სად ნახე ეს ფოტოო?! ანუ პრიკოლიზმი ქართულად


-აუ გურამჩიიკ, ძალიან მაგარ რამეებს დებ ხოლმე სულ, სად პოულოობ?

90-იანები წლების ბოლოში, როდესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, პირველად მომიწია კომპიუტერთან შეხება. ეს იყო IBM-ის მოდელის რაღაც კალკულატორი, რომელზეც პროგრამირების რომელიღაც მარტივი ენა ეყენა მხოლოდ, მწვანე ეკრანი ჰქონდა და კლავიატურა რატომღაც რუსული განლაგებით მუშაობდა. ამ კალკულატორზე მიჩვეულს ფაქტიურად ახალი სამყარო გადამეშალა თვალწინ, როდესაც ფერადეკრანიან, ვინდოუს 3.01-იან და მაუსიან კომპიუტერთან მომიწია შეხება. ეს იყო ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ჩემი კლასელის მამა მუშაობდა და მე და ეს ზემოთხსენებული კლასელი, გაკვეთილების მერე მივდიოდით ხოლმე.

მაშინ კომპიუტერული თამაშები “ერთდისკიან და ორდისკიან” კატეგორიებად ჯერ არ იყოფოდა, იყო მხოლოდ ერთფლოპიანი თამაშები, ერთ ფლოპიზე რომ ბევრი ეტევა ეგეთი თამაშები და რაღაც სუპერ-მეგა-უზარმაზარი თამაში თვითმფრინავებზე, რომელსაც მთელი ორი ფლოპი ჭირდებოდა. ვისაც არ ახსოვს გეტყვით, რომ ერთ ფლოპი დისკზე მთელი 1.44 მეგაბაიტი ეტეოდა. მოკლედ, მასშტაბები გასაგებია.

კეთილი იყოს თქვენი ფეხი ინტერნეტში. ავტორი: http://meago.deviantart.com/
კეთილი იყოს თქვენი ფეხი ინტერნეტში. ავტორი: http://meago.deviantart.com/

შემდეგ გამოჩნდა “ვაკის ინტერნეტები” – რაღაც ფონდის რაღაც ოფისი, სადაც ჩაეწერებოდი წინასწარ ტელეფონით და მერე კვირის რომელიღაც დღეს მიდიოდი. და ხო, იქ ინტერნეტი ჰქონდათ! ეს იყო რაღაც ფანტასტიკა! Netscape ბრაუზერი და მთელი 5 კილობიტი წამში სიჩქარე! გარდა იმისა, რომ ინტერნეტით შესაძლებელი იყო სრულიად უცხო ადამიანებთან დალაპარაკება, ასევე შესაძლებელი იყო სურათების ნახვაც. მახსოვს, მე და ჩემი კლასელი ერთად დავდიოდით ხოლმე, თან რამდენიმე სხვადასხვა სახელით ვეწერებოდით, რომ კვირაში რამდენჯერმე გვქონოდა მისვლის ბედნიერება. მივათრევდით ხოლმე ერთ შეკვრა ფლოპი დისკებს და ვავსებდით ინტერნეტში ნანახი ფოტოებით. ძირითადად ქალების და მანქანების.

ასეთი მეთოდით მოპოვებული ფოტოები, ცხადია, უფრო ძვირფასი და საინტერესოც იყო. მიგვქონდა მერე ეს ფოტოები ფლოპით ფიზიკის ინსტიტუტის კომპიუტერზე და თუკი შუქი იყო, გახარებულები ვათვალიერებდით ხოლმე, თან ზოგჯერ, თუკი რაიმე სუპერ-პუპერ მოდელის ან მანქანის ფოტო გამოერეოდა, აღტაცებას ვერ ვმალავდით ხოლმე – “სად ნახე ეს ფოტო, ძალიან მაგარია!”

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, თითქმის ოცი. ახლა ვზივარ საკუთარ კომპზე, მაშინდელი მასშტაბებით თუ შევხედავთ – უსასრულოდ ძლიერ, უსასრულოდ დიდი HDD-ს მქონე და უსასრულოდ სწრაფი ინტერნეტით აღჭურვილ მეგა მანქანაზე და ფეისბუქის ან სხვა საიტების გვერდებს უგემურად ვსკროლავ. რამე გასართობი მინდა? ჩავწერ გუგლში “რამე გასართობი” და ყველაფერი წამში მაქვს. ხშირად ჩაწერაც არ ჭირდება, გასართობი თავისით გეყრება თავზე, ფოტოშოპით გაკეთებული უცნაური ფოტოები, ფეიკ და არც ისე ფეიკ სელებრითი ვიდეოები და მსგავსი გემრიელობები.

მოკლედ რომ ვთქვათ, სამოთხეა მოწყენილი ადამიანისთვის. და ასეთი მოწყენილი ადამიანი, როდესაც ფეისბუქის სკროლვისას წავაწყდები რაიმე ფოტოს, მაგალითად როგორ ჭამს ტერმინატორი შაურმას, შეიძლება დალაიქებაც დამეზაროს. ეს ხომ აღარ არის საოცრება, ეს ხომ 90-იანების ბოლო აღარაა, ეგეთი რამეებით უკვე სავსეა ჩვენს გარშემო ყველაფერი. და უეცრად, მსგავსი ფოტოს ქვეშ ვხედავ გაოცებულ და აღტაცებულ კომენტარს – “ვაიმე, გურამჩიკ, სად პოულობ ასეთ რამეებს?”

ამ დროს მგონია, რომ მსგავსი კითხვის ავტორისთვის ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოა, სახლში IBM-ის ძველი მოდელის კალკულატორი უდევს და ინტერნეტი ფლოპი დისკებით დააქვს. სხვანაირად შეუძლებელია ასეთი ხბოს აღტაცება და გაოცება გამოხატო.

ალისა საოცრებათა სამყაროში. ავტორი: http://jejejeca.deviantart.com/
ალისა საოცრებათა სამყაროში. ავტორი: http://jejejeca.deviantart.com/

როცა სამი ქალი მყავდა…


იყო დრო – სოკრატე

მახსოვს პერიოდი, როდესაც გარემოებათა კეთილი, ზოგისთვის კი ბოროტი დამთხვევით ერთდროულად სამი ქალი მყავდა. წარმომიდგენია მამაკაცთა 90%-ის სახე ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ, მეც ეგეთი სახე მექნებოდა ზუსტად – Me Gusta. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, რამდენადაც ეს სასიამოვნოა, იმდენად გულისმომკვლელი გვერდითი ეფექტებიც აქვს.

პირველი ეფექტი არის ყველასათვის ცნობილი, მოდუნების ეფექტი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში თუნდაც ერთი ცოცხალი ქალის არსებობის შემთხვევაში დგება – მონადირე გადაეჩვევა ნადირობას და ფერმაში მოწეულ საჭმელს მიირთმევს. და რაც უფრო დიდია ეს ფერმა, მით უარესი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთლად უნდა გავტყიურდეთ და ვანნაითსტენდების დიეტაზე დავჯდეთ – ცოტა ისიც და ისიც.

თუმცა სინამდვილეში ამაზე არ მინდოდა წერა. ერთი კონკრეტული მომენტი მინდა გავიხსენო როდესაც, როგორც უკვე ავღნიშნე, სამი ქალი მყავდა. ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა მსოფლიოში, ასე მეგონა სანამ საქმე საქმეზე არ მიდგა და უეცრად სადღაც ბარში არ გამომეღვიძა, მაგიდაზე თავდადებულს. საიდან მოვხვდი იქ და რას ვაკეთებდი, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი ისაა, რომ მარტო ვიყავი.

მარტო ვინ არ ყოფილა შეკაცოო, ჩამესმის ყურში. ეტყობა მაშინაც ჩამესმა ეს ფრაზა და ამით გამხნევებულმა მშვიდად ამოვიღე ტელეფონი და… გავიჭედე. ვის დავურეკო? მე ხომ ბედნიერი კაცი ვარ, სამი ქალი მყავს. მერე რა, რომ არც ერთი აქ არ არის, ამის მადლობელიც უნდა ვიყო, იმიტომ რომ აქ რომ იყონ… მოკლედ, ქალთა ერთ სივრცეში არათავსებადობის პრინციპის თანახმად ჯობია, თუ ეს არ მოხდება. ასეა თუ ისე, ტელეფონი მიჭირავს, რომელშიც მთელი სამი ნომერი მიწერია (დიახ, სხვა ნომრები არ მიწერია, ვის რაში ვჭირდები) და დილემაც სახეზეა – რომელს დავურეკო?

ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მივიღე – ანბანის მიხედვით ჩამოვყევი.

პირველი საუბარი ძალიან მოკლე იყო, სადაც მე მსმენელის როლში ვიყავი მხოლოდ. უკვე ძალიან ნაცნობი ხმის მქონე ქალმა მაცნობა, რომ ”მობილური ტელეფონი გამორთულია ან…” და ა.შ., როგორც ტექსტია. მოკლედ, პირველი ციყვი ფუღუროში არ არის. ეგ არაფერი – შევძახე საკუთარ თავს – კიდევ ორი ზარი შეგიძლია გააკეთო. საკუთარი მდგომარეობით აღფრთოვანებული ვუშვებ მეორე ზარს და ამჯერად ”მობილური გამორთულია”-ს ქალთან საუბარი აღარ მიწევს. თუმცა სიგნალის დაგვიანების მიხედვით ვხვდები, რომ ობიექტი არც ისე ახლოს უნდა იყოს. ჩემი ბედის ცოდნამ არ მიღალატა – ჩემი მეორე სიხარული ქალაქგარეთაა, საკმაოდ შორს. ის კი არა, ჯერ კიდევ გზაშია და ამით შეწუხებულ-გაბრაზებული ტვინს აქეთ მიპობს. სასწრაფოდ ვათამაშებ ტელეფონის დაჯდომის სცენას და ზარს ვწყვეტ.

თავი კორბენ დალასი მგონია, რომელსაც ერთადერთი ღერი ასანთი აქვს და ამით უნდა გადაარჩინოს მსოფლიო. ოღონდ ასანთის ღერი ჩემი ტელეფონია, გადასარჩენი მსოფლიო კი – მე. კარგ დროს დავრეკე, ზუსტად დღესასწაულის მეორე დღეს მივუსწარი. ”დღეს ვზეიმობ, კალენდარში დღე წითლად მაქვს აღნიშნული და სახლიდან არ გავდივარ”. რაღა თქმა უნდა, ქალებს ხომ ასეთი დღეები თვეში ერთი 25 მაინც აქვთ, რა გასაოცარიც არ უნდა იყოს. მოკლედ რომ ვთქვა, ორი-სამი დღე მაინც აჯობებს, თუ მის სადღესასწაულო განწყობაში არ შევიჭრები.

და გამოვიდა რა? სამი ქალი მყავს, სამმაგად ბედნიერი კაცი ვარ, თუკი მხოლოდ ამ მოვლენის (დედაკაცის) მხოლოდ დადებით მხარეებს შევხედავთ და საბოლოოდ ისევ ისეთ მარტოობაში ვსვამ ლუდს, როგორც ჩემს გვერდით მჯდარი მარტოხელა ძმაკაცი.

აქედან კი მხოლოდ ერთი დასკვნა გამომაქვს – სასწრაფოდ უნდა ვიშოვო მეოთხე ქალი, რომელსაც თბილისიდან გასვლის უფლება არ აქვს, ჰორმონალური დარღვევის გამო მენსტრუაცია არასოდეს ეწვევა და ტელეფონი ურანის ელემენტებზე აქვს შეერთებული, რომ არასოდეს დაჯდეს ან ზონიდან გავიდეს. თუკი ასეთ ვინმეს იპოვით, ძალიან ბედნიერი ვიქნები, მით უმეტეს, რომ ის სამი ქალიც აღარ მყავს. მიზეზი მარტივია – ერთმანეთის არსებობის შესახებ გაიგეს და ორი მათგანი, როგორც მატერია და ანტიმატერია, ურთიერთში ანიჰილირდა, მძლავრი და ჩემთვის მავნე ენერგიის გამოყოფით, მესამე კი მე მომევლინა ატომურ აფეთქებად. ასე რომ, თუკი ზემოთჩამოთვლილი თვისებების და არაფეთქებად ქალს იპოვით – არ გამომაპაროთ.

მოდი, ყველამ ვწეროთ სექსზე!


სხვის ბლოგებს რომ იშვიათად ვკითხულობ, ეს არავისთვისაა ახალი ამბავი. სხვისას კი არა, ჩემსასაც აღარ ვკითხულობ. თუმცა ეს პოსტი, როგორც სათაურიდან მიხვდით, ამაზე არ არის. მეტიც, ამ რამდენიმე დღის წინ ქართული ბლოგების განვითარების დინამიკას დავაკვირდი და ერთი შემაძრწუნებელი კანონზომიერება დავადგინე – რაც უფრო მეტადაა ბლოგის პოსტებში, სათაურში, მიმაგრებულ სურათებსა თუ სხვა პრიბამბასებში სექსი, ან მასთან გათანაბრებული მოქმედება ნახსენები, მით უფრო პოპულარულია ბლოგი.

თავიდან გამოვყლევდი. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამაში არც გასაკვირია არაფერი და არც მოულოდნელი. პუბლიკას, რომელიც ამ ბლოგებს კითხულობს, არ აქვს სექსი. როგორც თავის დროზე შალვა რამიშვილი იტყოდა – “ერს არ აქვს ერექცია”. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა – ერს აქვს ერექცია, მაგრამ არ აქვს სექსი. ამიტომაც კითხულობს ისტორიებს სხვის მიერ გამოგონილ ან ზოგჯერ უბრალოდ შელამაზებულ სექსზე.

თუმცა მიზანი ამართლებს საშუალებას. გინდა პოპულარობა და მკითხველები? დაწერე პოსტი “ჩემს პირველ იობარზე”, “ჩემს პირველ ნაშაზე”, “როგორ არ ამიდგა პირველად”, “დანძრევის 10 მეთოდი” და სხვა მსგავსნი. მართალია ასეთ რამეში ნოვატორი არ იქნები, რადგან შენამდე ყველასთვის ცნობილი ხაშურა ამას უკვე აკეთებდა, მაგრამ მისგან განსხვავებით, რომელიც პორნო საიტის ადმინობას ვერ გაცდა, შენ ბლოგერი გქვია და გეპატიება. მეტიც – მოგეთხოვება. ხომ უნდა გააგებინო ბნელ ქართველ საზოგადოებას რამე, აღმატებული. ასე რომ, თუკი უეცრად დაფიქრდები და შენ თავს კითხავ – რატომ ვწერ ამას – ილია ჭავჭავაძე გაიხსენე და ეროვნული განმანათლებლის სახით განაგრძე წერა. წინ, დიდი სექსისკენ!

მოკლედ, მორალური ბარიერი გადალახე, ახლა მოსაფიქრებელია იმიჯი. თუკი გოგო ხარ, საქმე ერთი-ათად გიმარტივდება. ვინაიდან და რადგან, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მდედრის პირიდან ამოსული სიტყვა “სექსი” გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე მამრის. ასე რომ, დაძაბე გონება და გაიხსენე ყველა ის ისტორია, რომელიც რომელიმე ფილმში გინახავს, დაქალს მოუყოლია, წიგნში ამოგიკითხავს (აქვე – გავრცელებული მოსაზრებით, წიგნიერი მდედრები უწიგნურ მამრებს გაცილებით უფრო იზიდავენ, ვიდრე შებრუნებულ შემთხვევაში) ან ღამით, ლოგინში განმარტოებულს შენს აგზნებულ გონებაში გამოგისახავს. შეეცადე ეს ისტორიები რაც შეიძლება მიმზიდველი სათაურით გააფორმო და გილოცავ – წარმატება გარანტირებულია. Bro Tip – იმის გასაგებად, რა არის პუბლიკისთვის მიმზიდველი სათაური, დაძებნე ცნობილი მეტრების ბლოგებზე, რას ეძებს ხალხი.

თუკი ბიჭი ხარ, მაშინ იმიჯის შექმნა ცოტათი რთულდება. გულახდილი გეის იმიჯებზე მოთხოვნა ცოტაა და ის რამდენიმე ნიშაც, რაც არსებობდა, უკვე ასე თუ ისე შევსებულია. მაჩოს აღსარებები? ცდა შეიძლება. ამის გასამარტივებლად წარმოიდგინე, რომ უბანში ბირჟაზე ხარ და ბიჭებს უყვები “როგორ ტყნავდი იმ გოგოს, წეღან რომ ჩაიარა და მეზობელ სადარბაზოში შევიდა” და სექსუალური ისტორიაც მზადაა. ან მოიქეცი ჩემსავით და მორიგი ნძრევის ფანტაზია აღწერე. თუმცა მაინც აჯობებს, თუ გოგო ხარ, როგორც უკვე ვთქვი, ეს გაცილებით გაგიმარტივებს საქმეს.

განსაკუთრებული ფანტაზიის მქონე იზვრაშენცებისთვის კიდევ ერთი მეთოდი არსებობს – წარმოიდგინე რომ მდედრი ხარ და აღწერე როგორ გტყნავს შენი უახლოესი ძმაკაცი. ნუ წარმოდგენის შემთხვევაში ეს უკვე შენი უახლოესი ძმაკაცი კი აღარ გამოდის, არამედ ვიღაც ბიჭი, რომელიც ბარში გაიცანი, მაგრამ როდესაც ამას წერ… მოკლედ, აქ ძალიან ჩახლართულად გამოდის ყველაფერი და ჯობია ჩემი ინსტრუქციების გარეშე იექსპერიმენტოთ.

მაგრამ ერთი საერთო მოწოდება მაინც მექნება – თუკი გვინდა, რომ საქართველოში ბლოგოსფერო განვითარდეს, თუკი გვინდა, რომ რიგით ქათულ ბლოგს რიგით ქართულ პორნოსაიტზე მეტი ვიზიტორი ყავდეს – მოდი, ყველამ ვწეროთ სექსზე!

ქართული ბლოგინგი და ბლოგინგი ქართულად


წარმოგიდგენთ Rage Comic-ს თემაზე ”ქართული ბლოგინგი”.

კომიქსის ქვემოთ მიწერილი მემებეიზის ლინკი იმის მანიშნებელია, რომ მაგ საიტზე გავაკეთე ეს კომიქსი. შესაბამისად აქვე ლინკს ჩავარჭობ, სურვილის შემთხვევაში იქაც რომ დაალაიკოთ და და-LOL-ოთ.

ლინკი სტუდიაში:   http://cheezburger.com/View/4745978368

კომიქსი დამყარებულია რეალურ მოვლენებზე.

Formula greative – wait, what?


ცხელ-ცხელი დემოტივატორი:

რა სძაგს უფალს?


შარვლიანი ქალები სძაგს უფალსა

შარვლიანი ქალები
ასევე სძაგს...

