Feeds:
ჩანაწერები

Archive for the ‘გასართობი’ Category


იმისათვის, რომ მეტროპოლიტენი (და სხვა მსგავსი ტრანსპორტები) ვაქციოთ თამაშად, არსებობს სულ ორი მეთოდი. პირველი მათგანია შევიდეთ ტორენტებზე, ვნახოთ კომპიუტერული თამაში Metro 2033, გადმოვწეროთ და გავირღვეთ თამაშში. მეორე მეთოდი კი უფრო კრეატიულია და მას ლონდონის მეტროს თავკაცებმა მიაგნეს. ეს მეთოდი იმდენად მომეწონა, რომ სიამოვნებით ვითამაშებდი მსგავს თამაშს თბილისშიც.

მიგნება კი მდგომარეობს შემდეგში. ყველასათვის მოსაბეზრებელი და დამღლელი მგზავრობისთვის რომ სახალისო და რაც მთავარია, მარკეტინგულად გამართლებული ფორმა მიეცათ, ლონდონელმა გენიოსებმა, რომლებიც სამგზავრო ბარათის (აი ჩვენც რომ გვაქვს, მასეთის) ყოველ გატარებას ისედაც აღრიცხავენ, ამ მონაცემებისგან თამაში შექმნეს. გააკეთეს საიტი, სადაც თამაშის მსურველი გადის რეგისტრაციას საკუთარი ბარათით, ეწერება სასურველ გუნდში და ვუალა – ის ავტომატურად ხვდება MMORPG-ში. საიტზე ყველა მოთამაშე იღებს კვესტებს, დაახლოებით “მიდი ამა და ამ სადგურიდან ამა და ამ სადგურამდე” და რევარდის სახით ექსპერიენს პოინტები ემატება. ოღონდ, მთელი ფიშკა იმაში მდგომარეობს, რომ მისვლაში იგულისხმება მართლა მისვლა, მეტროში ან ავტობუსში ჩაჯდომა და მისვლა. კვესტის შესრულება ავტომატურად ფიქსირდება, სამგზავრო ბარათის გატარებით. გარდა ამისა, ისევე როგორც ყველა თავმოყვარე MMORPG-ს ეკადრება, მოსულა მეტროს სადგურების დაპყრობა გუნდების მიერ, ხანდახან ჩითავენ NPC-ები, ბონუს კვესტებით და ა.შ., მოკლედ მშვენიერი თამაშია. ამ ყველაფრის სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

შეთქმულების თეორიის მოყვარულები ცხადია იტყვიან, რომ ეს არის ჩვენზე თვალთვალის კიდევ ერთი ნიმუში ან ინსტრუმენდი. დამშვიდდით მეგობრებო, ყველას რომ გვითვალთვალებენ ეს ისედაც ყველამ ვიცით და კრეატიულად მაინც გვითვალთვალონ, ისე რომ მათთვისაც სასიამოვნო იყოს და ჩვენთვისაც. მე ასეთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებდი, თქვენ არა?

მოდი, ვნახოთ რას ფირობს ერი:

ჰო, დამავიწყდა გუგლის მოყვარულებისთვის დამეწერა – თამაშის სახელია Chromorama.

Read Full Post »


აი ასეთი უნდა იყოს კლასიკური ციყვი, როგორც გარეგნობით, ასევე ჩაცმის სტილით. Fap-ებს არ ვართ!

ციყვი, როგორც ასეთი

 

Read Full Post »


თუკი ამ პოსტს კითხულობ, ე.ი. ინტერნეტი გაქვს. თუკი ინტერნეტი გაქვს და მარტო ჩემი საიტი არ იცი, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდე Trololo Guy-ს შესახებ. თუკი მაინც ისეთი გოიმი ხარ, რომ ინტერნეტის ყველაზე ცნობილი მემის შესახებ არ გაგიგია, არც ეგაა პრობლემა, საგანმანათლებლო ვიდეო ქვემოთ არის:

ეს არის საბჭოთა დროს გადაღებული კლიპი, 1966 წელს, რომელშიც ვინმე ედუარდ ხილი მღერის საკმაოდ უაზრო სიმღერას. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ ამ სიმღერამ საფუძველი დაუდო ტროლინგის ჰიმნს და საერთოდ, ტროლინგს.

ბევრს უფიქრია ალბათ, ვინ არის ეს კაცი და რას აკეთებს ახლაო… ხოლო ზოგიერთმა კი დაადგინა კიდეც, გაიგო კიდეც და სიუჟეტიც გააკეთა მასზე.

მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ მისტერ ტროლოლოს, ტროლინგის ჰიმნის ავტორისა და შემსრულებლის გრანდიოზულ დაბრუნებას ეკრანებზე. ქვემოთა ვიდეოსიუჟეტში იგი ყვება სიმღერის ისტორიას და რაც მთავარია – ტროლლანდიაში გრანდიოზული ტურნეს ჩატარებაზეც ფიქრობს. გენადი, ჩართე ფირი:

Read Full Post »


მოგესალმები პუბლიკავ.

დღეს რატომღაც, ჩემთვის აუხსნელი მიზეზით, კრეატიულობამ და ხელების ფხანამ შემომიტია. ეს ისეთი რამეა, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც არ ღირს, თორემ მეორედ როდის მოხდება მსგავსი რამე, არმაზმა უწყის. ამიტომაც გადავწყვიტე მომენტის გამოჭერა და ყოველდღიური პოსტვის კვირეული გამოვაცხადე.

იმისათვის, რომ ჩემი ყოველდღიური შედევრები, რომლებსაც ამ ერთი კვირის (თუ კარგ ხასიათზე დავრჩები, მეტისაც) განმავლობაში მოგაწვდით, ადვილად ნახოთ ხოლმე, რამე არ გამოგრჩეთ და უბრალოდ, მე მასიამოვნოთ, ყველას მოგიწოდებთ ბლოგის გვერდების დალაიქება/დაცირკლებისკენ. ფეისბუქის გვერდის ლინკი და Google+ გვერდის ლინკი ამაში დაგეხმარებათ.

გარდა ამისა გირჩევთ ძველ პოსტებსაც გადახედოთ. ბლოგის არსებობის 6 წლიანი ისტორიის მანძილზე ბევრი კარგი რამე დაგროვდა. ამის გაკეთება შეგიძლიათ როგორც არქივების მონახულებით, მარჯვენა მენიუში, ასევე შემთხვევით პოსტის ლინკით. მისი პოვნა ასევე შეგიძლიათ მარჯვენა მენიუში და საერთოდაც, მარჯვენა მენიუში ბევრი კარგი რამის პოვნა შეგიძლიათ.

პოსტს კი ერთი გამამხნევებელი სურათით დავამთავრებ:

გამამხნევებელი გოგოშკა

Read Full Post »


Pictures, just for fun და თვალის გასახარად:

Not for Faping!

(more…)

Read Full Post »


ამა წლის 1 ივლისს, რუსთაველის მეტროსთან უნივერსალური პოზის ფლეშმობი გაიმართა. ბევრი ლაპარაკისა და შესავლის გარეშე გთავაზობთ ამ ფლეშმობის ამსახველ ვიდეოს. გადაღება და მონტაჟი – ცხადია მე.

Read Full Post »


მინდა შემოგთავაზოთ ძალიან კარგი გოგოების ჯგუფი “გორდელა”-ს რამდენიმე სიმღერა, რომელიც მათ არტ-გენზე იმღერეს, მირზაანში. აქვე პაპსა განმარტება მათთვის, ვისაც არ ეცნობა ეს ჯგუფი – ესენი ისინი არიან, “ჩვენ შოუში” რომ მღერიან ხოლმე რაღაც უცნაურ და არაორდინალურ სიმღერებს.

რაც შეეხება თავად ვიდეოებს. ესენი გადავიღე 18 ივნისს, როცა მირზაანში არტ-გენი 2011 გაიხსნა. ეს კონცერტი ნიკო ფიროსმანის მუზეუმში ჩაატარეს და ზღვა ხალხი დაესწრო. სხვა ვიდეოებიც გადავიღე, ტაბულასთვის და მათ გადაბმულ-გალამაზებულ ვერსიასაც მივაბამ აქვე. არ დაგავიწყდეთ, რომ არტ გენი გრძელდება და 15 ივლისიდან თბილისის ეთნოგრაფიულშიც დაიწყება.

აქვე – ვიდეოები კიდევ ბევრი მაქვს, იმათაც ავქაჩავ და ნელ-ნელა მივამატებ, ასე რომ Stay in touch.

პირველი:

მეორე:

Update: ამის არაოფიციალური, ასე ვთქვათ, ბუტლეგი ვერსია:

და დამონტაჟებული, სადაც არამარტო გორდელაა, მთლიანად არის არტ-გენის ამბები ჩაკვეხებული:

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »

%d bloggers like this: