Immortal Drunkards-ცანგალა და გოგონა (კლიპი)


პატივცემულო საზოგადოებავ!

მოგეხსენებათ ალბათ, რომ აგერ უკვე ორიოდე კვირაა, რაც ჩემი აპარტამენტებიდან არ მაქვს ინტერნეტ რესურსებზე წვდომა, რასაც მართალი რომ ვთქვა ძალიან განვიცდიდი საწყის პერიოდში, მაგრამ ახლა ნელ–ნელა ვიკიდებ. აქვე აღმოვაჩინე, რომ ამ მოვლენას თავისი პლიუსებიც გააჩნია, რომელთანან ერთ–ერთიც მინდა წარმოგიდგინოთ.

აგერ უკვე სამიოდე წელია, რაც ჯგუფი “იმორტალ დრანკარდსი” ეწევა შემოქმედებას. თავიდან ეს ვიყავით მე და გეგა, შემდეგ კი ყველაფერს მიეცა ერთი მსახიობის თეატრის სახე – მე და სხვები, ანუ თითო სიმღერაში თითო მოწვეული ადამიანი. ერთი საერთო იდეური ხაზი, რაც შეიძლება ასე თუ ისე ჩანდეს არის ის, რომ გეგა და მროველი მაინც შეიძლება ჯგუფის ბირთვის ნაწილად ჩაითვალოს.

ჩვენი შემოქმედების ადრეულ პერიოდში, შორეულ 2007 წელს ჩვენ შევქმენით ჩვენი ერთ–ერთი პირველი ნაწარმოები – “ცანგალა და გოგონა”, რომელიც მართალი რომ ვთქვა, დიდად არაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ასევე არ გეცოდინებათ თქვენ ისიც, რომ ამ ორიოდე წლის წინ ამ სიმღერის კლიპის გადაღებაც დავიწყეთ, მაგრამ უთავობისა და გამო ვეღარ მოვაბით თავი მის დამთავრებას.

და აი ახლა, როდესაც ინტერნეტის გარეშე დავრჩი ხანგრძლივი დროით, მოვაბი როგორც იქნა თავი ამ ყველაფერს, სიმღერის ე.წ. რემასტერიც გავაკეთე, ანუ ახალი ჟღერადობა შევძინე და კლიპიც დავამთავრე. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ზუსტად ამ კლიპის წარმოდგენა მინდა ახლა თქვენთვის. იგი გადაღებულია სამოყვარულო კამერით, მასში მონაწილე მსახიობები არ არიან პროფესიონალები, თუმცა ყველაფერი გულით არის გაკეთებული, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დამეხმარა ამაში: მროველს და აპოკალიფსს იმისთვის, რომ კამერები მათხოვეს, მსახიობებს, რომელთა გარეშეც არაფერი გამოვიდოდა და ბოლოს საკუთარ თავს, რომელმაც ჩაწერა, გადაიღო და დაამონტაჟა კლიპი.

ახლა კი ვიდეო:

Advertisements

Beardyman – Youtube live


ახუიეწ ნი ვსტაწ, როგორც იტყოდნენ ჩვენი წინაპრები. მინდა წარმოგიდგინოთ ორი რამ ერთდროულად – იუტუბის ლაივი – ინტერნეტ სელებრითების ლაივ შოუ და ბიტბოქსერი Beardyman-ი, ოღონდ არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად – ბერდიმანი იუტუბის ლაივზე.

უყურეთ, დატკბით, შეგშურდეთ, გული აგიჩუყდეთ – მოკლედ მე არ შემიძლია ყველა ის გრძობა ჩამოვთვალო, რაც შეიძლებათ გაგიჩნდეთ, მაგრამ მე ნამდვილად დავტკბი და შემშურდა. არა იმისი, თუ როგორ აკეთებს ამ ყველაფერს, არამედ იმისი, რა აპარატურაზეც აკეთებს. მოვა დრო და მეც მექმება მსგავსი სალაივო აპარატურა. ახლა კი ვიდეო სტუდიაში:

link: http://www.youtube.com/watch?v=v2F-Emds6eA

Requiem of immortality


მინდა წარმოგიდგინოთ სიმღერა, რომელიც ეკუთვნის Immortal Drunkards -ის უკვდავ კალამს – Requiem of immortality.

სიმღერა ჩაწერილია სტუდია ”Crow Records”-ში, მუსიკის და ტექსტის ავტორი ვარ მე, მორალურად და ტექსტის ამბებში დამხმარე – მროველი, შემსრულებლებიც იგივენი.

სიმღერა ეძღვნება ჩვენს უდროოდ გარდაცვლილ ძმას, გოშას, რომელმაც ამა წლის მაისში დაგვტოვა და წავიდა იქ, სადაც ყველანი წავალთ. R.I.P.

ახლა კი სიმღერა (უბრალოდ დააჭირეთ Play-ს):

ლინკი: http://soundcloud.com/bigcrow/immortal-drunkards-requiem-of-immortality

სიმღერაზე ყველა საავტორო უფლება ეკუთვნის Immortal Drunkards-ს.

ბერიას ახალი წელი


მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ახალი ნაშრომი, რომელიც ეძღვნება ახალ წელს. სიმღერას ქვია ზუსტად ისე, როგრც ამ პოსტს – ”ბერიას ახალი წელი”. ფონოგრამა ჩვენია (იმორტალ დრანკარდსის), ყველა საავტორო უფლება დაცულია და დარღვევების თავზეც გავიარე.

Warning!!! სიმღერაში გამოყენებულია უცენზურო ლირიკა და მოსმენა არაა რეკომენდებული 18 წლამდე.

ახლა კი საქმე…ანუ ტექსტი:

ბერიას ახალი წელი

[ აქ გეგას ტექსტი ]

საჩუქრები მოგიტანეთ მეც თქვენ სუყველას
დაჭყლეტილი პინოქიო, მკვდარი ჯორცხენა
სანტაკლაუსის თვალები, ელფის ყურები
და ნახმარი სნეგუროჩკა, დატკბით ყურებით

მის:
მე ვარ ლავრენტი, მე ვარ ბერია,
მე ვარ რისხვა და არ მყავს ბებია,
მე ვარ სიზმარი, ჩუმი და ბნელი
დაგესიზმრები, მომეცი ხელი

[ აქაც ]

სნეგუროჩკა მთვრალია და შენთან მოვიდა,
მკვდარი ბავშვების სიმღერა მესმის შორიდან
ახალი წელი მოვიდა, იწვის ნაძვის ხე
ფეჩზე დამრჩა, გადმოვიდა, მგონი ჩიტის რძე

და ა.შ.

გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ სიმღერის გადმოწერა საერთოდ ყველას ეზარება, ამიტომ გთავაზობთ პირდაპირ ლინკს, YouTube-დან. უბრალოდ, დააჭირეთ და მოუსმინეთ:

რაღა თქმა უნდა ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=1Gd5Nadh2-Q

BigCrow-Xerox mix Vol.2


რას ნიშნავს ეს ფრიად იდუმალი და ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი სათაური? ძალიან მარტივი გასაგებია არადა ყველაფერი.

BigCrow-ეს მე ვარ. ქსეროქს მიქსი ქვია ჩემს პატარა მიქსს, რომელიც რომ მოცალეობის ჟამს გავაკეთე და ვიფიქრე, აქ დადებაც არ უნდა იყოს ცუდი იდეა-თქო. ნუ vol.2 ალბათ გასაგებია, მეორე ნაწილი, ან უფრო სწორი იქნება-მეორე მცდელობა :)

მაშასადამე ასე:
BigCrow-xerox mix vol.2

bpm – 142-148
bps – 192 kbs
Time – 34:00
Style – ტრანსი (ფაქტიურად ასეა…)
Downloadhttp://www.link.ge/file/142006/Xerox-mix-by-BigCrow–v2-0.mp3.html
ტრეკლისტში შედის ქსეროქსები, ტალამასკა, მაშრუმები, დისტორშენ ორკესტრა და ასტრალები კიდო. მიქსი არის ახალი, ფრეშ ნივრის არომატით.

მეტი რა ვთქვა… ისიამოვნეთ.