თიბისი ბანკის სმარტ კლუბი გეცოდინებათ თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი წარმონაქმნი, რომელსაც საკუთარი პეიჯი აქვს ფეისბუქზე და ათასგვარ უცნაურ კონკურსს აწყობს. გამოიცანი მუსიკა, გამოიცანი ლექსი, გამოიცანი სურათი, გამოიცანი ის, გამოიცანი ეს… თუმცა მე მინდა მათ ერთ, ბოლო მიგნებაზე მოგიყვეთ, რომლითაც მთელი ქართული ბლოგოსფეროს ნაღები აჟიტირდა.
ორიოდე კვირის წინ ამ კლუბმა, უფრო სწორად მისმა ფანპეიჯმა ფეისბუქზე, დაიწყო ”ბლოგერების კონკურსი” , სადაც მართალი რომ ვთქვათ, შესანიშნავი პრიზია – iPad. დივაისი, რომელიც ყველა თავმოყვარე ტრაკშიპეროს უნდა ედოს მხარიღლივ გადაკიდებულ ჩანთაში. მისი მოგება, ერთი შეხედვით მარტივია – შენი ბლოგიდან, რომელიც იგულისხმება რომ გაქვს, აგზავნი ერთ, შენი აზრით საუკეთესო პოსტს, რომელიც ასევე იგულისხმება, რომ უკვე დაწერილი გაქვს. თუ არ გაქვს, წერ და აქვეყნებ ძველი თარიღით. პოსტები იყრება ქუდში, იზილება და იდება ზემოთხსენებულ ფანპეიჯზე.
და აქ იწყება პენისების, უფრო სწორად კი აქტიური ფრენდების დატოლება. გამარჯვებული არის ის პოსტი და შესაბამისად ავტორი, რომელიც ყველაზე მეტ Like-ს მოიპოვებს. ლაიკების მოპოვება კი, მართლაც ფრენდების ზომების დატოლებაა. ”აუ დამილაიქე, რა” – მსგავს პოსტებს უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით ფეისბუქზე. ფსევდოსამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, კონკურსი ისე მოაწყვეს, რომ ცალკე პოსტის დალინკვა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, დამილაიქერა-ებისგან დასაცავად. თუმცა, თუკი თიბისის ფანპეიჯს კომპიუტერული გენიოსები აკეთებენ, ბლოგებს უფრო დიდი გენიოსები წერენ. ასე რომ ალბათ აღარავისთვის არაა საიდუმლო ის მეთოდი, რომლითაც ცალკეული პოსტის დალინკვა შეიძლება. ლინკი ასე გამოიყურება:
http://zynga.ge/konkursi/article.php?id=%5Bაქ პოსტის ID]
და წავიდა. ვსვამთ ლინკის ბოლოში ჩვენი პოსტის ID-ს, რომელიც მოგვანიჭა სმარტმა (მაგალითად ჩემი პოსტის ID = 36) და წავიდა ესემესები (თუ როგორც იყო რომელიღაც პაპსა გადაცემაში). ლინკი შეგვიძლია გადავაფრიალოთ ყველგან, სადაც კი ხელი მიგვიწვდება და იმისგან დამოუკიდებლად, რა გვიწერია ამ ლინკზე, არცერთი მეგობარი არ დაგვზარდება ერთი ”ლაიქის” დაჭერას.
ასე რომ არც გამიკვირდება, თუ ამ კონკურსში ისეთივე ”მაგარი პოსტი” გაიმარჯვებს, როგორი მომღერლებიც და არამარტო მომღერლები იმარჯვებენ ქართულ შოუებში, სადაც სანაცნობო წრის დატოლება მიდის. მარტო ერთი რამ მაინტერესებს – როდემდე უნდა ვატოლოთ ერთმანეთს?
“თუკი თიბისის ფანპეიჯს კომპიუტერული გენიოსები აკეთებენ, ბლოგებს უფრო დიდი გენიოსები წერენ” – :)))))))))))))))
ანუ არ არსებობს სისტემა, რომლის გატეხვაც შეუძლებელია :)
რა თქმა უნდა! ეგ ემპირიულ/ფილოსოფიურადაცაა დამტკიცებული – იმას, რასაც ერთი უბრალო მოკვდავი ადამიანი გააკეთებს, მეორე ასეთივე ადამიანი გააფუჭებს :)
“დამიაცენკე რა”…
მართლა არარსებობს სისტემა რომლის გატეხვაც შეუძლებელია? რავიცი, ერთხელ ვიპოვე ჩაკეტილი ვინრარ არქივი და რამდენი ხანი ვეძებდი მის გასატეხ პროგრამას :(
შესაბამისი ინსტრუმენტი უნდა გქონოდა, ან ცოდნა – ჰოდა გატეხავდი აუცილებლად.
)))
პოსტი სამართლიანია, მაგრამ უკვე ვხედავ როგორ ილესავს რამდენიმე ბლოგერი თითებს შენთვის ბოღმის და დეზლის შემოტენას :))
)))
სამართლიანი პოსტია, მაგრამ ბოღმიანის სტატუსს მაინც ვერ აცდები :)
არანაირი ბოღმიანი პოსტი, ძალიან მაგარია, ყოჩაღ!!!!
არ მიყვარს ასეთი კონკურსები, არასამართლიანია :/
ვაჰ, ბოღმიანი რა შუაშია? რა ეტყობა ამ პოსტს ბოღმის.
არასწორად მოწყობილ კონკურსზეა საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს თიბისი ბანკი და სხვებს მირჩევნია (ჯერ კიდევ), ვეთანხმები, რომ სმარტს გაუგებარი კონკურსებიც აქვს და ესეც ძალიან ძალიან ცუდადაა ორგანიზებული.
დიახ, ბოღმა ვარ და შურიანი :D მოდით! მოდიითთ!
ისე მომეწონა პოსტი, შენს პოსტს მივეცი კონკურსში ლაიქი… ჩემი მაინც მკიდია… არ ვაპირებ 1000 კაცს ვეხვეწო და მერე მაინც წავაგო მხოლოდ იმიტომ რომ 1001ს სთხოვა ვინმე სხვამ… :)
პახოდუ იასნა ყველას მოშნად ახატია პოსტის ხარისხი…
რატომ შეცვალე სათაური? :დ
ოფიციალურ წრეებში რომ მეტრიალებინა :)
ამქართა ნუსხები დაწერე მაშინ
ვსიო, გადავაშეარე და გამოვცვალე უკანვე…
ყოჩაღ!! :**** ეს უფრო უხდება ამ ამბავს :)
მე სხვებს ვულაიქებ და ჩემსას 2 აქვს სულ :D
მოვუკვტი, ფოტოები მაქვს აღწერილი და ფოტო არაა :დ
მეც ერთერთი ,,დამილაიქე რა” კონკურსანტი ვარ, მარა რა ვქნა აბა? iPad-ი მინდა თორე გადამახიეთ ლაიქებიანი კონკურსები ჩემი პოსტიანად!
დისლაიკ…
აქაც გოგი დოლიძის მორიგი რეინკარნაცია გაიმარჯვებს ალბათ.
:)))))))))))))))))
აი საღოლ ყვავ! :უპ:
ყვავ ეს პოსტი გაგზავბნე, პრიზი შენია მენდე :)))
არ ენდო :)))
ეჰ, რა გვეშველება
EuF, Tu ase “jaaan” gezizgebat trakshi pero garchobili blogerebi da mati agelveba Ipad-is mogebaze da daxamebaze, arc tqven sheagdebdit sakutar posts da arc sxva “gordi ptichka” blogeri am “gaugebar” da sxva epitetebit shemkul sulelur konkursze,gkavt isedac follower-ebi da isni visac martla moscons tqveni postebi da raga sachiroa ragac “debil” konkursshi monacileoba, sadac “idotebis sbrodi” daqals an zmakacs megorbobis dasamtkiceblad azlevs xmas?
nu icit xolme sakutari tavis gamokofa masisgan da pod sousom kritiki, sakutari genialurobaze namiokebis chartkma, raxan posti shegdet, Ipadis sveckurad tareba chantit rogorc chans tqvenc gindodat:D
aset konkursebshi diax is imarjvebs visac meti mxardamcheri hkavs-risi ar aqvs mnishvneloba da es kvelgan xdeba.
სულელური კონკურსებია ძაან .. უაზრო და უსამართლო.
eh kai prizia da rac ginda tqvit :S ipadi ara mara, 100 likeze uars ar vityodi, smart qulebitac sheileba ragacis shovnao, egec tu afiristoba araa :S esaa cxovreba? chemi frendebic ki ar milaikeben posts S;
აბსოლუტურად არაფერი მაქვს დასამატებელი.
ძალიან კარგი :დ
ვაიმე რამდენს წერთ რა არის? :D :D :D
რა გინდა კაცო, ჩემთან ვწერთ, შენთან ხომ არა :დ
:D :D :D :D :D ინბოქსი დამეჩაგრა ვაჰ
კაი წერეთ ხო :დ
ეს პოსტი “დავალაიქე”
ამ ბოლოს დროს ნამუსზეც მაგდებენ ხოლმე. :დ
“კაი მაგის დედა ვატირე 1 ლაიქი რა გახდა”
:D
:ჭონქაძე: