Feeds:
ჩანაწერები

Archive for the ‘რეალობა’ Category


თუკი ქალაქში ცხოვრობ, ჩემსავით და მამულები არ გაქვს, სადაც შეგიძლია ბევრ ჰექტარზე ხორბალი და ქერი დათესო, მაგრამ სულის სიღრმეში მიწის ყივილი მაინც ჩაგესმის, ეს პოსტი შენთვისაა.

აივანზე, ფანჯარაზე და ზოგადად ქოთანში ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა არც ისე რთული და წარმოუდგენელი პროცესია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ამისთვის სულ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო – საკმარისი ზომის ქოთანი (სასურველია თუ 10 ლიტრზე მეტი მოცულობის იქნება), მიწა, სასურველი ბოსტნეულის თესლი და მზე. მზე ამ შემთხვევაში მთავარი ინგრედიენტია, რადგან უმზეოდ მხოლოდ სოკოს მოყვანაა შესაძლებელი. სასურველია თუკი ფანჯარა ან აივანი, სადაც ბოსტნეულის მოყვანას ვაპირებთ, იქნება სამხრეთის – ამ შემთხვევაში მზე ყველაზე მეტად მიუდგება ნათესებს, ან დასავლეთის – ჩამავალი მზე უფრო მწველია, ვიდრე ამომავალი. თუკი ფანჯარა ან აივანი ჩრდილოეთის მხარესაა და მზე არასოდეს ადგება ზედ, მაშინ შეგიძლიათ ბოსტნეულის მოყვანის ოცნებაზე ხელი აიღოთ. ჩრდილში არაფერი გაიზრდება.

ახლა ცოტა დაწვრილებით გავყვეთ ყველა პუნქტს. ამ პოსტის დაწერის მომენტში მე თავად მაქვს აივანზე დაახლოებით ერთი კვირის ნათესები, ასე რომ პოსტს ორიგინალი ფოტოებითაც გავაჯერებ. მაშ ასე, პუნქტი:

1.  თესლები – თუკი თბილისში ცხოვრობთ, ბოსტნეულის თესლის შოვნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ ადვილია. ვაგზლის მოედანზე, კონკრეტულად კი დეზერტირების ბაზრის წინ (ბავშვთა სამყაროდან ჩამავალ ქუჩაზე) არის საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ბაზრობა, სადაც იყიდება დეკორატიული ყვავილები, მიწა და ბოსტნეულის თესლები. თესლები ასევე იყიდება დიდუბის მეტროს მიდამოებში, მაღაზიებში, რომლებსაც “მცენარეთა მოვლის საშუალებები” აწერია, ბევრია ეგეთი.
აივნის მასშტაბისთვის, სადაც მიწის საერთო ფართობი არ აღემატება რამდენიმე კვადრატულ მეტრს, რამდენიმე ლარის თესლი სრულიად საკმარისია. თითო სახეობის მცენარისთვის 50 თეთრის რომ ვიყიდოთ, ჩვენს ხელთ არსებული ქოთნების ათმაგ რაოდენობასაც ეყოფა. მოკლედ რომ ვთქვა – თესლები იაფია და ხელმისაწვდომი.ჩემს შემთხვევაში, სულ რამდენიმე ქოთნისთვის შევიძინე 3 ლარის თესლი, რაც ქვედა სურათზე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ დაუნანებლად დავთესე, ამ რაოდენობას ფაქტიურად არაფერი მოკლებია:001 - teslebi

2. მიწა, ქოთნები და დათესვა – ქოთნად გამოდგება ნებისმიერი ჭურჭელი, რომელსაც აქვს საკმარისი მოცულობა. საკმარისი მოცულობა სხვადასხვა ბოსტნეულისთვის სხვადასხვაა – ბოლოკს და მწვანილს თუ რამდენიმე ლიტრა ეყოფა, კიტრს და პამიდორს ბევრი უნდა. ფაქტიურად რაც მეტი, მით უკეთესი. მიწის ყიდვა იქვეა შესაძლებელი, სადაც თესლების (ზედა პუნქტში წერია). ყიდვა თუ არ გნებავთ, ნებისმიერი მიწა წავა, მთავარია სასუქი არ მოაკლდეს და თიხიანი, ანუ წებოვანი არ იყოს. მოკლედ, როგორ მიწას და ქოთანსაც ვიშოვით ავიღებთ და დავთესავთ შიგნით თესლებს. თავიდან ჯობს, თუ საკმაოდ ბლომად ჩაიყრება თესლები, რადგან ჯობია ბევრი ამოვიდეს და მერე ამოითხაროს ზედმეტები, ვიდრე ცოტა დავთესოთ და საერთოდ არ ამოვიდეს.

აი, “რაც ვიშოვე იმაში” დათესილი პამიდორი ჩერი. რაც მთავარია, ქოთანს აუცილებლად უნდა ქონდეს ქვემოდან ნახვრეტები, რათა ზედმეტი წყალი გარეთ გამოვიდეს და მცენარის ფესვები არ დაალპოს. დათესვისას არაა აუცილებელი და არც სასურველი, რომ კურკები მაინცდამაინც ქოთნის ძირამდე ჩავტენოთ, 5-10 მილიმეტრი არის უნივერსალური სიღრმე ნებისმიერი ბოსტნეულისთვის. უფრო ნაკლებ სიღრმეზე დათესილი შეიძლება გამოშრეს და საერთოდ არ დაიწყოს ამოსვლა, უფრო ღრმად დათესილი კი ზედაპირამდე სანამ ამოვა, მანამდე დაიღუპოს.

პამიდორი ჩერის ნათესი 10 ლიტრამდე მოცულობის ჭურჭელში.

პამიდორი, რეჰანი, ბოლოკი და კიტრი - ნათესები

პამიდორი, რეჰანი, ბოლოკი და კიტრი – ნათესები

3. დათესვის შემდგომი მოვლა – არც ეს პუნქტია რთული. ქოთნები უნდა დაიდგას სითბოში და დღეში ერთხელ ან ორჯერ მოირწყას. სითბო და საკმარისი რაოდენობის წყალი (ოღონდ არა ზედმეტი) ხელს უწყობს თესლების სწრაფად გაღვივებას და შესაბამისად, სწრაფად ამოსვლას. ნათესები ამოსვლას იწყებს სხვადასხვა დროს, ბოსტნეულის სახეობის მიხედვით. ჩემს შემთხვევაში პირველი ამოიწვერა ბოლოკი, ორიოდე დღეში, შემდეგ კიტრი – ესეც თითქმის მასე, მერე რეჰანი და თითქმის ერთი კვირის თავზე, როცა უკვე იმედიც არ მქონდა, რომ საერთოდ ამოვიდოდა – პამიდორი ჩერი.

ქვემოთ: პირველ სურათზე ბოლოკის ნათესები მეხუთე დღეს, მეორეზე კი ბოლოკი და კიტრი დათესვიდან მერვე დღეს.

005 - natesi dge xuti 006 - natesi dge rva

4. ამოსვლის შემდგომი მოვლა – თუკი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დაახლოებით ერთი კვირის თავზე უკვე ჩვენი ძვირფასი ბოსტნეულის და მწვანილის ნათესი ამოსული იქნება იმდენად, რომ ადვილი მისახვედრია – ამდენი რამე საწყის ქოთანში არ დაეტევა. შეგვიძლია ნელნელა ამოვძირკვოთ სუსტი ღერები და რამდენიმე ძლიერი დავტოვოთ, მერე მათგანაც ნელნელა გამოხშირვით საბოლოოდ ერთ ქოთანში მივიღებთ ერთ, ყველაზე ძლიერ ძირს. მაგრამ მეორე, უფრო ჟმოტური მეთოდიც არის. რადგან მცენარეები უკვე ამოვიდა და ახალი ძირებისთვის თავიდან დათესვას და იმათი ამოსვლის ლოდინს დრო უნდა, ვაცდით ამ ახალ ამოსულებს გაზრდას რაღაც დონეზე და შემდეგ, რამდენიმე ძლიერ ნერგს ვანაწილებთ ახალ ქოთნებში. შესაბამისად, ერთი დათესვით ვიღებთ ბევრ, რეალურად რამდენ ქოთანს და შესაბამის მიწასაც ვიშოვით, იმდენ ძირ ბოსტნეულს. მწვანილს გამოხშირვა არ ჭირდება, ბალახია მაინც და მაგის მოსავლის მოწევას არ ველით, მთავარია ბევრი ფოთოლი ქონდეს, ამას კი ერთადაც კარგად მოახერხებენ ძირები.

5. სასუქები და ამბები – ბოსტნეულს სასუქი ჭირდება. სასუქის გარეშე ბოსტნეულის მოყვანა შესაძლებელია მარტო უმაღლესი ხარისხის, ტყის მიწაზე. ჩვეულებრივ, არც ისე ნოყიერ მიწას, ჭირდება დამატებით საკვები ნივთიერებების დამატება. სასუქი არსებობს ორგვარი – მინერალური და ორგანული. ორგანულში შედის ნაკელი და მსგავსი რამეები, მინერალურში კი… მინერალურები. მე, გამომდინარე იქედან, რომ ჩემს მიერ გამოყენებული მიწის ნაყოფიერებას დიდად არ ვენდობი (წინა წლებში მარწყვები მომყავდა იგივე მიწაში და რეალურად, საკმაოდ გამოფიტულია), გადავწყვიტე სასუქის გამოყენება. მინერალურის, რადგან ნაკელის და კომპოსტის შოვნის თავი არ მქონდა.

ზემოთხსენებულ, დიდუბის მეტროსთან არსებულ “მცენარეთა მოვლის საშუალებები”-ს მაღაზიაში შევიძინე უნივერსალური, NPK (აზოტ-ფოსფორ-კალიუმის) სასუქი, კონცენტრაციით 16:16:16 და ნელ-ნელა ვამატებ მიწას. ეს სასუქი წარმოადგენს მოვარდისფრო გრანულებს, რომელიც წყალში არც ისე ხალისით იხსნება. ამიტომ ჯობია დავფხვნათ და ფხვნილი მოვაყაროთ მიწას. მორწყვასთან ერთად ეს სასუქიც ნელ-ნელა ჩავა მიწაში. მოყრის რაოდენობა – ცოტა. ეს საკმაოდ კონცენტრირებული სასუქია და მისი ინსტრუქცია გვამცნობს, რომ ჰექტარზე დაახლოებით 100-150 კილოგრამი გამოიყენება. კვადრატულ მეტრზე რომ გადმოვთვალოთ, 10-15 გრამი გამოდის სულ. შესაბამისად, თუკი ერთ კილოგრამს ვიყიდით, რომელიც სულ რაღაც ლარნახევარი ღირს, ჩვენს მინიბოსტანს ის წლების განმავლობაში ეყოფა.

სასუქის შეტანა ზოგადად ჯობია მიწის სიღრმეშივე, ანუ სანამ ქოთნებში მიწას ჩავყრით და დავთესავთ, მანამდე რომ ავურიოთ. თუმცა, არც მერე დამატებაა პრობლემა. მთავარია, ნათესებს წყალი არ მოვაკლოთ და ეს სასუქიც ეტაპობრივად ჩავა ნიადაგის სიღრმეში, ფესვებისკენ.

NPK სასუქი (აზოტი - ფოსფორი - კალიუმი). ფონზე - ამოსული და ნახევრად ამოსული პამიდორი.

NPK სასუქი (აზოტი – ფოსფორი – კალიუმი). ფონზე – ამოსული და ნახევრად ამოსული პამიდორი.

6. რა ვქნათ შემდეგ? – მას შემდეგ, რაც ეს მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ და ათიოდე დღის ნათესი მივიღეთ, საჭიროა გაფართოებაზე ფიქრი. გაფართოება ყველაზე მეტად ჭირდება კიტრს და პამიდორს. ამიტომ, სანამ ნათესები ძალას იკრებენ და იზრდებიან, აჯობებს გავამზადოთ რაც შეიძლება დიდი მოცულობის ჭურჭლები მათ გადასარგველად ცალ-ცალკე ქოთნებში. გვახსოვდეს – რაც უფრო მეტ ქოთანში გადავანაწილებთ კიტრის და პამიდვრის წამოზრდილ ჩითილებს და მეტ საერთო სივრცეს მივცემთ, რათა ფესვები კარგად განვითარდეს, მით მეტი იქნება მოსავალი. ბოლოკს, მწვანილს და სხვა მსგავს რამეებს, რომლებმაც პირდაპირ არ უნდა მოისხან მიწისზედა ნაყოფი, ამ მხრივ ნაკლები პრეტენზია აქვთ. თუმცა, არყის ჭიქისხელა ჭურჭელში გაზრდა მაინც არ გამოვა, არაფრის.

როდესაც (თუკი ოდესმე) გადარგული მცენარეები ყვავილებს გამოისხავენ, ჩვენ მოგვიწევს ფუტკრის როლის შესრულებაც. გაყვავილებული ბოსტნეული პერიოდულად უნდა შევარხიოთ, რათა გავაძლიეროთ ყვავილების დამტვერვა. დამტვერვის გარეშე რომ ნაყოფს ვერ მივიღებთ, ეს ბოტანიკის მე-7 კლასის წიგნშიც წერია. ასე რომ, მცირედი, პერიოდული შექანავება ჩვენს ნარგავებს არაფერს აწყენს, მთავარია არ გადავამლაშოთ და ძირი ხელში არ შეგვჩეს. ასევე, უკვე წამოზრდილ მცენარეებს ჭირდება საყრდენები, კიტრის და პამიდვრის ზოგიერთ ჯიშს კი (პამიდორ ჩერის, მაგალითად) სულაც თოკი, რადგან ისინი რამდენიმე მეტრზე იზრდება. ამ საყრდენებზე მცენარეების მიბმისას საჭიროა სიფრთხილე. გახსოვდეთ, რომ წვრილი ღერო, რომელსაც კარგად მიაბავთ საყრდენზე, ცოტა ხანში გამსხვილდება და მჭიდროდ შემოჭერილი საბელის შემთხვევაში, გაიგუდება და ზემოთ ზრდას ვეღარ გააგრძელებს დიდი ხალისით.

ზრდის და ნაყოფის დამწიფების ყველა ეტაპზე ბოსტნეულის უმეტესობას ბევრი მზე და წყალი ჭირდება. თუმცა, არის ერთი შეზღუდვა, რაც კიტრს და პამიდორს აქვს. ზაფხულის მწველ მზეს ისინი დიდად ვერ უძლებენ. ასე რომ, თუკი დათესვა ჩემსავით გვიან მოგივათ და წინ დიდი და ცხელი ზაფხული გელით, ჯობია თუკი მზისგან დამცავ საშუალებებს გამოიყენებთ – საჩრდილობელი ბადე ამ შემთხვევაში სავსებით გამოდგება, ის შეამცირებს მზის ნათებას, თუმცა მთლიანად ჩრდილშიც არ ამყოფებს მცენარეს. წყლის დასხმისას კი ერთი რამეა კიდევ გასათვალისწინებელი – წყალი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მოხვდეს ფოთლებს და ნაყოფს, ჯობია თუკი მას უბრალოდ ძირში დავასხავთ.

ასევე საფიქრალია პარაზიტები, ხოჭოები და მსგავსი მავნე არსებები, რომლებსაც საკმაოდ წარმატებით შეუძლიათ მცენარის და მოსავლის დაზიანება, ან სულაც მოსპობა, თუმცა ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ და შესაბამისად ვერაფერს გეტყვით. ჯობს, თუკი მცენარეთა მოვლის მაღაზიებში მიხვალთ და შესაბამისი მცენარის სავარაუდო პარაზიტების საწინააღმდეგო წამლებს მოიმარაგებთ. Better safe, than sorry.

ეს არის ძირითადი წესები იმისა, თუ როგორ უნდა მოვიყვანოთ არარსებული მამულების პირობებში, მხოლოდ საკუთარი აივნის და ქოთნების იმედად, ბოსტნეული. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ჩემს ახალამოწვერილ ნათესებსაც.

Advertisements

Read Full Post »


სათაურმა რომ არ მოგატყუოთ და ვინმეზე და “ქართულ ფენომენზე” დასხმა არ გეგონოთ, განმარტებაც მივაწერე სათაურშივე.

