მინდა შემოგთავაზოთ ძალიან კარგი გოგოების ჯგუფი “გორდელა”-ს რამდენიმე სიმღერა, რომელიც მათ არტ-გენზე იმღერეს, მირზაანში. აქვე პაპსა განმარტება მათთვის, ვისაც არ ეცნობა ეს ჯგუფი – ესენი ისინი არიან, “ჩვენ შოუში” რომ მღერიან ხოლმე რაღაც უცნაურ და არაორდინალურ სიმღერებს.
რაც შეეხება თავად ვიდეოებს. ესენი გადავიღე 18 ივნისს, როცა მირზაანში არტ-გენი 2011 გაიხსნა. ეს კონცერტი ნიკო ფიროსმანის მუზეუმში ჩაატარეს და ზღვა ხალხი დაესწრო. სხვა ვიდეოებიც გადავიღე, ტაბულასთვის და მათ გადაბმულ-გალამაზებულ ვერსიასაც მივაბამ აქვე. არ დაგავიწყდეთ, რომ არტ გენი გრძელდება და 15 ივლისიდან თბილისის ეთნოგრაფიულშიც დაიწყება.
აქვე – ვიდეოები კიდევ ბევრი მაქვს, იმათაც ავქაჩავ და ნელ-ნელა მივამატებ, ასე რომ Stay in touch.
პირველი:
მეორე:
Update: ამის არაოფიციალური, ასე ვთქვათ, ბუტლეგი ვერსია:
და დამონტაჟებული, სადაც არამარტო გორდელაა, მთლიანად არის არტ-გენის ამბები ჩაკვეხებული:
me mevasebian eseni ♥
<3
რა უჩვეულო პოსტია შენ ბლოგზე <3
რეიზა, ვარესები არ გინახავს?
რა ვიცი რაღაც თემა მომეჩვენა უჩვეულოდ ^-^ არ მინახავს ასეთი აქ :D
3-4 დღის წინ წავაწყდი ამ გოგოებს იუთუბზე. რუსთავი 2-ის შოუში იყვნენ. მომეწონა. კარგები არიან. ბარაქალა მათ ქალობას :) <3
აუ აუაუაუაუ რამაგარია <3 ..ნეტა ვყოფილიყავი.აი ამ დროს მიყვარს საქართველო და ქართველები (ასეთ მომენტებში :))))))))))
ეს ყველაფერი ძალიან კარგი.
მაგრამ ასეთ პოსტს შენთან არ ველოდი.
ყველა წერს და..
ასეთ პოსტს შენთან არ ველოდი :დ
მადლობა ყვავა :))))
art-geni <3