CrowShow – პირველი ეპიზოდი – “ცნობილი ადამიანები”


სულ რაღაც დღეს, მეგობრებთან ერთად წამოვიწყეთ ასეთი მშვენიერი რამ – ვიდეო შოუ, ცოტათი შემეცნებითი, ცოტათი გასართობი, სახელად “ყვავის შოუ”. ცოტა ისეთი სათაურია, პირდაპირი და მოურიდებელი, მაგრამ მოსარიდებელი რა გვაქვს, რომ დავფიქრდეთ. ასე რომ, მინდა წარმოგიდგინოთ ამ გადაცემის პირველი, საცდელი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ცნობილ ადამიანებს.

icon

სანამ ვიდეოს ნახავდეთ (ან თუ გნებავთ, ვიდეოს ნახვის შემდეგაც), გადადით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და დაალაიქეთ, ბევრ სასარგებლო რამეს შეიძენთ ამით. ესეც გვერდი – ყვავის შოუ / CrowShow

ახლა კი თავად ვიდეო, მცირედი, გადმოკოპირებული აღწერით:

“ყველა ადამიანი მიიღებს ცხოვრებაში თავისი დიდების 15 წუთს” – ენდი ვორჰოლი. მაგრამ როგორ ხდებოდნენ ადამიანები ცნობილები, ისტორიის განმავლობაში? ამის შესახებ ამ გადაცემაში შეიტყობთ.

შემდეგ გადაცემებზე უკვე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, ცოტა მეტი science თემები შევიტანოთ მასში. ასე რომ, გვისურვეთ წარმატებები და დატკბით ვიდეოთი.

Dj BigCrow – Nuclear Winter [dj set]


როგორც იქნა, მოვიდა დრო, რომ ამ ბლოგის სახელობის სეტი გამეკეთებინა – Nuclear winter. ეს არის იმ სეტის ჩანასახი, რომელიც 8 ივლისს დავუკარი კლუბ დივანში. სხვა სეტებისა და “მუზიკებისათვის” გადადით ამ ლინკზე.

ახლა კი თავად სეტზე ორიოდე სიტყვით. ეს არის ერთსაათიანი ფსაიტრანს-ფულონ სეტი, საკმაოდ დუხიანი და ენერგიული. მისი მოსმენა შეგიძლიათ ქვემოთ მდებარე სურათზე დაწკაპუნებით:

ტრადიციული ტექსტური ლინკიც აქვეა – Dj BigCrow – Nuclear winter

ენჯოი ლისენინგ, როგორც იტყვიან მასონურ რადიოებში. და რაც მთავარია, არ გვავიწყდება ჩემი დაფოლოვება მიქსქლოუდზე.

Dj BigCrow – Burning Forest [Hardcore]


მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან გროზნი სეტი, რომელიც გუშინ ჩავწერე. ჰარდკორი, ჰარდსტაილი და მსგავსი ძუძუებიანი ნივთები (ვეშები), შეკრებილი ერთ სეტში. 180 ბიპიემი თავის საქმეს აკეთებს და თუკი ძალიან სუსტი ფსიქიკის არ ბრძანდებით, ტრაკსაც გაქნევინებთ. ახლა კი სეტი:

[სეტზე გადასასვლელად დააჭირეთ ქავერის სურათს]

BigCrow - burning forest

 

და ჰო, როდესაც გადახვალთ ამ სეტზე, შეგიძლიათ მეც დამეფოლოვოთ. შემდეგ განახლებებს მიიღებთ პირველები.

ძუძუ არ ფრინავს – Remixed


მიმზიდველი სათაურის მერე, რომელმაც წესით თქვენი ყურადღება უნდა მიიპყროს (ყოველ შემთხვევაში მარკეტოლოგები ასე ამბობენ), თქვენ დიდი ალბათობით ელოდებით აბსოლუტურად არამიმზიდველ პოსტს, რომელიც 99%-იანი ალბათობით სათაურთან კავშირში არაა. თქვენ ასე ქართულმა ბლოგპოსტებმა მიგაჩვიეს.

თუმცა ამჯერად ეს ასე არ არის. სათაური ზუსტად პასუხობს პოსტის შინაარსს. მეტიც, ის ემთხვევა იმას, რისი წარმოდგენაც მე თქვენთვის მინდა.

ეს არის მუსიკა, რაღა თქმა უნდა ჩემი გაკეთებული. ”ძუძუ არ ფრინავს” – ეს არის სიმღერა, რომელიც 2006 წელს ჩავწერეთ მე, შომ და ლავმენამ. ის კი, რაც ახლა მინდა გაჩვენოთ, არის მისი რემიქსი.

სტილი – ელექტრო, ტექნო
ავტორი – BigCrow
სახელი – ძუძუ არ ფრინავს, Remix
ხანგრძ. – 8:00
rel. – 2007

მოსასმენი:

სიმღერის ფრი დაუნლოადისთვის შეგიძლიათ ლინკზე გადახვიდეთ. მანდვე შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი აღფრთოვანებული კომენტარები. აი ამ ლინკზე: http://soundcloud.com/bigcrow/boobs-dont-fly

Immortal Drunkards – Hit me Baby


ძველი ანონსი გემახსოვრებათ ალბათ: ძველი ანონსი.

მინდა წარმოგიდგინოთ ვესჩი, დიადი იმორტალ დრანკარდსის, რომელიც თითქმის ასეთივე სიდიადის ბრიტნი სპირსის მეტალ ქავერს წარმოადგენს. ბევრი რომ არ გავატრაკო, ტიტრები და წავიდა ტრეკი.

გიტარა, კლავიში, ბასი, დრამი, არანჟირება და კაცის ვოკალი – მე.
ქალის ვოკალი – სვიტი.

გენადი, ფონოგრამა:

Dj BigCrow – Morning on Lisi lake


მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმები პუბლიკავ. მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი სეტი, რომელიც უნდა დამეკრა Lisi lake open ari-ზე. ეს ფართი ობიექტურ/სუბიექტურ/კოსმოსური მიზეზების გამო არ გამოგვივიდა, ამიტომ სეტის ჩაწერაც დამაგვიანდა.

თუმცა ის მაინც აქაა და შეგიძლიათ დატკბეთ მისი სმენით. ტრადიციულად, მიქსკლაუდის ფლეერი არ ჯდება პოსტში, ამიტომ დააჭირეთ ქოვერს ან ლინკს და გადახვალთ თავად სეტზე. იქ კი ყველაფერი მარტივია, Play (პლაუ) ღილაკს პოულობთ, აჭერთ და ტკბებით.

* დინამიკების ჩართვა არ გვავიწყდება წინასწარ.

თან საქმე. მაშ ასე, წარმოგიდგენთ Dj BigCrow – Morning on Lisi lake (set).

.

მოსასმენი ლინკი, თუკი სურათს ვერ ხედავთ – Lisi lake morning on Mixcloud.

სხვა სეტების ნახვა შეგიძლიათ ჩემს წინა პოსტში.

აფქამინგ სეტებისთვის და სხვა სიახლეებისთვის შეგიძლიად დამეფოლოვოთ მიქსკლაუდზე. რეგისტრაცია თითქმის არ არის საჭირო, ფეისბუქის ექაუნთიც საკმარისია.

Dj BigCrow – სამი Psytrance სეტი


მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სამი ძველი ძიჯეი სეტი, რომელთაგან ერთის, Sun set-ის რელიზი ერთხელ უკვე მქონდა, მაგრამ დღეისათვის მისი გადმოსაწერი ლინკები მკვდარია. ამჯერად მე აღმოვაჩინე მიქსკლაუდი, სადაც ძალიან ლამაზი ფორმით შეიძლება ამ სეტების დადება და რაც მთავარია, მათი მოსმენა გადმოწერის გარეშე.

მაშ ასე:

1. Dj BigCrow – Sun set

მიქსკლაუდს აქვს ძალიან ლამაზი და საყვარელი პლეიერი, რომლის მხარდაჭერაც ვორდპრესს ჯერჯერობით არ აქვს, ამიტომ მოსმენა შესაძლებელია საიტზე გადასვლით და იქ მოსმენით. ამისთვის დააჭირეთ ან ზემოთა სურათს, ან გვერდითა ლინკს –>> BigCrow – Sun Set. ტრეკლისტი მოყვება!

2. BigCrow – Alienz flight set

ეს არის სეტი, რომელსაც ვუკრავდი 2009 წლის იანვრის ფართიზე. ამ ფართის ვიდეო და სურათები შეგიძლიათ იხილოთ აქ. სეტის მოსმენა შეგიძლიათ მის ქოვერზე დაკლიკებით:

3. BigCrow – Red pilled chaos set

მგონი ეს ამ სეტის პრემიერაა აქ. მოსმენა – ქავერზე დაკლიკებით, დანარჩენ ინფოს ტრეკლისტთან ერთად უკვე თავად საიტზე იხილავთ.

P.S. ქავერებით ვარ უზომოდ ამაყი! ნეტავ ეს ჩემი გამოშვებული ალბომების ქავერები იყოს…

Immortal Drunkards – გელინო


წარმოგიდგენთ ახალ ტრეკს ჯგუფისა Immortal Drunkards – გელინო.

ტრეკი ჩაიწერა 2010 წლის 23 აპრილს, სტუდია Crow Records-ში. ტრეკის სტილია ფოლკ-ჰიპჰოპი. მონაწილეები – BigCrow, Mroveli, Woodrow და ესპანურად მოლაპარაკე გოგო.

მოკლედ და კონკრეტულად, ტრეკი:

link: http://soundcloud.com/bigcrow/immortal-drunkards-gelino

მხოლოდ აქ! ლირიკა:

Immortal Drunkards – Gelino (lyrics)

ჩვენ ვიჯექით ჩემთან და არ გვქონდა ფული,
გვინდოდა არაყი და გვინდოდა ლუდი
იმაზე ვფიქრობდით, თუ რა გვექნა ჩვენ
არყისფერი ამინდია გარეთ დღეს

გარეთ ხომ წვიმს და არ არის მზე
ჩვენ გვიკვირს, რატომ გაგვითენდა ეს დღე
ქალებს ჩვენ ვკიდივართ, კაცები კი ჩვენ
აქ რამე სხვა ტექსტი, წავიდა, ჰე!

მის: გელინო, ჰე გელინო, ლუდის ბოთლით არაყი გვაქვს, გელინო
გელინო, ჰე ჰელინო, მაგრად გავილეშებითო, გელინო

მოვიდა ქალი, გრძელი და ლამაზი
მას ქვია რაღაცა, მაგრამ არა რამაზი
სასმელი გაგვიჯდა სისხლში ჩვენ ყველას
ისეთი ბოლია, ვერაფერს ვხედავთ

დაღამდა უკვე და ცა აღარ ჩანს
ჩვენ კი გულში დარდი და სევდა გვაქვს
რას ვეცეთ, რა ვქნათ, სად არის ნუგეში
ნუთუ ის ვეძებოთ მეგობრის უბეში

მის: გელინო, ჰე გელინო, ლუდის ბოთლით არაყი გვაქვს, გელინო
გელინო, ჰე ჰელინო, მაგრად გავილეშებითო, გელინო.

BigCrow – Cradle of dance (release)


მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი საკმაოდ იდიოტური სახელის მქონე ნაწარმოები, მუსიკა ასე ვთქვათ. ეს არ არის ახალი დაწერილი, შორეული 2007-ის თებერვალს მიეკუთვნება მისი დასრულება, მაგრამ რატომღაც ვინჩესტერის შორეულ კუთხეებში ეგდო ამდენი ხნის განმავლობაში და მტვერი ედებოდა. მაშ ასე, მცირე ინფო ტრეკზე:

არტისტი – BigCrow
ტრეკი – Cradle of dance (ფანტაზია = 0)
ხანგრძლიობა – 4:21 (წუთი)
ჟანრი (კაშია არა) – IDM (Intelligent dance music) – ასე შეაფასეს იგი თავის დროზე
ბიპიემი – 130 ბიტი/წუთი
რილიზდეიტი – 2007 წლის 16 თებერვალი

და რაღა თქმა უნდა მისი მოსასმენი საშუალებაც:

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ტრეკი last.fm-ზეც მაქვს ატვირთული და თან საკმაო ხანია, ასე რომ შეგიძლიათ იქაც ნახოთ (click). თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ ის საბოლოო ვერსია დევს.

Podcast – ბირთვული რადიო (ანონსი)


გამარჯობა, მეგობრებო. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი პროექტი, რომელიც ახალია როგორც ჩემთვის, ასევე ვგონებ ქართული ვებ სივრცისთვისაც. ეს არის პოდკასტ რადიო, სოციალური ჰორორის სტილში –  ”ბირთვული რადიო”. მისი ფორმატი საკმაოდ მარტივი და ყველასათვის გასაგებია, კვირის განმავლობაში თქვენ ირჩევთ თემას, ჩვენი გარშემომყოფი და გარემომცველი სინამდვილიდან, ყველაზე მარაზმული და საშინელი თემისგან კი კვირის ბოლოს ვაკეთებ(თ) გადაცემას, რომელიც დაიდება აქ და ჩემს ახალგახსნილ პოდკასტზე.

ორიოდე სიტყვა მასზე. პოდკასტის ცნება ჩვენთან საკმაოდ იდუმალი და ბურუსით მოცულია ჯერჯერობით, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით არაფერი რთული და ორიგინალური მასში არაა, ეს არის ინტერნეტ სტრიმინგი, რეალური რადიოსგან განსხვავებით ის არ არის ლაივი და ატარებს პერიოდულ ხასიათს და მისი გამოწერა შესაძლებელია RSS გამოწერების საშუალებით, რაც თავისებურ ხასიათს აძლევს ამ ყველაფერს, არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც ამ გამოწერებით ავტომატურად ქაჩავს ახალ ეპიზოდებს და თქვენ გეძლევათ საშუალება დატკბეთ ამ ყველაფრით. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა iTunes-ი. ასევე პოდკასტის მოსმენა შეიძლება RSS რიდერითაც, როგორიცაა მაგალითად Google Reader-ი და რეალურ დროშიც, თავად კასტის საიტზე.

”ბირთვული რადიოს” (ასე დავარქვი პროექტს, საერთო კონცეფციიდან გამომდინარე) გვერდის ნახვა შეგიძლიათ როგორც ცალკე – http://bigcrow.mypodcast.com , ასევე აქ, RSS გამოწერის სახით, რომელიც მარჯვენა მხარეს მოთავსებულ ვიდჯეტებში ასე ლამაზად და კარგად ჩანს. აქვე მოვიყვან მის გამოსაწერ ლინკს, რათა შეძლოთ განახლებების ავტომატურად მიღება: https://bigcrow.wordpress.com/rss.xml . თავად რადიოს გვერდზე კი არის მრავალნაირი გამოწერის ღილაკი, რომლითაც ავტომატურად მიიღებთ ამ სიამოვნებას.

რაც შეეხება პირველ გადაცემას, ის გაკეთდება და დაიდება ASAP (as soon as possible), ანუ როგორც კი დაიყრება იდეები პირველი თემისა. შემდეგ კი, როგორც ვვარაუდობ და საკმაოდ ოპტიმისტურადაც, კვირაში თითო გადაცემა. ასე რომ მოდით, ჩართეთ ტვინები და მოიფიქრეთ, რა თემაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ – მსჯელობა არ იქნება ტრადიციული რადიოფორმატით, ბანტიანი სახეებით სტუდიაში და კეთილი მუსიკებით. პირველი გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ საიტზე – http://bigcrow.mypodcast.com/2009/02/Nuclear_Radio_Intro-187529.html , გამოწერის შემთხვევაში რიდერში და რაღა თქმა უნდა აქაც: