უმუშევრობის საგა ანუ ქართველი დამსაქმებლები


უმუშევარი / umushevariაგერ უკვე 8 თვე გავიდა, რაც ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უმუშევარი ვარ და როგორც იტყვიან, “სახლში ვზივარ”. თავიდან საკმაოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ერთი სამსახურიდან მეორეში აღარ მიწევდა სირბილი, დილით ადრე ადგომა აღარ იყო სავალდებულო და საერთოდაც, მეტი თავისუფალი დრო მქონდა. სადღაც ერთ თვეში კი, ბოლო ხელფასი რომ გამითავდა, დავიწყე სამუშაოს ძებნა. “სამუშაოს პოვნას რა უნდა, ამდენი რამე ვიცი” – ვფიქრობდი მაშინ და ძალიანაც არ ვღელავდი უმუშევრობაზე.

აღმოჩნდა, რომ არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც მეგონა. ასე არასოდეს გამჭირვებია ადრე სამუშაოს პოვნა, რამდენიმეკვირიანი უმუშევრობის შემდეგ რომელიმე სფეროში მაინც ჩნდებოდა თავისუფალი ადგილი, სადაც ვჭირდებოდი. ახლა კი მოჯადოებულ ორმოში ჩავვარდი და ამოსასვლელი აღარ გამოჩნდა. პოტენციურ დამსაქმებელთან რომ ნაცნობობა და ახლობლობა ყველა კვალიფიკაციაზე მეტად ჭრის, ეგ ფაქტი ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ სანამ ვინმე ნაცნობის კომპანიაში გამოჩნდებოდა რამე, გადავწყვიტე ჩემთვის ახალი ხილი მეცადა და “სივების გზავნა” დავიწყე და ახლა ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები ამ საოცარ პროცესთან დაკავშირებით.

პირველი დაკვირვება, რაც გავაკეთე, არის ვაკანსიები, რომლებიც დასაქმების საიტებზე იდება. მცხობელი, მეხინკლე, მძღოლი, ბუღალტერი – ესაა ვაკანსიების 90%. ხანდახან გამოერევა ასე თუ ისე საინტერესო ვაკანსიაც, სადაც რეზიუმეს გაგზავნა შეიძლება, თუმცა ხშირად გაგზავნილი სივი სადღაც, შავ ხვრელში იკარგება და არანაირ გამოხმაურებას არ პოვებს. თუმცა, თუკი ყველა ამ ფილტრს გაივლი და საბოლოოდ მაინც დაგიკავშირდა ვინმე, მერე იწყება ყველაზე სახალისო ნაწილი – გასაუბრება. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რა კრიტერიუმით არჩევენ დამსაქმებლები კადრებს. ორიოდე გამონაკლისის გარდა, ყველა გასაუბრებაზე, სადაც ვიყავი, მათ ყველა მოთხოვნას გადაჭარბებით ვაკმაყოფილებდი, ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ ასეთი უნივერსალი იპოვეს და არაფრის დიდებით არ აპირებდნენ ჩემს ხელიდან გაშვებას, მაგრამ საბოლოოდ აღარავინ დამკავშირებია.

აქვე უნდა ვთქვა ერთი ფრიად ჩათლახური რამე, რაც ეტყობა ახლახანს აღმოაჩინეს. ესაა შეკითხვა “რამდენს ითხოვ ხელფასს?” ამ კითხვაზე ძალიან ვიბნევი. თუ მოთხოვნაზე და სურვილზეა, მე ვითხოვ რაც შეიძლება მეტს, მაგრამ ისიც საინტერესოა, რამდენის გადახდას აპირებს თავად დამსაქმებელი. თავიდან, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ვიბნეოდი ამ კითხვაზე, მერე კი შებრუნება დავუწყე უკან (როგორც ვიღაცეები იტყოდნენ, ჩაბრუნება) – “და რამდენს მთავაზობთ”. ამ კითხვის შემდეგ ყველას აშკარად აწერია სახეზე პასუხი, რომელსაც გახმოვანებაც არ ჭირდება. ეს პასუხია “რაც შეიძლება ნაკლები”. ალბათ ამიტომაც არ აქვთ თავად ხელფასის შემოთავაზება ხოლმე, ვაიდა ვინმემ გასაუბრებაზე იმაზე ნაკლები მოითხოვოს, ვიდრე ისინი გადახდას აპირებდნენ და ამ მხრივ მოგებაში დარჩნენ?

არის კიდევ მეორე სახის ვაკანსიები, სადაც თავიდანვე გეუბნებიან ხელფასს, თუმცა ეს ხელფასი არასოდესაა 300-400 ლარზე მეტი ისეთ საქმეში, რომელშიც წესიერი დამსაქმებელი 1000-1500-საც გადაიხდიდა. ერთხელ, რომელიღაც გამომცემლობაში შემომთავაზეს კვირაში 6 დღე მუშაობაში (დამკაბადონებლად) 250 ლარი, ისიც იმ შემთხვევაში “თუკი გამოსაცდელ ვადას წარმატებით გადავლახავდი”.

მოკლედ, ვრცლად წერა უკვე მეც მეზარება და ალბათ ვინც ამას კითხულობს, იმასაც ეზარება უკვე კითხვა, ამიტომ მოკლედ შევაფასებ ჩემი სამუშაოს ძებნის პროცესს – ფაქტიურად ფარ-ხმლის დაყრის ზღვარზე ვარ და დიდი ხნის იდეს განხორციელებაზე ვფიქრობ, რომ დავიწყო საკუთარი საქმე. ერთი პატარა საქმე, რომელსაც ჯერჯერობით ბიზნესს ვერც ვუწოდებ, არის ტატუს საქმე. ამაზე ვრცლად შემდეგ პოსტში მოგახსენებთ, ერთს ვიტყვი მხოლოდ, ოდნავ მეტი სტაბილურობა რომ ჰქონდეს, საერთოდ დავანებებდი ფულტაიმ, საოფისე სამუშაოს ძებნას თავს და მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი ამ საქმეს რომელიც, საოფისე და ერთფეროვანი სამუშაოსგან განსხვავებით, სახალისო მაინც არის. თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასეც ვქნა…

ბოლოს კი საკუთარ თავსაც და უმეტეს თქვენგანსაც საოცნებო საქმის პოვნას ვუსურვებ, რომელსაც ხალისითაც აკეთებ და ანაზღაურებაც ისეთი გაქვს, რომ თავს მონად არ გრძნობ. ამ სადღეგრძელოთი გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე, რომელსაც იმედია მალევე დავწერ, რადგან ამასწინათ გადავწყვიტე, რომ ბლოგის ასე მიგდება საცოდაობაა.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

19 thoughts on “უმუშევრობის საგა ანუ ქართველი დამსაქმებლები”

  1. აუ როგორი ინტერესით დავიწყე კითხვა და რაღაც ნედაძელანი პოსტი შემრჩა თვალთ… უკეთესიც შეგეძლო ამ თემაზე…

      1. აუ, ხო რაა, უფრო გრძელს და საინტერესოს მოველოდი მე ამ პოსტისგან. იმიტომ რომ 7 თვის განმავლობაში მეც ვეძებდი სამსახურს და წესით ეს თემა უფრო ვრცელ პოსტს იმსახურებს.

    1. არც ისე ცნობილი გამომცემლობაა, რაღაც პატრიარქის წიგნები მაჩვენეს სემპლებად, ესენი გვაქვს გამოშვებულიო :)

      ა ჰო, მანდ ისიც მკითხეს, თარგმნა თუ შეგიძლია ტექსტებისო

  2. მეც დაახლოებით ასე ვარ. გასაუბრებებზეც მხოლოდ ნაცნობი ეიჩარების კომპანიებიდან მირეკავენ. და ე.წ რეზერვში მსვამენ საბოლოოდ.

  3. ყვავ, ზოგადად ნებისმიერი ბიზნესი იწყება საინტერესო საქმის კეთებით სამოყვარულო დონეზე. ანუ რაღაცა გიტაცებს, რაც შენი ჰობია, მაგრამ დროთა განმავლობაში შესასძლოა, რომ პროფესიად იქცეს.

    ჩემი რჩევაა, არ მოეშვა მაგ საქმეს და დიდი ალბათობით ის იქცევა შემოსავლის მუდმივ და სტაბილურ წყაროდ!

  4. გასაუბრებები არ გამახსენო-მეც უნდა დავწერო ერთი პოსტიამ თემაზე, ნამდვილი არანორმალურები არიან. იცი ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ ცნობილი კორპორაციების დირექტორები ადამიანების გასაუბრებაზე დაბარებით ერთობიან.

  5. რამდენიმე ადგილზე რომ ის აიყვანეს, ვინც უბრალოდ ჩემზე ნაკლებად მუშაობას დათანხმდა, ეგ არ დამიწერია ხომ პოსტში?

    1. სამსახურში, სადაც მიღების გადაწყვეტილებას მოთხოვნილი ხელფასის სიმცირით იღებენ, საერთოდ არ ღირს მუშაობა. :) დიდი შანსია რომ “ხარჯების შემცირების” მიზნით პერიოდულად ხელფასიდან ჩამოგაჭრან, დაგიგვიანონ და ა.შ.
      ხელფასზე შეიძლება მოლაპარაკება, ან შემცირება დამატებითი ბენეფიტების შეთავაზებით, აი რამდენად ხარისხიანად მოხდება პროფესიონალის შევსება დასაკავებელი ვაკანსიისათვის… როცა იაფფასიან მუშახელს ეეძებენ…. რა ვიცი რა ვიცი… :D

  6. რაც მე გასაუბრებაზე და სამსახურშჲ მიღებაზე მიწერია… :)
    ამ პოსტიდან ჩანს რომ არასერიოზულად უდგები გასაუბრებებს.
    ჯერ უნდა მოწესრიგო სივი. გქონდეს ერთი სრული ვარიანტი და შემდეგ საჭიროების მიხედვით წაშალო ან დატოვო შესაბამისი გამოცდილება და ინფორმაციები. სამუშაოზე შეიძლება არ მიგიღონ იმ შემთხვევაში თუ (1) ვერ აკმაყოფილებ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს – ანუ არ გყოფნის გამოცდილება, სქილები და ა.შ. ამავე დროს (2) – ხარ overqualified, ანუ გაცილებით მეტი განათლება/გამოცდილება გაქვს ვიდრე კონკრეტულ ვაკანსიას სჭირდება.
    ასევე გასაუბრებაზეც უნდა იყო კონკრეტული და ფოკუსირებული საჭირო უნარებზე.
    რაც შეეხება ხელფასიანი შეკითხვის თემას – ნორმალურ ორგანიზაციებში ნორმალურად ითვლება. ჯერ ერთი იგებენ რამდენად აფასებ შენს შრომას და მეორე – რამდენად კარგად იცნობ საბაზრო სიტუაციას. ამიტომ თუ ვაკანსიაზე მითითებული არ არის ხელფასი, უნდა დაგუგლო და გაიგო საშუალოდ რამდენს იხდიან ამ სფეროში, და გასაუბრებაზე ამ კითხვისთვისაც მზად იყო. თან უნდა იცოდე, დავუშვათ, რატომ ითხოვ საშუალო 500 ლარის მაგივრად 1500ს, რატომ იმსახურებ სხვაზე მაღალ ანაზღაურებას.

    1. გააჩნია სად აპირებ მუშაობის დაწყებას :) მაკდონალდსის მოლარეობას თუ აპირებ მაშინ კი, შემცირდება და ისე არამგონია :)

  7. როცა დასაქმების პრობლემაა თვითდასაქმებაზე გადადი. ტატუს სალონი კარგი რამ არის, პირსინგებიც დაუმატე. გასაყიდიც პირსინგებიც და გახვრეტაც და ყურის გახვრეტაც რა თქმა უნდა იქნება და ისეთი ხალხიც მოვა, ცოტა რომ წაუტრადიციულებს,, მაგრამ პატარა ტატუ შეიძლება მოეწონოს. პლიუს კატალოგს გავაკეთებდი ტატუების და პირსინგების. პირსინგების ინტერნეტში შეკვეთაც შეიძლება. ან რაიმე ინოვატორული მოიფიქრე. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გერმანულ სკოლაში, მაგის გარდა სხვა რამეებიც აქვთ გახსნეს მოხუცი ან ცოტათი ასაკში შესული ადამიანებისთვის სმსების წაკითხვის კურსი და გადვასებული იყოო კურსები. ასეთი რამ შეგიძლია მოიფიქრო, ოღონდ ცოტა კომპიუტერიც რომ შედიოდეს და ძველი თაობის ადამიანებს ასწავლიდე ტექნიკასთან მოპყრობას. პრობლემა იმაშია, რომ სხვა კურსებზე ბევრი ახალგაზრდაც ზის და ეს ძველი თაობის ხალხი ვერ იგებს და ვერ უწყობს ფეხს. ასეთ რამეს თუ გააკეთებ პირველ კლიენტს დედაჩემს გამოგიგზავნი. :D

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s