უბრალოდ, ლამაზი პოსტი ტატუზე


თავი მაქვს ცარიელი. რაღაცის დაწერა მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავი მაქვს ცარიელი. ბევრი იდეა მიტრიალებს, ბევრიც დრაფტი მაქვს აქვე შენახული, მაგრამ ამ მომენტში არაფერი მოდის. თუმცა, ერთ რამეს მაინც გკითხავთ – კარგა ხანია, რაც ჩემზე არ გამიკეთებია ტატუ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ეს ერთი იდეა მომივიდა – პლანეტ ექსპრესის ხომალდი Futurama-დან. თან მომწონს და თან … Continue reading “უბრალოდ, ლამაზი პოსტი ტატუზე”

უმუშევრობის საგა ანუ ქართველი დამსაქმებლები


აგერ უკვე 8 თვე გავიდა, რაც ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უმუშევარი ვარ და როგორც იტყვიან, “სახლში ვზივარ”. თავიდან საკმაოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ერთი სამსახურიდან მეორეში აღარ მიწევდა სირბილი, დილით ადრე ადგომა აღარ იყო სავალდებულო და საერთოდაც, მეტი თავისუფალი დრო მქონდა. სადღაც ერთ თვეში კი, ბოლო ხელფასი რომ გამითავდა, დავიწყე სამუშაოს ძებნა. “სამუშაოს პოვნას რა უნდა, ამდენი … Continue reading “უმუშევრობის საგა ანუ ქართველი დამსაქმებლები”

New Tattoos


ტატუს ახალი აპარატი რომ ვიყიდე, ეს უკვე ნათქვამი მაქვს, ახლა მინდა ორიოდე ახალი ნაშრომი შემოგთავაზოთ, რომლებიც ამ რამდენიმე დღის წინ დავხატე და ერთიც ოდნავ ძველი:

ახალი Tattoo Gun და ახალი კარიერა


პირველი ტატუს მანქანა ორიოდე თუ სამიოდე წლის წინ მაჩუქა ერთმა ნაცნობმა. მაგნიტოფონის ძრავზე იყო აწყობილი და მაგით ხატვა საკმაოდ ძნელი იყო – თან სიზუსტე აკლდა და თან მტკივნეული იყო. მასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტიც შეგიძლიათ აქვე იხილოთ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე წესიერი აპარატი მეყიდა, ჩერეზ ამაზონი. და ვიყიდე კიდეც. ვინაიდან … Continue reading “ახალი Tattoo Gun და ახალი კარიერა”

Google Buzz


სტატია, რომელიც არ მოხვდა ჟურნალ „ტაბულა“-ში. 2010 წლის 9 თებერვალს „გუგლმა“ წარმოგვიდგინა ახალი სოციალური ქსელი, „Google Buzz“. ეს არის „Gmail“-ის გაფართოება, რომლითაც „ჯიმეილი“ ინტეგრირდება როგორც გუგლის სერვისებთან, ასევე არა-გუგლის საიტებთან და აგროვებს მათ კონტენტს ერთად. „ბაზში“ შეიძლება როგორც ბმულების, ასევე სტატუსების გაზიარება. ამით იგი ძალიან ჰგავს პოპულარულ სოციალურ ქსელებს „ტვიტერსა“ და „ფეისბუკს“, თუმცა მათგან განსხვავებით … Continue reading “Google Buzz”

Filled Tattoo


მოგეხსენებათ, რომ გასული წლის 22 დეკემბერს გავიკეთე ”საახალწლო ტატუ”, უფრო სწორად ნახევარტატუ, მხოლოდ კონტური. იმის მერე სამ თვეზე მეტი გავიდა, მე კი ვერაფრით მოვაბი თავი, რომ გამეფერადებინა და დამთვრებული სახე მიმეცა. დღეს ადრე მოვედი სამსახურიდან, თან მხნეობისთვის მროველაც წამოვიყოლე. მთელი პრობლემა იმაში იყო, რომ მარტოს მეზარებოდა ხატვა, რომ წარმოვიდგენდი, რომ ორი საათის განმავლობაში უნდა მექაქუნებინა … Continue reading “Filled Tattoo”

მორიგი ტატუ


აჰა, ესეც ასე. ამოვარჩიე ადგილი – დაახლოებით ღვიძლთან, ანუ გარედან რომ შევხედოთ – ჭიპის გასწვრივ და გუშინ დავიხატე ეს შესანიშნავი ტატუ. ეს ჩემი რიგით მეხუთე ტატუა, თუმცა სხვები ამასთან შედარებით არაფერია (ჯერჯერობით). მაშ ასე, დატკბით მისი მზერით. ჯერჯერობით ვაზელინის აბაზანებით დავდივარ, სანამ შემიხორცდება. ამიტომ ცოტა მოგვიანებით გადავიღებ სურათს შორიდან, სადაც ადგილიც გამოჩნდება და დავდებ. ეს … Continue reading “მორიგი ტატუ”

გაბრაზებული ბაჭია


სიზარმაცევ, ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს შემაწუხა მოკლედ ამ სიზარმაცემ. კაი ხანია დახატვა მინდა რამის (ჩემზე) და ვერ მოვაბი თავი. ამას დაემთხვა ის შესანიშნავი შანსიც, რომელიც უფებ გაეძრო ფორუმზე. მოკლედ და კონკრეტულად, სავარაუდოდ ხვალ ვიხატავ პატარა (ან არც ისე პატარა) და ლამაზ ნახატს. არა ჩემი ხელით… სურათი თავის თავად ლამაზია და საყვარლად ბოროტი, … Continue reading “გაბრაზებული ბაჭია”

საახალწლო ტატუ


მოგეხსენებათ ახალი წელი მოდის. ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ მაქამდე ვიცოცხლებთ. ასეა თუ ისე, ამ ღირსშესანიშნავ თარიღს აუცილებლად უნდა აღნიშვნა. ჰოდა მეც ავღნიშნე ახალი, საახალწლო ტატუთი, ამჯერად ჩემს საკუთარ სხეულზე. ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, მომეწონა სურათი, ამოვბეჭდე, გაგავიტანე ხელზე და შემოვაკონტურე. ახლა ვუყურებ და სიყვარულით ვივსები, ჯერ ამ ნახატისადმი და მერე საკუთარი თავისადმი. მე ხომ … Continue reading “საახალწლო ტატუ”

Дело мастера бойтся


ეს სათაური წესით  და დაუწერელი კანონით აქ უნდა დამეწერა, ბრჭყალებში, უფრო ნავაროჩენი და დეზლა იქნებოდა, მაგრამ იქაც კარგად წერია, სადაც არის. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ერთმოქმედებიან პიესას ”Дело мастера бойтся”. მოქმედი პირები: Дело – პირველი ტატუირება არასაკუთარ სხეულზე, თუკი არ ჩავთვლით კაქტუსაზე ამასწინათ დასმულ ერთ წერტილს, რომელიც იყო პასუხი კითხვაზე – ”ძალიან მტკივნეულია?” Мастер – რაღა … Continue reading “Дело мастера бойтся”

Tattoo


როგორც იქნა! გვეშველა! (ნუ თქვენ რა, მე მეშველა) მოვაბი როგორც იქნა თავი და ფეხზე დაწყებული ტატუ დავიმთავრე, ცხადია ჩემი ტატუს აპარატით. დატკბით:

Facebook


გადავყევი ამ ფეისბუკს. გადავყევი რა, არც ტაძარი ამიგია მისთვის და არც ფანკლუბი შემიქმნია, მაგრამ ფაქტია, რომ გადავყევი. მან ჩაანაცვლა ჩემთვის ბლოგიც, მესენჯერებიც და ნაწილობრივ ფორუმიც. ამაზე ვიღაც წერდა უკვე, რომ მალე ასე მოხდებაო და ბლოგები ჩაიძირებაო და ა.შ., მაგრამ ახლა ჩემს თავზე ვიგრძენი ყველაფერი. საქმე იმაშია, რომ ფეისბუკზე რამდენიმესიტყვიან სტატუსებში შენი ყოველსაათობრივი გრძნობის გამოხატვა უფრო … Continue reading “Facebook”

ტიესტო და იმედი


ტიესტოთი იწყება პოსტი იგი, ვინაიდან ახლა ვიმყოფები სამსახურში და ტიესტოს ყლევროტრანსი ტვინს მიტყნავს. ალბათ დოდკას ბლოგზე წაიკითხავდით უკვე (ან შეგიძლიათ ახლა წაიკითხოთ), რომ ტელეიმედზე დავეთრევით ეს რამდენიმე დღეა, უფრო სწორედ კი ტელეიმედისთვის დავეთრევით ღამის შოუს სტუდიაში. დღეს უკვე მესამე დღეა, რაც კასტინგები დაიწყო, პირველი ორი დღე ღამის შოუსთვის ვიწვოდით და ვიდაგებოდით, ხოლო დღეს კი “შუა … Continue reading “ტიესტო და იმედი”

ყვავა Ink


არა Incorporated, არამედ პროსტო ინკ, “Miami Inc”-ის პონტში… გეცოდინებათ ალბათ ეგ გადაცემა, მაიამელ ტატუიროვშიკებზეა, რომლებიც რაღაც ღვთიურ ნახატებს აკეთებენ. გემახსოვრებათ ალბათ, რომ ამ რამდენიმე ხმის წინ ტატუს სამაძელკა აპარატი დავითრიე. იმის მერე ბევრი ვიწვალე თავი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივედი იმ დასკვნამდე, რომ გაგრძელება ღირს. ჰოდა გუშინაც ავდექი და ერთი პატარა ტატუშკა მივიხატე ხელზე. შეგიძლიათ იხილოთ: … Continue reading “ყვავა Ink”

Lookaround


გამარჯობა ჩემო მიტოვებულო მკითხველო. გაინტერესებს ალბათ სად დავიკარგე. მეც არ ვიცი, სიზარმაცემ შთანთქა ჩემი ზრახვები, დამეწერა რამე და შეგხმიანებოდი. პრინციპში მარტო სიზარმაცემ არა, ჯერ ერთი არც არაფერი მქონდა სათქმელი, მნიშვნელოვანი და ისეთი განსაკუთრებული, რომ აღნიშვნის ღირსი ყოფილიყო არაფერი მომხდარა და თან რამოდენიმე დღის განმავლობაში სიკვდილს ვებრძოდი. ნუ მთლად მასეც არა, მაგრამ საწოლში ვეგდე სიცხიანი… ასეა … Continue reading “Lookaround”

2008 წელი


საკმაოდ პაპსა პოსტია, მაგრამ მაინც მინდა შევაჯამო 2008 წელი, ბოლო-ბოლო ბოლო დღეა ამ წლის. საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა და მოვლენებიანი. ამ წელს დავკარგე 3 თუ ოთხი სამსახური, ამდენივე ახალი ვიშოვე, მქონდა უმუშევრობის მომენტიც და სამ საქმეს შორის გახლეჩილობაც. ამ წელს ვიყავი მეორედ რეზერვში და ომის ნახვაც მომიწია, ამ წელსვე გავიცანი ახალი ხალხი, ახალი გოგო, ჯგუფი აგონია … Continue reading “2008 წელი”

Tattoo


Yo მენ, Yo… დიდი ხანია მქონდა ოცნებად… თუმცა არა, ოცნება და ღამით არ ძილები არ მქონია, მაგრამ ძალიან მინდოდა ტატუიროვკის აპარატი მქონოდა. და აი, აღსრულდა მიზანი, ის აქ არის, მართალია თვითნაკეთი, მაგრამ მუშა. მაჩუქეს, ასე ვთქვათ. თან ეს ის აპარატია, რომლითაც მიმახატეს თავის დროზე ის ერთადერთი ნახატი, რაც მაქვს. ჯერჯერობით ერთადერთი. ნელ-ნელა მოვიმარაგე ინგრედიენტები, ნემსები … Continue reading “Tattoo”

Social Ants


არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა შორიდან ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ინდივიდუალობის პირველ ხაზზე წამოწევით და გუნდური პრინციპის უგულებელყოფით გააკეთონ რაიმე საერთო საქმე. დააკვირდით, ძალიან სასაცილოა :)) დღეს შევესწარი ერთ ასეთ მომენტს. რაღაც საქმეზე ვიყავი მაღაზია ”ტიტანში”, მაღაზიაში რომ შევდიოდი, გარეთა კარებთან რაღაც უცნაური რკინის მახინას ავუარე გვერდი, რომელსაც ერთი ხუთიოდე კაცი იყო შემოსეული და … Continue reading “Social Ants”