როგორ ვაქციოთ მეტრო MMORPG თამაშად?


იმისათვის, რომ მეტროპოლიტენი (და სხვა მსგავსი ტრანსპორტები) ვაქციოთ თამაშად, არსებობს სულ ორი მეთოდი. პირველი მათგანია შევიდეთ ტორენტებზე, ვნახოთ კომპიუტერული თამაში Metro 2033, გადმოვწეროთ და გავირღვეთ თამაშში. მეორე მეთოდი კი უფრო კრეატიულია და მას ლონდონის მეტროს თავკაცებმა მიაგნეს. ეს მეთოდი იმდენად მომეწონა, რომ სიამოვნებით ვითამაშებდი მსგავს თამაშს თბილისშიც.

მიგნება კი მდგომარეობს შემდეგში. ყველასათვის მოსაბეზრებელი და დამღლელი მგზავრობისთვის რომ სახალისო და რაც მთავარია, მარკეტინგულად გამართლებული ფორმა მიეცათ, ლონდონელმა გენიოსებმა, რომლებიც სამგზავრო ბარათის (აი ჩვენც რომ გვაქვს, მასეთის) ყოველ გატარებას ისედაც აღრიცხავენ, ამ მონაცემებისგან თამაში შექმნეს. გააკეთეს საიტი, სადაც თამაშის მსურველი გადის რეგისტრაციას საკუთარი ბარათით, ეწერება სასურველ გუნდში და ვუალა – ის ავტომატურად ხვდება MMORPG-ში. საიტზე ყველა მოთამაშე იღებს კვესტებს, დაახლოებით “მიდი ამა და ამ სადგურიდან ამა და ამ სადგურამდე” და რევარდის სახით ექსპერიენს პოინტები ემატება. ოღონდ, მთელი ფიშკა იმაში მდგომარეობს, რომ მისვლაში იგულისხმება მართლა მისვლა, მეტროში ან ავტობუსში ჩაჯდომა და მისვლა. კვესტის შესრულება ავტომატურად ფიქსირდება, სამგზავრო ბარათის გატარებით. გარდა ამისა, ისევე როგორც ყველა თავმოყვარე MMORPG-ს ეკადრება, მოსულა მეტროს სადგურების დაპყრობა გუნდების მიერ, ხანდახან ჩითავენ NPC-ები, ბონუს კვესტებით და ა.შ., მოკლედ მშვენიერი თამაშია. ამ ყველაფრის სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

შეთქმულების თეორიის მოყვარულები ცხადია იტყვიან, რომ ეს არის ჩვენზე თვალთვალის კიდევ ერთი ნიმუში ან ინსტრუმენდი. დამშვიდდით მეგობრებო, ყველას რომ გვითვალთვალებენ ეს ისედაც ყველამ ვიცით და კრეატიულად მაინც გვითვალთვალონ, ისე რომ მათთვისაც სასიამოვნო იყოს და ჩვენთვისაც. მე ასეთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებდი, თქვენ არა?

მოდი, ვნახოთ რას ფირობს ერი:

ჰო, დამავიწყდა გუგლის მოყვარულებისთვის დამეწერა – თამაშის სახელია Chromorama.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

11 thoughts on “როგორ ვაქციოთ მეტრო MMORPG თამაშად?”

  1. ჩვენთან ყველაზე რთული კვესტი რა იქნება?

    წადი ახმეტელიდან ვარკეთილამდე და მერე უკან!?

    ავტობუსის გაჩერებებიც უნდა ჩაერთოს მაგაში მაშინ, მაგრამ მერე ბარათის გატარებისას უნდა ფიქსირდებოდეს ადგილმდებარეობაც, რასაც ჩვენი ავტობუსის სალარო აპარატები არ აფიქსირებენ, პლუს კავშირი უნდა ჰქონდეს ამ აპარატებს სერვერთან და უნდა იცვლებოდეს ინფორმაცია და :D მაგაში ჩვენი მთავრობა ფულს არ დახარჯავს :D

    აი, ბიძნა მოვა და… :ჩუპს:

  2. ეს არის ჩვენზე თვალთვალის კი არადა მეტროს და სხვა სახელმწიფო ტრანსპორტების პოპულარიზაციის საუკეთესო საშვალება ჩაგითრევენ და მერე დღში მოგიწიოს შეიძლბა 15$ მგზავრობაში დახარჯვა მაშინ როდესაც 15$ ღირს კაი მმორპგ მთელი თვე :D

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s