Feeds:
ჩანაწერები

Archive for the ‘ქალები და კაცები’ Category


იყო დრო – სოკრატე

მახსოვს პერიოდი, როდესაც გარემოებათა კეთილი, ზოგისთვის კი ბოროტი დამთხვევით ერთდროულად სამი ქალი მყავდა. წარმომიდგენია მამაკაცთა 90%-ის სახე ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ, მეც ეგეთი სახე მექნებოდა ზუსტად – Me Gusta. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, რამდენადაც ეს სასიამოვნოა, იმდენად გულისმომკვლელი გვერდითი ეფექტებიც აქვს.

პირველი ეფექტი არის ყველასათვის ცნობილი, მოდუნების ეფექტი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში თუნდაც ერთი ცოცხალი ქალის არსებობის შემთხვევაში დგება – მონადირე გადაეჩვევა ნადირობას და ფერმაში მოწეულ საჭმელს მიირთმევს. და რაც უფრო დიდია ეს ფერმა, მით უარესი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთლად უნდა გავტყიურდეთ და ვანნაითსტენდების დიეტაზე დავჯდეთ – ცოტა ისიც და ისიც.

თუმცა სინამდვილეში ამაზე არ მინდოდა წერა. ერთი კონკრეტული მომენტი მინდა გავიხსენო როდესაც, როგორც უკვე ავღნიშნე, სამი ქალი მყავდა. ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა მსოფლიოში, ასე მეგონა სანამ საქმე საქმეზე არ მიდგა და უეცრად სადღაც ბარში არ გამომეღვიძა, მაგიდაზე თავდადებულს. საიდან მოვხვდი იქ და რას ვაკეთებდი, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი ისაა, რომ მარტო ვიყავი.

მარტო ვინ არ ყოფილა შეკაცოო, ჩამესმის ყურში. ეტყობა მაშინაც ჩამესმა ეს ფრაზა და ამით გამხნევებულმა მშვიდად ამოვიღე ტელეფონი და… გავიჭედე. ვის დავურეკო? მე ხომ ბედნიერი კაცი ვარ, სამი ქალი მყავს. მერე რა, რომ არც ერთი აქ არ არის, ამის მადლობელიც უნდა ვიყო, იმიტომ რომ აქ რომ იყონ… მოკლედ, ქალთა ერთ სივრცეში არათავსებადობის პრინციპის თანახმად ჯობია, თუ ეს არ მოხდება. ასეა თუ ისე, ტელეფონი მიჭირავს, რომელშიც მთელი სამი ნომერი მიწერია (დიახ, სხვა ნომრები არ მიწერია, ვის რაში ვჭირდები) და დილემაც სახეზეა – რომელს დავურეკო?

ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მივიღე – ანბანის მიხედვით ჩამოვყევი.

პირველი საუბარი ძალიან მოკლე იყო, სადაც მე მსმენელის როლში ვიყავი მხოლოდ. უკვე ძალიან ნაცნობი ხმის მქონე ქალმა მაცნობა, რომ ”მობილური ტელეფონი გამორთულია ან…” და ა.შ., როგორც ტექსტია. მოკლედ, პირველი ციყვი ფუღუროში არ არის. ეგ არაფერი – შევძახე საკუთარ თავს – კიდევ ორი ზარი შეგიძლია გააკეთო. საკუთარი მდგომარეობით აღფრთოვანებული ვუშვებ მეორე ზარს და ამჯერად ”მობილური გამორთულია”-ს ქალთან საუბარი აღარ მიწევს. თუმცა სიგნალის დაგვიანების მიხედვით ვხვდები, რომ ობიექტი არც ისე ახლოს უნდა იყოს. ჩემი ბედის ცოდნამ არ მიღალატა – ჩემი მეორე სიხარული ქალაქგარეთაა, საკმაოდ შორს. ის კი არა, ჯერ კიდევ გზაშია და ამით შეწუხებულ-გაბრაზებული ტვინს აქეთ მიპობს. სასწრაფოდ ვათამაშებ ტელეფონის დაჯდომის სცენას და ზარს ვწყვეტ.