ice-bucketიყო და არა იყო რა, ქველმოქმედების უკეთესი რა იქნებოდა. ამ ქველმოქმედების ფარგლებში არაქართველი სელებრითები თავზე ყინულიანი წყლის ვედროს ისხამენ და სხვა ასევე სელებრითებს იწვევენ, რათა საქველმოქმედო აქციის ცნობადობა გაიზარდოს, ფული კი წინა წინადადებაში დალინკული ორგანიზაციის ანგარიშზე მიდის. ასე ქნა, მაგალითად ბილ გეიტსმაც [ვიდეო]. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ეს ჩელენჯი ასე გამოიყურება – თუკი მიიღებ გამოწვევას, ALSA-ს ფონდში მინიმუმ 10 დოლარს რიცხავ, ხოლო თუკი თავზე ყინულიანი წყლის გადავლებაზე უარს იტყვი, მაშინ იგივე ფონდში 100 ამერიკული მწვანის გადარიცხვა მოგიწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინტერნეტ სიახლე საქართველოში რამდენიმეთვიანი დაგვიანებით აღწევს, ამ აქციამ თითქმის ორიგინალის პარალელურად აიდგა ფეხი. თუმცა, ჩვენთან მან ცოტა სახე იცვალა და ჩემის მოკრძალებული ჰაზრით, ორიგინალზე უფრო კრეატიულიც გახდა. ხალხი ყინულიან წყალს თავზე არამარტო ვედროებით, არამედ ყანწებით, ექსკავატორის ჩამჩებით და განსხვავებულებით ისხავს. შეიცვალა ქველმოქმედების მიმართულებაც და გლობალური ფონდის ნაცვლად, ლოკალურ ქველმოქმედებად იქცა. ჩმჰ-ით ესეც მშვენიერია, რადგან ეროვნულ ქველმოქმედებას ძალიან უჭირს. მართალია, წინასწარი შეთანხმება არ ყოფილა, მაგრამ ხალხის უმეტესობა თანხებს მაინც ერთი მიმართულებით, WeHelp-ისკენ უშვებს. გადასარიცხი თანხები იგივეა, მხოლოდ ბოლოში ლარის ნიშანი აქვს.

ჩემის მხრივ მეც გამომიწვიეს, აი ამ ვიდეოთი:

გამოწვევა, ცხადია მივიღე და ჩემის მხრივ ვეცადე მცირედი კრეატივიც ჩამერთო – საბურთალოს ქუჩაზე მდებარე მეხანძრეებთან მივედი და ვთხოვე წყალი ჩემთვის სახანძრო შლანგით მოეშვათ. თუმცა ამ ჩანაფიქრისგან არაფერი გამოვიდა, მეხანძრეთა სიზარმაცის გამო, მაგრამ რაღაც მცირედ კრეატიული მაინც გავაკეთე და ეს ყველაფერი შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ:

ამ ვიდეოში საოცრად ბოროტ ნაბახუსევზე ვიმყოფები, რაც ლაპარაკზეც მეტყობა, სიტყვებს ძლივს ვაბამ ერთმანეთს.

როგორც წესი და რიგია მეც გამოვიწვიე ჩემი სამი მეგობარი, თუმცაღა დღემდე პასუხი მხოლოდ ერთისგან მივიღე, საკმაოდ კრეატიული ეგეც. დანარჩენ ორს კვლავ ველი. მოკლედ, რადგან პოსტის ბოლოსკენ გავედით, მე მინდა თქვენც მოგიწოდოთ ამ ჩელენჯების შესრულებისკენ და 10 ლარი მაინც რომ გადარიცხოს ყველამ საქველმოქმედო ფონდებში, სოფელიც აშენდება. ახლა კი პასუხი ჩემს ვიდეოზე. გენადი, ჩართე ფირი:

Read Full Post »


! WARNING – პოსტი შეიცავს დიდი ოდენობით სიძულვილის ენას. ნაზებმა და ქარაქუცებმა არ წაიკითხოთ.

თბილისი არის ქალაქი. თბილისი საკმაოდ დიდი ქალაქია. თბილისი იმხელა ქალაქია, რომ მასში სირების რაოდენობამ უკვე კრიტიკულ მასას მიაღწია. კრიტიკული მასის მიღწევის შემდეგ კი, ჩვეულებრივ, ხდება ხოლმე აფეთქება. და თბილისში სირების აფეთქება მოხდა. აფეთქების ტალღა ჯერ მაღლა, ცაში აიჭრა, შემდეგ კი ნელ-ნელა დაილექა ქალაქის კედლებზე, მეტროს ჩასასვლელებზე, განათების ბოძებზე, სადარბაზოს კარებებზე, საარჩევნო შტაბებზე და ტელეეკრანებზე. თბილისი სირთა ბელადს ირჩევს, მას ქალაქის მერი უნდა უწოდონ.

პოლიტიკა არასოდეს ყოფილა ჩემი გატაცება. არც აქციებზე სირბილი მიყვარს დიდად. ერთადერთი ყველაზე დიდი აქცია, რაც მახსოვს რომ ვიყავი, არის 2001-ში თუ ორში რომ ჟვანია და ვიღაცეები გადადგნენ, მაგის აქციებზე სირბილი. აი იმ აქციებზე, რუსთავი 2-ში სპეცნაზის შევარდნას რომ მოყვა. მაშინ მე-10  კლასში ვიყავი და სკოლის გაცდენა ნებისმიერი მიზეზით ჩემთვის ბაირამობა იყო. მას შემდეგ იყო ვარდების რევოლუცია, გრეჩიხას ბაირამობა, ოცნება და ცოცხები, “ომი ჩვენ დავიწყეთ” და “მძინარე ცხინვალი”. ყოველი ამ მოვლენის შემდეგ სირების ბომბს მცირე მასა ემატებოდა და ბოლოს აფეთქდა კიდეც.

დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის წინა მცირე-მცირე სირების ბომბების აფეთქების ნარჩენები, ასე ვთქვათ დაშლის პროდუქტები. ვიღაც ჭკვიანმა აიღო ეს დაშლის პროდუქტები, ჩამოწერა ფურცელზე და ხალხს გვკითხა – აქედან რომელია ყველაზე დიდი სირიო. გაუჭირდა ხალხს არჩევანის გაკეთება, თითქოს და ყველა ერთნაირია, მაგრამ ვიღაც ერთი მაინც ხომ უნდა გამოვარჩიოთ? რა გინდა რომ ქნა? ადგა ბრძენი ხალხიც და 15-მდე სირიდან ორი საუკეთესო ამოარჩია – მელია და ტლუ. თავისი ნაშრომის მეხუთედიდან ფული აიღო და ხელში ჩაუდო, მხარზე ხელი დაუტყაპუნა და აბა შენ იციო მიაძახა უკან. ამათაც რა ექნათ, დგანან და გვართობენ, აბა შენ რა გააკეთე და აბა მიშა ჯობდას ძახილით. ხალხსაც უხარია – ჭკვიანური სახეები აქვთ მათ არჩეულ სირებს და ისე სირებს აღარ გვანან.

გუშინ საბოლოო დოღი გაიმართა, მეტი აღარ იქნება, მერე კვლავ ბრძენმა ხალხმა უნდა აირჩიოს ამ ორიდან ერთი, მთავარი სირი. დაჯდება მერე ეს მთავარი სირი, იმავე ხალხის ნამუშევრის მეხუთედის მცირე წილს ამავე ხალხს დაახარჯავს და თან დაამადლის – აი ხომ ხედავთ ხალხო, თქვენივე ფულიც კი არ მენანება დასახარჯადო. სირების მასა კი კვლავ და კვლავ მოიმატებს, სანამ ახალ კრიტიკულ მასას არ მიაღწევს და შემდეგ არჩევნებად არ გადმოგვეფრქვევა ზედ.

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ვხვდები, სირებიდან უნდა ავარჩიოთ მთავარი სირი, მე მაინც მივდივარ არჩევნებზე. მირჩევნია ისევ მელია იყოს სირთა ბელადი, ვიდრე ტლუ.

narmania

Read Full Post »


მე და ძიმას უკვე რამდენიმე წელია ერთი ტრადიცია გვაქვს – ზაფხულის ერთ ლამაზ საღამოს ვსვამთ და მერე პაპუტკებით მივდივართ ხოლმე ბათუმში. ამ რამდენიმე დღის წინაც იგივე განმეორდა. მინდა ვთქვა, რომ ბორჯომიც არანაკლები ადგილია, ვიდრე ბათუმი. ერთია ოღონდ, რომ ბორჯომის პარკს რომ ბოლომდე აყვები, მანდ არის გოგირდის წყაროები, რომელსაც ძალიან ნერვების მომშლელი დაცვა ყავს, რომელმაც ვერაფრით აგვიხსნა, რატომ არის ტყეში შესვლა ფასიანი. თუმცა იდეალური ამქვეყნად არაფერია.

ასე რომ, იხილეთ ჩვენი მგზავრობის ვიდეო

და ცოტაც ფოტო (გასადიდებლად დააჭირე):

IMAG0238

borjomi

promete borjomshi

ბორჯომის ტყე

ბორჯომი გოგირდის წყალი

Read Full Post »


უმუშევარი / umushevariაგერ უკვე 8 თვე გავიდა, რაც ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უმუშევარი ვარ და როგორც იტყვიან, “სახლში ვზივარ”. თავიდან საკმაოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ერთი სამსახურიდან მეორეში აღარ მიწევდა სირბილი, დილით ადრე ადგომა აღარ იყო სავალდებულო და საერთოდაც, მეტი თავისუფალი დრო მქონდა. სადღაც ერთ თვეში კი, ბოლო ხელფასი რომ გამითავდა, დავიწყე სამუშაოს ძებნა. “სამუშაოს პოვნას რა უნდა, ამდენი რამე ვიცი” – ვფიქრობდი მაშინ და ძალიანაც არ ვღელავდი უმუშევრობაზე.

აღმოჩნდა, რომ არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც მეგონა. ასე არასოდეს გამჭირვებია ადრე სამუშაოს პოვნა, რამდენიმეკვირიანი უმუშევრობის შემდეგ რომელიმე სფეროში მაინც ჩნდებოდა თავისუფალი ადგილი, სადაც ვჭირდებოდი. ახლა კი მოჯადოებულ ორმოში ჩავვარდი და ამოსასვლელი აღარ გამოჩნდა. პოტენციურ დამსაქმებელთან რომ ნაცნობობა და ახლობლობა ყველა კვალიფიკაციაზე მეტად ჭრის, ეგ ფაქტი ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ სანამ ვინმე ნაცნობის კომპანიაში გამოჩნდებოდა რამე, გადავწყვიტე ჩემთვის ახალი ხილი მეცადა და “სივების გზავნა” დავიწყე და ახლა ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები ამ საოცარ პროცესთან დაკავშირებით.

პირველი დაკვირვება, რაც გავაკეთე, არის ვაკანსიები, რომლებიც დასაქმების საიტებზე იდება. მცხობელი, მეხინკლე, მძღოლი, ბუღალტერი – ესაა ვაკანსიების 90%. ხანდახან გამოერევა ასე თუ ისე საინტერესო ვაკანსიაც, სადაც რეზიუმეს გაგზავნა შეიძლება, თუმცა ხშირად გაგზავნილი სივი სადღაც, შავ ხვრელში იკარგება და არანაირ გამოხმაურებას არ პოვებს. თუმცა, თუკი ყველა ამ ფილტრს გაივლი და საბოლოოდ მაინც დაგიკავშირდა ვინმე, მერე იწყება ყველაზე სახალისო ნაწილი – გასაუბრება. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რა კრიტერიუმით არჩევენ დამსაქმებლები კადრებს. ორიოდე გამონაკლისის გარდა, ყველა გასაუბრებაზე, სადაც ვიყავი, მათ ყველა მოთხოვნას გადაჭარბებით ვაკმაყოფილებდი, ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ ასეთი უნივერსალი იპოვეს და არაფრის დიდებით არ აპირებდნენ ჩემს ხელიდან გაშვებას, მაგრამ საბოლოოდ აღარავინ დამკავშირებია.

აქვე უნდა ვთქვა ერთი ფრიად ჩათლახური რამე, რაც ეტყობა ახლახანს აღმოაჩინეს. ესაა შეკითხვა “რამდენს ითხოვ ხელფასს?” ამ კითხვაზე ძალიან ვიბნევი. თუ მოთხოვნაზე და სურვილზეა, მე ვითხოვ რაც შეიძლება მეტს, მაგრამ ისიც საინტერესოა, რამდენის გადახდას აპირებს თავად დამსაქმებელი. თავიდან, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ვიბნეოდი ამ კითხვაზე, მერე კი შებრუნება დავუწყე უკან (როგორც ვიღაცეები იტყოდნენ, ჩაბრუნება) – “და რამდენს მთავაზობთ”. ამ კითხვის შემდეგ ყველას აშკარად აწერია სახეზე პასუხი, რომელსაც გახმოვანებაც არ ჭირდება. ეს პასუხია “რაც შეიძლება ნაკლები”. ალბათ ამიტომაც არ აქვთ თავად ხელფასის შემოთავაზება ხოლმე, ვაიდა ვინმემ გასაუბრებაზე იმაზე ნაკლები მოითხოვოს, ვიდრე ისინი გადახდას აპირებდნენ და ამ მხრივ მოგებაში დარჩნენ?

