ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავეცანი და ბოლომდე ვეთანხმები ზემოთმოყვანილ წესებს.
ჩვენ, ყველამ, რეგისტრაციის პირველი პროცესი სამშობიაროში გავიარეთ, მაგრამ არავის გვახსოვს როგორი იყო ეს. ალბათ იმიტომ, რომ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა არ მიგვიღია. შემდეგ რეგისტრაცია საბავშვო ბაღში, საბუთების შეტანა სკოლაში, თუკი რამე დამატებით წრეებზე დავდიოდით, იქაც გვექნება გავლილი რამდენიმე პროცესი რეგისტრაციისა. დამთავრდა სკოლა, რეგისტრაცია უმაღლესში. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, კაცობრიობის უკეთეს ნახევარს კიდევ გვემატება რეგისტრაცია სამხედრო კომისარიატში. შემდეგ მეზობელს ალუმინები მოვპარეთ – კიდევ ერთი რეგისტრაცია, ამჯერად პოლიციის საუბნო განყოფილებაში. შემდეგ რეგისტრაცია ზაგსში, გადის ცოტა დრო და აჰა, ჩვენ უკვე რეგისტრაციის ექსპერტები ვართ. იმდენად ექსპერტები, რომ უკვე შეგვიძლია ახალი მომხმარებელი დავარეგისტრიროთ დედამიწაზე, მივცეთ მას ჩვენი გვარი და ჩვენივე არჩეული სახელი. თუკი სიდედრი მორწმუნეა, ცოლს კი დედა ძალიან უყვარს, ამ ახალ მომხმარებელს ეკლესიაშიც ვარეგისტრირებთ. ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს რეგისტრაციის უამრავი პროცესი, რომელსაც ახალ-ახალ სამუშაო ადგილებზე გავდივართ, სასურველი ანაზღაურების ქონის შემთხვევაში კი – საკურორტო სასტუმროებში.
გავიდა ხანი, ჩვენ უკვე შუახნის ადამიანი გვქვია და უკან უზარმაზარი რაოდენობის რეგისტრაციები გვაქვს მოტოვებული, თუმცა წინ კიდევ ერთი გველოდება, რომელსაც ისევე როგორც ჩვენს პირველ რეგისტრაციას, სხვები გაგვატარებენ – რეგისტრაცია სასაფლაოს სააღრიცხვო წიგნაკში, რეგისტრაცია პოლიციაში, რომ მართლაც ჩვენი სიკვდილით მოვკვდით და… და მორჩა.
ალბათ რეგისტრაციების ამხელა სიმრავლეა, ტვინს რომ გვირევს და ონლაინ რეგისტრაციასაც ისე ვუყურებთ, როგორც რაღაც საშინელებას. არადა, განსხვავებით რეალური რეგისტრაციისგან, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე სქელი შეკვრა საბუთის წარდგენა გვჭირდება, ონლაინ რეგისტრაცია ძალიან მარტივია და მაქსიმუმ 5 წუთი მიაქვს. არადა მოდი გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით – რამდენს გინდათ ამ პოსტზე კომენტარის დაწერა, მაგრამ ვორდპრესზე რეგისტრაცია გეზარებათ, ტვიტერის აქაუნთის შექმნა ”არ იცით” ან ფეისბუქ-კონექტის გაკეთება გესიკვდილებათ?
”არ ვიცი”-ს ფენომენზე ცალკე შევჩერდები. ეს არის ყველაზე ხშირი პასუხი, რაც გამიგია ჩემს შეთავაზება-რჩევაზე, რომელსაც რომელიმე სერვისის შესახებ ვაძლევ ნაცნობ-მეგობრებს. ”არ ვიცი როგორ დავრეგისტრირდე, რა ვქნა?” – ყველას, ვისაც ეს ფრაზა ერთხელ მაინც წარმოუთქვამს, მინდა ვკითხო – სცადეთ მაინც? რატომღაც, ადამიანიების უმრავლესობას, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე საიტზე დარეგისტრირდეს, ან თუნდაც რეგისტრაციის ფორმას ცალი თვალი გადაავლოს, ურჩევნია უფრო მარტივ გამოსავალს მიმართოს – ”მაილს გეტყვი და დამარეგისტრირე რა…” თითქოს მე უფრო სწრაფად ვწერ, უკეთესად ვიცი Random პაროლების მოფიქრება, ან უზარმაზარი წესების უფრო სწრაფად და სინდისის შეწუხების გარეშე ჩამოსკროლვა და ქვემომ პწიჩკის დასმა შემიძლია.
