პომიდორი ქოთანში, ნაწილი 01 – ჩითილების თესვა


მსოფლიოში კორონა ვირუსი მძვინვარებს, ადამიანებს სულ უფრო მეტად უწევთ სახლში ჯდომა. თუმცა, სახლში რომ გასართობი ბევრია, ამაზე უმეტესობას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. მე მინდა შემოგთავაზოთ გართობის ერთი სახეობა, კერძოდ კი, სახლის მებოსტნეობა.

სახლის პირობებში ბოსტნეული ადრეც მომიყვანია, გასართობად ცხადია. წელს კი ვეცდები, იგივე პროცესი გავიმეორო ისე, რომ თან რაც შეიძლება დაწვრილებით აღვწერო ეს პროცესი. მე ამ ყველაფერს მოგიყვებით იმ თესლების მაგალითზე, რაც მე მაქვს – დეკორატიული ზომის ჰიბრიდული პომიდორი “Tiny Tim“, თუმცა პომიდვრის სხვა ჯიშებზე და მრავალი სახის ბოსტნეულზე ეს პროცედურები იგივეა. მაშ ასე, დავიწყოთ!

ყველაფერი იწყება თესვით, თუმცა დიდ ქოთანში (ან თუნდაც ღია გრუნტში, ვისაც რა გაქვთ) ეგრევე რომ ვშვლიპოთ თესლები, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება. ჯერ გამოგვყავს ჩითილები, შემდეგ კი მათგან საუკეთესოებს გადავიტანთ მიწაში.

ჩითილების გამოსაყვანად საჭიროა ოთხი ძირითადი ინგრედიენტი: მიწა, თესლები, პლასტმასის ჭიქები და წყალბადის მონოქსიდი, რომელიც გლეხკაცობაში სასმელი წყლის სახელითაა ცნობილი. თუკი ამის საშუალება არის, ჭიქების ნაცვლად შეიძლება სპეციალური საჩითილე კონტეინერის გამოყენებაც, თუმცა ჩემი ტუტორიალი პროლეტარულ-გლეხურია, ამიტომ იყოს პლასტმასის ჭიქები. სასმელ წყალს კი, ასევე სასურველია, თუ ონკანიდან გამოსვლის შემდეგ რაღაც პერიოდი არ გამოვიყენებთ და ვაცდით მასში არსებულ არასასურველ გაზებს (მცენარისთვის არასასურველ, ჩვენ შეგვიძლია ვსვათ) ამოორთქლდნენ.

სანამ ამ ყველაფერს ერთმანეთში გადავზელთ, ჭიქებს აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ნახვრეტები, სასურველია ძირზე. წინააღმდეგ შემთხვევაში წყალი დადგება, დაჭაობდება და ვერაფერს ვერ მივიღებთ. დიდ ფანატიზმს ნუ გამოიჩენთ ამაზე, ორი-სამი პატარა ნახვრეტიც საკმარისი იქნება.

თუკი ინგრედიენტების შეგროვების ეს ურთულესი ეტაპი გადალახულია, დანარჩენი საქმე მარტივდება. ჭიქებს ვავსებთ მიწით და ცოტათი ვრწყავთ, ვაცდით რამდენიმე წუთი, რომ გაიჟღინთოს და კარგად დაჯდეს და ვიწყებთ თესვას. ფანატიზმი აქაც დაუშვებელია, ამიტომ თესლებს ჭიქის ძირამდე ნუ ჩატენით! 5-10 მმ სიღრმე იდეალურია. თუკი სახაზავი არ გაქვთ, ან თვალით ვერ ზომავთ, დაახლოებით ერთი თითის დადების სიღრმე იგულისხმება. ნაზად და ფაქიზად ვაყრით ზემოდან მიწას, ოდნავ ვტკეპნით (ოდნავ!) და განმეორებით ვრწყავთ. Voila, ჩითილების თესვის პროცესი დასრულებულია. ჭიქებს ვდგამთ თბილ, მაგრამ არა ცხელ ადგილზე, მაგალითად ფანჯრის რაფაზე, ვინიშნავთ დათესვის დღეს and the waiting game begins.

სანამ ჭიქებს ფანჯრის რაფამდე მივიტანთ, სასურველია თუკი მათ დაცვას დავუყენებთ. ჩემს შემთხვევაში ამ დაცვის როლს კატა ასრულებს.

თუკი ეს პოსტი აქამდე წაიკითხე, მაშინ აუცილებლად გირჩევ ჩემი ძველი პოსტის წაკითხვასაც, სადაც დაწვრილებით მაქვს აღწერილი რომელი ინგრედიენტი სად შეიძლება იშოვო. წარმატებები ყველას, მათ შორის მეც, ამ რთულ დროს.

ბოსტნეულის მოყვანა ქოთანში – პატარა ჰობი სახლისთვის


თუკი ქალაქში ცხოვრობ, ჩემსავით და მამულები არ გაქვს, სადაც შეგიძლია ბევრ ჰექტარზე ხორბალი და ქერი დათესო, მაგრამ სულის სიღრმეში მიწის ყივილი მაინც ჩაგესმის, ეს პოსტი შენთვისაა.

აივანზე, ფანჯარაზე და ზოგადად ქოთანში ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა არც ისე რთული და წარმოუდგენელი პროცესია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ამისთვის სულ რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო – საკმარისი ზომის ქოთანი (სასურველია თუ 10 ლიტრზე მეტი მოცულობის იქნება), მიწა, სასურველი ბოსტნეულის თესლი და მზე. მზე ამ შემთხვევაში მთავარი ინგრედიენტია, რადგან უმზეოდ მხოლოდ სოკოს მოყვანაა შესაძლებელი. სასურველია თუკი ფანჯარა ან აივანი, სადაც ბოსტნეულის მოყვანას ვაპირებთ, იქნება სამხრეთის – ამ შემთხვევაში მზე ყველაზე მეტად მიუდგება ნათესებს, ან დასავლეთის – ჩამავალი მზე უფრო მწველია, ვიდრე ამომავალი. თუკი ფანჯარა ან აივანი ჩრდილოეთის მხარესაა და მზე არასოდეს ადგება ზედ, მაშინ შეგიძლიათ ბოსტნეულის მოყვანის ოცნებაზე ხელი აიღოთ. ჩრდილში არაფერი გაიზრდება.

