სათაურში მოყვანილმა სიტყვამ, “ფოტორეპორტაჟი” არ დაგაბნიოთ, იქ არ ვყოფილვარ (სამწუხაროდ). თუმცა ლაივს ვუყურე და ფოტორეპორტაჟის მსგავსიც გავაკეთე.
Update: პოსტის ბოლოს დავამატე ვიდეოჩანაწერიც, ჩასკროლეთ.
ლაპარაკი მიდის NASA-ს მიერ ოციოდე წუთის წინ წარმოებულ გაშვებაზე. მათ ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი მოდული – Mars Rover – გაუშვეს მარსის მიმართულებით. მოდული მარსს 2012 წლის აგვისტოში მიაღწევს და იქაურობის გამოკვლევას მოემსახურება. ძირითადი მისია მარსზე სიცოცხლის ფორმების აღმოჩენაა. გაშვება, ტრადიციულად, კანავერალის კონცხიდან განხორციელდა.
ახლა კი ფოტორეპორტაჟი, რომელიც წარმოადგენს ქრონოლოგიურად დალაგებულ 26 ფოტოს, გაშვებამდე, გაშვების დროს და გაშვების შემდეგ.












და აი, Youtube-ზე ვიდეოც დაიდო:
პირველი ვარ! :)
სქრინ შოთ ფოტოგრაფი ხარ ! :))
ჰო, ბილეთები ვერ ვიშოვე და…
Он сказал: Поехали!
И махнул рукой!
:)
გაგარინ
kacuri kaci marsze moxalise kolonizatorebze xo araferia axali gamige ra vajkacurad
სიების შედგენა რომ დაიწყება, გაგაგებინებთ :)
ავოეეეეე, ყვავ საღოლ :-)
კარგი პოსტია ყოვ! მეორე მოდულს ჩვენ მივყობით. შენ იტყვი ახლა, ე ბიჯო, ქუთაისში ვერ წავსულვართ და მარსზე რა გვინდავო. :D რა გვინდა და ყველანი ერთად წავიდეთ. იქ მერე რაცხას მევიფიქრებთ! აბა, უყურე მთელი ცხოვრება ამ დედამიწას!
მივყვეთ! რა გვინდა მართლა აქ…