ტანკისტ შტეფან ფერბერის დღიური – 1941


ეს კრეატივიც ფორუმისთვის მივჯღაბნე. ისევე, როგორც არტილერისტის ჩანაწერები, ესეც თამაშ World of Tanks-ს ეძღვნება. ასე რომ აქაც თხოვნა იქნება ტალახის არსროლის. თორემ მე ტანკით ვარ და ვისი აჯობებს, ვნახავთ. თამაშის ლინკი – WorldofTanks.ru

პანცერობერშუტცი შტეფან ფერბერი, მე-5 მოტორიზებული ბრიგადა. შემოდგომა, 1941 წელი, მინსკის მისადგომები.

საოცარი მანქანაა ეს ლაიხტეტრაკტორი, თითქმის 9 ტონა რკინა, აღჭურვილი 100 ცხენისძალიანი მაიბახის ძრავით და ბრედას 20მმ-იანი ნახევრადავტომატური ჭურვსატყორცნით, შიშის ზარს სცემს რუსებს. საკმარისია სამი ასეთი მონსტრი და რუსების ტილიანი არმია მაშინვე იფანტება. ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე უკეთესი რა უნდა შეიქმნას კიდევ. ჩემი აზრით და ამ აზრს ყველა ეთანხმება ჩვენს ბრიგადაში, ეს მანქანა მოუტანს სწორედ მესამე რაიხს გამარჯვებას.

გუშინ მახსოვს რომელიღაც რუსულ სოფელში გავიარეთ, მუროვანკა თუ რაღაც მსგავსი ერქვა. პატარა შეტაკებაც გვქონდა. თავიდან ჩვენი ფეხოსნების დივიზია მიდიოდა წინ, როდესაც მოულოდნელად სოფლის გვერდზე მდებარე ტყიდან ცეცხლი გაუხსნეს. რაც ყველაზე საოცარია, რუსებსაც ყოლიათ ტანკები! თუმცა ძნელია მათ მანქანებს ტანკი უწოდო. პატარა, დაახლოებით ჩვენი ტანკის ნახევარი ზომის ძლივს მოძრავი საცოდავი აპარატი, რომლის უკანაც მთელი ტილიანი ოცეულია შემალული. თავიდან ჩვეულებრივი, სოფლის ტრაქტორები გვეგონა, სანამ სროლა არ ატეხეს. მე-7 ნომერ ტანკს, ეფენბერგის მეთაურობით რომელიც დადის, მუხლუხოც კი ჩამოუგდეს! აი მაშინ კი ჩავირთეთ! საოცარი სანახაობა იყო, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ფეთქდებოდნენ ეს პატარა რაღაცეები. МС-1 – ასე ეძახიან მას თურმე რუსები, ტყვედ აყვანილებისგან გავიგეთ მოგვიანებით.

დღეს დილით ცოტა გაგვიჭირდა. როგორც აღმოჩნდა, რუსებს ნამდვილი ტანკებიც ყოლიათ. თუმცა ამ ინფორმაციის გაგება ცოტა არ იყოს და ძვირი დაგვიჯდა. გუშინდელი გაბრძოლების მერე გამარჯვებას ავღნიშნავდით და ფიურერის სადღეგრძელოს ვსვამდით, აქვე სოფელში მოპოვებული რუსული არყით, როდესაც კუთხეში მდგომი ეფენბერგის ტანკი მოულოდნელად აფეთქდა და ცეცხლში გაეხვა. თავიდან ვერ გამოვერკვიეთ, მაგრამ ობერშტურმანის რიხიანმა შეძახებამ უცებ გამოგვაფხიზლა და ყველანი ტანკებს მივაწყდით.

