მინდა მოგახსენოთ, რომ მე მეტალისტი ვიყავი, ომამდე. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ჩემი მეტალჰედობაც თითქოს წარსულს ჩაბარდა. სცენაზე ღრიალები, თმების ქნევა და შენს დაკრულზე მთვრალი პანკი ბავშვების ხტუნაობა ისეთი რამეებია, რამაც მონატრება იცის. ჰოდა მეც მომენატრა.
ასეა თუ ისე, რამდენიმე სტარი მეტალისტი შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ დაკვრა. პროექტი, კოდური სახელწოდებით ”მერაბ საბანაძე” არც ისე დიდი ხანია ჩამოყალიბდა და ჯერჯერობით ქავერებზეა ორიენტირებული. სამაგიეროდ ჩვენს ჭიას ვახარებთ.
ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეო ჩვენი პირველი ერთობლივი რეპეტიციიდან, სადაც ყველასათვის ცნობილ სიმღერას ვუკრავთ. თუკი თქვენ მოახერხებთ და ჩვენი დაკრულის მიხედვით გამოიცნობთ რა სიმღერაა, ე.ი. რაღაც იმედი არის, თუ არა და ჩვენ ჭიას მაინც გავახარებთ.
და ჰო, სულ დამავიწყდა, ეს ყველაფერი ძიაბონემას ცნობილ სარეპეტიციოში ხდება.
აქ თავიდან ეწერა ბანძი ვიდეოაო თუ რაღაც ასეთი და მე მაპატიე რომ ჩემი სასაპნე უკეთესს ვერ იღებს :დ
გამოვიცანი რას უკრავთ, გქონდეთ იმედი :დ
ვიდეო იწყება 1:10-დან
ჩვენი გინების და წიოკის სმენა თუ გინდათ თავიდანვე დაიწყეთ.
რას უკრავთ კი გამოვიცანი, მარა შენი ვოკალური მონაცემები მოვტყან O_o
ლოლ, რა თესლა ავატარია, ცხვირი აკლია და ლეონაა იმენა
დობრიე სტარიე ვრემენა :)))
სცენაზე ღრიალები, თმების ქნევა და შენს დაკრულზე მთვრალი პანკი ბავშვების ხტუნაობა ისეთი რამეებია, რამაც მონატრება იცის :D:D:D hahah