Aquarial Full Moon Psy Party – 13 აგვისტოს


როგორც იქნა დადგა ის ნანატრი მომენტი, როდესაც მორიგი ფართი უნდა წარმოგიდგინოთ. რადგან ფართების სიმრავლით მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით, ამიტომ თითოეული ახალი ივენთი ახალი სიხარულის და აღტკინების მიზეზია.

ამჯერად ივენტს ქვია ”Aquarial Full Moon Psychedelic Trance Party (ლინკი FB Event-ზე)” და ტარდება ალგეთის ტყეებში.  ფართის წარმოგიდგენთ Georgian Psychedelic Commumity, რომელიც ამჟამად განხორციელებულია საიტ/ფორუმში Goa.ge (ყოფილი Psytrance.ge). რაღა თქმა უნდა თქვენი მონა მორჩილიც უკრავს, როგორც იტყვიან, დაღლამდე. ფართი შედგება 13 აგვისტოს, შაბათს და ტრადიციულად მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

რატომ 13 აგვისტო? თუნდაც იმიტომ, რომ შაბათია, სავსე მთვარე და ასევე მოსალოდნელია მეტეორული წვიმა, რომელიც ალგეთის ტყეების სუფთა ჰაერზე შესანიშნავად გამოჩნდება და ისედაც ფსიქოდელიურ ატმოსფეროს კიდევ უფრო გაამისტიურებს. ახლა კი გავყვები პროტოკოლს და ყველაფერს რიგრიგობით შემოგთავაზებთ – პოსტერს, ინფორმაციას დასწრების მსურველთათვის და ასე ვთქვათ, აგიტაციურ ვიდეოებს.

მანამდე კი ფართის ლაინაპი.

Main Stage:

  • 2kija – Progressive Psy / Goa
  • BigCrow – Hard Fullon / Power
  • Obrigado – Psy / Goa / Night / Forest
  • Zen – Psytrance / Goa / Dark
  • Syd – Forest / Dark
  • BigCrow – Morning Fullon
  • Justbeika – Trance

Chillout Stage:

  •  2kija
  • Obrigado
  • Random dj sets
პოსტერის ავტორი გიო ბერიშვილი

როგორც უკვე მოგახსენეთ, ფართი შედგება 13 აგვისტოს. ვინაიდან და რადგან ჩატარების ადგილად ავიღეთ ალგეთის ტყეები, რომელიც ცოტა არ იყოს და შორია თბილისიდან (50 კილომეტრამდე), ამიტომაც დამსწრე საზოგადოებისთვის გავითვალისწინეთ ტრასპორტირებაც, რომელიც შედის ბილეთის საფასურში. საიდან გავა ტრანსპორტი და ზუსტად როდის, ამას მოგვიანებით შეგატყობინებთ. ინფორმაციისთვის ასევე თვალი ადევნეთ ივენტის გვერდს ფეისბუქზე.

ბილეთის საფასური სულ რაღაც 10 ლარია, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ სპონსორი ვერ ვიშოვეთ. თუმცა მიღებული სიამოვნება გაცილებით აღემატება ამ თანხას, შესაბამისად ყველანი ნასიამოვნები დარჩებით. თუმცა, გამომდინარე რამდენიმე საკითხიდან, ძალიან გვესიამოვნება თუკი სიაში წინასწარ ჩაეწერებით და თანხასაც წინასწარ მოგვაწვდით. საკონტაქტო ტელეფონები:

  • ყვავსკი – 577.112.717
  • გიორგი – 597.303.261

თუკი თქვენ ერთხელ მაინც ხართ ჩვენს მიერ გაკეთებულ ფართებზე ნამყოფი, რომლებსაც აგერ უკვე მე-4 წელია ვაკეთებთ, გეცოდინებათ ის ფსიქოდელიური და ამაღლებული ატმოსფერო, რომელიც ამ ფართებზე სუფევს. ხოლო თუკი ჯერ არ იცით რა ხდება და როგორ, არც ეგაა პრობლემა, ვიდეომასალას მოგაყრით და განგანათლებთ.

ქვემოთ მოდის ფართის პრომო ვიდეო, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბოლო პრივატ ივენტის კადრები. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, თუკი ამ ვიდეოს თითო შეარს თქვენც მისცემთ თქვენს ბლოგებსა თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. რაც მეტი ხალხი დაესწრება ფართის, მით უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი იქნება შოუ.

ახლა კი შეპირებისამებრ ზოგიერთი წინა ფართის ამსახველი ვიდეო-ფოტო და სხვა სახის მასალა, რათა 13 აგვისტომდე არ მოიწყინოთ.

ბირთვისი, 2010 წელი – ვაჭერთ და ჯადო იწყება.

განმუხური 2009 წელი – აქაც ანალოგიურად.

ფორესტ ბუგი – ვიდეოებითურთ!

Lost City – ჩემი საყვარელი ფართი, ესეც ვიდეოებითურთ!

დანარჩენი ფართებისთვის (ყველას აქ დალინკვა შეუძლებელია) შეგიძლიათ თქვენ თითონ გაამუშავოთ მაუსი და დაათვალიეროთ ბლოგის კატეგორია ”ფართები”, მრავალ საინტერესო რამეს იპოვით.

პ.ს. ბლოგერებო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. თუკი ვინმე ამ თემაზე თუნდაც მოკლე, ინფორმაციულ პოსტს დაწერთ, უმადლობელესი დაგრჩებით. ცხადია პინგბექები/ტრეკბექები პოსტებიდან მიიღება. 

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

10 thoughts on “Aquarial Full Moon Psy Party – 13 აგვისტოს”

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s