თავი მაქვს ცარიელი. რაღაცის დაწერა მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავი მაქვს ცარიელი. ბევრი იდეა მიტრიალებს, ბევრიც დრაფტი მაქვს აქვე შენახული, მაგრამ ამ მომენტში არაფერი მოდის.
თუმცა, ერთ რამეს მაინც გკითხავთ – კარგა ხანია, რაც ჩემზე არ გამიკეთებია ტატუ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ეს ერთი იდეა მომივიდა – პლანეტ ექსპრესის ხომალდი Futurama-დან. თან მომწონს და თან მეზარება. ჩემში რომ დიდი დოზითაა სიზარმაცე, ეგ უკვე საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია. ასე რომ, იქნებ ვინმემ მითხრას, რომ ეს ძალიან კარგი იქნება ტატუდ და მეც ვძლიო სიზარმაცეს. ჰა? ჰაა?

სხვა ტატუ აზრები და სხვებზე გაკეთებული ტატუები, ალბათ იცით სადაც უნდა ნახოთ. თუ არ იცით, მიყევით ამ ლინკს: http://www.facebook.com/tattoobig
სანამ საკითხზე იფიქრებთ, მანამდე გადახედეთ დევიანტზე ნაპოვნ რამდენიმე ლამაზ სურათს და გაიფერადეთ განწყობა.



დანარჩენები თქვენ დაძებნეთ.
გამარჯობა. ტატუდ არანაირად არიქნება ლამაზი ზემო ნახატი,, პ.ს რჩევა
ეს სკეჩია ასე ვთქვათ, ფერადად ვაპირებ, როგორც ორიგინალშია
ნეაჰ, არ მომწონს ეს.
მე არ გირჩევ.
:ტატუიანიაადამიანისაზრი:
შენ არ მოგწონს როგორც შენზე რომ იყოს თუ მე არ მომიხდება? არის სხვაობა ამათში…
ჰოდა, ზოგადად არ მომწონს. არავისზე.
ფუტურამაც არ ნაყვარება შენ
ნოპ.