TBC სმარტკლუბის ლოხოტრონი, ანუ როგორ გვატყუებენ


დღეს თიბისი სმარტკლუბისგან მივიღე (და მგონი სხვა ბლოგერებმაც მიიღეს, ან აწი მიიღებენ) ისეთი წერილი, რომლისგანაც ყბა ჩამომივარდა და თვალები შუბლზე ამივიდა. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ვისაც ეგ წერილი მოგივათ, არ გაბრიყვდეთ და არ დათანხმდეთ მასში მითითებულ პირობებს.

ახლა  კი ოდნავ დაწვრილებით წერილზე. იგი ეხებოდა თიბისი სმარტკლუბის ჩატარებულ ბლოგპოსტების კონკურსს, რომლიდანაც სულაკაურის გამოცემას და თიბისი ბანკს ერთობლივად აურჩევიათ ჩემი პოსტი, ბლოგპოსტების პირველი კრებულისთვის. წერილში მოთხოვნილი იყო უფლებების გადაცემა მათზე, პუბლიკაციების გამოქვეყნების მიზნით და თან ერთვოდა ხელშეკრულება, რომელზეც ხელისმოწერა იყო საჭირო.

მაგრამ მთავარი ისაა, რა ხდება ხელისმოწერის შემდეგ. ხელშეკრულების სრულ ტექსტს აქ არ დავდებ, თავი რომ არ შეგაწყინოთ. მისი ნახვა შეგიძლიათ ნატოშას ბლოგზე. მისი მოკლე შინაარსი კი ასეთია – მე, ესა და ეს ბლოგერი, თიბისი ბანკს უფასოდ გადავცემ უვადო მფლობელობაში ჩემს ბლოგზე გამოქვეყნებულ ყველა პუბლიკაციას და თან პირობას ვდებ, რომ არასოდეს და არავის სხვას არ მივცემ მათი გამოქვეყნების უფლებას, თუნდაც ამაში მილიონები შემომთავაზონ. თუკი დავარღვევ ამ პირობას, თიბისი ბანკი უფლებას იტოვებს ამახიოს რამდენიც მოუნდება იმდენი ფული ან/და გამიყიდოს სახლი.

ასეთ ნაგლობაზე (ყველაზე მეტად რომ შევამსუბუქოთ შეფასება) ჩემი პასუხი ასეთი იყო:

ბოდიში, მაგრამ ლოხი სხვაგან ეძებეთ. ასეთ პირობებზე მე ხელს არ მოვაწერ.
ხელისმოწერა შედგება მხოლოდ მაშინ, თუკი ხელშეკრულებაში შევა მინიმუმ შემდეგი ცვლილებები:

1. დაკონკრეტდება პუბლიკაცია (და არა პუბლიკაციები), რომელთა გამოყენების უფლებასაც გადმოგცემთ. ეს შეეხება მხოლოდ იმ კონკრეტულ პუბლიკაციას, რომელიც კონკურსისთვის გამოვაგზავნე, ანუ ”მე 2008 წლის ომში”. სხვა პუბლიკაციებზე ეს ხელშეკრულება არ გავრცელდება.
2. ამოღებული იქნება პუნქტი სხვა იდენტური ხელშეკრულებების არარსებობის შესახებ ჩემი მხრიდან. თუნდ ამ, თუნდ სხვა ნებისმიერ ჩემს პუბლიკაციაზე.
3. უფლებათა გადაცემაში ჩასწორდება პუნქტი ”პუბლიკაციის მხოლოდ ერთჯერად რეპროდუცირებაზე”. ამოღებული იქნება მესამე პირისადმი ნებისმიერი უფლების გადაცემის საკითხი.
4. ხელშეკრულებაში შევა ანაზღაურების (ჰონორარის) პუნქტი.

მე-3 და მე-4 თავებს მთლიანად არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ ეს არის ჩემთვის კაბალური პირობები.

ნუ მე-3 და მე-4 თავებში ლაპარაკი იყო ზემოთხსენებულ ჯარიმებზე და ათას უბედურებაზე. ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებულია ის შემთხვევაც, თუკი ბლოგერი შემთხვევით გონს მოეგება და გადაწყვეტს ამ ხელშეკრულებიდან ამოძვრეს. ”ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ ორმხრივი, წერილობითი შეთანხმების შედეგად”, ანუ არასოდეს.

ასე რომ, ბლოგერებო, არ გაბრიყვდეთ და არ დათანხმდეთ ამ პირობებს. საქართველოს ბლოგერთა საზოგადოება უკვე ამზადებს საპასუხო ხელშეკრულებას, რომელშიც ჩვენი ყველა უფლება გათვალისწინებული იქნება, ასე რომ დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას. ნუ გადასცემთ თქვენს ბლოგს საჩუქრად თიბისის და ნუ გახდებით მათი მონა.

UPDATE აქვე ცინცხალი Fffuuu კომიქსი ამ თემაზე:

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

45 thoughts on “TBC სმარტკლუბის ლოხოტრონი, ანუ როგორ გვატყუებენ”

  1. პასუხი არ მიიღეთ მერე ამდენმა ხალხმა რომ გააპროტესტეთ? :)))
    იმედია, არ მოიძებნებიან ისეთი სულელები, თიბისის ბლოგს რომ აჩუქებენ :)))))

  2. ახლა ვნახე მეილიც და ეს იდიოტური ხელშეკრეულებაც და მომინდა რაღაც ცუდი მიმეწერა … :|

    გამოშტერდნენ?
    ამას ხელს ვინ მოაწერს?

  3. ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ კულუარებიდან ირკვევა, რომ იურისტებს აბრალებენ ამ აფსურდულ ტექსტს.

    იმასაც ამბობენ, ის როგორ გაივლეთ თავში, რომ მოტყუებად გიპირებდით, ხელშეკრულების დრაფტია ესო.

    თუმცა წერილში არსად იყო ნახსენები, რომ დრაფტია. მეტიც – მისამართი და თარიღი იყო მითითებული, როცა და სადაც უნდა მიგვეტანა ეს ყველაფერი ამობეჭდილ – ხელმოწერილი.

    რაღაც კახპობას აქვს მგონი ადგილი o.O

  4. ყვავ,
    ტაბულაში გამოაქვეყნე რა!

    მე კი ვიტოვებ უფლებას (:D) ჩემი გადაცემის ერთერთი უახლოესი გამოშვება ამ “ხელშეკრულებას” მივუძღვნა…

  5. არა და უკვე რამდენი გახარებული ბლოგერის სტატუსი ვნახე ჩემს პოსტს სულაკაურის გამომცემლობა აქვეყნებსო ^^

    მოგეხაზათ? :დდ

    1. მაგაზე იყო ზუსტად გათვლილი, რომ გამოქვეყნებას დახამებული ბლოგერებისგან ეიფორიის დროს ყველაფერი აეფცქვნათ… :დ

  6. გავაფრთხილოთ სხვა ბლოგერებიც თორემ ნახევარზე მეტმა არ იცის რაზე აწერენ ხელს და მერე გაუტყდებათ და იქნებ ჩვენი აზრიც გაითვალისწინონ კონტრაქტში, რომ შეადგინეს და დააბრეხვეს. გიჟებივით არიან ისე უხარიათ ხალხს და იქნებ გავაგებინოთ სადაც მიგიწვდებათ ხმა რა… მე მყავს იურისტი მეგობარი და ეს რომ ვანახე სიცილით მოკვდა ამას ხელი რომ მოაწერო სტრიპკლუბში გაცეკვებენო )))

  7. და სად წერია “ყველა პოსტი”? ორიგინალურ ტექსტში წერია, რომ მხოლოდ იმ პოსტების საავტორო უფლებებს ითხოვს, რომელსაც წწწ.ბლოგ.გე-ზე გამოაქვეყნებ. ამგვარად, პუბლიკაცია დაკონკრეტებულია. მაინც ცუდი პირობებია, იმიტომ რომ რამე გენიალური პოსტი რომ დაუწერო, უფლებას კარგავ მასზე. მაგრამ, მეორეს მხრივ, ყველა გამვლელ-გამომვლელ ბლოგერს, ვისაც მოესურვება მანდ დაპოსტვა ფულს (ე.წ. “ჰონორარს”) ხომ არ გადაუხდიან?

    ასევე, იდენტურ ხელშეკრულებას რაც შეეხება, ზოგადად პოსტებზე საავტორო უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება არ მოიაზრება აქ, რადგანაც იხილეთ ზევით.

    რეგარდს

    1. ანუ ჩემ შემთხვევაში იქნებოდა ის, რომ ყველა პოსტზე, რომელსაც აქ გამოვაქვეყნებ. და ჩემი ბლოგი შედგება ზუსტად იმ ყველა პოსტისგან, რომელსაც აქ ვაქვეყნებ.

      ეგ ბლოგ.ჯი-ს შეთანხმება კი არაა, ბლოგ.ჯი სემპლადაა მოყვანილი… ჩვენ ბლოგებს ეხება…

  8. http://www.blog.ge რა არის? შევედი მაგ საიტზე. ბლოგების გახსნას გთავაზობენ.

    გინდა თქვა, რომ საბოლოო ხელშეკრულებაში ჩაიწერება შენი ბლოგის მისამართი?

    ჰონორარს მაინც არ გასცემენ, ათასი გრაფომანი ზის ინტერნეტში, ყველა მიასკდება. ჯერ არტიდეაზე რომ მახსენდება ხალტურა პოსტები, ვაი, ვაი.

