სხვის ბლოგებს რომ იშვიათად ვკითხულობ, ეს არავისთვისაა ახალი ამბავი. სხვისას კი არა, ჩემსასაც აღარ ვკითხულობ. თუმცა ეს პოსტი, როგორც სათაურიდან მიხვდით, ამაზე არ არის. მეტიც, ამ რამდენიმე დღის წინ ქართული ბლოგების განვითარების დინამიკას დავაკვირდი და ერთი შემაძრწუნებელი კანონზომიერება დავადგინე – რაც უფრო მეტადაა ბლოგის პოსტებში, სათაურში, მიმაგრებულ სურათებსა თუ სხვა პრიბამბასებში სექსი, ან მასთან გათანაბრებული მოქმედება ნახსენები, მით უფრო პოპულარულია ბლოგი.
თავიდან გამოვყლევდი. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამაში არც გასაკვირია არაფერი და არც მოულოდნელი. პუბლიკას, რომელიც ამ ბლოგებს კითხულობს, არ აქვს სექსი. როგორც თავის დროზე შალვა რამიშვილი იტყოდა – “ერს არ აქვს ერექცია”. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა – ერს აქვს ერექცია, მაგრამ არ აქვს სექსი. ამიტომაც კითხულობს ისტორიებს სხვის მიერ გამოგონილ ან ზოგჯერ უბრალოდ შელამაზებულ სექსზე.
თუმცა მიზანი ამართლებს საშუალებას. გინდა პოპულარობა და მკითხველები? დაწერე პოსტი “ჩემს პირველ იობარზე”, “ჩემს პირველ ნაშაზე”, “როგორ არ ამიდგა პირველად”, “დანძრევის 10 მეთოდი” და სხვა მსგავსნი. მართალია ასეთ რამეში ნოვატორი არ იქნები, რადგან შენამდე ყველასთვის ცნობილი ხაშურა ამას უკვე აკეთებდა, მაგრამ მისგან განსხვავებით, რომელიც პორნო საიტის ადმინობას ვერ გაცდა, შენ ბლოგერი გქვია და გეპატიება. მეტიც – მოგეთხოვება. ხომ უნდა გააგებინო ბნელ ქართველ საზოგადოებას რამე, აღმატებული. ასე რომ, თუკი უეცრად დაფიქრდები და შენ თავს კითხავ – რატომ ვწერ ამას – ილია ჭავჭავაძე გაიხსენე და ეროვნული განმანათლებლის სახით განაგრძე წერა. წინ, დიდი სექსისკენ!
მოკლედ, მორალური ბარიერი გადალახე, ახლა მოსაფიქრებელია იმიჯი. თუკი გოგო ხარ, საქმე ერთი-ათად გიმარტივდება. ვინაიდან და რადგან, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მდედრის პირიდან ამოსული სიტყვა “სექსი” გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე მამრის. ასე რომ, დაძაბე გონება და გაიხსენე ყველა ის ისტორია, რომელიც რომელიმე ფილმში გინახავს, დაქალს მოუყოლია, წიგნში ამოგიკითხავს (აქვე – გავრცელებული მოსაზრებით, წიგნიერი მდედრები უწიგნურ მამრებს გაცილებით უფრო იზიდავენ, ვიდრე შებრუნებულ შემთხვევაში) ან ღამით, ლოგინში განმარტოებულს შენს აგზნებულ გონებაში გამოგისახავს. შეეცადე ეს ისტორიები რაც შეიძლება მიმზიდველი სათაურით გააფორმო და გილოცავ – წარმატება გარანტირებულია. Bro Tip – იმის გასაგებად, რა არის პუბლიკისთვის მიმზიდველი სათაური, დაძებნე ცნობილი მეტრების ბლოგებზე, რას ეძებს ხალხი.
თუკი ბიჭი ხარ, მაშინ იმიჯის შექმნა ცოტათი რთულდება. გულახდილი გეის იმიჯებზე მოთხოვნა ცოტაა და ის რამდენიმე ნიშაც, რაც არსებობდა, უკვე ასე თუ ისე შევსებულია. მაჩოს აღსარებები? ცდა შეიძლება. ამის გასამარტივებლად წარმოიდგინე, რომ უბანში ბირჟაზე ხარ და ბიჭებს უყვები “როგორ ტყნავდი იმ გოგოს, წეღან რომ ჩაიარა და მეზობელ სადარბაზოში შევიდა” და სექსუალური ისტორიაც მზადაა. ან მოიქეცი ჩემსავით და მორიგი ნძრევის ფანტაზია აღწერე. თუმცა მაინც აჯობებს, თუ გოგო ხარ, როგორც უკვე ვთქვი, ეს გაცილებით გაგიმარტივებს საქმეს.
