მაშ ასე, მოვიდა 2013 წელიც და დადგა დრო ფართების ახალი სეზონისა. ღია ცის ქვეშ ფართაობისთვის ჯერჯერობით ძალიან ცივა, ამიტომაც კლუბს მივადექით. კერძოდ კლუბ “დივანს” (რომელიც ფესტივალიც და რესტორაციაცაა ამავდროულად). წელს პირველი ფართი 2 მარტს გავმართეთ და აქ მინდა შემოგთავაზოთ მისი ამსახველი ვიდეომასალა. სხვათა შორის, ეს მგონი პირველი ფართია, სადაც არ დაგვეზარა და ასე თუ ისე კარგი რაოდენობის და ხარისხის ვიდეოები გადავიღეთ.
წინა მსგავსი ღონისძიებების რეპორტები, როგორც ფოტო, ასევე ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ კატეგორიაში “ფართები“.
ჰო, ინფო ფართიზე და პოსტერი წინა პოსტშია.
ახლა კი ვიდეოები, ქრონოლოგიურად:
ფართი ობრიგადომ გახსნა, თავისი დაჭმუჭნული, ვაბვაბა მუსიკით, რომელიც ზოგიერთ წრეებში დაბსტეპის სახელითაცაა ცნობილი:
ლინკი: youtube.com/watch?v=dDxpzvSt8S8
[ამის შემდეგ ბევრი ფოტო-ვიდეო მოდის, ამიტომაც რიდმორია ჩასმული, დააჭირეთ და განაგრძეთ კითხვა]
შემდეგი ლაინაპში იყო ოთო მესხი, რომლის ვიდეოც მე სამწუხაროდ არ მაქვს, თუ ვიშოვი – გავაკეთებ აპდეიტს და ჩავამატებ.
მერე კი მე:
ლინკი: youtube.com/watch?v=EYgPm230Szs
და ბოლოს იყო დიმონოიდი და ნიკა წერეთელი:
ბექ თუ ბექ:
ესეც ასე, ყველაფერი ერთად. ბოლოს კი ბონუს ფოტოთი დავასრულებ:
და ხალხი ზოგადად