ALS Ice bucket – ქველმოქმედება ქართულად [პოზიტიური პოსტი]


სათაურმა რომ არ მოგატყუოთ და ვინმეზე და “ქართულ ფენომენზე” დასხმა არ გეგონოთ, განმარტებაც მივაწერე სათაურშივე.

ice-bucketიყო და არა იყო რა, ქველმოქმედების უკეთესი რა იქნებოდა. ამ ქველმოქმედების ფარგლებში არაქართველი სელებრითები თავზე ყინულიანი წყლის ვედროს ისხამენ და სხვა ასევე სელებრითებს იწვევენ, რათა საქველმოქმედო აქციის ცნობადობა გაიზარდოს, ფული კი წინა წინადადებაში დალინკული ორგანიზაციის ანგარიშზე მიდის. ასე ქნა, მაგალითად ბილ გეიტსმაც [ვიდეო]. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ეს ჩელენჯი ასე გამოიყურება – თუკი მიიღებ გამოწვევას, ALSA-ს ფონდში მინიმუმ 10 დოლარს რიცხავ, ხოლო თუკი თავზე ყინულიანი წყლის გადავლებაზე უარს იტყვი, მაშინ იგივე ფონდში 100 ამერიკული მწვანის გადარიცხვა მოგიწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინტერნეტ სიახლე საქართველოში რამდენიმეთვიანი დაგვიანებით აღწევს, ამ აქციამ თითქმის ორიგინალის პარალელურად აიდგა ფეხი. თუმცა, ჩვენთან მან ცოტა სახე იცვალა და ჩემის მოკრძალებული ჰაზრით, ორიგინალზე უფრო კრეატიულიც გახდა. ხალხი ყინულიან წყალს თავზე არამარტო ვედროებით, არამედ ყანწებით, ექსკავატორის ჩამჩებით და განსხვავებულებით ისხავს. შეიცვალა ქველმოქმედების მიმართულებაც და გლობალური ფონდის ნაცვლად, ლოკალურ ქველმოქმედებად იქცა. ჩმჰ-ით ესეც მშვენიერია, რადგან ეროვნულ ქველმოქმედებას ძალიან უჭირს. მართალია, წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა, მაგრამ ხალხის უმეტესობა თანხებს მაინც ერთი მიმართულებით, WeHelp-ისკენ უშვებს. გადასარიცხი თანხები იგივეა, მხოლოდ ბოლოში ლარის ნიშანი აქვს.

ჩემის მხრივ მეც გამომიწვიეს, აი ამ ვიდეოთი:

გამოწვევა, ცხადია მივიღე და ჩემის მხრივ ვეცადე მცირედი კრეატივიც ჩამერთო – საბურთალოს ქუჩაზე მდებარე მეხანძრეებთან მივედი და ვთხოვე წყალი ჩემთვის სახანძრო შლანგით მოეშვათ. თუმცა ამ ჩანაფიქრისგან არაფერი გამოვიდა, მეხანძრეთა სიზარმაცის გამო, მაგრამ რაღაც მცირედ კრეატიული მაინც გავაკეთე და ეს ყველაფერი შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ:

ამ ვიდეოში საოცრად ბოროტ ნაბახუსევზე ვიმყოფები, რაც ლაპარაკზეც მეტყობა, სიტყვებს ძლივს ვაბამ ერთმანეთს.

როგორც წესი და რიგია მეც გამოვიწვიე ჩემი სამი მეგობარი, თუმცაღა დღემდე პასუხი მხოლოდ ერთისგან მივიღე, საკმაოდ კრეატიული ეგეც. დანარჩენ ორს კვლავ ველი. მოკლედ, რადგან პოსტის ბოლოსკენ გავედით, მე მინდა თქვენც მოგიწოდოთ ამ ჩელენჯების შესრულებისკენ და 10 ლარი მაინც რომ გადარიცხოს ყველამ საქველმოქმედო ფონდებში, სოფელიც აშენდება. ახლა კი პასუხი ჩემს ვიდეოზე. გენადი, ჩართე ფირი:

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

5 thoughts on “ALS Ice bucket – ქველმოქმედება ქართულად [პოზიტიური პოსტი]”

    1. კაი ხანია არ მიწერია არაფერი, ფეისბუქის სტატუსების გარდა. იქ კიდევ, მოგეხსენება, გრამატიკა არ მოგეთხოვება…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: wacoswe.wordpress.com კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s