ჩემი ორი დღე ლუდფესტზე


როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთი კვირის წინ თბილისის ბირფესტის მოსამზადებელ სამუშაოებზე მოვახერხე აღმოჩენა. მოვახერხე რა, თავად ნატახტარმა შემომთავაზა, არ გინდა ნახო რეებს ვაკეთებთო? რასაც აკეთებდნენ, ამის წაკითხვა შეგიძლიათ ზემოთ დალინკულ პოსტში, თავისი ფოტოგალერეით. ერთი კია, რომ 14 ივლისის ნაცვლად ფესტივალი ერთი კვირით გვიან ჩატარდა, რითიც წვიმასა და დელგმაში ლუდის სმას გადავრჩით.

ფესტის გოგჩოები

ნუ, რადგანაც ფესტის ადგილის მოწყობა მაინც საჭირო იყო და მოსამზადებელ სამუშაოებს მაინც ვერ ავცდებოდით, ამიტომ პარასკევს ისევ გამოვცხადდი რესპუბლიკის მოედანზე, “საინტერესო ფაქტების” შესაგროვებლად. თუმცა საინტერესო იმაში, როგორ დაათრევდნენ მუშები აქეთ-იქეთ მაგიდებს, აწყობდნენ ბარებს და აკრავდნენ პლაკატებს, ვერაფერი ვნახე და შაბათის იმედად წამოვედი სახლში. რამდენიმე წინასაფესტე ფოტოს მაინც შემოგთავაზებთ:

…ასე იდგმებოდა კარვები
და ბარები

და აი, გათენდა შაბათის დილა, 21 ივლისი. ფესტივალი 4 საათზე დაიწყო, თუმცა ქართული პუნქტუალობის გამო, სადღაც 6 საათისკენ მივედი იქ. ლუდის ფესტივალზე შარშანაც ვიყავი და შარშანწინაც, მაგრამ მასშტაბები ამისი აშკარად მეტი იყო. სხვა თუ არაფერი ბარი იყო 4-ის ნაცვლად ერთი 20-მდე, რის გამოც ლუდი არც აქაფებული იყო და არც თბილი. რა შუაშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? მარტივია – როდესაც ბარები არის ცოტა, ლუდი იხარჯება სწრაფად და ახალშეერთებული კანისტრა (რომელიც, მოგეხსენებათ უსასრულო არ არის და ყოველ 50 ლიტრის მერე ახალი უნდა დააყენო) თან თბილი ლუდითაა სავსე და თან ქაფი მოაქვს პირველი სამი ბაკალი. მოკლედ, ლუდი რომ ცივი და უქაფო იყო, ეს მშვენიერია. ღია ფერის ნატახტარის გარდა ასევე იყო ოდნავ მუქი მთიელიც, რომელსაც, როგორც დავაკვირდი, უფრო ეძალებოდა ხალხი.

ფესტივალი
ჩახატული გოგო

და დაიწყო ღრეობა…

ლუდი
ჩაწიკწიკებული ლუდის ბარები

მთელი ამ დროის განმავლობაში სცენიდან ჯერჯერობით გაურკვეველი ხმაური იღვრებოდა, რომელსაც ორიოდე ბაკლის მერე მივაქციე ყურადღება და აღმოჩნდა, რომ იქ რაღაც ბენდები როკენროლებს უკრავდნენ. შუალედებში კი, როგორც ეს ლუდის ფესტივალს შეეფერება, სწრაფსმის შეჯიბრებები იმართებოდა.

აი ეს ბენდები

და მოულოდნელად (ეს მოხდა პირველ დღეს) აღმოჩნდა ისე, რომ მეც სცენაზე ამოვყავი თავი, ლუდის სმის შეჯიბრში მონაწილედ. ეს იყო ნატახტარის მიერ ორგანიზებული შეჯიბრი სპეციალურად ბლოგერებისათვის (როგორ არ მიყვარს ეს ტერმინი). შეჯიბრი გუნდური იყო და რატომღაც ჩემს გუნდში ყველა არამსმელმა მოიყარა თავი. შედეგი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში. გენადი, ჩართე ფირი:

მეორე დღეს მონაწილეობა აღარაფერში მიმიღია, მშვიდად დავდიოდი, მთიელის ლუდს ვწრუპავდი (მუქი ლუდი ასწორებს) და აპარატს ვაჩხაკუნებდი. ასე ლამაზად და მშვიდად დასრულდა ჩემთვის ნატახტარის რიგით მესამე ლუდის ფესტივალი თბილისში. მცირე ფოტოკოლაჟი:

ფერადები
შეჯიბრება ლუდის სმაში, ინდივიდუალური თანრიგი
მასოვკა
ციყვობა
მე და რობი კუხიანიძე
ნატახტარის ციყვობა

ესეც ასე, დაველოდოთ მომავალი წლის ფესტს.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

One thought on “ჩემი ორი დღე ლუდფესტზე”

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s