ის იყო ლუკი დავხურე და სათვალთვალო დანადგარებს მივუჯექი, რომ კიდევ რამდენიმე აფეთქებამ შეაზანზარა აქაურობა. ოკულარში გავიხედე და თვალებს არ დავუჯერე! სოფლიდან ჩვენსკენ ოციოდე რუსული ტანკი მოემართებოდა და შეუწყვეტლად გვესროდა. თუმცა ეს გუშინდელი სასაცილო ტანკებისგან განსხვავებით ნამდვილი, დიდი ტანკები იყო. “ბეტე-2” გამოიელვა თავში სატანკო სკოლაში ნასწავლმა სურათმა და ტანზე ჭიანჭველებმა დამიარა. ჩვენ ვიცოდით, რომ მოსკოვის მიდამოებში მათი გამოსაშვები ქარხანა ჯერ კიდევ აგვისტოში დაბომბეს. აბა ესენი აქ საიდან?

თუმცა ამდენი ფიქრის დრო არ იყო. ამაზე მიანიშნებდა ის ჭურვი, რომელმაც სანტიმეტრებში ჩაგვიფრინა და უკან მდგომ ტანკს თავი ახადა. ეტყობა პირდაპირ ჭურვების საწყობს მოხვდა. “დაქოქე” ჩავძახე მძღოლს და პარალელურად მიზნის ძებნა დავიწყე. თუმცა მიზანი იმდენი იყო, ბევრიც აღარ მიფიქრია და ცეცხლი გავხსენი. ყველაფერი ავტომატურად მუშაობდა. მექანიკოსს ზუსტად ისე მიყავდა ტანკი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მხარე მიგვეშვირა მტრის ცეცხლისათვის, მე შეუჩერებლად ვისროდი და სანამ დამტენი ჭურვების ახალ პარტიას ჩაალაგებდა – რაციით გადავცემდი განადგურებული ტანკების რაოდენობას. თუმცა სამწუხარო ის იყო, რომ ჩვენი ტანკების განადგურების შესახებაც მოდიოდა ცნობები. უკვე გულში ეჭვიც კი შემეპარა ჩვენი დივიზიონის უძლეველობაში, მით უმეტეს, ჩემი თვალით ვნახე როგორ აქცია სამმა ჭურვმა ჩვენი მეთაურის ტანკი კონსერვის დაჭყლეტილ ქილად. ეტყობა 37 მილიმეტრიანებს ისროდნენ რუსები, თორემ ამხელა აფეთქების ძალა…

მხოლოდ ჩვენმა ორგანიზებულობამ და გამარჯვებისადმი რწმენამ შეგვაძლებინა, რომ რუსების ეს მოულოდნელი კონტრშეტევა მოგვეგერიებინა. თუმცა ამით ჩვენი წინსვლა არ შეჩერებულა. წინ კი მოსკოვია!

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

11 thoughts on “ტანკისტ შტეფან ფერბერის დღიური – 1941”

  1. კაცო, გადამრევ შენ, ალტერნატიულ ისტორიას წერ? :)

    22 ივნისს ჰიტლერი ვერაგულად რომ გადმოვიდა სსრკ საზღვრებზე, უამრავი კლიმენტი ვოროშილოვი, ანუ КВ დახვდა გამზადებული – ევროპაზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ.

    ძალიან ბევრი ჩაიგდეს ხელში უბრძოლველად, თორემ როცა მოხერხდა და ბრძოლაში შევიდა ეგ ტანკი, ფრიცები თვალებს არ უჯერებდნენ – მარტო 105მმ ჰაუბიცა და 88 ჰაერსაწინააღმდეგო თუ ხვრეტდა მათ ჯავშანს.

    იყო შემთხვევა, როცა ერთმა კვ-მ, რომელიც თითქმის 36 საათი იბრძოდა მარტოდმარტო, 30-მდე ჯავშანი გაუნადგურა ჰანსებს. რამოდენიმე ასეული მოხვედრა დაუთვალეს ჯავშანზე ბრძოლის მერე.

    МС1-ები, იგივე T18-ები 1938-1939 თითქმის მთლიანად მოხსნილი იყო არმიიდან. ეგეც და ლაიხტრაკტორიც ფაქტიურად არ მონაწილეობდნენ WWII-ში.

  2. მე უბრალო მკითხველი ვარ ამ ბლოგის :)) და ერთი კითხვა მაქ ეს თამაში დაინსტალირებული უნდა მქონდეს თუ.. პირდაპირ ვებგვერდიდან შევძლებ თამაშსს?

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s