    რისპეკტ

  9. დილით მაილი რომ გავხსენი, დამხვდა ეგ ხელშეკრულება. სიცხე მქონდა, სამსახურში ვერ წავედი და პირდაპირ, წაუკითხავად შევავსე, ხვალ ამობეჭდვას და წაღებას ვაპირებდი.

    ცოტა ხანში, ისე გადავხედე, ხო სწორად მაქვს შევსებული მეთქი და პირობებსაც გადავხედე მაინც.. გავგიჟდი!!!

    ასეთი დებილები როგორ გონიათ ყველა, არ ვიცი :|

  10. რად გინდა საპასუხო წერილის შედგენა.
    ხელშეკრულება გაუგზავნე ეგეთივე კაბალური პირობებით და მოაწეროს ხელი
    ჩამოუყალიბე შემდეგი ტექსტი:
    მე, ყვავას, სს “თიბისი ბანკი” უსასყიდლოდ გადმომცემს მთელ თავის ავლადიდებას და თუ შეეცდება გასაჩივრებას დაისჯება თითო მოცდენილ საათზე 1 000 000 დოლარით. აბა მოგიწერონ ხელი :)

    პ.ს. ვინ არის ის ს. ქოქოსაძე?
    გინდა გავარკვიოთ? ან რა გონია თავის თავი?

  11. aqac davcer, erti temaa mainc:

    ეს გარიგება თავისი ბუნებით არის ,,ხელშეკრულების სტანდარტული პირობები” რადგან ერთი მხარე – ბანკი ცალმხრივად უდგენს მეორე მხარეს, აქ ასევე მნიშვნელობა აქვს რომ ბანკი არის მეწარმე სუბიექტი, ფინანსური ინსტიტუტი, იურიდიული დეპარტამენტებით და მრჩევლებით, მეორე მხარეს არის სამართლებრივად ნაკლებად დაცული სუბიექტი, ფიზიკური პირი, ამიტომ კანონი ამ შემთხვევაშ ძალიან მკაცრ პირობებს უყენებს სტანდარტული პირობების დამდგენს და მოკლედ რომ მოვჭრა ამ გარიგების პირობების უმრავლესობა არის ბათილი.
    და თქვენს ადგილას მე მოვაწერდი ხელს და აი მერე ფეხებს ვერ მომჭამდა ბანკი უმრავლეს შემთხვევაში…. შედეგს ვერ დაიყენებდა. რამდენიმე ამონარიდს მოვიყვან კანონიდან, თუ რა შემთხვევებშია ეს სტანდარტული პირობები ბათილი და არაიურისტებიც ადვილად მიუსადაგებთ:
    1. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულებანი,რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. – ამ ხელშეკრულებაში მართლა ყველა პირობა უჩვეულოა….
    2. ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. – გასაგებია ხო? თითქმის ყველა მუხლი ბათილი გამოდის…
    ვაგრძელებ კიდე მეტ კონკრეტიკას:
    3.ბათილია დებულება, რომლითაც იზღუდება ან გამოირიცხება:
    შესრულებაზე უარის უფლება, რომელიც ხელშეკრულების მხარეს ამ კანონის თანახმად აქვს,
    4. ბათილია – შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ(ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა);
    5. ბათილია დებულება, რომლითაც შემთავაზებლის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევისას:
    ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა ან ეზღუდება უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ან ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა ან “ვ” ქვეპუნქტის საწინააღმდეგოდ ეზღუდება ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ძირითადი ვალდებულების შესრულების დარღვევა);
    6. ბათილია დებულება, რომელიც შემთავაზებლის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევებში ხელშეკრულების მეორე მხარეს ართმევს უფლებას, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მთლიანი ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუკი მას დაეკარგა ინტერესი ნაწილობრივი შესრულებისადმი (ინტერესის დაკარგვა ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებისას);
    7. ბათილია დებულება, რომლითაც შემთავაზებელი აწესებს შეთავაზებული წინადადების მიღების ან უარყოფის, ანდა ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან აშკარად მცირე ვადებს (წინადადების მიღებისა და შესრულების ვადები);

    ხოდა აქედან გამომდინარე, გეკითხათ იურისტებისთვის თქვე კაი ხალხო და მოგეწერათ ხელი… ხეირი?
    1. დაგიბეჭდავდნენ პოსტებს…
    2. თუ არ დაგიბეჭდავდნენ ვერც ასე ბეჭდავთ და… ან სხვა დაბეჭდავდა….
    უხეირობა?
    3. ბანკს ხელთ ექნებოდა აღუსრულებელი კონტრაქტი, ვერცერთ მის კაბალურ პირობას ვერ შეასრულებდა და ,,შერცხვებოდნენ” ნებისმიერ სასამართლოში…..

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s