ევილჩიკა – მოპარული ფოტო


ევილჩიკას მე პირადად არ ვიცნობ. ბევრი არ იცნობს. იმიჯი აქვს ფარული და დამაინტრიგებელი. მაგრამ მისი ფოტოების ფანი ვარ. ამიტომაც მოვპარე ეს ფოტო თავისი დევიანტური სამყაროდან და ბუდეში წამოვიღე. ყვავები ხომ ყველაფერს იპარავენ და ბუდეში მიაქვთ. ასე რომ ეს სურათი ახლა ჩემი ბუდის კედლებს დაამშვენებს. ვოტ.

Evilchik-The stolen foto

Advertisements

გალერეა – მეორე მსოფლიო ომი


Hitlerმაშ ასე, ვიწყებ ახალ განყოფილებას ”გალერეები” (ანუ გალერეა იგივე რა). აქ ვიზამ ხოლმე ისეთ სურათებს, რომლებიც უბრალოდ უნდა ნახოთ, არც გასართობი მიზნით და არც არანაირი, უბრალოდ უნდა ნახოთ ი ვსიო. სეზონს გავხსნი მეორე მსოფლიო ომით.

მოკლედ, გავსკდი, გავირღვიე ნაკერავზე და ნორმალური სურათები ვერ ვიპოვე ინტერნეტში მეორე მსოფლიო ომის, არადა რაღაც ისეთ ხასითზე ვიყავი, რომ… ეჰ, რას იზამ, ეგრეა რა, რაც გინდა, იმას ვერ პოულობ. აი სკანერი რომ მქონდეს, დავასკანერებდი გადასარევ სურათებს, მარა ახლა ინტერნეტში ნაპოვნი “რაღაცობებით” უნდა გავიდე იოლას.

არადა თითქოს რა შუაშია ბლოგი და მეორე მსოფლიო ომი. არც არაფერი, უბრალოდ მინდა გავიხსენო :) ახლახანს იყო 22 ივნისი, სავეტსკი საიუზს რომ დაესხნენ თავს და პირველი სექტემბერიც აქვეა, ომის დაწყების დრო. და საერთოდაც, საინტერესო სანახავია. ასე რომ რაც ვიპოვე, იმათ დავყრი :)

ორაყ-ფართი


აი ეს არის ჩვენი ”კრიშ-ფართის” რეკლამა…

უაფიშესი აფიშაა ნუ… :)

undefined