არის კიდევ მეორე სახის ვაკანსიები, სადაც თავიდანვე გეუბნებიან ხელფასს, თუმცა ეს ხელფასი არასოდესაა 300-400 ლარზე მეტი ისეთ საქმეში, რომელშიც წესიერი დამსაქმებელი 1000-1500-საც გადაიხდიდა. ერთხელ, რომელიღაც გამომცემლობაში შემომთავაზეს კვირაში 6 დღე მუშაობაში (დამკაბადონებლად) 250 ლარი, ისიც იმ შემთხვევაში “თუკი გამოსაცდელ ვადას წარმატებით გადავლახავდი”.

მოკლედ, ვრცლად წერა უკვე მეც მეზარება და ალბათ ვინც ამას კითხულობს, იმასაც ეზარება უკვე კითხვა, ამიტომ მოკლედ შევაფასებ ჩემი სამუშაოს ძებნის პროცესს – ფაქტიურად ფარ-ხმლის დაყრის ზღვარზე ვარ და დიდი ხნის იდეს განხორციელებაზე ვფიქრობ, რომ დავიწყო საკუთარი საქმე. ერთი პატარა საქმე, რომელსაც ჯერჯერობით ბიზნესს ვერც ვუწოდებ, არის ტატუს საქმე. ამაზე ვრცლად შემდეგ პოსტში მოგახსენებთ, ერთს ვიტყვი მხოლოდ, ოდნავ მეტი სტაბილურობა რომ ჰქონდეს, საერთოდ დავანებებდი ფულტაიმ, საოფისე სამუშაოს ძებნას თავს და მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი ამ საქმეს რომელიც, საოფისე და ერთფეროვანი სამუშაოსგან განსხვავებით, სახალისო მაინც არის. თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასეც ვქნა…

ბოლოს კი საკუთარ თავსაც და უმეტეს თქვენგანსაც საოცნებო საქმის პოვნას ვუსურვებ, რომელსაც ხალისითაც აკეთებ და ანაზღაურებაც ისეთი გაქვს, რომ თავს მონად არ გრძნობ. ამ სადღეგრძელოთი გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე, რომელსაც იმედია მალევე დავწერ, რადგან ამასწინათ გადავწყვიტე, რომ ბლოგის ასე მიგდება საცოდაობაა.

Read Full Post »


RTmo8SGsY49judHa6EH5lxtui6qoc1VnnlLnxm0BQ-kმაშ ასე, მოვიდა 2013 წელიც და დადგა დრო ფართების ახალი სეზონისა. ღია ცის ქვეშ ფართაობისთვის ჯერჯერობით ძალიან ცივა, ამიტომაც კლუბს მივადექით. კერძოდ კლუბ “დივანს” (რომელიც ფესტივალიც და რესტორაციაცაა ამავდროულად). წელს პირველი ფართი 2 მარტს გავმართეთ და აქ მინდა შემოგთავაზოთ მისი ამსახველი ვიდეომასალა. სხვათა შორის, ეს მგონი პირველი ფართია, სადაც არ დაგვეზარა და ასე თუ ისე კარგი რაოდენობის და ხარისხის ვიდეოები გადავიღეთ.

წინა მსგავსი ღონისძიებების რეპორტები, როგორც ფოტო, ასევე ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ კატეგორიაში “ფართები“.

ჰო, ინფო ფართიზე და პოსტერი წინა პოსტშია.

ახლა კი ვიდეოები, ქრონოლოგიურად:

ფართი ობრიგადომ გახსნა, თავისი დაჭმუჭნული, ვაბვაბა მუსიკით, რომელიც ზოგიერთ წრეებში დაბსტეპის სახელითაცაა ცნობილი:

ლინკი: youtube.com/watch?v=dDxpzvSt8S8

[ამის შემდეგ ბევრი ფოტო-ვიდეო მოდის, ამიტომაც რიდმორია ჩასმული, დააჭირეთ და განაგრძეთ კითხვა] (more…)

Read Full Post »


დღეს, შაბათს, საღამოს 10 საათზე კლუბ დივანში ფართის ვაკეთებთ. ისევე როგორც წინა ფართების ჩანაწერებს და მასალებს აქვე იხილავთ, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში. მანამდე კი პოსტერი:

Trance Divani 2 march 2013-full

და აქვე ფეისბუქის ივენთი. ვინც ვერ მოვა – ინანებს.

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: