გუშინ ისეთი ამინდი იყო, ოთარ რამიშვილმა რომ სიმღერა ”რა არყისფრად გათენდა” მიუძღვნა. ანუ წვიმდა, თან ისეთი საზიზღარი წვიმა იყო, ძვალში რომ ატანს და ხასიათს კლავს. ხელში კამერა, ცოტაოდენი დამუშავება, მუსიკა და შესანიშნავი დეპრესიული ვიდეოარტიც მზადაა. და მე მინდა ის თქვენც წარმოგიდგინოთ. დატკბით:
(იმისათვის, რომ სრული HD ხარისხით უყუროთ, გადადით ლინკზე)
http://www.youtube.com/watch?v=5hrVZf339sU
Off Release: http://crowpictures.wordpress.com/2010/10/11/vid-rain-in-tbilisi/
რა კარგია, წვიმა ასეთ განწყობაზე რომ არ მაყენებს, როგორზეც ამ ვიდეოს წყალობით შეიძლება დადგეს ადამიანი :))
ბევრჯერ უყურე, იქნებ თვითმკვლელობამდეც მიხვიდე )))
გამეპარა გული ვუიჰ :)
როგორც მახსოვს შტატივი არ გაქვს, ამის კვალობაზე არა უშავს.
კადრიდან კადრზე ზანტად რომ გადადის ეგეც ვიდეოარტის ნაწილია? :)
როგორ არ მაქვს… თავისებური შტატივია, მართალია, მაგრამ მაინც შტატივია.
უფრო სთეიდიკამი, ვიდრე შტატივი )
ლიოლ :)))) ცოტა ძიორგანიები ჰქონდა და იმიტომ ვთქვი :D
parks. როგორ მიყვარს!!
ფოტოკადრები თუ დაგჭირდება არ მოგერიდოს
..და რამ გაადეპრესიულა ეს ვიდეო არტი? მშვენიერი მუსიკა ადევს, წვიმაც ისე ლამაზად ჩანს ქუჩის განათების ფონზე და რა დეპრესია აგიტყდათ? :user:
nice work :)
უკეთესიც შეიძლებოდა ყვავ. შემდეგისთვის მომზადებული შეხვდი წვიმიან დღეს და შეეცადე ისეთი რამეები გადაიღო, რომ განათებების გარდა რამე ჩანდეს კიდე. :)
au yvav imena tynauris da dalevis amindia