განსაკუთრებული ფანტაზიის მქონე იზვრაშენცებისთვის კიდევ ერთი მეთოდი არსებობს – წარმოიდგინე რომ მდედრი ხარ და აღწერე როგორ გტყნავს შენი უახლოესი ძმაკაცი. ნუ წარმოდგენის შემთხვევაში ეს უკვე შენი უახლოესი ძმაკაცი კი აღარ გამოდის, არამედ ვიღაც ბიჭი, რომელიც ბარში გაიცანი, მაგრამ როდესაც ამას წერ… მოკლედ, აქ ძალიან ჩახლართულად გამოდის ყველაფერი და ჯობია ჩემი ინსტრუქციების გარეშე იექსპერიმენტოთ.
მაგრამ ერთი საერთო მოწოდება მაინც მექნება – თუკი გვინდა, რომ საქართველოში ბლოგოსფერო განვითარდეს, თუკი გვინდა, რომ რიგით ქათულ ბლოგს რიგით ქართულ პორნოსაიტზე მეტი ვიზიტორი ყავდეს – მოდი, ყველამ ვწეროთ სექსზე!
ორგაზმი პოსტია!
ტეგები არა?
არადა რა იუმორისტული ყვავო, ნაღდი ბაზარია, ეგრე ხდება და რაც გინდა ის დაარქვი შენ…
”ირონიაც” მიემატებოდა ტეგებში მშვენივრად.
”მეტი ტეგი საჭირო არ არის” – ამით რომ მოხვდება შენთან ის ტიპი მანახა :)
ჰონორარს როდის გვაძლევ მუზებს? ჩვენ რომ არა, არც ეს პოსტი ეღირსებოდა შენს ბლოგს, ასე რომ დადე ფული : ))))))
პ.ს : ნატურით არ წავა : ))))))))))
განსაკუთრებული ფანტაზიის მქონე იზვრაშენცებისთვის კიდევ ერთი მეთოდი არსებობს – წარმოიდგინე რომ მდედრი ხარ და აღწერე როგორ გტყნავს შენი უახლოესი ძმაკაცი. ნუ წარმოდგენის შემთხვევაში ეს უკვე შენი უახლოესი ძმაკაცი კი აღარ გამოდის, არამედ ვიღაც ბიჭი, რომელიც ბარში გაიცანი, მაგრამ როდესაც ამას წერ… მოკლედ, აქ ძალიან ჩახლართულად გამოდის ყველაფერი და ჯობია ჩემი ინსტრუქციების გარეშე იექსპერიმენტოთ.
:)) ეს კარგი იყო :))))))))
lol )))
და, აი, შენც დაწერე სექსზე )) თუმცა, ბოლომდე არ გეთანხმები. ბლოგერების ჯგუფში ლინკებს დებდნენ ხოლმე.. ნამეტანი გულახდილი ბლოგები რომ გამოჩნდა, ‘აღვირახსნილი’ პატიოსანი ქალიშვილების ნაწერები )) ასეთ პოსტებს პოპულარობა არ ეღირსება :დ
და მაინც.. ცუდი არაა სექსზე წერა. მით უმეტეს, როცა გოგოები წერენ ( თან გამოსდით )
ამ ბოლო დღეებში იმდენი პოსტი დავაშეარე ასეთი ან მასთან გათანაბრებული სათაურით რომ They think I am pervert or something like that :D :D :D :D
მაგარი ხარ როგორც ყოველთვის <3
შენგან განსხვავებით ბლოგებს ვკითხულობ როგორც კი დრო მაქვს, ადრე უფრო ბევრს ვკითხულობდი, ახლა ისეთი საინტერესო აღარ არის, ძალიან უაზროდ პირადი გახდა, პირველი აბზაცი და დახურვა :D
ვამბობდი მე იაფი კომპიუტერის პროგრამა ქართული ბლოგოსფეროს გასაბანძებლადაა შემოგდებული-თქო, მარა დამიჯერა ვინმემ? :(
დავწეროთ თუ დავკავდეთ :/
ჩვენ დავწეროთ, სხვები დაკავდნენ :დ
ჰმ, ჩემი ბლოგი მაინც უკონკურენციოა! ;დ
თუ ლონგ,დიდნთ რიდ ^^
რომ არ წაეკითხა თავის პირით, ამას რა წამაკითხებდა : ) დამასწარი სიყვარულოვნავ :)
ზატო სექსებზეა :)
შენი პოსტიც ხომ სექსზეა. რა მაგარია, ახლა ბლოგოსფერო კი არა, სექსოსფერო გვაქვს :დ
სექსზეა? o.O
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს–ბლოგის პოპულარობა სეექსებზე წერას.
“ერს აქვს ერექცია, მაგრამ არ აქვს სექსი. ამიტომაც კითხულობს ისტორიებს სხვის მიერ გამოგონილ ან ზოგჯერ უბრალოდ შელამაზებულ სექსზე”–არამარტო ამიტომ კითხულობს.ზოგადად,რაც უფრო პირადს წერ ,მით უფრო საინტერესო ხდება სხვისთვის.ისე კი კრეატიულია სექსებზე,ნძრევებზე და ორგაზმებზე წერა,მაგრამ თუ ასე გაგრძელდამალე მოსაბეზრებელი გახდება (თუ უკვე არ არის ბევრისთვის).
კარგი პოსტია.
რაც უფრო პირადია მგონი მით ნაკლებად კითხულობენ, რატომ დააინტერესებს სიყვარულოვნას ან ყვავას, ან შენ მაგალითად გუშინ რა ვჭამე, ხვალ რას ჩავიცმევ, და ზეგ შეყვარებულთან სად ვიზასავებ?
ეგოისტებს “მიაქვთ” ბლოგოსფერო, ყველა თავის თავზე წერს, აქედან დასკვნა :დ საქართველოში სექსი არ აქვთ, კომუნისტების არ იყოს…
ამიტომაც არ ვკითხულობ მასეთ ბლოგებს :/
უმრავლესობას ეზარება ასეთი ბლოგების კითხვა :/ მაგრამ მათ ავტორებს ესმით? :დ არა ბატონო არა…
ბრავო!
+1
სექსზე, როგორც ასეთზე, არ მაქ პოსტი [:დ] და ამის შემდეგ დავფიქრდები.
აი, როცა მაგრად გამიბანძდება ხლოგი ვიზიტორებით, მერე გამოვაჭენებ რამე მსგავს სათაურს. მადლობა ყვავა :)
გეთანხმები, დღეს სექსი კარგად იყიდება. .იყიდება ოღონდ ვირტუალური და არა რეალური :დდ
რეალურიც იყიდება და ვირტუალურიც. ცოტა ხანში პურის რეკლამას შიშველი ქალი გააკეთებს
ჰა ჰაააა
მე ერთი პოსტი მაქვს : ”sexუალური მარწყვი” –და ისიც კი არ არის სექსზე :)
აბა რაზეა?
მარწყვზე :) ,სექსუალურ მარწყვზე ^^
სექსი გვქონდეს მე და შენ არ გინდააა ყლე სტოლბასავითაა
movkvti sicilit, gaixare martla :D
ახია ერზე :დ :დ
ნეტავ ამ პოსტით რამე ისწავლონ სექსის შესახებ დამწერმა ბლოგერებმა, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი. ჯერ მარტო top.ge-ზე რომ შეხვიდე და description-ები წაიკითხო, უმეტესობას “სექსი, ძუძუები” უწერია. ამასთან დაკავშირებით საინტერესო პოსტი დაწერა თავის დროზე: http://popularpopcorn.blogspot.com/2010/09/topge.html
ჯანდაბა!
წავიდე დესქრიფშენი ჩავასწორო
არიქა. :დდდ
არავინ დავობს რომ სექსი მშვენიერი რამაა…
მაგრამ ყველა მედალს მოგეხსენებათ ორი მხარე აქვს : )
თუ მდგომარეობას ობიექტურ ანალიზს გავუკეთებთ მივხვდებით , რომ ხალხის სულიერი მდგომარეობა შეირწყა ნდსრევასთან , გაიხრწნა ხალხი
მაღალ მატერიებზე აღარც ვლაპარაკობ ამ ზნედაცემულ საზოგადოებასთან , მაგრამ სექსის გარდა სხვა რამეზეც ხომ უნდა იფიქრონ? მითუმეტეს სექსის რომელიც საერთოდ არ აქვთ
აი თუნდაც იმ ტიპის გოგოებს რომ მიადგე ბლოგზე ლამისაა თავზე რომ გადმოგამხონ მუტელი და უთხრა გოგონი უნდა მოგტყნაო , ძმას მოგიყვანს ან რომელიმე მუტრუკ მამაკაცს თავისი სანაცნობოდან და შეგიქმნის პრობლემას , რას ამბობ ის ხომ ქალიშვილია და კდემამოსილი ქართველი ქალი ?
ცინიზმის დიდი მიმდევარი არ გახლავართ და ხშირად პირდაპირ მიყვარს საუბარი , ასე რომ მიმაჩნია უკვე მეტისმეტად ჩავყავით თავში მძღნერში და დროა ასეთ ღლეობებს მოვეშვათ , შევქმნათ რამე ფასეული : )
აი ისე მაგალითად როგორც ბატონი ყვავი სჩადის
არაჩვეულებრივი მუსიკოსი , კრიტიკოსი და ჟურნალისტია
IMHO
ბლოგოსფერო = სექსოსფერო <== ბლოგების 60%ზე და მეტზეც ამართლებს
კაი :დ
რა კაი? :D
ვწეროთ სექსზეთქვა :P