არადა, სულ რამდენიმე საიტია საქართველოში ცნობილი ფართოდ, რაზეც რეგისტრაციის ერთხელ გავლაა საჭირო და შემდეგ მშვიდად შეგვიძლია ცხოვრების გაგრძელება. სხვათა შორის, ეს კიდევ ცალკე პოსტის იდეაა, ქართული ნეტ-საზოგადოების გაუნათლებლობის შესახებ. თუმცა, სანამ მუზის ახალ შემოტევას ველოდები, მანამდე დაიარეთ ყველა ცნობილი საიტი და რეგისტრაცია გაიარეთ. ეს ხომ ასე ადვილია…
უფრო მანამდე კი შეგიძლიათ ეს პოსტი დაალაიქოთ, დააშეაროთ და დააკომენტოთ, ამით თქვენ არაფერი მოგაკლდებათ, მე კი ძალიან მესიამოვნება.
me memgoni yvela meore saitze maqvs registracia da es calke temaa kide :))
ფეისბუკ კონეკტი დიდიხანი კეთდება? ))))))))
მამენტ მეც იქ ვარ ”მაილს გეტყვი და დამარეგისტრირე რა…” … ვეკუა მიცოცხლოს ღმერთმა ))))))))
ღამე თუ დატოვებ, დილისთვის იზამს :/
არადა მაქვს წორდიც მარა მაინც მაგ კონეკტით მოვედი .. წორდპრესის პაროლის გახსენება დამეზარა )))
ლოოლ
რას ამბობ ყვავსკი, სად არის დასარეგისტრირებელი ხუთი წუთი, მერე მახათი როდის დავიჭიროთ???
ეგეც მახათის სახესხვაობაა :) ყველა საიტზე რეგისტრაცია :)))
კი გეთანხმები, პროსტო აქ ის პონტია რო, შენი აზრის დასაფიქსირებლად ცოტა გამბედაობა გინდა, დაწერს ვინმე რამეს და იტყვი, აუ რა სირობა დაწერაო, უკეთესის დაწერა?… მაგას ისევ ძველი მახათი ჯობია )))
აუ რა სირობა დაწერე
ხო მაგას ვამბობდი…კაკრას :)) ამასწინათ სადღაც შევედი საიტზე დამჭირდა რეგისტრაცია, და ისე ჩავწერე მონაცემები, აბა იქნებ ადრე დავრეგისტრირდი თქო და აღმოჩდა რომ მართლა მქონდა აქაუნთი :)) არადა ვაბშე არ მახსოვდა არც საიტი და არ რეგისტრაციის ფაქტი :)))
მერე მაგარია, ყველა საიტზე რომ შენ ხარ…
:D
ვაბშეტა ეგ კონკრეტულად შენზე არ მითქვამს, ზოგადად ვთქვი, ბათ, თუ ეგრე არ არის, მაშინ რა ტვინს ტყნავ? ))))
ისე რომ დააკვირდე, რა მაგარია, ჰიპსტერი აჩქები გაიკეთე და თქვი – მე ამ საიტზე მანამდე ვიყავი დარეგისტრირებული, სანამ ყველა გაიგებდა…
რეგისტრაციის გავლა მეც ძალიან მეზარება ხოლმე და მიხარია, გარდაცვალების მერე მე კი არა სხვები რო ,,შეწუხდებიან” :) :)
:D მე აღარ მეზარება, მას შემდეგ რაც ამაზონზე+usa2georgia-ზე რეგისტრაციას “გავართვი” თავი და პირველი ამანათი მივიღე, აღარაფერი მეზარება.
ამასთან დაკავშირებით, მქუხარე აპლოდისმენტები ჩემი გაძლებისთვის landish.ge და katiee.ge -ს. :D :D :D
ამაზე ის გამახსენდა, თავიდან რომ ფორუმზე შენ დამარეგისტრირე :))
მარა მაშინ სხვა დრო იყო :დ
კარგი პოსტი იყო, მე გუსტა
ეგეთები კიდე ხდება? ისე მამენტ რა საჭიროა ყველგან დარეგისტრირება? ნერვებს თხრის პროცედურა, თან მაილ.ქომ-ზე გვიან მოდის ლინკები ფუ
pirvelad roca yvavs blogs atvaliereb fiqrob rom amden sirobas ra awerinebso mere mugamshi shesuli som kitkhulob postebs piqrob am sirobebs ratom vkitxulob an ratom mevaseba xo ar gamovsirdio amis shemdeg kiu fiqrob ise mshvenieri blogia ra gindao xolo ai am yvelafris mere ki fiqrob yochag yvavas martla kai blogiaqo :)
ar laiqdeba sheni posti :p
უი დალაიქდა :დ
კომენტარი იმისთვის რომ შენ გესიამოვნოს <3
აუ რომ იცოდე როგორი შეწუხებული ვარ მაგ : ”მაილს გეტყვი და დამარეგისტრირე რა…” – თიიი, არადა მე რომ დარეგისტრირება ვიცი და არ მეზარება რაღაცების ამოჩხრეკა, ჰგონიათ მაგარი პროგრამისტი ვარ… ასეთ უბრალო რაღაცებს რატომ ვერ აკეთებენ ძალიან მიკვირს… კაი პოსტი იყო ყოჩაღ…
მე არ მიყვარს დარეგისტრირება. ყველგან ერთი პაროლი რომ ჭრიდეს, არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, მაგრამ ზოგგან ,,ანინაა” დაკავებული, ზოგგან პაროლს მხოლოდ დიდი და პატარა ასოებით ითხოვენ. ხოდა, ვეღარ ვიმახსოვრებ და ისე რა აზრი აქვს დარესგიტრირებას :|
მერე ერთ დღესაც რეგისტრირდები ვორდპრესზე და ხდები ბლოგერი ;დ
მე მეზარება ხოლმე მაგრად :დდ თუ სხვა მთხოვს დამარეგისტრირეო და თან მეილიც არ აქვს ხო ვააბშე! არ ვიცი ი ვსო :დდდდ
:/ რა უნდა, ღმერთო ჩემო
ვაიმე, მე რა მინდა? :დ