პირველი ტატუს მანქანა ორიოდე თუ სამიოდე წლის წინ მაჩუქა ერთმა ნაცნობმა. მაგნიტოფონის ძრავზე იყო აწყობილი და მაგით ხატვა საკმაოდ ძნელი იყო – თან სიზუსტე აკლდა და თან მტკივნეული იყო. მასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტიც შეგიძლიათ აქვე იხილოთ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე წესიერი აპარატი მეყიდა, ჩერეზ ამაზონი.
და ვიყიდე კიდეც. ვინაიდან და რადგან, ყველა საზომის მიხედვით მე დამწყებ ტატუიროვშიკებში გავდივარ, აპარატიც შესაბამისი, დამწყები ვიყიდე, იაფიანი. თუმცა, მოგეხსენებათ მარტო აპარატი საკმარისი არ არის – სხვადასხვანაირი ნემსები, თავები, მელანი და სხვა პრიბამბასებიც უნდა. ასე თუ ისე, დაახლოებით ერთი კვირის წინ, როგორც იქნა, თითქმის შევკარი მთელი კომპლექტი და პირველი ორნახევარი ტატუც გავაკეთე. ნახევარ ტატუში ვგულისხმობ ანას ტატუს, რომელიც ჯერ დაუმთავრებელია. და ადრე თუ მხოლოდ ძალიან ახლობლებზე ვცდიდი ჩემს ნემსს, უკვე შემიძლია ყველა მსურველს გავუფერადო კანი, ცხადია შესაბამისი ანაზღაურების ფასად.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩემს კოხტა დრაკონს და პირველ ორ ნორმალურ ნამუშევარს. პირველს დაჭირდა 30 წუთი, მეორეს – ერთი საათი:
რა კაი ლომიაა :) მეც მინდა, ოღონდ ხანდახან :/
ჰოდა როცა გინდა ხოლმე, მოასწარი და დაიხატე :)
მერე რომ აღარ მენდომება? დროებითები რამდენხნიანია?
დროებითები ძირითადად პირველ დაბანამდეა :))))
ასე მალე გადადის? :ო
აჰ სანამ მე გადავწყვეტ კანი მექნება დანაოჭებული და აღარ გამიკეთდება:დ
ლოლ
იეი ^^ <3
მეც ვფიქრობ ყვო და სეილი რომ გექნება მერე გამიკეთე :დ
ჯერჯერობით სულ სეილი მაქვს :D
კაი ხელი გაქვს…

ეგებ ოდესმე ამაზე შეგაწუხო :)
ოკეი :) მარტივი რამეა ეგ, ერთ ნახევარ საათში მზად იქნება
ამ დღეებში მეც ჩამომდის აპარატი :> ხოდა სად ისწავლე გაკეთება? გამიჭირდება?
ნამუშევარი კარგია, მაგრამ ბანჯგვლიან ფეხზე რაღაც არაესთეტიურად/ანტისექსუალურად გამოიყურება :D
[…] by BigCrow ტატუს ახალი აპარატი რომ ვიყიდე, ეს უკვე ნათქვამი მაქვს, ახლა მინდა ორიოდე ახალი ნაშრომი […]