ახლა ცოტა დაწვრილებით გავყვეთ ყველა პუნქტს. ამ პოსტის დაწერის მომენტში მე თავად მაქვს აივანზე დაახლოებით ერთი კვირის ნათესები, ასე რომ პოსტს ორიგინალი ფოტოებითაც გავაჯერებ. მაშ ასე, პუნქტი:

1.  თესლები – თუკი თბილისში ცხოვრობთ, ბოსტნეულის თესლის შოვნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ ადვილია. ვაგზლის მოედანზე, კონკრეტულად კი დეზერტირების ბაზრის წინ (ბავშვთა სამყაროდან ჩამავალ ქუჩაზე) არის საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ბაზრობა, სადაც იყიდება დეკორატიული ყვავილები, მიწა და ბოსტნეულის თესლები. თესლები ასევე იყიდება დიდუბის მეტროს მიდამოებში, მაღაზიებში, რომლებსაც “მცენარეთა მოვლის საშუალებები” აწერია, ბევრია ეგეთი.
აივნის მასშტაბისთვის, სადაც მიწის საერთო ფართობი არ აღემატება რამდენიმე კვადრატულ მეტრს, რამდენიმე ლარის თესლი სრულიად საკმარისია. თითო სახეობის მცენარისთვის 50 თეთრის რომ ვიყიდოთ, ჩვენს ხელთ არსებული ქოთნების ათმაგ რაოდენობასაც ეყოფა. მოკლედ რომ ვთქვა – თესლები იაფია და ხელმისაწვდომი.ჩემს შემთხვევაში, სულ რამდენიმე ქოთნისთვის შევიძინე 3 ლარის თესლი, რაც ქვედა სურათზე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ დაუნანებლად დავთესე, ამ რაოდენობას ფაქტიურად არაფერი მოკლებია:001 - teslebi

2. მიწა, ქოთნები და დათესვა – ქოთნად გამოდგება ნებისმიერი ჭურჭელი, რომელსაც აქვს საკმარისი მოცულობა. საკმარისი მოცულობა სხვადასხვა ბოსტნეულისთვის სხვადასხვაა – ბოლოკს და მწვანილს თუ რამდენიმე ლიტრა ეყოფა, კიტრს და პამიდორს ბევრი უნდა. ფაქტიურად რაც მეტი, მით უკეთესი. მიწის ყიდვა იქვეა შესაძლებელი, სადაც თესლების (ზედა პუნქტში წერია). ყიდვა თუ არ გნებავთ, ნებისმიერი მიწა წავა, მთავარია სასუქი არ მოაკლდეს და თიხიანი, ანუ წებოვანი არ იყოს. მოკლედ, როგორ მიწას და ქოთანსაც ვიშოვით ავიღებთ და დავთესავთ შიგნით თესლებს. თავიდან ჯობს, თუ საკმაოდ ბლომად ჩაიყრება თესლები, რადგან ჯობია ბევრი ამოვიდეს და მერე ამოითხაროს ზედმეტები, ვიდრე ცოტა დავთესოთ და საერთოდ არ ამოვიდეს.

აი, “რაც ვიშოვე იმაში” დათესილი პამიდორი ჩერი. რაც მთავარია, ქოთანს აუცილებლად უნდა ქონდეს ქვემოდან ნახვრეტები, რათა ზედმეტი წყალი გარეთ გამოვიდეს და მცენარის ფესვები არ დაალპოს. დათესვისას არაა აუცილებელი და არც სასურველი, რომ კურკები მაინცდამაინც ქოთნის ძირამდე ჩავტენოთ, 5-10 მილიმეტრი არის უნივერსალური სიღრმე ნებისმიერი ბოსტნეულისთვის. უფრო ნაკლებ სიღრმეზე დათესილი შეიძლება გამოშრეს და საერთოდ არ დაიწყოს ამოსვლა, უფრო ღრმად დათესილი კი ზედაპირამდე სანამ ამოვა, მანამდე დაიღუპოს.

პამიდორი ჩერის ნათესი 10 ლიტრამდე მოცულობის ჭურჭელში.

პამიდორი, რეჰანი, ბოლოკი და კიტრი - ნათესები
პამიდორი, რეჰანი, ბოლოკი და კიტრი – ნათესები

3. დათესვის შემდგომი მოვლა – არც ეს პუნქტია რთული. ქოთნები უნდა დაიდგას სითბოში და დღეში ერთხელ ან ორჯერ მოირწყას. სითბო და საკმარისი რაოდენობის წყალი (ოღონდ არა ზედმეტი) ხელს უწყობს თესლების სწრაფად გაღვივებას და შესაბამისად, სწრაფად ამოსვლას. ნათესები ამოსვლას იწყებს სხვადასხვა დროს, ბოსტნეულის სახეობის მიხედვით. ჩემს შემთხვევაში პირველი ამოიწვერა ბოლოკი, ორიოდე დღეში, შემდეგ კიტრი – ესეც თითქმის მასე, მერე რეჰანი და თითქმის ერთი კვირის თავზე, როცა უკვე იმედიც არ მქონდა, რომ საერთოდ ამოვიდოდა – პამიდორი ჩერი.

ქვემოთ: პირველ სურათზე ბოლოკის ნათესები მეხუთე დღეს, მეორეზე კი ბოლოკი და კიტრი დათესვიდან მერვე დღეს.

005 - natesi dge xuti 006 - natesi dge rva

4. ამოსვლის შემდგომი მოვლა – თუკი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დაახლოებით ერთი კვირის თავზე უკვე ჩვენი ძვირფასი ბოსტნეულის და მწვანილის ნათესი ამოსული იქნება იმდენად, რომ ადვილი მისახვედრია – ამდენი რამე საწყის ქოთანში არ დაეტევა. შეგვიძლია ნელნელა ამოვძირკვოთ სუსტი ღერები და რამდენიმე ძლიერი დავტოვოთ, მერე მათგანაც ნელნელა გამოხშირვით საბოლოოდ ერთ ქოთანში მივიღებთ ერთ, ყველაზე ძლიერ ძირს. მაგრამ მეორე, უფრო ჟმოტური მეთოდიც არის. რადგან მცენარეები უკვე ამოვიდა და ახალი ძირებისთვის თავიდან დათესვას და იმათი ამოსვლის ლოდინს დრო უნდა, ვაცდით ამ ახალ ამოსულებს გაზრდას რაღაც დონეზე და შემდეგ, რამდენიმე ძლიერ ნერგს ვანაწილებთ ახალ ქოთნებში. შესაბამისად, ერთი დათესვით ვიღებთ ბევრ, რეალურად რამდენ ქოთანს და შესაბამის მიწასაც ვიშოვით, იმდენ ძირ ბოსტნეულს. მწვანილს გამოხშირვა არ ჭირდება, ბალახია მაინც და მაგის მოსავლის მოწევას არ ველით, მთავარია ბევრი ფოთოლი ქონდეს, ამას კი ერთადაც კარგად მოახერხებენ ძირები.

5. სასუქები და ამბები – ბოსტნეულს სასუქი ჭირდება. სასუქის გარეშე ბოსტნეულის მოყვანა შესაძლებელია მარტო უმაღლესი ხარისხის, ტყის მიწაზე. ჩვეულებრივ, არც ისე ნოყიერ მიწას, ჭირდება დამატებით საკვები ნივთიერებების დამატება. სასუქი არსებობს ორგვარი – მინერალური და ორგანული. ორგანულში შედის ნაკელი და მსგავსი რამეები, მინერალურში კი… მინერალურები. მე, გამომდინარე იქედან, რომ ჩემს მიერ გამოყენებული მიწის ნაყოფიერებას დიდად არ ვენდობი (წინა წლებში მარწყვები მომყავდა იგივე მიწაში და რეალურად, საკმაოდ გამოფიტულია), გადავწყვიტე სასუქის გამოყენება. მინერალურის, რადგან ნაკელის და კომპოსტის შოვნის თავი არ მქონდა.

ზემოთხსენებულ, დიდუბის მეტროსთან არსებულ “მცენარეთა მოვლის საშუალებები”-ს მაღაზიაში შევიძინე უნივერსალური, NPK (აზოტ-ფოსფორ-კალიუმის) სასუქი, კონცენტრაციით 16:16:16 და ნელ-ნელა ვამატებ მიწას. ეს სასუქი წარმოადგენს მოვარდისფრო გრანულებს, რომელიც წყალში არც ისე ხალისით იხსნება. ამიტომ ჯობია დავფხვნათ და ფხვნილი მოვაყაროთ მიწას. მორწყვასთან ერთად ეს სასუქიც ნელ-ნელა ჩავა მიწაში. მოყრის რაოდენობა – ცოტა. ეს საკმაოდ კონცენტრირებული სასუქია და მისი ინსტრუქცია გვამცნობს, რომ ჰექტარზე დაახლოებით 100-150 კილოგრამი გამოიყენება. კვადრატულ მეტრზე რომ გადმოვთვალოთ, 10-15 გრამი გამოდის სულ. შესაბამისად, თუკი ერთ კილოგრამს ვიყიდით, რომელიც სულ რაღაც ლარნახევარი ღირს, ჩვენს მინიბოსტანს ის წლების განმავლობაში ეყოფა.

სასუქის შეტანა ზოგადად ჯობია მიწის სიღრმეშივე, ანუ სანამ ქოთნებში მიწას ჩავყრით და დავთესავთ, მანამდე რომ ავურიოთ. თუმცა, არც მერე დამატებაა პრობლემა. მთავარია, ნათესებს წყალი არ მოვაკლოთ და ეს სასუქიც ეტაპობრივად ჩავა ნიადაგის სიღრმეში, ფესვებისკენ.

NPK სასუქი (აზოტი - ფოსფორი - კალიუმი). ფონზე - ამოსული და ნახევრად ამოსული პამიდორი.
NPK სასუქი (აზოტი – ფოსფორი – კალიუმი). ფონზე – ამოსული და ნახევრად ამოსული პამიდორი.

6. რა ვქნათ შემდეგ? – მას შემდეგ, რაც ეს მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ და ათიოდე დღის ნათესი მივიღეთ, საჭიროა გაფართოებაზე ფიქრი. გაფართოება ყველაზე მეტად ჭირდება კიტრს და პამიდორს. ამიტომ, სანამ ნათესები ძალას იკრებენ და იზრდებიან, აჯობებს გავამზადოთ რაც შეიძლება დიდი მოცულობის ჭურჭლები მათ გადასარგველად ცალ-ცალკე ქოთნებში. გვახსოვდეს – რაც უფრო მეტ ქოთანში გადავანაწილებთ კიტრის და პამიდვრის წამოზრდილ ჩითილებს და მეტ საერთო სივრცეს მივცემთ, რათა ფესვები კარგად განვითარდეს, მით მეტი იქნება მოსავალი. ბოლოკს, მწვანილს და სხვა მსგავს რამეებს, რომლებმაც პირდაპირ არ უნდა მოისხან მიწისზედა ნაყოფი, ამ მხრივ ნაკლები პრეტენზია აქვთ. თუმცა, არყის ჭიქისხელა ჭურჭელში გაზრდა მაინც არ გამოვა, არაფრის.

როდესაც (თუკი ოდესმე) გადარგული მცენარეები ყვავილებს გამოისხავენ, ჩვენ მოგვიწევს ფუტკრის როლის შესრულებაც. გაყვავილებული ბოსტნეული პერიოდულად უნდა შევარხიოთ, რათა გავაძლიეროთ ყვავილების დამტვერვა. დამტვერვის გარეშე რომ ნაყოფს ვერ მივიღებთ, ეს ბოტანიკის მე-7 კლასის წიგნშიც წერია. ასე რომ, მცირედი, პერიოდული შექანავება ჩვენს ნარგავებს არაფერს აწყენს, მთავარია არ გადავამლაშოთ და ძირი ხელში არ შეგვჩეს. ასევე, უკვე წამოზრდილ მცენარეებს ჭირდება საყრდენები, კიტრის და პამიდვრის ზოგიერთ ჯიშს კი (პამიდორ ჩერის, მაგალითად) სულაც თოკი, რადგან ისინი რამდენიმე მეტრზე იზრდება. ამ საყრდენებზე მცენარეების მიბმისას საჭიროა სიფრთხილე. გახსოვდეთ, რომ წვრილი ღერო, რომელსაც კარგად მიაბავთ საყრდენზე, ცოტა ხანში გამსხვილდება და მჭიდროდ შემოჭერილი საბელის შემთხვევაში, გაიგუდება და ზემოთ ზრდას ვეღარ გააგრძელებს დიდი ხალისით.

ზრდის და ნაყოფის დამწიფების ყველა ეტაპზე ბოსტნეულის უმეტესობას ბევრი მზე და წყალი ჭირდება. თუმცა, არის ერთი შეზღუდვა, რაც კიტრს და პამიდორს აქვს. ზაფხულის მწველ მზეს ისინი დიდად ვერ უძლებენ. ასე რომ, თუკი დათესვა ჩემსავით გვიან მოგივათ და წინ დიდი და ცხელი ზაფხული გელით, ჯობია თუკი მზისგან დამცავ საშუალებებს გამოიყენებთ – საჩრდილობელი ბადე ამ შემთხვევაში სავსებით გამოდგება, ის შეამცირებს მზის ნათებას, თუმცა მთლიანად ჩრდილშიც არ ამყოფებს მცენარეს. წყლის დასხმისას კი ერთი რამეა კიდევ გასათვალისწინებელი – წყალი რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მოხვდეს ფოთლებს და ნაყოფს, ჯობია თუკი მას უბრალოდ ძირში დავასხავთ.

ასევე საფიქრალია პარაზიტები, ხოჭოები და მსგავსი მავნე არსებები, რომლებსაც საკმაოდ წარმატებით შეუძლიათ მცენარის და მოსავლის დაზიანება, ან სულაც მოსპობა, თუმცა ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ და შესაბამისად ვერაფერს გეტყვით. ჯობს, თუკი მცენარეთა მოვლის მაღაზიებში მიხვალთ და შესაბამისი მცენარის სავარაუდო პარაზიტების საწინააღმდეგო წამლებს მოიმარაგებთ. Better safe, than sorry.

ეს არის ძირითადი წესები იმისა, თუ როგორ უნდა მოვიყვანოთ არარსებული მამულების პირობებში, მხოლოდ საკუთარი აივნის და ქოთნების იმედად, ბოსტნეული. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ჩემს ახალამოწვერილ ნათესებსაც.

CrowShow – პირველი ეპიზოდი – “ცნობილი ადამიანები”


სულ რაღაც დღეს, მეგობრებთან ერთად წამოვიწყეთ ასეთი მშვენიერი რამ – ვიდეო შოუ, ცოტათი შემეცნებითი, ცოტათი გასართობი, სახელად “ყვავის შოუ”. ცოტა ისეთი სათაურია, პირდაპირი და მოურიდებელი, მაგრამ მოსარიდებელი რა გვაქვს, რომ დავფიქრდეთ. ასე რომ, მინდა წარმოგიდგინოთ ამ გადაცემის პირველი, საცდელი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ცნობილ ადამიანებს.

icon

სანამ ვიდეოს ნახავდეთ (ან თუ გნებავთ, ვიდეოს ნახვის შემდეგაც), გადადით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და დაალაიქეთ, ბევრ სასარგებლო რამეს შეიძენთ ამით. ესეც გვერდი – ყვავის შოუ / CrowShow

ახლა კი თავად ვიდეო, მცირედი, გადმოკოპირებული აღწერით:

“ყველა ადამიანი მიიღებს ცხოვრებაში თავისი დიდების 15 წუთს” – ენდი ვორჰოლი. მაგრამ როგორ ხდებოდნენ ადამიანები ცნობილები, ისტორიის განმავლობაში? ამის შესახებ ამ გადაცემაში შეიტყობთ.

შემდეგ გადაცემებზე უკვე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, ცოტა მეტი science თემები შევიტანოთ მასში. ასე რომ, გვისურვეთ წარმატებები და დატკბით ვიდეოთი.

მარსის მოდულის გაშვება [ფოტორეპორტაჟი]


სათაურში მოყვანილმა სიტყვამ, “ფოტორეპორტაჟი” არ დაგაბნიოთ, იქ არ ვყოფილვარ (სამწუხაროდ). თუმცა ლაივს ვუყურე და ფოტორეპორტაჟის მსგავსიც გავაკეთე.

Update: პოსტის ბოლოს დავამატე ვიდეოჩანაწერიც, ჩასკროლეთ.

ლაპარაკი მიდის NASA-ს მიერ ოციოდე წუთის წინ წარმოებულ გაშვებაზე. მათ ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი მოდული – Mars Rover –  გაუშვეს მარსის მიმართულებით. მოდული მარსს 2012 წლის აგვისტოში მიაღწევს და იქაურობის გამოკვლევას მოემსახურება. ძირითადი მისია მარსზე სიცოცხლის ფორმების აღმოჩენაა. გაშვება, ტრადიციულად, კანავერალის კონცხიდან განხორციელდა.

ახლა კი ფოტორეპორტაჟი, რომელიც წარმოადგენს ქრონოლოგიურად დალაგებულ 26 ფოტოს, გაშვებამდე, გაშვების დროს და გაშვების შემდეგ.

გაშვებამდე

Continue reading “მარსის მოდულის გაშვება [ფოტორეპორტაჟი]”

Jagdpanzer IV – ფოტოგალერეა


მინდა შემოგთავაზოთ ფოტოგალერეა ჩემი პატარა მოდელის აწყობისა. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ წინა პოსტში.

მაღალტექნოლოგიური ურსულა და აკიმი


Using VST effect to change voice. ეძღვნება ინტერნეტში ახლახანს გამოჩენილ ურსულასა და აკიმს, ასევე უკვე არსებულ ჭიჭიკო-ბიჭიკოს და საერთოდ ყველას, ვინც ხმის შესაცვლელად პიჩ-შიფტერს იყენებს.

ვიდეოარტი – ინტერვიუ ანონიმურ ყლესთან


Warning! ვიდეო შეიცავს უცენზურო სიტყვებს.

მათ, ვისაც ნი2-ის კვირის სიუჟეტი ჯერ არ გინახავთ, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი შემოქმედება. თუკი ნი2-ზე ეს იდეურად დავდე, აქ მინდა ნამუშევრის ხარისხი შეაფასოთ. ვიდეო გადაღებულია თითქმის მხოლოდ ჩემს მიერ, საწყის კადრში დათუნა მეხმარებოდა, ბოლოში კი შო მიწევდა მორალურ მხარდაჭერას.

ახლა კი თავად ვიდეო:

ორიგინალი HD ხარისხით: Ni2 News – ინტერვიუ ანონიმურ *ლესთან

YouTube ვერსია: http://www.youtube.com/watch?v=HEVIMULgALM

სპამი კომენტარებში


:)

Отчет


მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი შემოქმედების შემდეგი ეტაპი, ამჯერად უკვე გააზრებული ლაპარაკით და მოქმედებებით.

link: http://vimeo.com/8143275

ნუ აქვე არის საპილოტო ეპიზოდის ფონის ვიდეო, მაგრამ მაგის დადება არ ღირს, თუ ვინმეს უნდა, ლინკზე ნახეთ: აი ამ ლინკზე.

ნებიერა


Update @ Nov.09.2010: გუშინ ისევ დავაყენე სახატავი სოფტი და გადავწყვიტე, გავაგრძელო ამ სფეროში მუშაობა.

ეს არის კოდური სახელწოდება იმ პერსონაჟისა, რომელსაც შემდგომში უფრო ნორმალურ სახელს მოვუძებნით, ან არც მოვუძებნით…

მოკლედ და კონკრეტულად – ითქვა, რომ უნდა გაკეთდეს მულტფილმი, მაშასადამე გაკეთდება მულტფილმი. დღეს მე და საბამ პერსონაჟები და მათი ზოგადი დახასიათებები მოვახლაფორთეთ და დიადი მხატვარიც (ანუ მე) საქმეს შეუდგა. შემდეგ მას დიადი საუნდმასთა და არანაკლებ დიადი ანიმატორიც შეუერთდნენ (ანუ კვლავ და კვლავ მე, საბუნიას მორალური პადდერჟკის ფონზე) და აი ისიც, პერსონაჟი სახელად ”ნებიერა” (სამუშაო სახელი), რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ტანის მიბმაღა აკლია, მაგრამ ის, რაც მას სჭირდება საკუთარი ინდივირუალურობისთვის ანუ სახე, მოძრავი თვალები და მოლაპარაკე პირი – უკვე აქვს. იხილეთ:

ეს არის პატარა ნაბიჯი მთვარეზე და დიდი ნახტომი კაცობრიობის ისტორიაში, როგორც შოთა რუსთაველი იტყოდა. შემდგომ ნახტომებსაც მალე შეიტყობთ.

ანიმირებული ადოლფი


არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე როდესაც ინტერნეტი მაქვს ჩართული და ოპერას ფანჯარაც შემომციცინებს თვალებში, არ შემიძლია რომ მეც არ შევციცინო და მთელი ჩემი გეგმები და სამუშაოები გვერდზე არ გადავდო. სშინელებაა, მაგრამ ფაქტია.

თუმცა იმ პერიოდებში, როდესაც ნეტი გათიშულია ან რამე მსგავსი სჭირს, ვახერხებ იმ საქმის გაკეთებას, რასაც წესით და კანონით გაცილებით მეტ დროს უნდა ვუთმობდე. საქმე იმაშია, რომ გადავწყვიტე ანიმაციის შესწავლა დამეწყო (იხ. ძველი მცდელობა) და პრინციპში დავიწყე კიდეც. ასეა თუ ისე, კარგად თუ ცუდად ავედი იმ ეტაპზე, როდესაც ჩემმა ნახატებმა ლაპარაკი დაიწყეს. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ავდექი და ”ჰიტლერი და კავკასუსის” ვიდეოდან ამოვაძვრინე ლაპარაკი, რომელზეც მივასინქრონე ადოლფის ტუჩები. დიახ, ზუსტად ასე დავარქვი ჩემს პირველ ჩარაქტერს – ადოლფი, ვინაიდან და რადგან რაღაცით ფიურერს მიაგავს. აქედან სრული და აზრიანი ანიმაციის გაკეთებამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ვაშა, მეგობრებო, ვაშა. გენადი, ჩართე ფირი:

link: http://vimeo.com/7870424

Panoramio.com


ძალიან მიყვარს სასარგებლო საიტები, როგორებიცაა იუტუბი, ვიმეო, ფლიკერი და სხვა ისეთი საიტები, სადაც იცი, რომ შეხვალ და ბევრ და ძალიან სასარგებლო რამეს ნახავ, ხალხის მიერ ატვირთულს, იქნება ეს ფოტოები, ვიდეოები, პროგრამები თუ მუსიკა.

მინდა წარმოგიდგინოთ ერთი მსგავსი საიტი, რომელმაც ჩემი აღფრთოვანება დაიმსახურა და დორბლად დამღვარა. ეს არის პანორამიო (panoramio.com) – საიტი, სადაც განთავსებულია მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულის ფოტო და სადაც ნებისმიერს შეუძლია თავისი კუთხე-კუნჭულის ფოტოს დამატება.

ყველას, ვისაც ერთხელ მაინც გისარგებლიათ  გუგლის რუკით ან გუგლის Earth-ით, შემჩნეული გექნებათ ლურჯი წერტილები, რომლებიც მიახლოებისას იქცევიან იმ ადგილის ფოტოებად, სადაც ეს წერტილებია დასმული. ეს სურათები აღებულია ამ ზემოთხსენებული საიტიდან – პანორამიო და დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან სასარგებლო და საინტერესო ფუნქციაა (გასართობიც).

თავად საიტიც მოხერხებულადაა გაკეთებული, თავისი გუგლის რუკით, ტოპ სურათების განყოფილებით და სხვა პატარ-პატარა კანფეტობებით. ის ძალიან გავს უპოპულარულეს ფოტოსაიტს Flickr.com, რომელიც ასევე ძალიან ბევრი ფოტოგრაფისთვის (მათ შორის ქართველი) არის მშობლიური საიტი, თუმცა პანორამიოს აქვს ის, რაც ხდის მას ასე განსაკუთრებულს – სურათების ძებნა შესაძლებელია რუკის მიხედვით. მაგალითად გვინდა ვნახოთ სურათები, სადაც იქნება აისბერგები, პინგვინები და მსგავსი რამეები, მივდივართ ანტარქტიდაზე და ვნახულობთ იქაურ სურათებს, ყოველგვარი ტვინის ჭყლეტვის, საძებნი სიტყვების შერჩევის (”აბა ამას ჩავწერ, იქნებ იპოვოს”) და წვალების გარეშე.

და კიდევ, გაოცებული დავრჩი ქართველი ფოტოგრაფების და შესაბამისად საქართველოში გადაღებული სურათების სიმრავლით, სასიამოვნოდ გაოცებული. ასე რომ მოდით თქვენც და ქაჩეთ თქვენი მოგზაურობების და არამარტო მაგ დროს გადაღებული სურათები, პანორამები და პეიზაჟები. თითოუელი სურათისთვის მოგიწევთ მისი რუკაზე განთავსება და ეგაა. ხოლო დაახლოებით კვირაში ერთხელ ხდება ახალ ატვირთული სურათების გადახედვა და მათ Google earth-ზე განთავსება.

Youtube Subscriptions


საიტი Youtube რომ პოპულარულია და ყველამ იცის, ამაზე უკვე ის ფაქტიც მიანიშნებს, რომ დედაჩემიც კი იქედან ამოღებული ვიდეოებით მელაპარაკება უკვე. თუმცა მან არ იცის იმ პატარა საიდუმლო ღილაკის დანიშნულება, რომელიც ძალიან საჭიროა ამ საიტზე – Subscribe ანუ არხის გამოწერა.

მინდა წარმოგიდგინოთ ის არხები, რომლებიც გამოწერილი მაქვს და თქვენც ამისკენ მოგიწოდოთ (წარმოდგენისკენ ანუ, გამოწერა ნებაყოფლობითია):

  • youtube-subscriptions თბილისი- ბრჭყალებში იმიტომაა, რომ ეს არხი არაა, ეს არის ტეგი, ამ ტეგით მომდის ის ვიდეოები, რომლებიც თბილისთანაა დაკავშირებული. მართალი რომ ვთქვა, ბევრი სულაც არ არის.
  • ანაკონდა – ეს არის ერთი ქართველი ვლოგერი, რომელიც იმყოფება გერმანიაში და საერთოდ, ჩემი მუზაა ვლოგინგის ამბავში.
  • ბივი88 – ჩემი ფარული საყვარელი, რომელსაც აგერ უკვე მეორე წელია უშედეგოდ შევტრფი, მაგრამ ის ნორვეგიაშია და მე აქ. არც ნორვეგიული ვიცი, სამაგიეროდ სასაცილო პაროდიული ვიდეოები აქვს სხვადასხვა სიმღერებზე.
  • კოლეჯიუმორი – ჩემი ფავორიტი. უძლიერესი და უსასტიკესი იუმორია, ეს არ არის ერთი ადამიანი, ეს არის ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც აკეთებს კარგ ამერიკულ იუმორს.
  • დვორსკი, ენდოფზივორლდი და ფელერფანტასტიკა – ამათგან საუკუნეა არ მომსვლია არცერთი ვიდეო, ასე რომ არ ვიცი რას აკეთებენ და რას მოითხოვენ :)
  • ინდიმოგული – ინდი ფილმმეიკერის სამაგიდო წიგნი, უფრო სწორად არხი. სტუდია, რომელიც აწარმოებს უბიუჯეტო ფილმებს და რაც მთავარია გვასწავლის, როგორ უნდა ვქნათ ეს. ძირითადად ორიენტირებულია რეალურ და იაფ ეფექტებზე. მასტ სი.
  • ჯოუი და დევიდი – კოლეჯხუმორის ჯგუფის წევრები. შესაბამისად ზემოთხსენებული იუმორის მოყვარულებს არ გაწყენდათ ეს არხი.
  • მონდომედია – ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სადისტური მულტფილმის ”Happy tree friends”-ის მწარმოებელი სტუდია. თუკი ერთი სერია მაინც გაქვთ ნანახი ამ მულტფილმის, ამ არხის არგამოწერა არის დანაშაული და ისჯება უსასტიკესად. მეთოდები შეგიძლიათ მულტფილმის სერიებში იხილოთ.
  • როკეტბუმი – ინტერნეტმემეების, რანდომ ინტერნეტ ამბების და მსგავსი რაღაცეების საბადო. დაახლოებით ისეთივე ვიდეოების საწარმო კანტორა, როგორ პოსტსაც ახლა კითხულობთ.
  • სეტკომედი – ეს ახალი გამოწერილი მაქვს, მაგრამ კარგი რაღაც ჩანს, ”Family guy”-ს მსგავსი მინიანიმაციური შოუებია, მგონი იგივე ადამიანია, ვინც ზემოთხსენებულ ფემილი გაის აწარმოებს.
  • დანარჩენები (ლიშტოტა და სხვები) – არააქტიური მწარმოებლები, რომლებიც ძირითადად პირადი სახის და ”ნახეთ ეს ბიჭი რა მაგრად წაიქცა” ტიპის ვიდეოებს დებენ, თუმცა თავისი დაბალი სიხშირის გამო ხელს არ მიშლიან და არ ვშლი გამოწერებიდან.

ესეც ასე. კარგი იქნება, თუკი თქვენც დააშეარებთ საკუთარ გამოწერებს, იქნებ რამე კარგი იპოვოს ვინმემ.

In Sci-fi we trust


Science Fiction – სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრი. ეს არის ჟანრი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და გულს მფხანს. აზიმოვის წიგნები, ჰალფ-ლაიფის თამაში, უამრავი კინო, ჩამოთვლა ბევრის შეიძლება. მაგრამ ახლა ამ ჟანრის ქებას არ ვაპირებ. პატარა გადაწყვეტილება უნდა გავახმოვანო.

ალბათ ნანახი გაქვთ ჩემი პირველი Sci-fi ლიტერატურული მცდელობა, დაწერილი არტ იდეასთვის, რომელიც ეგრეც არ დამიმთავრებია, დუხი არ მეყო (Dream city -epizode 1). თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავი პატარ-პატარა იდეა მიტრიალებს, რომლებსაც როგორც იქნა მოვუყარე თავი და გადავწყვიტე რამე დიდი შევქმნა. ეს ამბავი მროველსაც შევთავაზე, ერთობლივი მუშაობის ამბავში, ისიც დამთანხმდა (ტოჟე მნე ბრაწია სტრუგაცკი).

რა გამოგვივა ერთად მუშაობით ჯერ არ ვიცი, მაგრამ მარტო წერას ჯობია, სხვა თუ არაფერი ორი ტვინი ერთზე უკეთესია და თანაც სიზარმაცის დაძლევის ამბავშიც უფრო მარტივია… გვისურვეთ წარმატებები. სტილი არ ვიცი ჯერ, მაგრამ სავარაუდოდ რაღაც სპეისზეც იქნება.

Earth from Sky

Update:

სამუშაო პროცესი დავიწყეთ უკვე. როგორც ჭეშმარიტმა ხარდკორისტებმა კლავიატურები გვერდზე გადავდეთ და პასტა-ფურცელს მივაწექით. გთავაზობთ მუშაობის ამსახველ ფოტოს. სამომავლოდ რაღაც ნაწყვეტებსაც დავყრი, ალბათ…

სამუშაო პროცესი

Наушники к бою!


ავილესე და მოვდივარ! ვინც დამალული არაა – ჩემი ბრალი არ არის. ვიდეო პოსტი, მაშასადამე, აღსავსე იმედით და ოპტიმიზმით. ცხადია მოკლე პოსტია. ამ ბოლო დროს შევატყვე, რომ უფრო სწრაფად მიმთავრდება ხოლმე სალაპარაკო, პოსტებში ვიდრე ადრე. კარგია მამენტ, ოპტიმიზაცია და ა.შ.

და კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ვიდეოში არ არის ნახსენები – ამ ბოლო დღეებში შემომაწვა ჩემი ძველი ჰობი – ფოტოგრაფია, მისი ველური გამოვლინებებით, ანუ გადაღების შემდეგ წითელ შუქზე სურათების ბეჭდვით, ხოდა გამოვჩიჩქნე ძველი ზენიტი კარადიდან და შევამოწმე – ყველაფერი უმუშავებს. თან იქვე ძველ ფირებში ჩემი ბოლო მცდელობა ვნახე და გული ჩამეწვა, ფოტოაპარატი გამეხსნა რამოდენიმეჯერ და ფირის ნახევარი გაფუჭებულია. მით უმეტეს, აწი აღარ მოხდება. ნუ გამომდინარე სპეციფიკიდან, საჭირო იქნება შავ-თეთრი ფირის შოვნა, ფერადს ვერ დავბეჭდავ მე და ფოტოსტუდიაში დაბეჭდილს კიდევ მუღამი არ აქვს.

ახლა კი ვიდეო:

link: http://www.vimeo.com/4059739

Social Ants


ants

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა შორიდან ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ინდივიდუალობის პირველ ხაზზე წამოწევით და გუნდური პრინციპის უგულებელყოფით გააკეთონ რაიმე საერთო საქმე. დააკვირდით, ძალიან სასაცილოა :))

დღეს შევესწარი ერთ ასეთ მომენტს. რაღაც საქმეზე ვიყავი მაღაზია ”ტიტანში”, მაღაზიაში რომ შევდიოდი, გარეთა კარებთან რაღაც უცნაური რკინის მახინას ავუარე გვერდი, რომელსაც ერთი ხუთიოდე კაცი იყო შემოსეული და დაფიქრებული სახეებით ყაყანებდნენ. ყურადღება არ მიმიქცევია, მოვრჩი საქმეს და ქუჩის გადაღმა სკამზე ჩამოვჯექი. მოგეხსენებათ ალბათ, ტიტანი ალექსანდროვის ბაღთან არის, ამიტომაც ამ ბაღის ყველაზე განაპირა სკამი პირდაპირ მაღაზიის კართან შეკრებილ მოყაყანეების წინ აღმოჩნდა. აქედან უკვე მომეცა საშუალება დავკვირვებოდი იმას, რაც იქ ხდებოდა.

ეტყობა მაღაზიაში ახალი ტავარი მიიღეს, რაღაც უცნაური ფორმის რკინის კონსტრუქციები, სავარაუდოდ ან სცენის განათების ჩასამაგრებლად, ან თვითონ სცენის. კონსქტრუქციები ალბათ საკმაოდ ძვირი ღირდა, იმიტომ რომ საოცრად დაკეცილ და პორტატულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ რაც უფრო პატარად იკეცება ესა თუ ის ნივთი, მით უფრო ძვირი ღირს მის არადაკეცვად თანამოძმეებს შორის. ამ ლოგიკიდან გამომდინარე ეს სადგარები ძალიან ძვირიანები იყო, შესაბამისად შედგებოდა ბევრი დეტალისგან, რომლებსაც თავ-თავის ადგილზე მიმაგრება ჭირდებოდა. როგორც ჭიანჭველები შეესევიან ხოლმე პურის ნამცეცს და სხვადასხვა მხარეს ქაჩავენ, დაახლოებით მასე იყვნენ ესენიც მისეული ამ უცნაურ აპარატზე და რაც მე ვუყურებდი, ნახევარ საათზე ცოტა მეტ ხანში დაახლოებით სამი სხვადასხვანაირი კომბინაცია მოსინჯეს აწყობისა, თან ყოველი მათგანი ცდილობდა დაემტკიცებინა (რაღა თქმა უნდა ძალიან ხმამაღლა), რომ მისი ვერსია იყო ყველაზე კარგი და ასე უნდა გაეკეთებინათ. საბოლოოდ, არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ააწყვეს სამაგრი, გახარებულებმა რამდენიმე საცდელი აწევ-დაწევა განახორციელეს (ეტყობა სამაგრი-ამწეკრანი იყო) და მერე ბედნიერი სახეებით დაიშალნენ.

არადა გაცილებით მარტივი იქნებოდა ერთ-ერთს გაეჩითა ინსტრუქცია და იმის მიხედვით გაეკეთებინათ ყველაფერი. მაგრამ ეს არ ზის ჩვენ ხასიათში, ყველას უნდა ლიდერობა და თან მიაჩნია, რომ ეს შეუძლია. მაგიტომაც ვართ ტრაკში.

Ideas for life


Idea #1 – საჭიროა ყველაფრის სისტემიზირება.

აგერ უკვე რამდენი ხანია ყველაფერს Ideaმივედ-მოვედები, ათას საქმეს ერთად ვკიდებ ხელს და შუაში მისულს თავს ვანებებ. რამდენი კარგი იდეა მაქვს გაფუჭებული იმის გამო, რომ თავი ვერ მოვაბი ისე, როგორც საჭირო იყო. თუნდაც ავიღოთ მაგალითად პროექტი, რომელსაც ბევრჯერ დავუბრუნდი მორიგი ჩავარდნის შემდეგ და მაინც არ გამიკეთებია ისე, როგორც მინდოდა – ინტერნეტ შოუები. ინტერნეტ სივრცე (ქართული ამ შემთხვევაში) ამ მხრივ განიცდის იმხელა დეფიციტს, რომ ცალი ხელით გაკეთებულ შოუ ”დოგმაფილიასაც” გამოუჩნდა თავისი მაყურებელი, პროექტს რომლის სცენარიც გადაღებამდე ერთი დღით ადრე იწერებოდა, სამი კაცი აკეთებდა და აქედან ორი პახოდუ კადრში ჩანდა ( დოგმაფილიის ეპიზოდები იხილეთ აქ [ახალ ფანჯარაში გახსნა] ). ასევე ცალი ხელით გავაკეთეთ კიდევ რამოდენიმე პროექტი, რომლებმაც ცვალებადი წარმატება შეხვდათ წილად. და რა აქედან? ამით დამთავრდა ყველაფერი. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ არ იყო მთავარი რამ, რაც საჭიროა წარმატებული შოუს გასაკეთებლად – იდეა, თავისი ჩამოყალიბებით, დეტალებში გათვლით და გაწერით. ამ ყველაფრის გაწერის და ჩაწერის მცდელობა გვქონდა უკვე მე და გოშას, მაგრამ ნაწერი დარჩა ნაწერად, ჯერჯერობით. Continue reading “Ideas for life”

Insane Flash animator


იყო დრო, როდესაც ახალნაყიდ კომპიტერზე, სანამ ინტერნეტი მექნებოდა და მსგავსი მასონური პრიბამბასები, კომპიუტერულ პროგრამებს დისკებით ვშოულობდით, კურსზე ერთი რაღაც კარგ პროგრამას იშოვიდა, მეორეს ამ დროს ვრაიტერი ქონდა და მიდიოდა დაკოპირება. ერთხელაც მე აღმოვჩნდი ის  მყიდველი, რომელმაც მშრალ ხიდთან არსებულ დისკების სახალიავეში (ეს მაღაზია დღესაც მუშაობს, მშრალ ხიდზე სანამ შეხვალ აქედან, თითონ ხიდზე ანუ, მარჯვენა მხარეს არის ეგრევე, მყუდრო და მოტეხილი) ვიპოვე დისკი, მწვანე აბალოჩკაში იდო და რაღაც წიპა ”ვსიო დლია ვებ” თუ რაღაც სასწაული სახელი ქონდა. მოვიტანე სახლში, ჩავრთე, მართლაც გადავირიე. აი ორი წამით გავალ…

…აჰა ვიპოვე დისკი. ”Создай свой сайт в Интернет” 2003 წლის ვიპუსკი + რაც მთვარია უამრავი ტუტორიალები, არამარტო ტექნიკურ მხარეში, არამედ მარკეტინგში. დისკი თავის თავში შეიცავდა უამრავ დიდ და პატარა პროგრამას, რომლებიც ზოგი მართლაც ძალიან კარგი იყო. მაგ დისკის ტუტორიალებით საკმაოდ ბევრი რამე ვისწავლე, მართალია ბაზიკები, მაგრამ მაინც… იქნებოდა ეს გვერდის აწყობა რაღაც მინიმალური იმეებით თუ მათი იდეური გაწყობა.

ახლა რატომღაც მეგონა, რომ ამ დისკზე ვიპოვიდი იმ პროგრამას, რომელმაც ჩემში აღტაცების ყიჟინა გამოიწვია, ეს იყო Insane Flash Animator, რომელშიც ნებისმიერი, ოდნავ თავახდილი ჩაინიკი მოახერხებდა გარკვევა და ასე თუ ისე დასტოინი ფლეშ ბანერების დამზადებას. და არამარტო ფლეშის… მოკლედ.

ჰოდა ამდენი წლის მერე ვიფიქრე ნეტავ კიდე თუ არსებობს ეს  მიმართულება თუ ჩაკვდათქო და აღმოვაჩინე, რომ 3D Flash Animator -ი საკმაოდ იქაჩება და ერთ-ერთ საუკეთესოობაზე აქვს თავის სფეროში პრეტენზია – მარტივი და პოლიფუნქციური. მისი უდიდესი მინუსია ის, რომ წამალი ვერ უშოვეს და ისე ფასიანი რეგისტრაციის ტრაკი მე არ მაქვს. არადა როგორც ვატყობ კი ღირს, მით უმეტეს ბოლო, 4 სჩემტა ვერსიაში. დაურეგისტრირებელი კი გამოტანილ ფლეშს თავის ლინკებს და ჯანდაბებს ადებს.

ასეა თუ ისეა, თქვენც შეგიძლიათ შეხვიდეთ და დატკბეთ ამ ყველაფრით, მაგრამ როგორია ამაში 50$-ის გადახდა. აი საიტი: http://3DFa.com/ და აქვე კითხვა ალბათ, ბუნებრივი: რად მინდა ეს მე?. ვსპომნიწ მოლოდოსწ, პარაბოტაწ ნად ფლეშომ, სულაც არაა ცუდი აზრი. ვნახოთ, იქნებ გაეძროს შეწამლული ვერსია ამისი :)

Update: აგერ ვისაც გინდათ გადმოიწერეთ და დატკბით. მთლად შეწამლული და გატეხილი არაა, მაგრამ წავა ასე თუ ისე. 
ვერსია 3.72: Download (depositfiles)
ვერსია 4.9.8.7: Download (rapidshare)