Nuclear Winter


ნამდვილი ბირთვული ზამთარი. ფლიკერზე ვიქექებოდი მსგავს სურათებში და ამას მივაგენი. ქალაქის ნარჩენები, სადაც ადრე სიცოცხლე ჩქეფდა, ხალხი დადიოდა, ცხოვრებისეული წვრილმანებით იყო დაკავებული და პატარ-პატარა პრობლემების მოგვარებით ილამაზებდა ცხოვრებას, ახლა კი ჭუჭყიანი თოვლის ნაფლეთებითაა დაფარული.

თუ ჭკვიანად არ მოვიქცევით, ზოგადად ადამიანები, მალე მთელი დედამიწა ასეთი პეიზაჟებით იქნება სავსე. მამენტ კარგიცაა…

ახალი დიზაინი


თუ პირველად არ ხარ ჩემს ბუდეზე შეამჩნევდი, რომ დიზაინი შევცვალე. საერთოდ ძალიან არ მიყვარს ცვლილებები, საკითხს ვუდგები პროგრამისტის ლოგიკით – რაც მუშაობს, ხელი არ ახლო. მაგრამ საქმეც მაგაში იყო, რომ ეს დიზაინი არ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. გვერდითა პანელი რომ მხოლოდ მთავარ გვერდზე ჩანდა, საქმეა ახლა მაგი? თავისი ყველა კონტენტითურთ, რაც მოუხერხებლობას რომ თავი დავანებოთ, ტექნიკურადაც ცუდი იყო, აღარცერთი მთვლელი არ მუშაობდა ნორმალურად (გარდა WP-ს შიდა მთვლელისა). ასეა თუ ისე, მოვაბი როგორც იქნა თავი იმას, რომ შემეცვალა ბლოგის ვიდი.

მაგრამ ახლა რა გამოვიდა? დიზაინი შევცვალე და ჰედერი აღარ მოუხდა, მომიხდა მისი შეცვლაც რამაც, თავის მხრივ გამოიწვია სათაურის და მთლიანად ბლოგის ხასიათის შეცვლა. ასეთ ცივ და საშიშ სურათს ”ყველაზე მყუდრო ბუდე” რაღაც ნამეტანი არ უხდებოდა. რაც შეეხება ბირთვულ ზამთარს… მგონი შორს აღარაა ის დრო, როდესაც დედამიწას დედა ეტირება და აქედანვე რომ შევემზადოთ ამისთვის, მგონი ჯობია, თორემ ჰორიზონტზე რომ სოკოს დავინახავთ, მერე გინდა ასე ვიხტუნავოთ, გინდა ისე, მაინც აღარ გვეშველება არაფერი.

საბოლოო სიტყვაში მინდა მივულოცო ჩემს თავს, ბუდეს და მკითხველს ახალი დიზაინი. მართალია ამბობენ მთავარი კონტენტიაო, მაგრამ კარგი შეფუთვაც უნდა ამ ყველაფერს…

ბირთვული ზამთარი

We all gonna die…

მინი ME


საერთოდ ძალიან მიყვარს ძველი სურათების თვალიერება, ჩემების, რაღათქმაუნდა. განსაკუთრებით მათი, რომლების კარგ მომენტებთანაა დაკავშირებული. ჰოდა ამასწინათაც, ვათვალიერებდი რა ზემოთხსენებულ სურათებს ( :D ) , იმდენად მომეწონა ჩემი თავი ბავშვობაში, ერთი კი ვიფიქრე ”რა კარგი ვყოფილვარ და ახლა რა დამემართა”-თქო, მაგრამ მერე უკუვაგდე მსგავსი დესტრუქციული ფიქრები და სურათები უბრალოდ ავაკომპიუტერე.

ჰოდა ერთ-ერთი, სადაც ყველაზე მეტად შემიყვარდა მინი-ME, აქ რომ არ დავდო, როგორ შეიძლება… აგერ ა…

ფრენის სურვილი


რა ლამაზია ცა, როცა ზედ ღრუბლებიც არის… არ მევასება უღუბლო და კრიალა ცა, ღრუბელი თუ არ აქვს, ისე რა ვიტამინია…

ადრე მიყვარდა ხოლმე, წამოვწვებოდი და საათობით ვუყურებდი ცას, თვალს ვაშტერებდი და რაღაც მომენტში ჩემს თავზე მოძრავი ღრუბლები ჩემს ქვემოთ აღმოჩნდებოდნენ, ჩერდებოდნენ და მე ვიწყებდი ფრენას…

ახლაც გავფრინდებოდი სიამოვნებით…

3D თუ ფოტო?


Railway, originally uploaded by gerhard.1962.

მოკლედ, რკინიგზა მაგარი საკაიფო გამოდის ყველა სურათზე რა :-)

ქალი და ფორმა


Uniform, originally uploaded by dark orange.

ქალი და უნიფორმა რომ გადასარევი შეხამებაა ერთმანეთთან, ეს დიდი ხანია უკვე კაცობრიობამ იცის. ეს სურათიც უბრალოდ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. გამტყიპე დეიდა :-)

ჟესტის ჩაბარება გორში


იყო და არა იყო რა, იყო ერთი გორი. გორში ვიყავით ანუ ახლახანს და ასეთი ზემძლავრი სურათი აღმოვაჩინეთ – ჯართის და ჟესტის ჩაბარების პუნქტი. რაც მთავარია მაღალ ფასში.