თან ამას მოუსმინეთ
ახლოვდება ახალი წელი… ახლოვდება ახალი წელი, ამას მოთქვამს ყველა, ვისაც არ ეზარება… სამყარო კი ამ დროს იცვლება, დაქანებულ ფერდობზე დგას, ფერადზე და ნელნელა ქვემოთ იქცევა ყველაფერი. დაბლა, ფერად უფსკრულში… გიწელება ეს მუსიკაც, უფრო სწორად, მისი ინტერპრეტაცია ჩემში. ამის წამლები ლუდში უკეთსად იხსნება და მეც ლუდს ვაყოლებ, რომ გავხსნა და სისხლში გავიჯერო მათი კონცენტრაცია. ნერვო-პარატიკიტური წამლების.
რა მინდა მე? არაფერი არ მინდა, სხვაგან ვარ სხვა და ლამაზ სამყაროში, ვცდილობ დიდხანს დავრჩე აქ და თქვენც იგივეს გირჩვთ.
ახალი წელი კი მეტი არაფერია, თუ არა ვიღაც იდიოტების მოგონილი დღსასწაული. დღე, როდესაც დედამიწა როგორც იქნება დაარტყავს მზეს ერთ წრეს მზეს და მივა ისევ იქ. თან ის ჩვენ არ გველოდება და 6 საათით ადრე მიდის, ყოველ წელს 6 საათით ადრე… ჩვენც ვიტყუებთ თავს და ამ 4 ცალ ექვს საათს წინ ვახვედრებთ, ყოველ მეოთხე წელიწადს.
ახალ წელს მე მინდა მარსზე შევხვდე. გაუხშოვებულ ატმოსფეროში. სკაფანდრი მოვიხსნა და ფილტვებით ჩავისუნთქო მარსის ჰაერი, გადავხედო მარსის დამშრალ ზღვებს და დავცინო მათ. მათ ან თქვენ უფრო , რომელიც დედამიწაზე დარჩით და იქ მოგიწევთ სულის ამოხდომა. თანაც მე ათჯერ უფრო დიდხანს ვიცოცხლებ მარსზე, მისი ერთი წელი დედამიწის ათს უდრის და ის ამაში არ მომატყუებს. ვიფრენთ ნელა, მშვიდად, მარსი და ჩემი გაყინული გვამი.
შევეცი დედამიწისეულ ახალ წელს…! მე მარსზე ვარ.
ვწევარ მის ქვიშიან წითელ ზედაპირზე და ზემოდან ეს ხმა ჩამესმის… აღარ მეშინია…
აქვე ამ მუსიკის ლინკი: http://soundcloud.com/mufi/dak-gi-rambu-sina-vodjani
ვიზიარებ პათოსს და გიერთდები მარსზე <3
პოსტი დავაედიტე, თორემ კითხვა შეუძლებელი იყო, ისე მეწერა :დ
აი ეტყობა ეგ უნდა მომეწერა :დ ეს მუსიკა მინდა რომ წევხარ და თან რომ უსმენ
გულმა მიგრძნო და ჩავსვი ლინკი :)
ვერ ვიწერ :პ
არ აქვს ეტყობა გადმოწერა ჩართული. ისე უსმინე შენც…
eh ra dros agar gvaqvs art idea…
არტ იდეა არსებობს ისევ, უბრალოდ კაციშვილი არაა რამის დამწერი, ასე რომ მიძინებულია. ორჯერ მე და ერთხელ საბას გვქონდა მცდელობა, გაგვეცოცხლებინა, მაგრამ ჩემი ყლე, არ იყო ხალხის ფიდბექი…
ვერ ვიწერ :პ
მაგარია, მუდიც მომეწონა და მუსიკაც.
თუმცა – 10-ჯერ მეტს რატო იცოცხლებ, ვერ გავიგე :ზანუდა: :ნერდი:
ახალ წელს რაც შეეხება – ჩვენ გავიმარჯვებთ და ახალი წელიც აღარ მოვა. შეუერთდით ახალი წლის მოწინააღმდეგეთა ერთიან ფრონტს – http://www.fonacon.net/
რატომ და იქაც თუ 50 წელი ვიცოცხლე და აქაც (ანუ იგულისხმება, რომ ეგ პირობა უცვლელი რჩება), მაშინ იქ 10-ჯერ მეტი დრო გამომდის :)))
ნწ.
ბიოდრო ერთი სისწრაფით გავა ორივე ადგილზე,
და მზის ირგვლივ წრეებით თუ დათვლი შენს ასაკს, მაშინ პირიქით – აქ 50 წელი გამოგივა და იქ 5 (პირობითად).
ისე ამ მუსიკაზე ეს სკეჩი გამახსენდა :D
http://tnt-online.ru/ComedyClub/246/v03.htm
ენიგმას პონტში.