Durex Ad


გთავაზობთ სუპერ თევზურ რეკლამას, რომელიც მე და საბამ შევქმენით დურექსის კონკურსისთვის Create the next Ad. ვიდეო იმდენად თევზურია, რომ აღწერაც კი არ ჭირდება, უბრალოდ უყურეთ და დააშეარეთ:

Flour Fight


Flour Fight, originally uploaded by staaleve.

რაღაცას ვეძებდი წეღან ფლიკერზე და ასეთი უცნაური ფოტო ამომიგდო, უცნაურივე სათაურით. მერე დავფიქრდი – რატომ ალაგებს ეს გოგო იატაკზე დაყრილ ფქვილს, თანაც ტიტლიკანა? რა მოხდა მანამდე?

მოდი მივცეთ გასაქანი ფანტაზიას და ვივარაუდოთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მანამდე, ან რა შეიძლება მოხდეს მერე. ვისაც გეზარებათ – უბრალოდ დატკბით ფქვილიანი იაპოშკის ყურებით :)

მე და ფოტოაპარატი


როგორც გახსოვთ, ამ რამდენიმე დღის წინ მივიღ გმირული გადაწყვეტილება – მეყიდა ფირი და გადამეღო სურათები. ფირი არ მიყიდია, მაგრამ ასე თუ ისე ვიშოვე, ოღონდ ფერადი და მე და მროველა გავემართეთ კუს ტბაზე. ამინდი კარგი იყო და სურათებიც რახარუხით მიდიოდა. მე, ცხადია რომ ლიმიტი მალევე ამოვწურე, მროველმა კი თავისი ციფრულით საკუთარი ლიმიტი ამოწურა და წამოვედით სახლში. ფირი ჩავაბარე უკვე გასამჟღავნებლად, მაგრამ კაცი რომ იდიოტი იქნები, იდიოტადვე დარჩები – დამავიწყდა და რომ მივედი გამოსატანად, უკვე დაკეტილი დამხვდა სალონი :)

მაგრამ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ ბლაბლაბლა, მთავარია ის სურათი, რომელიც ახლა უნდა წარმოგიდგინოთ, მროველამ გადამიღო მაშინ, როდესაც კლდეზე აფოფხებულები  რაღაც უცნაურობებს ვიღებდით. ნუ სად შემიძლია, რიააა… მაშ ასე, მოემზადეთ, მოშორდით ეკრანებს, ბავშვები და მოხუცები განარიდეთ სხვა ოთახში და იხილეთ:

ფოტოხელოვანი ყვავა

ნუ, ხომ ვარ ძერზკი ფოტოხელოვანივით წამოწოლილი? ჩემს თავზე ამიდგა, ფაქტიურად…

დაბადების დღე(24)


გუშინ დაბადების დღე მქონდა, უოზდავოთხის გავხდი. მერე რა, ერთი სრული წელი იქეთ, ერთი აქეთ, რა განხსვავებაა. ზატო მიზეზი მოგვეცა კიდევ ერთხელ გაგვეჯვა თავზე. ხოდა ასეთ გაჯმულ მდგომარეობაში რომ ვიყავით, გადავიღეთ ეს შესანიშნავი ვიდეო.

ეს ვიდეო არის იმის ცხადი მაგალითი, რისი გადაღება არ შეიძლება კამერით… სიმღერა გულეჰ, ასრულებენ მოცეკვავე შანდლები.

ამ კლიპის გადაღებისას დაიკარგა ორი ქალიშვილობა, ორი ვაჟიშვილობა და ერთი პაჩკა სიგარეტი. სიგარეტის მპოვნელებს ვთხოვთ გამოგვეხმაურონ.
(Warning*!!! ნუ ეცდებით ამის გამეორებას სახლის პირობებში, ცეკვა შესრულებულია პროფესიონალების მიერ, შედეგები შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს)

Link: http://www.youtube.com/watch?v=mdafB71_3k0

წითელი ბასანოჩკები


ვეში-ზევეში, ვეში-ტრეში, ვეში-ტრანსი, ვეში-სკრეჩი, ვეში-მროველა_რა_მაგარი_დიჯეია, ვეში-ავოიე, მოკლედ ვეში, სახელად ”წითელი ბასანოჩკები” (Red Shoes). ლეგენდარული ”სოფიკოს” და ”აფრების” შემქმნელებისაგან  ვიდეო, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.

YouTube:

Link: http://www.youtube.com/watch?v=_KOXiIRccpg

Tutor Show – როგორ ვიყიდოთ პრეზერვატივი


მინდა წარმოგიდგინოთ “Crow Pictures”-ის ახალი ნაწარმოები, ახალი შოუ, სახელად ”ტუტორ შოუ”.

”ტუტორ შოუ”- პატარა, ცხოვრებისეული დეტალები, ნაჩვენები ვიდეოტუტორიალის სახით. ამ სადებიუტო სერიაში ნაჩვენებია როგორ უნდა ვიყიდოთ პრეზერვატივი. უყურეთ, დაფიქრდით, შეიძლება გაიცინოთ, შეიძლება არც, მაგრამ თუკი ეს პატარა შოუ ოდნავ მაინც იმოქმედებს თქვენზე (დადებითად ან უარყოფითად), ნუ დაგეზარებათ და დაწერეთ თქვენი აზრი ამ ყველაფრის შესახებ, რა არის კარგი, რა არა და ა.შ. მოკლედ, იხილეთ ”ტუტორ შოუ”-ს პირველი სერია ”როგორ ვიყიდოთ პრეზერვატივი”.

იხილეთ ვიდეო:

link: http://www.youtube.com/watch?v=bhjQ9Z-SQos

ორიგინალი პოსტი და რელიზი შეგიძლიათ იხილოთ ”ქრაუ პიქჩერზის” ბლოგზე: [ Original Post ]

ჩემი მეზობლის საყვარელი


მოგეხსენებათ ალბათ არტიდეას არსებობის შესახებ, პროექტი სადაც ჩემი ლიტერატურული მცდელობებიც იდებოდა. ერთ-ერთი მინდა შემოგთავაზოთ ახლა, ”ჩემი მეზობლის საყვარელი”. ძველი დაწერილია, მაგრამ გულით. იქვე შეგიძლიათ ნახოთ ამ თემაზე დაწერილი ყველა ნაწარმოები, ჩემთან კი – ცალკე კატეგორია არტიდეასთვის.

-აჰა მოვიდა, რას დადის ნეტა ყოველ დღე? ერთხელ რომ კარი შეეშალოს და ჩემთან დააზარუნოს რა მოხდება. აუჰ, რას ვუზამდი… – სადარბაზოდან კარის მოჯახუნების ხმა გაისმა და მეც მოვშორდი გლაზოკს.

სამი წელია რაც ირინა ჩემს გვერდით ცხოვრობდა და ეს სამი წელი დაკარგული მქონდა მოსვენება, დილით გლაზოკს ვიყავი აკრული და ღამით ჩვენს საერთო კედელს. შენ უნდა გენახა როგორ მიფანცქალდებოდა გული, თუკი შემთხვევით სადმე შემხვდებოდა ირინა. კარგი გოგო იყო, უფრო სწორად კარგი ქალი იყო ირინა, 30-35 წლის იქნებოდა სავარაუდოდ, ანუ ზუსტად იმ ასაკში, როდესაც ქალი თავის ზენიტს აღწევს და იფურჩქნება, მეც მეტი რა მინდოდა, 17 წლის ღლაპს, ვიჯექი და ვანძრევდი ირინაზე. მარტო ცხოვრობდა ირინა, მაგრამ კაცი არ მინახავს ჯერ მის ბინაში შესული ან გამოსული, დაქალები იცოცხლე, მისვლა-მოსვლა ქონდათ სულ, თან იმდენი იყვნენ, თავგზა აგერეოდა.

მაგრამ მე მაინც მყავდა ერთი გამორჩეული, ყველაზე ხშირად დადიოდა, ლამაზი იყო ეგეც, ირინასავით. ბევრი ჩემი ღამეული ოცნება იყო დაკავშირებული ამ ორ ქალთან, ირინასთან და მის დაქალთან, ბევრჯერ მიოცნებია ათას ბავშვურ სისულელეზე, როგორც მე მეგონა მაგარ სექსუალურ რაღაცეებზე, მაგრამ ჩემს მაქსიმუმად კარების გლაზოკში ყურება და შემდეგ ფანტაზიის მოშველიება რჩებოდა მაინც. ახლაც კარის ჯახუნი გაისმა თუ არა, გლაზოკს მოვცილდი და დივანზე ჩამოვჯექი. თვალები დავხუჭე, ვცდილობდი წარმოდგენაში აღმედგინა სახეები, ფორმები, რაც აკლდა, წარმოსახვითვე ვამატებდი, ვავსებდი. ზარის ხმამ გამომაფხიზლა. მაქსიმალურად მშვიდი და გაწონასწორებული სახე მივიღე, კარების გლაზოკში გავიხედე და გულმა რეჩხი მიყო. კარებთან ირინა იდგა. შუბლზე მომდგარი ცივი ოფლი მოვიწმინდე, ტანში დავლილ ჟრუანტელს ნერწყვი ჩავაყოლე და კარი გავაღე. ირინა მიღიმოდა.

Continue reading “ჩემი მეზობლის საყვარელი”