პროექტები


ტაკს, რა არის პროექტები. დიდი არც არაფერი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯი, უბრალოდ ჩემს ყველა პროექტს მინდა რომ ერთად მოვუყარო თავი და რაღაც სახე მივცე. ამიტომაც გავაკეთე ცალკე გვერდი და დავარქვი ”პროექტები”.

მოკლედ მანდ ნელ-ნელა შევავსებ და ნახავთ რაც არის რა, ზუსტად მეც არ ვიცი ჯერ რა იქნება და რეებს ჩავაკვეხებ. ნუ ალბათ ბლოგები, სმაილიკები… მუსიკალურ იმასაც გადავწვდები… მაშინ ბარემ ვიდეოებსაც ჩავსვამ… კაროჩე რაც გამიკეთებია საერთოდ, მანდ იქნება რა :D

Advertisements

Blogs of the Day


სულ მაინტერესებდა ეს საკითხი, ნუთუ არ უნდა არსებობდეს რაიმე ფუნქცია ან ადგილი, სადაც იქნება ქართული ბლოგები-თქო… და აი მივაგენი გვერდს, Blogs of the Day.

http://botd.wordpress.com/ -შედიხარ აქ და ნახულობ ყველაფერს, ტოპ 100 ბლოგი და რამე. აქვე შეგიძლია ნახო მარტო ქართული ვარიანტი, ქართული ტოპ ბლოგები ანუ (პრინციპში ეს უფრო მაინტერესებდა მე, აბა ტაილანდური ბლოგების ასეული რაღაც არ მიზიდავს…) აგე:

http://botd.wordpress.com/?lang=ka

ეგაა, დატკბით. მე შევდივარ ხოლმე და ვტკბები ჩემი ბლოგის მოწინავე პოზიციებით.

20.000


რა ოცი ათასი აბა?

რა ოცი ათასი და მალე ჩემს საყვარელ ბლოგუხას მეოციათასე ჰიტი შეუსრულდება :) რა კარგია, რა კარგი…

აგერ, დავასკრინშოტე სტატისტიკა, ცოტაღა უნდა, სულ ცოტაღა…

გვისმენენ!


ჯარისკაცები გვისმენენ! :)

რადა, დღეს გავიგე, რომ თაზო რომაა წასული კუვეიტში (თუ როგორც ქვია ზუსტად არ ვიცი), თურმე იქ იჭერს ჩემ ბლოგს. იჭერს და აჩვენებს :) ძალიან კაი, ძალიან კაი. იესსე იგი მთლად ტყვილა არ ვჯღაბნი ამ რაღაცეებს, ვიღაცა მაინც კითხულობს :)

მოკითხვა ბიჭებს :)

ჩემი ბუდის ახალი სახე


აჰა, ბუდე ბუდეს დავამსგავსე. ვისაც გახსოვთ მისი ძველი სახე ( ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით ), ისიც გეხსომებათ, რომ ბუდეს კი არა ძველ წერილს უფრო გავდა ბლოგი, შტორმში დაღუპული მეზღვაურის მიერ სისხლით დაწერილს, თავმოსანთლულ ბოთლში ჩადებულს და ზღვაში 300 წლიანი ტივტივის მერე ნაპოვნს.

ახლა კი ბუდე ბუდეა, კვერცხებიც არის შიგნით (როგორც ეს პატიოსან ბუდეს შეეფერება) და ყველაფერიც. ასე რომ ინჯოი, და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ბუდეს აქვს ერთი პატარა ვიდჯეტი.

ადიოს… (მამენტ ადიოს არა, მაგრამ ასე კარგად ჟღერდა და… )

Linear

ჩემი ბუდის Widget -ი ოპერასთვის


ტადადაამ! გადარევას ვარ ნუ, ეს ოპერა რამდენს შვება.

Widgetize This Blog !!!

ჩემი ბუდე უკვე შეგიძლიათ ვიდჯეტის სახით გქონდეთ ოპერაში და ზედმეტი მისვლა-მოსვლის გარეშე ნახოთ ჩემი ახალი ნამოღვაწარი.
ვიდჯეტი ხომ ასეთი კარგი რამეა…

ამისათვის კი სულ ორი რამეა საჭირო: 1. დააყენოთ (თუ არ გიყენიათ) Opera Wb Browser -ის მე-9 ვერსია აქედან და 2. ჩაუყენოთ მას ჩემი ვიდჯეტი, ზემოთ მოცემულ ლამაზ (წითელ) ღილაკზე მაუსის დაჭერით.

მეტი არაფერი. ნებისმიერ მომენტში უკვე შეიძლება მისი ჩართვა (და შესაბამისად გამორთვაც :D ) და მასზედ აფფტამატურად გამოჩნდება ბოლ’ო პოსტები. პოსტები კი…  ყველაზე მყუდრო ყვავის ბუდეს რომ შეესაბამება, ისეთი იქნება კვლავაც.

ასე რომ… ასე რომ :)