Feeds:
ჩანაწერები

Archive for the ‘Nuclear Radio’ Category


მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სამი ძველი ძიჯეი სეტი, რომელთაგან ერთის, Sun set-ის რელიზი ერთხელ უკვე მქონდა, მაგრამ დღეისათვის მისი გადმოსაწერი ლინკები მკვდარია. ამჯერად მე აღმოვაჩინე მიქსკლაუდი, სადაც ძალიან ლამაზი ფორმით შეიძლება ამ სეტების დადება და რაც მთავარია, მათი მოსმენა გადმოწერის გარეშე.

მაშ ასე:

1. Dj BigCrow – Sun set

მიქსკლაუდს აქვს ძალიან ლამაზი და საყვარელი პლეიერი, რომლის მხარდაჭერაც ვორდპრესს ჯერჯერობით არ აქვს, ამიტომ მოსმენა შესაძლებელია საიტზე გადასვლით და იქ მოსმენით. ამისთვის დააჭირეთ ან ზემოთა სურათს, ან გვერდითა ლინკს –>> BigCrow – Sun Set. ტრეკლისტი მოყვება!

2. BigCrow – Alienz flight set

ეს არის სეტი, რომელსაც ვუკრავდი 2009 წლის იანვრის ფართიზე. ამ ფართის ვიდეო და სურათები შეგიძლიათ იხილოთ აქ. სეტის მოსმენა შეგიძლიათ მის ქოვერზე დაკლიკებით:

3. BigCrow – Red pilled chaos set

მგონი ეს ამ სეტის პრემიერაა აქ. მოსმენა – ქავერზე დაკლიკებით, დანარჩენ ინფოს ტრეკლისტთან ერთად უკვე თავად საიტზე იხილავთ.

P.S. ქავერებით ვარ უზომოდ ამაყი! ნეტავ ეს ჩემი გამოშვებული ალბომების ქავერები იყოს…

Advertisements

Read Full Post »


გამარჯობა, მეგობრებო. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი პროექტი, რომელიც ახალია როგორც ჩემთვის, ასევე ვგონებ ქართული ვებ სივრცისთვისაც. ეს არის პოდკასტ რადიო, სოციალური ჰორორის სტილში –  ”ბირთვული რადიო”. მისი ფორმატი საკმაოდ მარტივი და ყველასათვის გასაგებია, კვირის განმავლობაში თქვენ ირჩევთ თემას, ჩვენი გარშემომყოფი და გარემომცველი სინამდვილიდან, ყველაზე მარაზმული და საშინელი თემისგან კი კვირის ბოლოს ვაკეთებ(თ) გადაცემას, რომელიც დაიდება აქ და ჩემს ახალგახსნილ პოდკასტზე.

ორიოდე სიტყვა მასზე. პოდკასტის ცნება ჩვენთან საკმაოდ იდუმალი და ბურუსით მოცულია ჯერჯერობით, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით არაფერი რთული და ორიგინალური მასში არაა, ეს არის ინტერნეტ სტრიმინგი, რეალური რადიოსგან განსხვავებით ის არ არის ლაივი და ატარებს პერიოდულ ხასიათს და მისი გამოწერა შესაძლებელია RSS გამოწერების საშუალებით, რაც თავისებურ ხასიათს აძლევს ამ ყველაფერს, არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც ამ გამოწერებით ავტომატურად ქაჩავს ახალ ეპიზოდებს და თქვენ გეძლევათ საშუალება დატკბეთ ამ ყველაფრით. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა iTunes-ი. ასევე პოდკასტის მოსმენა შეიძლება RSS რიდერითაც, როგორიცაა მაგალითად Google Reader-ი და რეალურ დროშიც, თავად კასტის საიტზე.

”ბირთვული რადიოს” (ასე დავარქვი პროექტს, საერთო კონცეფციიდან გამომდინარე) გვერდის ნახვა შეგიძლიათ როგორც ცალკე – http://bigcrow.mypodcast.com , ასევე აქ, RSS გამოწერის სახით, რომელიც მარჯვენა მხარეს მოთავსებულ ვიდჯეტებში ასე ლამაზად და კარგად ჩანს. აქვე მოვიყვან მის გამოსაწერ ლინკს, რათა შეძლოთ განახლებების ავტომატურად მიღება: https://bigcrow.wordpress.com/rss.xml . თავად რადიოს გვერდზე კი არის მრავალნაირი გამოწერის ღილაკი, რომლითაც ავტომატურად მიიღებთ ამ სიამოვნებას.

რაც შეეხება პირველ გადაცემას, ის გაკეთდება და დაიდება ASAP (as soon as possible), ანუ როგორც კი დაიყრება იდეები პირველი თემისა. შემდეგ კი, როგორც ვვარაუდობ და საკმაოდ ოპტიმისტურადაც, კვირაში თითო გადაცემა. ასე რომ მოდით, ჩართეთ ტვინები და მოიფიქრეთ, რა თემაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ – მსჯელობა არ იქნება ტრადიციული რადიოფორმატით, ბანტიანი სახეებით სტუდიაში და კეთილი მუსიკებით. პირველი გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ საიტზე – http://bigcrow.mypodcast.com/2009/02/Nuclear_Radio_Intro-187529.html , გამოწერის შემთხვევაში რიდერში და რაღა თქმა უნდა აქაც:

Read Full Post »

%d bloggers like this: