”ჩხუბი მორევაზეა” – ნინო ბურჯანაძე


ეს არ არის საინფორმაციო სტატია. ინფორმაცია უამისოდაც ბევრია ინტერნეტში.

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ქალბატონი ნინოს ეს ფრაზა ახდა. ”ჩხუბი მორევაზეა” – განაცხადა მან ერთ-ერთი გამოსვლისას და ამაყად გადაავლო თვალი თავის უძლეველ არმიას. რამდენად მორევაზე აღმოჩნდა ჩხუბი, ამას ქვემორე სურათებიდან შეიტყობთ.

მაშ ასე, ნაწილი პირველი – ”მოდით და ვინ ვის მოერევა, ვნახავთ” – ნინო ბურჯანაძე.

მეორე მოქმედებაში სპეცრაზმი ჩაერთო. Challenge accepted:

 


მოკლედ ჩხუბი ისეთი იყო, ბრუს ლის და ჩაკ ნორისს რომ შეშურდებოდათ თავის დროზე. უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყვით – გაქცევა იყო მასეთი. მორდორის წინ შეკრებილი ურდოებივით ფარებზე ”ხმლების” მობრახუნე აქციონერები წყლის პირველივე ჭავლზე შარშანდელი თოვლივით აორთქლდნენ. თავად ბურჯანაძემ კი, ცხადია, პირველმა მოუსვა და თან ისეთი ტემპით, რომ მისი ესკორტის ერთ-ერთმა მანქანამ პოლიციელი გაიტანა, რომელიც გარდაიცვალა.

ამ სამწუხარო ამბით გემშვიდობებით და გტოვებთ საკუთარ თავთან.

სურათების წყარო – forum.ge

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

2 thoughts on “”ჩხუბი მორევაზეა” – ნინო ბურჯანაძე”

  1. თუკი აქციონერები წყლის პირველივე ჭავლზე შარშანდელი თოვლივით აორთქლდნენ, მაშინ რა საჭირო იყო მათი ხელკეტებით ცემა? :/

  2. ბოლომდე ასაორთქლებლად. იმის კადრები უნდა გენახა შენ, ერთი-ორი გულადი როგორ ეხმალავებოდა სპეცნაზს. ჰოდა მიიღეს ”მორევა” :)

დისკუსია დახურულია.