ემზარიადა


Explosm.net ან უბრალოდ ციანიდი. ლამაზი, მინიმალისტური მინიკომიქსების საიტი, სადაც უცნაური და ”ციანიდური” იუმორი იდება ხშირად. ემზარიადა – ამავე სტილში გაკეთებული ჩემი ჭიის გასახარებელი საიტი. აქ სულ სამი კომიქსი მედო მანამდე, ვინაიდან და რადგან მათი ხატვა საკმაოდ დიდი პალო იყო. მაგრამ გუშინ მომივიდა იდეა – რა საჭიროა მთელი ჩარაქტერების შექმნა, მათი პოზების დაყენება, გადაღება, ფოტოდამუშავება და ზედ წარწერების გაკეთება, როცა იგივე შედეგს შემიძლია ხელის რამდენიმე მოსმით მივაღწიო. დახატე – დაასკანერე – ამით ამოიწურება კომიქსის გაკეთების მთელი ტექნოლოგიური ციკლი. რაღა თქმა უნდა მათი მოფიქრება ცალკე ტექ. ციკლია, რომელიც ყველა ტიპის ტექნიკისთვის ერთი და იგივეა და ყველაზე დიდი პალოა.

ასე რომ მინდა შემოგთავაზოთ ემზარიადას, ამაზე უკეთესი სახელი ამ მინიმალიზმს ვერ მოვუფიქრე, მორიგი სერია. სერიის ლინკისთვის დააჭირეთ ამ ტექსტს, თუკი გინდათ, რომ თქვენი აღფრთოვანება იქ გამოხატოთ, ამის არმსურველებმა კი უბრალოდ ჩასკროლეთ ქვემოთ და იხილეთ კომიქსი:

ხელით დახატული ემზარიადა
სურათი დაპატარავებულია. გადიდებისთვის დააჭირეთ.

ახალი ვიდეოარტი ნი2.გე – დან


როგორც უკვე მოგახსენეთ, გახლდით კვარიათში, სადაც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ვიდეო არტიც გადავიღე. აი ისიც:

ნი2 არტსი წარმოგიდგენთ ქრაუ პიქჩერზის ნაწარმს. ახალი ვიდეო არტი, რომელშიც მოთხრობილია ერთი მხატვრის ისტორია. გოჩა ბროსნანის სახელობის კავშირის გამოფენა. ვიდეო გადაღებულია სამოყვარულო კამერით, ჩვენი სუპერ ძლიერი ტექნიკის გამოყენების გარეშე. მონტაჟიც შესრულებულია თათარიახნად. ნი2-ის სუპერ კრეატიული შემადგენლობა იმედოვნებს, რომ ეს თქვენი სამაგიდო ვიდეო გახდება. ახლა კი თავად ვიდეო არტი:

წყარო:  http://ni2.ge/2010/vid-scarf-and-liberals/

ბლოგერული წარმატების საიდუმლო


ბლოგერული წარმატების საიდუმლო – ვარდისფერი.

ვარდისფერი, საიდუმლო, დემოტივატორი
ბლოგერული წარმატების საიდუმლო

გასაკეთებელი კიდევ ბევრია


წარმოგიდგენთ შედევრს. იგი არ ატარებს პოლიტიკურ დატვირთვას, ყველა დამთხვევა რეალურ პიროვნებებთან შემთხვევითია.

ემზარიადა


არის ასეთი საიტი – Explosm.net, სადაც შავ-თეთრი იუმორის შედევრები იდება, დაბალი გრაფიკული პრეტენზიების მქონე კომიქსების სახით. ჰოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, თავში მომივიდა ასეთი აზრი – რატომაც არა? ჩვენ ვიზე ნაკლები შავი თუ თეთრი იუმორი გვაქვს? თუნდაც მხოლოდ ფორუმის სისულელეები რომ აიღო, ერთ ტომეულს ეყოფა. ჰოდა მივყავი მეც ხელი მსგავსი რაღაცეების ჯღაბნას. სათაური – ემზარიადა, ზუსტად შეეფერება ჯერჯერობით იმ სისულელეს, რაზეც ეს ყველაფერია. ასე რომ დატკბით. More coming soon…

პირველი:

ვაჟას უდგება...

და მეორე:

ქთხოვ

მისტერ დამძახებელი – ახალი შედევრი


ამ ორიოდე დღის წინ რომ ახალი კამერა ვიყიდე, ეს მთელმა ჩემმა ფეისბუკის ფრენდლისტმა გაიგო, ისევე როგორც ”ტაბულა”-ს მთელმა რედაქციამ. და აი, ამ აჟიოტაჟის ლოგიკური და შესანიშნავი დასასრული – ახალი შედევრი, რომელიც ხანგრძლივი პაუზის მერე გადავიღე. დანარჩენს ვაციტირებ (ორიგინალი აქ: Mr. Caller – Crow Pictures Release )

წარმოგიდგენთ ახალი კამერით გადაღებულ ახალ ნამუშევარს (14 აპრილი, 2010).

შორტ ფილმი – ”მისტერ დამძახებელი”. ეს არის პატარა ურბანული არტი, რომელიც რამდენიმე რეკორდს ერთდროულად ხსნის ქრაუ პიქჩერზისთვის – ყველაზე მოკლე ფილმი, ყველაზე მალე გადაღებული ფილმი, ყველაზე colored ფილმი, პირველი ვაიდსკრინ ფილმი.

იდეა თავისთავად არახალია და აღებულია ურბანული კულტურიდან. აქ იუმორისტულ სტილშია მოთხრობილი ერთი მცირე პრობლემის შესახებ, კერძოდ ესაა ”გადაწელილი ბაზარი”. დანარჩენს სიტყვებით ვერ აღწერ, ეს უნდა ნახო.

მცირე ტიტრები – სცენარის ავტორები, რეჟისორები, კამერა და გადაღება – ყვავა და მროველი. მაშ, მოვიდა ვიდეოს დროც:

link to video (full size): http://vimeo.com/10929482

ni2.ge / შარჟები


ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ როგორც იქნა დავარელიზეთ ni2.ge , რომელიც წარმოადგენს ქართული კრეატივ-პრანკს-სატირული ჯგუფის ”ნიორის” ოფიციალურ საიტს. თავიდან მე და საბამ დავიწყეთ (დოდკა რატომღაც პასიურ მოუდში გავიდა და აღარ ითვლება), მერე და მერე კი ნელ-ნელა შემოგვიერთდა ხალხი და იმედია კიდევ გაგრძელდება შემოერთება.

ასე რომ, თუკი თვლი, რომ კრეატივი შენი საქმეა, იუმორზეც არ აუცრიხარ არავის ბავშვობაში და საერთოდაც, მაგარი როჟა ხარ, შემოგვიერთდი. ან არც შემოგვიერთდე…

პოსტი ამას არ ეძღვნება სინამდვილეში. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი რუბრიკა (ძველებია ნიუსები, ვიდეო არტები, ჟურნალიზმის ზეიმები) – შარჟები და მისი პირველი ნიმუში:

ლინკი: ნი2.ჯი/გასაუბრება

ახალი ვიდეოშედევრი


მინდა წარმოგიდგინოთ ნი2 ნიუსის და ქრაუ პიქჩერზის ახალი შედევრი, ვიდეოშედევრი, რომელიც გადაღებულია მხოლოდ ჩვენს მიერ და ყველა სხვა გადამღების თავზეც გავიარე. უფრო სწორად ეს არის ახალი შედევრის ტრაილერი, თუმცა ეს მას არ უშლის ხელს, რომ თავადაც შედევრი იყოს. მაშ ასე, გენადი, ფონოგრამა:

სტატისტიკური ანომალია


ამ ბოლო დროს რომ ჩემი ბლოგის სტატები ქვემოთ-ქვემოთ წამოვიდა, ამას უკვე მივეჩვიე და დაჟე ახსნაც კი მოვუძებნე – ის მკითხველი, რომელიც ადრე მარტო ჩემს ბლოგს კითხულობდა, რადგან სხვა არ იყო, ახლა გადანაწილდა ახალ-ახალ სხვა ბლოგებზე. მაგრამ ამ წუთას კიდევ ერთი ძალიან უცნაური ფაქტი აღმოვაჩინე, სტატისტიკასთან დაკავშირებით.

დაკვირვებული ვარ, რომ ბლოგის სტატისტიკის გულისცემა დაკავშირებულია ჩემს მიერ ბლოგზე ჩატარებულ აქტივობასთან, ვწერ პოსტს – მატულობს მნახველები და შემდეგი პოსტის დაწერამდე შემთხვევითი წესით თამაშობს მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის. მაგრამ თუკი მნახველების რაოდენობა ჩემს კომპიუტერთან ჯდომაზე იქნებოდა დამოკიდებული, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი :o არადა თქვენ შეგიძლიათ თქვენი თვალით დააკვირდეთ ქვემოთ მოცემულ გრაფიკს, რომელზეც ისრით მითითებულია ის დღე, როდესაც მე ბათუმში წავედი და იხილოთ სტატისტიკის უწყვეტი ვარდნა.

ისრით აღნიშნულია ”ის” დღე

ეტყობა ჩემი აქ ყოფნა ენერგეტიკულად მოქმედებს ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ბათუმში ჩემს ვიზიტს, შთაბეჭდილებებს და საგზაო ჩანაწერებს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ.

პროლეტარებო ყველა ქვეყნისა…


დილაა… მთელი ღამის უძინარი ვზივარ და ვფიქრობ იმაზე,  რატომ ვარ მთელი ღამის უძინარი და რას მოვითხოვ ამით სამყაროსგან. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა აღმოჩნდა, რომ უძინარი უსაქმურობის გამო ვარ, თუნდაც იმის გამო, რომ ხვალ დილით არსად ვარ წასასვლელი, არც სამუშაო, არც რამე საგანმანათლებლო დაწესებულება… ერთის მხრივ კარგია ეს, მაგრამ მოსაბეზრებელი. თუმცა რეალური იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება.

ჩემს ღამით ჯდომას ერთი პლიუსი მაინც აქვს, მუზები შემომაწვა და ”ღმერთების დღიურები” განვაახლე პოსტით ”მეორედ მოსვლა”. შეგიძლიათ გადახვიდეთ და დატკბეთ.

მანამდე კი მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი ვლოგი, იგივე ვიდეო პოსტი, სადაც აღწერილია ჩვენი (ვინც ვიდეოში ვართ) ბოლო ვიქენდი, ე.წ. შაფათკვირა. შაფათკვირა პავლიკთან გავატარეთ, რემონტის გაკეთებაში ვეხმარებოდით, ასე თუ ისე, ანუ კიდევ ერთი პროფესიის საწყისები შემიძლია ჩავიწერო აქტივში.

ახლა კი ნახეთ ვიდეო, მე კი დავიძინებ:

link: http://vimeo.com/3834136

დიდთავა სემი (ნოველა)


-მამა, სკოლაში დიდთავას მეძახიან და რა ვქნა?
-არაფერი არ ქნა, ცოტა ხანი დაიცადე და ყველაფერი კარგად იქნება…

ეს ჩემი შვილია, სემი, ჩემი დიდთავა სემი, ნუ დიდთავა რა, უბრალოდ სხვა მისი ასაკის ბავშვებთან შედარებით ცოტა მოზრდილი თავი აქვს და ამის გამო ბავშვები, როგორც ხშირად  ხდება მათ ასაკში, დიდთავას ეძახიან, რაც სემს წყინს, მე კი ძალიან არ მიყვარს, როდესაც ჩემს ერთადერთ მემკვიდრეს რაღაც წყინს, მე ხომ ჯერ კიდევ მაშინ შევპირდი ცხონებულ დედამისს, რომ ყველანაირად ვიზრუნებდი ჩვენს შვილზე და ისე ვიზამდი, რომ არავის ეწყენინებინა მისთვის, როცა სემი ჯერ კიდევ ნაჭრებში გახვეული გაჰკიოდა პატარა საწოლიდან. ახლა კი იძულებული ვარ ეს დანაპირები ავასრულო, რაღაც ძალა მაიძულებს ამას.

აი თუნდაც ჩემი სამსახური. სემი სკოლაში სწავლობს, მესამე კლასშია და მისი სკოლა, საერთო სარგებლობიდან გამომდინარე, ჩემი სამსახურის გვერდზეა, ამიტომ სემი სკოლის მერე ყოველთვის ჩემთან მოდის ხოლმე და საღამომდე ჩემს ან უფროსის კომპიუტერზე კარტს თამაშობს, ან ინტერნეტში დაძრომიალობს იმ საიტებზე, რომლებიც არაა დაბლოკილი. ჩემი თანამშრომლები, როდესაც საქმე არ აქვთ, სემზე კაიფით ირთობენ ხოლმე თავს, თან ყოველთვის ცდილობენ ეს ყველაფერი ისე ქნან, რომ მე არ ვიყო იმ დროს სადმე ახლოში. აი ამასწინათაც, უფროსთან ვიყავი თათბირზე ჩასული და ოთახში რომ ჩამოვედი, სემი ფანჯარასთან იდგა გაბუსხული სახით და გარეთ იყურებოდა. Continue reading “დიდთავა სემი (ნოველა)”

წითელი ბასანოჩკები


ვეში-ზევეში, ვეში-ტრეში, ვეში-ტრანსი, ვეში-სკრეჩი, ვეში-მროველა_რა_მაგარი_დიჯეია, ვეში-ავოიე, მოკლედ ვეში, სახელად ”წითელი ბასანოჩკები” (Red Shoes). ლეგენდარული ”სოფიკოს” და ”აფრების” შემქმნელებისაგან  ვიდეო, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.

YouTube:

Link: http://www.youtube.com/watch?v=_KOXiIRccpg

დაბადება


გუშინ, დოდკასი არ იყოს, სამშობიაროში ვიყავი. არა, არც ჩემი ბავშვი გაჩენილა და მე, როგორც ნამდვილ ახალბედა მამას შეეფერება გარეთ არ მინერვიულია, არც ძმაკაცის ან დაქალის ბავშვი გაჩენილა და მე როგორც ნამდვილი ახალბედა მამის ნამდვილ ძმაკაცს შეეფერება კაპოტზე სუფრა არ გამიშლია და საერთოდ, ბავშვების სანახავად არ ვყოფილვარ.

საქმე იმაშია, რომ გუშინ მძიმე დღე მქონდა, ძალიან მძიმე დღე. და დღე რომ მძიმე იქნებოდა, ამას გუშინ დილითვე მივხვდი, როდესაც ლუდის ცარიელმა ბოთლებმა საწოლის გვერდზე გამახსენეს, რომ წესით თავი უნდა მქონოდა გახეთქვაზე. ასე იყო თუ ისე, საღამოსკენ შოსთან და კამპანიასთან ერთად შარაგულში მოვხვდი, გაუგებარი მექანიზმებით ფხიზელმა გამოვაღწიე იქედან, თუმცა დიდხანს არ გაგრძელდა ეს მდგომარეობა და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ღამის 12 საათისკენ ჩაჩავას სამშობიაროს ეზოში ვიდექი და ვიღაც სიამაყით აღსავსე ტიპს რაღაცეებს ვულოცავდი. ვინ იყო ის ტიპი, ბუნდოვნად მახსოვს.

სამშობიაროს ეზო გატენილი იყო ხალხით, მანქანების კაპოტებზე შამპანურები ჩამოწურწკულებდა და შოკოლადების ნატეხები ეყარა, ვიღაც ვიღაცას ეხვეოდა, ვიღაცა ფანჯრებს შებღაოდა რაღაც უცნაურ სახელს, მაგრამ ამაზე არ ვწერ ახლა. ამ მთელს აურზაურში ადვილი შესამჩნევი იყო გარკვეული სეპარატისტული დაჯგუფებები, რომლებიც სმაშიც, ღრიანცელშიც და საერთო აურზაურშიც თითქოს იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მაინც იყო მათში რაღაც უცნაური. ეს დაჯგუფებები გარეგნულად წარმოადგენდა ერთად მდგომ ორ-სამ გოგოს, რომლებიც უცნაურად დადუმებული სახეებით წრუპავდნენ შამპანურს და ასევე უცნაური სახეებით ამოიოხრებდნენ ხოლმე. როგორც შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებამ ცხადყო, ეს გოგოები იყვნენ ძირითადად იმ დღის გმირების დაქალები.

საოცარია პირდაპირ, მართლაც რამდენად განსხვავდება ქალის და კაცის აზროვნება, ამ ერთ პატარა მაგალითზე დაფუძნებითაც კი. იქ შეკრებილი საზოგადოების მთელი მამრი ნაწილი გაქაფული დარბოდა იქეთ-აქეთ,  მოარბენინებდა აღნიშვნის საშუალებებს, დაძვრებოდა ექიმებთან და ცდილობდა ვინმე მოექრთამა, რათა მისი ნაყიდი ორცხობილების პაკეტი, ერთადერთი და განუმეორებელი პაკეტი სხვა დანარჩენებს შორის, მოხვედრილიყო იქ, სადაც საჭიროა. მდედრები, უფრო კონკრეტულად კი  სეპარატისტული დაჯგუფებები, ამ დროს თავიანთ წარმოსახვაში უკვე ვინ იცის მერამდენედ მშობიარობდნენ, ბედნიერი სახეებით იყურებოდნენ ფანჯრებიდან, მიირთმევდნენ იმ ერთადერთ და განუმეორებელ ორცხობილის პაკეტს, რომელმაც მათ პალატამდე მისაღწევად გრძელი და რთული გზა გაიარა და ამ დროს თვალებით ამ თავიანთი წარმოსახვის პოტენციურ გმირებს არჩევდნენ ფარულად, ეზოში შეკრებილ ხალხში.

ასეა თუ ისე, ბავშვის დაბადება მართლაც ყველას უხარია, თავად ამ ბავშვის გარდა. რა ეგოიზმია ჩვენი მხრიდან…

ნუ წვავთ ფულს


დღეს მე და გეგა ვიყავით ცოდნის ტაძრის მიდემოებში და აღმოვაჩინეთ, რომ გვქონდა ზედმეტი ლარიანი. მართალია ფული ზედმეტი არ არსებობს, მაგრამ ეს ისეთი იყო, ჯიბეში რომ არ ჩაიდებოდა და ხელი რომ არ მოეკიდებოდა. ბევრიც არ გვიფიქრია და გადავიღეთ იდეინი როლიკი ”ნუ წვავთ ფულს”. მართლაც, რამდენი ადამიანი არსებობს, რომელიც დილით სახლიდან გამოსვლისას მიდის მაღაზიაში, ახურდავებს ორლარიანს ერთ კოლოფ სიგარეტზე და მერე მთელი დღის განმავლობაში წვავს. ფილტვების გაფუჭებას ჯობია ისევ ესე დაწვა, როგორც მე და გეგამ ვქენით. მორალი: კურიწ ვრედნო.

და ისე კი მეც შევდივარ იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც ფულის წვით არიან დაკავებულები, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ თავი ავარიდო მის ასეთ უთავბოლო გამოყენებას და განადგურებას, მითუმეტეს თუ მაქვს შანსი სხვას შევუწყო ხელი საკუთარი ფულის მოსპობაში.  მორალი: კურიწ სვაი სიგარეტი – ვრედნო.

მაშ სად წავიღოთ ის ფული, რომელიც უნდა დაგვეწვა მთელი დღის განმავლობაში? რაღა თქმა უნდა უნდა დავწვათ, დასაწვავი მუდამ უნდა დაიწვას, თუკი დავაპირებთ ამ ფინანსების სხვა საქმეში გამოყენებას, ის საქმე აუცილებლად ჩაგვეშლება, ასე რომ მორალი (??): დასაწვავი დაიწვას. ახლა კი ვიდეო:

Link: http://www.youtube.com/watch?v=yjo5LyQDahA

კარგი იდეაა ისე ეს სოციალური რეკლამის გადასაღებად მოწევის მავნებლობის შესახებ…