თავი კორბენ დალასი მგონია, რომელსაც ერთადერთი ღერი ასანთი აქვს და ამით უნდა გადაარჩინოს მსოფლიო. ოღონდ ასანთის ღერი ჩემი ტელეფონია, გადასარჩენი მსოფლიო კი – მე. კარგ დროს დავრეკე, ზუსტად დღესასწაულის მეორე დღეს მივუსწარი. ”დღეს ვზეიმობ, კალენდარში დღე წითლად მაქვს აღნიშნული და სახლიდან არ გავდივარ”. რაღა თქმა უნდა, ქალებს ხომ ასეთი დღეები თვეში ერთი 25 მაინც აქვთ, რა გასაოცარიც არ უნდა იყოს. მოკლედ რომ ვთქვა, ორი-სამი დღე მაინც აჯობებს, თუ მის სადღესასწაულო განწყობაში არ შევიჭრები.

და გამოვიდა რა? სამი ქალი მყავს, სამმაგად ბედნიერი კაცი ვარ, თუკი მხოლოდ ამ მოვლენის (დედაკაცის) მხოლოდ დადებით მხარეებს შევხედავთ და საბოლოოდ ისევ ისეთ მარტოობაში ვსვამ ლუდს, როგორც ჩემს გვერდით მჯდარი მარტოხელა ძმაკაცი.

აქედან კი მხოლოდ ერთი დასკვნა გამომაქვს – სასწრაფოდ უნდა ვიშოვო მეოთხე ქალი, რომელსაც თბილისიდან გასვლის უფლება არ აქვს, ჰორმონალური დარღვევის გამო მენსტრუაცია არასოდეს ეწვევა და ტელეფონი ურანის ელემენტებზე აქვს შეერთებული, რომ არასოდეს დაჯდეს ან ზონიდან გავიდეს. თუკი ასეთ ვინმეს იპოვით, ძალიან ბედნიერი ვიქნები, მით უმეტეს, რომ ის სამი ქალიც აღარ მყავს. მიზეზი მარტივია – ერთმანეთის არსებობის შესახებ გაიგეს და ორი მათგანი, როგორც მატერია და ანტიმატერია, ურთიერთში ანიჰილირდა, მძლავრი და ჩემთვის მავნე ენერგიის გამოყოფით, მესამე კი მე მომევლინა ატომურ აფეთქებად. ასე რომ, თუკი ზემოთჩამოთვლილი თვისებების და არაფეთქებად ქალს იპოვით – არ გამომაპაროთ.

Advertisements

Read Full Post »


დემოტივატორი გავაკეთე წეღან და მინდა წარმოგიდგინოთ. მეგობრები:

Read Full Post »


დღეს სამსახურში მარშუტკით მოვედი. არაფერი გასაოცარი ამაში არაა, რადგან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ვჯდები ერთსა და იმავე მარშუტკაში და სამსახურისკენ მოვემართები. ის, რაც იქ ხდება, არც ეგაა უჩვეულო. პირველ 10 წუთი მძღოლი ჩამქვრალი ძრავით მოგორავს და ელოდება, როდის აიკრიფება მაქსიმალურად ბევრი ხალხი. როდესაც სალონი სანახევროდ სავსეა, ხოლო ჩემი მოთმინების ფიალა – მთლიანად, მძღოლი ძრავს ქოქავს და სისწრაფეს უმატებს.

აი ახლაც, შეუხვია ნუცუბიძის ქუჩაზე, აკრიფა სისწრაფე და მკვეთრად დაამუხრუჭა. დედა და შვილი ამოვიდა. კარი დახურული არ იყო, რომ პირველი ბრძანებაც გაისმა – ”მანდ არ დაჯდე!”. დედამ ნახევრადცარიელი მარშუტკის წინა სკამზე მოიკალათა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. მანქანა მზის გულზე მისეირნობდა და იმ ერთადერთი ფანჯრიანი ადგილის გარდა, სადაც მე ვიჯექი, სკამებს ბოლი ასდიოდა. ”საწყალი ბავშვი” გავიფიქრე და ძრავის მონოტონური ღუღუნი შეკივლებამ გაფატრა – ”ნუ იდებ პირში თითს!”. მოულოდნელობისგან შევხტი. შეხტა მძღოლიც, მაგრამ საბედნიეროდ ამ დროს გზის მოპირდაპირე მხრიდან არავინ მოდიოდა, ასე რომ გადავრჩით. ბავშვმა პროტესტის გამოხატვა სცადა, მცხელაო, მაგრამ მისი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა… მოკლედ, როგორცაა რა.

ცოტა ხანში მეორე წყვილი გამოჩნდა, ბებია და პატარა გოგო. მართალია ბებიას თავის საყვარელი და ფუმფულა შვილიშვილი კალთაში არ ჩაუსვამს, მაგრამ მთელი გზა მკლავზეხელშემოჭერილი ეჯდა გვერდზე, ემანდ ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს, არ გაიოფლოს და არ გაცივდესო.

მეგობრებო, რა არის ეს? რას გავს აღზრდის ეს მეთოდი? ვინ გაიზრდება ასე? მართალია, სწორედაც რომ ადამიანები, რომლებსაც არც დამოუკიდებლობა გააჩნიათ და არც გარემოს ადეკვატური აღქმა. მშობლებზე და ბებიებზე მიბმული ადამიანები, რომლებიც მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ”დამოუკიდებელ ასაკს”, ანუ ასაკს, როდესაც კანონის თანახმად მათ შეიძლება დამოუკიდებელი ადამიანები ეწოდოთ, არც მზად არიან და საერთოდ ვერც ხვდებიან, რატომ უნდა გააკეთონ ის, რასაც ყველა ცხოველი თუ ფრინველი აკეთებს – აფრინდნენ ბუდიდან. მეტიც, ვინც ხვდება ამას, ანუ ვიზეც ამხელა გავლენა არ მოუხდენია მუდამ ბებიის, დედის, მამის, ბიძის და 86454 სხვა ნათესავის კალთაზე გამობმულად გაზრდას, მასაც არ გამოსდის აფრენა. ან გამბედაობა არ ყოფნის, ან ”დედა ეცოდება” – უჩემოდ როგორ გაძლებს, საწყალი. მათგან იზრდებიან გოგოები, რომლებიც სახლში 9-ზე გვიან არ უნდა მივიდნენ, ბიჭები, რომლებსაც მამის ფულით ნაყიდი ჯიპი ბუნებრივი მოვლენა ჰგონიათ და ხალხი, რომელიც სულიერად არის იმპოტენტი.

იმის იმედი კი, რომ შემდეგი თაობა სხვანაირ პირობებში გაიზრდება და იმის შემდეგ თაობას კიდევ უფრო დამოუკიდებელს გაზრდის, დიდად არც მაქვს. როგორ შეიძლება, რომ მონად გაზრდილმა თავისუფალი ადამიანი გაზარდოს? ერთადერთი გაუცნობიერებელი გამოვლენა იმისა, რომ შვილს მიაჩვიო დამოუკიდებლობა, არის ”მიდი, მამიკო, ლუდი ამომირბენინე და ხურდა შენთვის დაიტოვე”  – იმუშავე და ფული გექნებას საწყისი, ჩანასახოვანი სტადია. თუმცა ესეც გაუაზრებელი, არაფრისმქმნელი და სხვა, მონური მეთოდებით დათრგუნული. საწყალი ჩვენი და ჩვენს შემდეგი თაობა.

პ.ს. ეს ბოლო ხანებია ვამუშავებ ერთ პატარა თეორიას, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ყველაფერს შეცვლის. საჭიროა ერთი 200,000 ჩვილის მოპარვა ან სხვა მეთოდით შოვნა, მათი წაყვანა უკაცრიელ კუნძულზე და სწორად, დამოუკიდებელ ადამიანებად აღზრდა. შემდეგ ეს ჩვილები როდესაც გახდებიან 15 წლის, უნდა ჩამოასახლო უკან, საქართველოში და დაე მათ მაინც შეცვალონ რამე. სხვანაირად ჩვენი საშველი არაა.

Read Full Post »


”რა უყვართ ქალებს” Versus ”რა უყვართ კაცებს” რომ მიყვარს, უკვე გეცოდინებათ. თუ არ გეცოდინებათ, ეგეც არაა დიდი ტრაგედია. მოკლედ, მინდა წარმოგიდგინოთ ერთი უშესანიშნავესი ვიდეო, ჰაინიკენის რეკლამა по сути, მაგრამ ამავე დროს არტია, ფაქტიურად.

*ვიდეოს მოაქვს 3-4 ზედიზედ ყურების მერე. შეიძლება დადნეთ.

Read Full Post »


ახლოვდება 8 მარტი, რომელიც ისტორიაში სხვადასხვა ღირსშესანიშნავ მოვლენებთან ერთად ქალთა დღის გამოც არის შესული. მაგრამ საიდან მოდის ეს საერთოდ? ვინ და როდის მოიფიქრა (და რაც მთავარია რატომ) ამ დღის დაწესება და საერთოდ, რა გვეძგერა? ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ მე და პიკოს ახალ ვიდეოში ”ქალთა დღე და სხვანი”.

ვიდეო:

link: http://vimeo.com/3500436

Read Full Post »


ფორუმჯიზე აგერ უკვე რამდენიმე ხანია თემაა გახსნილი, სადაც ქალები გულამოსკვნილი მოთქვამენ, რომ კაცებს თამაშები ურჩევნიათ ქალებს და გვადანაშაულებენ კიდეც (როგორ ბედავენ!). ამიტომაც ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ჩვენი პოზიციის გასამაგრებლად მოვიფიქრე 10 მიზეზი, თუ რატომ ჯობია თამაშები ქალებს. მაშ ასე:

1. თამაშის გადმოწერა შეგიძლია ნებისმიერი საიტიდან, სრულიად უფასოდ.
2. ერთ კომპზე შეგიძლია რამდენიმე თამაში გეყენოს და არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ.
3. შეგიძლია ითამაშო როცა გინდა და რამდენიც გინდა, თამაში არ ჩაირთვება თავისით და არ მოგთხოვს რომ “ითამაშო ახლავე და რაც შეიძლება სასტიკად”.
4. თუკი რაიმე სისულელეს იზამ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გააგრძელო სეივიდან.
5. თამაში ერთნაირად ირთვება თვის ნებისმიერ მომენტში.
6. რაც არ უნდა ბევრი ითამაშო, შეუძლებელია შექმნა მეორე თამაში.
7. შენ თავისუფლად შეგიძლია ითამაშო მეგობრის სეივით ან ჩარით, თქვენს მეგობრობაზე ჩრდილის მიუყენებლად.
8. ერთხელ დახურული და მობეზრებული თამაში შეგიძლია დააყენო მეორედაც.
9. იმისთვის, რომ ითამაშო, სულაც არ არის აუცილებელი ცალკე ბინა.
10. ახალდაყენებულ თამაშს არ ჭირდება დიდი ოდენობით ალკოჰოლი ჩასართავად, ალკოჰოლი 120%-იც საკმარისია…

ჰო, მაპატიეთ ისე ქალებო, არ მინდოდა, მაგრამ რას იზამ, თამაში თამაშია :D

Read Full Post »


ამ ორიოდე დღის წინ, როდესაც შემოქმედებითი კრიზისის მორიგ შემოტევას განვიცდიდი და თავი საჰარის ცასავით ცარიელი მქონდა, დავწერე პოსტი ”ძუძუთაშორისი სექსი”, რომელმაც თავის შინაარსთან შედარებით უზარმაზარი სტატები აკრიფა ეგრევე. საოცარია, ზნაჩიტ აინტერესებს ხალხს ეს თემა, ასე რომ მოდი, შევეხოთ მას ორიოდე სიტყვით.

მოგეხსენებათ, არსებობს მრავალი პოზა, რომელშიც შეიძლება დაკავდე სექსით, მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია, თუმცა მაინც შეიძლება ამ პოზების გარკვეული პრინციპების მიხედვით დალაგება და არის კიდეც დალაგებული. მისიონერული პოზა მოგეხსენებათ ალბათ ყველას, ”კაცი ზემოდან” ანუ, ყველაზე მორიდებული და უმანკო პოზაა, თუმცა მისი რამდენიმე ვარიანტიც არსებობს, ასევე საკმაოდ კარგი პოზაა… არც კი ვიცი ქართულად რა ქვია… მოკლედ რუსულად ”რაკომ” და ინგლისურად ”დოგისთაილი”, ქართული შესატყვისი არც არსებობს მგონი, ესეც ჩვენს ჭურში ჯდომაზე მეტყველებს, ალბათ. ”ქალი ზემოდან” პოზაც არ უნდა იყოს დიდად უცხო ჩემი ძვირფასი  მკითხველებისთვის, კოვბოისებური ყიჟინა და იე იე ბეიბის ძახილი, შეიძლება რამოდენიმე ფეტიშისტური ნავაროტის გაკეთებაც, რაღა თქმა უნდა, ხელ- და ფეხბორკილები, მათრახები, ტყავეული და რკინაკავეული. ასევე ვახსენებ სხვა დანარჩენ პოზებსაც, როგორებიცაა ანალი, ორალი, ანალ-ორალი (რიმინგი), 69, ხენდჯობი (აი ქე რომ ხელით, ის) და ბოლოს რაც ყველაზე მთავარია – ძუძუთაშორისი სექსი! (more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: