადასახდელი, რომ შემდეგ თვემდე მარტო ამ საიტების ცქერით მომიწევს გაძღომა, რაც ძალიან არ მინდა. ფეისბუქზე განცხადებაც დავდე, რომლითაც ახალ ფლეტმეიტს ვეძებდი, თუმცა ის, რაღა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა. ის კი არა, დღეს უტყუარი მეთოდიც შევიმუშავე, რომლითაც რულეტკაზე ასპროცენტიანი მოგება შემიძლია ვნახო, თუმცა გამოსაცდელად საწყისი ფული მინდა.

ასეა თუ ისე, ორიოდე დღეც გავძლებ ასე და მერე თუ არ გამოჩნდა ვინმე, ვინც თანახმა იქნება ჩემთან ერთად ბინა და მასთან დაკავშირებული ხარჯები გაიყოს, გადავალ ისევ იქ, სადაც ამდენი ხანი ვცხოვრობდი, ამ ბინას კი გავუშვებ ქირაზე, ნახუი.

პ.ს. როდესაც ამ პოსტზე ფიქრი დავიწყე, ჯერ კიდევ გზაში ვიყავი და სახლისკენ მოვექანებოდი. დღეს ჩემებთან ვიყავითქო, რომ ვთქვი, დღევანდელი ტაბულა მივუტანე და წამოსვლის წინ მატრიცა გამეძრო ტელევიზორში. მაგით გამხნევებული ამოვვარდი, ჩავრთე კომპი აღტკინებულმა, თითქოს ყველაფერი მარტივად მომეჩვენა, პირზე ღიმილით დავიწყე პოსტის წერა, მაგრამ მერე  რომ დავფიქრდი – რა მიხარია?

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

34 thoughts on “კრიზისული თვე, ანუ რა მიხარია?”

  1. რულეტკას თავი დაანებე თორე კრიზისი უფრო გაგიღრმავდება დამიჯერე :)) 100%–იანი მოგების შანსი არ არსებობს რულეტკაზე, თუ გინდა დაწერე რა გეგმაა და დაგიმტკიცებ რატო ვერ მოიგებ :)

  2. iqneb is rom “წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, რომ მალე გამივლის.” es ici?
    zogjer depresiis magvari gamoxtomebi stimuls izleva sul “kargad yofnac” gatormuzebs adamians da eshvebi.
    ase rom warmatebebi :*

  3. საბა რატომ გადავიდა, ეგ საბას კითხეთ, მე არაფერი ამიხსნა, ადგა და წავიდა ))))

    @ლილიან – მეტი სადღა გავიჭირვო? ))

  4. აი ამიტომ არ გადავდივარ არსად (ნუ ჯერჯერობით მაინც)

    გამხნევებისთვის მე რასაც თვეში ვიხდი (ფულის სახით) იმას ჩამოვთვლი:

    ოფისის იჯარა: 400 დოლარი
    სესხი: 350 დოლარი
    ინტერნეტი, ელექტრიჩესტვა, ტელეფონი ოფისი/მობი: 400 ლარი
    მანქანის საწვავი: 400-500 ლარი (თუ რამე სხვაც არ დასჭირდა)
    კიდევ თუ რამე გაფუჭდა და ა.შ, იმის ხარჯები (ახლა მაგალითად კომპი მაქვს საყიდელი ოფისისთვის ასე 300 დოლარს ვფიქრობ)

    ვაიმე ცუდად ვარ ახლა მე მინდა გამხნევება ამას რომ ვუყურებ :((

    ახლა კიდევ ცალკე რომ ვცხოვრობდე ხომ საერთოდ გადავირეოდი :)

      1. გამხნევდი ცოტა მაინც? :) :)

        მოიცა კიდევ მაქვს შემონახული :))))) ბიუჯეტში ვიხდი წლის ბოლოს მოგების გადასახადს კიდევ (რას ვიგებ ოღონდ არ ვიცი) :)))))))

    1. siyvarulovna – ერთად შეკრიბე ეგენი და გამოვა ხელფასი :))))) თვის ბოლოს მრჩება გადასახადების დაფარვით გამოწვეული “სიხარული” :))))

  5. ეჰ…

    თვეში რამდენიმე ათასი (არ გეჩვენებათ) გასავალი და მესამე დღეა – უმუშევარი.
    ამაზე არ ვფიქრობ, მტკვარი არსად გამექცევა :)))

  6. ჰხოდა, მე ვერაფერი მიშOვია, ვზივარ გზის ფულზე.
    პა ხოდუ ვერც ვერსად გადხვალ საცხოვრებლად / :|
    არ ჩამომათვლევინო ახლა :შ

  7. იქნებ გამოჩნდეს ოთახის მეგობარი : )

    იქნებ პრემია მოგცენ…

    იქნებ ხელფასი მოგიმატონ

    ან არადა, იქნებ ცოტა ხნით შენებთან გადახვიდე, სანამ სიტუაცია მოწესირგდება

    ან იქნებ ხარჯები შეამცირო? როგორმე მაინც

    ან იქნებ რამე დამატებითი სამსახური იშოვო?

    ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნით დეპრესია არ გინდა, ცოტა გაიღიმე და გამხნევდი, ვის არ მოსვლია, გადალახავ მაგ პერიოდსაც : )

  8. ეს მხოლოდ პანიკის შემოტევაა. მეც მაქვს ხოლმე მსგავსი ნიჰილისტური გამოხტომები, მაგრამ მერე ყველაფერი ლაგდება. სხვა თუ არაფერი როცა გენძრევა ახალი შანსი გეძლევა :დ

  9. ყველა ერთ დღეში როგორ ვართ, ჰა? მე სექტემბრიდან მოყოლებული ზუსტად ეგრე ვარ. დაპირებული სამსახურები არ იქნა. არსებულში ხელფასი კვლავ ძველებურადაა. არადა, ბინის ქირა, ჭამა-სმა, გზა, ინტერნეტი, განვადება…. ხანდახან გული გასკდომაზე მაქვს, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვარ, ასე მგონია მალე გამოსწორდება ეს სიტუაცია. ჩემი დეპრესია კი ფინანსურ კრიზისთან პირდაპირ კავშირშია

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: knuti კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s