თბილისის ლუდის ფესტივალის კულისებში


ყველა ადამიანს უყვარს ამა თუ იმ მოვლენის კულისებში შეღწევა. რაღაცნაირად გრძნობ თავს, მაგარროჟულად. დაახლოებით ის პონტია, დიჯეი რომ უკრავს და უკან რომ ორი-სამი VIP უდგას და სულელივით იღიმება – ისინი დიჯეის იცნობენ. გუშინ მეც მომიწია ასეთ VIP-ად ყოფნა, თბილისის ლუდის ფესტივალზე. საიდან მოვხვდი მანდ – არ აქვს მნიშვნელობა. არცერთი კორექტული ადამიანი არ სვამს კითხვას, საიდან მოხვდი კულისებშიო. ასეთ დროს მიღებულია საკუთარი ღირსების გრძნობით აღსავსემ ისეთი სახე მიიღო, რომელიც ამბობს – “დიდი საქმე, ეგეც რამეა”.

ამ მოკლე და არეული შესავლის შემდეგ გადავალ მთავარზე. როგორც უკვე მოგახსენეთ, თბილისის ლუდის ფესტივალის კულისებში მომიწია გუშინ ყოფნა. დღესაც მომიწევს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. მთავარია რა მოხდა გუშინ. გამომდინარე ფესტივალის მასშტაბებიდან, რომელიც ორი დღე უნდა იყოს და უამრავმა ხალხმა უამრავი ლუდი უნდა დალიოს, მზადება კაი ხნის წინ დაიწყო. კაი ხნის წინო რომ ვამბობ იმიტომ, რომ უკვე თითქმის ყველაფერი დამზადებული, ამობეჭდილი და ასაწყობად გამზადებულია.

პირველ რიგში გამაოცა ფესტივალის 3D მოდელმა. ამ ფესტივალზე შარშანაც ვიყავი და შარშანწინაც, მაგრამ სად ხალხში გარეული რომ მოძრაობ, პლასტმასის ჭიქით ხელში და სად ზემოდან რომ უყურებ ყველაფერს. ამ მოდელის ფოტოთი შეგიძლიათ თქვენც დატკბეთ:

ფოტოზე ჩანს ორი დიდი კარავი, რომელიც სავარაუდოდ საჩრდილობლის ფუნქციით შემოიფარგლება, მარჯვნივ და მარცხნივ ბარები და დასაჯდომი ადგილები. შარშან და შარშანწინ თუ ვინმე იყავით ამ ფესტივალზე, გემახსოვრებათ რამხელა რიგები იყო ბარებთან. წელს წესით ასე აღარ იქნება, რადგან მარცხენა მხარეს (ფოტოზე) ამატებენ უზარმაზარ, 30 მეტრის სიგრძის ბარს. ეს ძალიან მომწონს, რადგან რიგში დგომაზე და იმის ხილვაზე, როგორ სვამენ სხვები ლუდს, უარესი არაფერია.

როგორც აღმოჩნდა, ჩემი კულისებში ყოფნა მარტო ლამაზი 3D მოდელის თვალიერებით არ შემოიფარგლებოდა. მე და ოთომ, რომელიც ჩემი “გიდი” იყო ბექსტეიჯზე და ამავე დროს მოსამზადებელ სამუშაოებს განკარგავდა, ჯერ რეპუბლიკის მოედანზე დავხედეთ მუშებს, რომლებიც ბანერებს აკრავდნენ ღობეზე. მოგეხსენებათ, მუშებს თუ ხშირად არ დახედე, ხალტურაში გადავლენ.

და მერე ცეხი, სადაც ბარები იწყობა. ცეხები მიყვარს ძალიან, ბავშვობაში მამაჩემს დავყვებოდი ხოლმე და სულ მინდოდა დიდი ელექტროხერხით რამის გაჭრა, მაგრამ არ მაჭრევინებდნენ, კიდევ კარგი, თორემ წავითლიდი კიდევაც თითებს. მოკლედ, ზემოთხსენებული 30 მეტრიანი ბარი უკვე აუწყვიათ და ბოლო შტრიხებს ამატებენ – შეღებვა, ნაჭრის აკვრა და წვრილმანები. იქვე აღმოვაჩინე ერთი მშვენიერი დამატება – ხელოვნური ბალახისგან გაკეთებული დასაჯდომები. ვისაც არ მოსწონს თივაში გორაობა, რომელიც ალბათ წელსაც იქნება, დაჯდება ხელოვნურ ბალახზე. ვისაც ეგეც არ მოსწონს, მაშინ დაჯდეს ძირს.

ცეხი და ცეხავიკები
დიდი ბარის პატარა ნაწილები
ხელოვნური ბალახის დასაჯდომები

ბოლოს კი დადგა დრო უზარმაზარი სტამბისა, სადაც ფაქტიურად უსასრულო სიგრძის ბანერები იბეჭდება. ამ შემთხვევაში მხოლოდ 25 მეტრიანი ბანერის წამოსაღებად მივედით. ეს ბანერი ყველაზე მეტად მომეწონა, ფაქტიურად ერთი უზარმაზარი ნახატია, რომელსაც იმდენი დეტალი აქვს, რომ თავიდან ბოლომდე დათვალიერებას ერთი საათი მაინც უნდა. ასე რომ ძალიან არ დაგისპოილებთ და რამდენიმე სახალისო ფრაგმენტს შემოგთავაზებთ, დანარჩენი თქვენით ათვალიერეთ, შაბათს. ახლა კი გავიქეცი, დღეს ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი უნდა მიიტანონ ადგილზე და ააწყონ და ამის გამოტოვებაც არ მინდა. და კიდევ, ყველა გადაღებული ფოტოს აქ ჩაყრა საკმაოდ მოსაბეზრებელი რამეა, ამიტომ დანარჩენები შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქის ალბომში, რომელსაც დღესაც წავამატებ დღევანდელ ფოტოებს.

ეს კი ერთი ფოტო ბონუსად, ფესტივალთან არაფერ შუაშია, მაგრამ ბოლო მომენტში მოვიგდე ხელში ეს წინსაფარი და ცხადია მაშინვე ჩავკარტოჩკდი:

ფონზე ჩემი შინაგანი მე :)
Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

4 thoughts on “თბილისის ლუდის ფესტივალის კულისებში”

  1. ჰეჰ, ყველაზე მეტად 30 მეტრიანია ბარი გამიხარდა ^^
    იმედია რიგების გარდა წელს ლუდის ქაფიც შეცოტავდება, და ჰო, უფრო გაგრილდება ლუდი ^^

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s