ენერგია

დრაივი და რედბული


დღეს ენერგიული დღე მქონდა. კუს ტბაზე ვიყავი. ცხადია ეს არაა ენერგიის გამომწვევი, მაგრამ მიზეზი კი არის. მოკლედ დოდიჩკამ ამაგდო და კუს ტბაზე გავიჩითე, ”ფეხბურთის საყურებლად”. დაახლოებით ნახევარი საათი გაბრაზებული დავხეტიალობდი აქეთ-იქეთ და ყველა ცნობილ ენაზე ვიგინებოდი, თუმცა მერე ნაცნობი გავჩითე და პივა ჩავცეცხლე. შემდეგ კი დაიწყო უკვე ნაცნობი სახეების დინება. იმის შემდეგ, რაც ოზნერას და სიფოს პინგპონგის ყურებით აღვიგზენით და გავისეირნეთ და შემოგვაღამდა, იქვე დავსხედით, მანამდე არგენტინა-გერმანიის პენალტებზე ნერვიულობაც მოვასწარით და ბოლოს შავუკვეთეთ როგორც იქნა რაღაცეები. ნუ ნემიროვის პატარა ფლიაჟკას აღვნიშნავ, რათქმაუნდა, ამ შეკვეთილებში, რომელმაც კარგ ხასიათზე დაგვაყენა. იმდენად კარგზე, რომ მე საჭიროდ ჩავთვალე ჭიქა ამეცოცებინა, სიმაპტიური ჭიქაა ისე, წიწაკა ახატია :) ხოდა, იმას ვამბობდი, რომ მერე გიჟივით ვცეკვავდი ნიტო საქსესში ნიტო სადღაც, თანაც არყიან რედბულს (ან პირიქით) ვწრუპამდი. მანდვე გამომადგა ჩემი ჩვევა – არასოდეს დავტოვო სუფრაზე სასმელი. ხოდა ასე ცეკვაცეკვით მოვედი სახლში, მაგრამ ეტყობა არ მეყო, იმიტომ რომ ასე ბუსავით ვზივარ აგერ უკვე მთელი ღამეა და რომ არა წარბის გაუთავებელი ქავილი, რაც მანიშნებს რომ ძილის დროა, კაი ხანს ვიჯდებოდი კიდევ ასე…

სექსი… ოღონდ ბევრი სექსი…


როგორც ამბობენ, სექსებიო რაც მეტიაო, მით უკეთესიაო, ხოდა ასევე რაც მეტი ხალხი მონაწილეობს მასში, მით უკეთესია ეგეც. ხოოდა მაშინ აჰა, ესეც ბევრი სექსები… მაააგარი პრიკოლი სურათია, ნახეთ და დატკბით ხოლმე : ))) პატარაა ხო? დააჭირე და დიდი იქნება (სურათს კაცო, სურათს :-) )

პახმელია მაქვს, ვკვდები


გათენდა… ანუ თვალი გავახილე, ნელ-ნელა სუნთქვაც დავიწყე. გუშინ მძიმე დღე მქონდა. რატომღაც მარჯვენა ხელი მტკივა. გაჭირვებით დავიხედე ხელზე და ზედ ხელისგულზე ნახვრეტი აღმოვაჩინე, საკმაოდ დიდი. გამაჟრჟოლა და ტვინში ამოტივტივდა გუშინდელი დღის ნაწყვეტები, როგორ დავეხიე ხელისგულით რაღაც მავთულხლართს, როგორ გავითხუპნე წითელი საღებავით, როგორ… და მრავალი როგორ… ჩემი ჩაკბეჩილი კრედიტკა მოწმობს რომ გუშინ ბევრჯერ მიცდია ფულის გამოტანა უშედეგოდ, უკანა ჯიბეში ვიპოვე პენტაგრამიანი ბრელოკი და კურტკის (რომელიც უმოწყალოდაა დათხვრილი ფლომასტერითა და წითელი საღებავით) გულის ჯიბეში კი – გასაღების ფორმის საყურე. ვისი გასაღებია ეს (რისი გასაღებიცაა ეგ კი ვიცი, მამენტ ) არ ვიცი, მაგრამ ეტყობა გუშინ თეთრი ლაქები ბლომად მექნება მეხსიერებაში…

ყველაფერი დილით დაიწყო, ჯერ მე 11-ის მაგივრად პირველ საათზე გამეღვიძა და ერთი პიროვნება შემომეგდო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე, გამახსენდა რომ ჯეოროკის შეხვედრა იყო, ჩავიცვი და წავბოდიალდი. ტრადიციული კომპლექტი, არაყი, წვენი, პური, ახოტნიჩი კალბასკა… პინკყ… გოგოები… მეორე ბოთლის მერე გაჭედვა… მორისონკას წამება… პედოფილური ზრახვანი… იქვე მოვასწარი ხელების საღებავით დათხვრა და ხელისგულში დირკის გაკეთება.

კონცერტი… ბლიაააა… ყველა არყის ბოთლს ვეზასავე, იქვე ვიღაც გოგოები იჯდნენ (თუ ისხდნენ) და თვალები ამენთო. მივედი და დავარწმუნე, რომ ”ეგ არაყი, შენ რომ სვამ, ვადაგასულია” და ა.შ. შევყევით და შევყევით ამ ვადაგასულ არაყს.

[ დროის ეს მონაკვეთი წაშლილია ]

…კრიშა … არავინააბანკომატი … მგონი პეკინზე ვართ, ბევრი ბანკომატი, ძალიან ბევრი ბანკომატი… სულ ბანკომატები … თქვენს ანგარიშზე 29 ცენტია… მგონი ამის მერე გაუჩნდა ნაკბეჩი კარტოჩკას… ფული არ გვაქვს, რა ვქნათ ახლა?

ჭიასთან ვართ, მე პინკყ და კახა… ბოლო გაჩერებაა ეს, გვიანია და ფული აქაც არ გვაქვს. მე მეძინება… ვიღაც მაღვიძებს და გარეთ მიმათრევს… მე ზეზეულად მძინავს. მარშუტკას ვაჩერებ და დელისამდე მივყვები… ცოტა ხანში მე უკვე დივანზე ვაგდივარ გაუხდელად და მძინავს…

დილით ლოგინში მეღვიძება… ნეტა ხელები რატომღა მიკანკალებს?

მორალი: პიწ ნადა მენშე.

პიზდეც ინტელექტუალური დღე


ტაკს, რეპორტინგ ყვავა:

1. მერკური. დავლიეთ მე და მროველმა, ხინკალიც ვწოვეთ ცხელი და ბოდლერზეც ვილაპარაკეთ.
2. გარეთ ათბა ცოტა, ან შეილება ჩვენ მოგვეჩვენა ეგრე…
3. წავედით კრიშაზე. წავედით და ავედით, ქარია და არავინ არაა.
4. ვიღაცა გვეძახის საიდანღაც. ჩავიხედეთ და ვიპოვეთ-კახა, პინკყ, და ვიღაცეები. კურდღელი მეც დამევასა
5. მერე კიდე ვიღაცეები მოვიდნენ. რაღაცეები მოიტანეს და რაღაცეები დაიწყეს. მე აღარ ვსვამდი.
6. პოლარისმა გაჭედა. ბევრი ილაპარაკა და გრძნობით. ეტყობა ბოლო ჭიქა იყო და უფრთხილდებოდა. მე ბოლო ბოთლზე ვიცი ხოლმე ეგეთები. ლინკი მბაძავს და საკუთარი ჭიქით დადის. მარა მოპარულ ჭიქას არ ჯობია არაფერი.
7. კურდღელმა არ მომცა. ან იქნებ კახამ არ აცადა, რა ვიცი…
8. შპილერამ მაგინა. თურმე გადამიგდია. არადა ვროძიბი არა. ყველა ვარიანტში მამაჩემი მთვრალი იყო და მაინც ვერ დავუკრავდით, მაქსიმუმ ჩვენც დაგველია… ხოდა დავლიეთ კიდეც
9. ხალხი ნელ-ნელა გაიპარა. ცეცხლი გვენთო არადა. რატომ წავიდნენ არ ვიცი.
10. პინკყმა ...-ებზე გაჭედა.
11. გავასხი ახლა სამსახურში, სანამ გამომაგდეს.

არა !!!


booo“არა” თქვა მან და პირი იბრუნა.
არადა რას მერჩოდა, რა უნდოდა, ძნელი იყო კის თქმა? მაგრამ ის ხომ წყეული მოდგმის შვილია, მის ძარღვებში ქალის სისხლი ჩქეფს, არავინ უწყის რა იგულისხმებოდა მისი უარის უკან, შეიძლება ძალიანაც კი, მაგრამ სისხლმა არ მისცა საშუალება, ჩათლახურმა სისხლმა, რომელმაც აიძულა ევა რომ ადამისთვის მიერთმია, სისხლმა, რომლის გულისთვისას ამდენი წმინდასისხლიანი დაღუპულა და იღუპება ჯერაც, ამ სისხლმა აამოძრავა მისი ნარნარი თითები კლავიატურაზე და ააკრეფინა სამი ასო, ა რ ა და ბოლოში პატარა სიცილაკი, დამცინავი, ცინიკურად მომღიმარი, რაღაც ასეთი: Nope!!! .

არადა მისი უარი როგორ ჩამერჭო გულში, დამიტრიალდა, როგორც ბოთლის გასახსნელი ტრიალებს ხოლმე პრობკაში, ოღონდ პრობკისთვის სულერთია, მე კი გული გამეწურა. ეჰჰ, ამ ქალებს არაფერი ეშველებათ. წამოდით დავლიოთ ბიჭებო…

ორაყ-ფართი


აი ეს არის ჩვენი ”კრიშ-ფართის” რეკლამა…

უაფიშესი აფიშაა ნუ… :)

undefined

მკვდარი


ვინმეს გინახავთ მკვდარი? მკვდარი, რომელიც საკუთარ სისხლში გდეია… ტყვიით შუბლგახვრეტილი და უაზრო თვალებით იყურება, სადაც აღბეჭდილა მისი ცხოვრების ბოლო წამი… ამ წამის იქეთ მისთვის არ არსებობს არაფერი. სახეზე ტკივილი აქვს, ესაა უკანასკნელი რაც მან იგრძნო… ის უკვე გვამია, გვამი და არაფერი ეშველება… სისხლის გუბე… შედედებული სისხლის გუბე… ის ნახევრად მჯდომიარეა მიყუდებული კედელზე და თავი გვერდზე გადავარდნია… და სისხლი…ბევრი სისხლი…