მე მეტროში


 

მეტროში ვარ და ვაგზლიდან დელისისკენ მოვდივარ. ბოლო ვაგონში ვზივარ და ბლექზე ვლაპარაკობთ. პოლიტექნიკურიდან მარტო დავრჩი და აღარ ვიცი რა ვქნა. ცოტა ხანი ვუყურე მოპირდაპირედ მჯდომარე ორკების უშნო ზასაობას და გადავწყვიტე რომ ”არ ღირს”

მეტროში ვარ, საღამოს 10 საათია დაახლოებით და არ ვიცი რა ვაკეთო, სასტიკად არ მიყვარს მეტრო. გვირაბია და გვირაბი, არაფერი იქ არ ხდება, ეს მაგონებს იმ მდგომარეობას, როდესაც შვიდი კაცის ზახოდი გაქვს მოწეული და გაყლეპროჭებულ მდგომარეობაში ხარ, მაშინაც ასე უაზროდ მიდიან შენს გვერდზე ცხოვრების მოვლენები, როგორც გვირაბის კედლები. და უცებ…

…გვერდზე ვაგონში გოგოები დავინახე, გრძელი თმები ჰქონდათ და როკისტულად ეცვათ, ახალგამოჩეკილ როკისტებს რომ აცვიათ ისე. ფეხზე წამოვდექი და დავაკვირდი. როგორც თოვლიან მინდორში ჩანს ყვავილი, ისე ჩანდნენ ისინიც ჩამუქებულ-ჩაშავებული მგზავრებს ფონზე. ”გოცირიძე, ბოლო გაჩერება, გთხოვთ…” გადმოვედი. ისინიც გადმოვიდნენ, მაგრამ აშკარად არ აპირებენ წასვლას არსად. არც მე არ ვაპირებ, რა მეჩქარება, გარეთ სველა და ცივა, აქ კი თბილა და ოთხი პუნკია.

-გამარჯობა :) – გავიღიმე მე.
-მჰმ, გაგიმარჯოს – არც ისე გულიანად მიპასუხა ერთ-ერთმა, რომელიც შემდეგაც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, ფაქტიურად სხვებს ხმა არც ამოუღიათ.
-თქვენ როკისტები ხართ? – ჩავიღიღინე მე.
-ისე რა – იყო სტანდარტული პასუხი (დედა რა ვუთხრა მერე-გულზე შემომეყარა)
-შენ ყვავი არა ხარ? – არ დამცალდა პასუხი.
ჩემს გაოცებულ სახეზე ცხადად ამოიკითხავდით ყველაფერს.
-და ფორუმზეც ჩითავ არა?
რა ფორუმზე, რის ფორუმზე – ამის კითხვა არც მომსვლია აზრად, გავუღიმე მხოლოდ. გამიღიმა მანაც.
-და რა გქვია? – გადავედი მე შეტევაზე. შეტევამ გაიარა:
-ანი.
მისი დაქალები ამ დროის განმავლობაში ჩუმად იდგნენ და აშკარად ოცნებობდნენ რომ ეს მთვრალი გრძელთმიანი არსება მოშორებოდა მათ. მაგრამ ჩემი მოშორება არც ისე ადვილი იყო. მე დავადგინე რომ ანი და მისი ერთი დაქალი მიდიოდნენ ვაჟისკენ, დანარჩენები კი აქვე. რაღა მიჭირდა, ტო ესწ იმათ რაღა უჭირდათ, ვინც ვაჟისკენ მიდიოდა, მოვიდა ცოტა ხანში მატარებელი, რომელ ცოტა ხანშიც მე უკვე მოვასწარი ტვინის გაბურღვა იმით, რომ პუნკი ქლიბობაა და მთვრალი არ ვარ.

ცოტა ხანში მატარებელი მოვიდა, ანი და მისი ერთი დაქალი მეტრო შიგნით ჩასხდნენ და წავიდნენ. მე ახლაღა გამოვერკვიე, ზემოთ ორი გოგო მიდიოდა. გავყევი. სამარშრუტოების გაჩერებაზე დავეწიე.

-ასე ადვილი არაა ჩემი მოშორება – გავიღიმე მე და იქვე დავამატე – თქვენ აშკარად ოცდასამ ნომერს ელოდებით, ასე რომ მოგიწევთ ჩემთან ერთად დროის გატარება.
ასეთი პირდაპირობა და ”სინაგლე” მათთვის აშკარად უცნობი და გაუგებარი აღმოჩნდა,რადგანაც ისინი ჩუმად იდგნენ და ჩემს ლაქლაქზე მხოლოდ და მხოლოდ თავს აქენვდნენ, ან თანხმობის ან უარყოფის ნიშნად. ძირითადად უარყოფის, რადგანაც მე დავუწყე მათ ათასგვარ სისულელეზე ლაპარაკი, რაზეც ერთ-ერთმა, რომელიც ამ ოთხიდან ყველაზე სტერვა იყო და სახელიც არ უთქვამს, მკითხა რას ფილოსოფოსობო.

სამაგიეროდ მე მოვასწარი მეორე, რომელსაც თავისივე თქმით ეკა ერქვა, დამეპატიჟა კონცერტზე კვირას და საკმაოდ მკვირცხლი, თუმცა არცთუისე დამაჯერებელი უარი მიმეღო მისგან. უარი იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ ჩვენი დამშვიდობება ატარებდა სახეს ”გნახავ კვირას კონცერტზე”. იმედია მოვლენ.

და რა მინდოდა ახლა მე. არც არაფერი, მოვედი სახლში და გიყვებით ამას, ვისაც გინდათ აქედან ფილოსოფიური დასკვნები გამოიტანეთ, ვისაც გინდათ მეთოდები დახვეწეთ, მე უბრალოდ მინდა და ვწერ. ვოტ ი ვსიო. აპა ხე და აპა ბუჩქი, ახლა მე ჩემი არყის კოლექციას მივადგები.

Advertisements

ყვოვე ნირვანას კონცერტზე


ე.ი. დღეს დიადი დღე მქონდა…

დილით როგორც ყოველთვის ავდექი პირველის ნახევარზე… ტო ესწ საწოლიდან გადმომაგდეს… მე უკმაყოფილო ჯუჯღუნით გავეშურე სააბაზანოსკენ და თვალები დავისველე-პირიც დამიბანია…

აჰა… რა ვაკეთო დღეს? კვირაა, სამუშაო =0, ასწორებს… მამენტ ასწორებს ტოესწ… მარა აბა აზრი? სანამ მე ამ დვიჟენიებში ვიყავი, კი გახდა 2 საათი… უიმე! ფორუმის ფეხბურთი! თან მე დღეს უნდა ვითამაშო… აიტ… ეგრევე ვეცი ტანსაცმლის გროვას… გადმოვქექე სუნიანი შარვალი, კეტები… აჰა, აღჭურვილობა მზადაა… და ხო, მეკარის ხელთათმანები,… ყველაფერი მზადაა… და წავედი…

უიმე, ამათ აქ რა უნდათ? კოზმანა, გეგა, ზურა… მოკლედ მთელი მეტალ სასტავი დარბაზთან აბირჟავებს… დალევ ყვერო? (ყვერი ეტო ია… ) მოკლედ ფეხბურთი ერთი ხელი ძლივს ვითამაშე და წავიდა ღრეობა… ნუ პირველ რიგში რა ხდება, დღეს ნირვანას კონცერტია… პირველი რაც თავში მომდის-წამო ბლიად, ნირვანოიდი ნაშები ავყაროთ (მახსენდება ძველი დრო ) … წამო…

უკვე კინოს სახლთან ვართ… კოზმანა ატრაკებს-გინდა თუ არა შიგნით უნდა შევიდე და ვიღაც ვნახო… და ჩორტ ს ტაბოი, შეეთრიე… შევიდა… მე კარებთან ვდგავარ… უცებ ვიღაც ძველი ნაცნობი იჩითება… გოგო… აიტ, როგორ ხარ… რამე, რუმე… რა ხდება… ”აუ ვიღაც ახალი პანკები ჩითავენ… პატარები…” … თვალი გამირბის… ჰმ, ჰმ, ნიჩივო სიბე პანკები… კაია კაია…

არმონიდა… ვახმე ბლიად… თავში ამერია ყველაფერი და ერთადერთი ეგღა მოვახერხე ”როგორ ხარ ლელა? ” … რა ყლე ვარ ბლიად… გაქანებული ყლე..

სტარიი ზნაკომი, კარებში დგას, რამდენჯერ გადაუხევია ჩემი ბილეთი, რამდენჯერ უბილეთოდ შევსულვარ… ”შევალ რა, ძველ ნაცნობებს ვნახამ”-ვეხვეწები… ”არ შეიძლება” და ამ დროს თველით მანიშნებს-შედიო… ჯიგარი კაცია, 3 წელი მანდ ვეგდე ბოლო-ბოლო… შევედი…

ბნელა… ეკრანზე ვინმე კურტ დონალდ კობეინი ატრაკებს… ნუ სტარაია პესნია, მინახავს ეგეთებიც და უარესებიც, ეკრანის გალოკვები და ყუალეტში ტყნაურები… ყველაფერი ისევეა როგორც უნდა იყოს… მაგრამ არა, ყველაფერი ეგრე არაა… სადაა ის ხალხი, ვისთან ერთადაც მე ეკრანს ვლოკავდი და ტუალეტში ვტყნაურობდი? აღარაა, ვიღაც ახალი ხალხი ჩითავს… ცოტა არ იყოს და დავიბენი, იქნებ სიბნელის ბრალია… უცებ..

”ყვავი არა ხარ შენ?”
ჩემი გაოცებული სახე…
”ქრედელ ოფ ოთო…”
თავში წამოტივტივდა ფორუმი… გეოროკი… ბიჭი ბიტლების ვარცხნილობით…
”უი, როგორ ხარ ოთო?”

ვნახეთ ერთმანეთი… წავბოდიალდი სცენისკენ… ცოტა არ იყოსდა ბნელა… სცენასთან დავდექი დაცვის გვერდზე, თუ რამეა სამხედრო ფორმა მაცვია და აქა ვარ… ბლიად, რამე ხომ უნდა ვაკეთო? უცებ ჩემთან მოდის გოგო (ბნელა თან)… მოკლე სტრიჟკით, საკმაოდ სიმპატიჩნია… პაწუკაა მარა სიმპატიჩნი…
”ყვავი?”
”ყვავი”
”მე დრამმარი ვარ”
გამეხარდა… მამენტ მე, პედოფილიაში მდებენ ბრალს უკვე რამდენი ხანია, მაგრამ არა, უბრალოდ გამეხარდა, ამ ბოვშის ერთი სურათი მაქვს ნანახი და აშკარად ისეთი, როგორიც არ უნდა მენახა-არ ჩანს რა… მოკლედ დრამმარი და ქრედელ ოფ ოთო ვნახე… ტო ესწ მნახეს… მაგრამ გაქრა ორივე… სადღაც… ეჰჰ… ამ დროს კურტ დონალდ კობეინი სცენაზე იჭაჭება… ვიღაც გოგჩოებიც სცენასთან ყვებიან… მახსენდება კარებთან მდგომი სათვალიანი კაცის სიტყვები-ის ორი დაცვა ვერ უმკლავდება ამათ… და ვხვდები რომ მამენთ ყველაფერი არაა დაკარგული, მახსენდება ჩვენი თავგადასავლები დაცვასთან.. ასწორებს… მთავარია დაგამახსოვრდეს… ბლიად… ბიძაკაცივით ვფიქრობ.. ნეტა რატომ… ფიჰ…

კონცერტი უეცრად დამთავრდა, შუქი აინთო, მამენტ არ მიკვირს, ყველა კონცერტი ასე მთავრდება ხოლმე, შუქის ანთება და გინებები… და ჩემში განათდა, მე მივხვდი…

ჩვენ ყველანი ერთნაირი ხორცისგან ვართ აწყობილი, ჩვენში დევს ეს გრძნობა, რასაც პროტესტი ქვია, უბრალოდ ამის გამოხატვის ფორმებია ოდნავ განსხვავებული… ასე რომ მოდით, გავიყოთ და ვიზასავოთ…

ბეთანიის ქრონიკები-დაკარგულის დღიურები


ლაშქრობა ბეთანიაში
დაკარგულის დღიურები
10 ივლისი 2005 წელი

07:25, სახლი
–გაიღვიძე!
–…
–გაიღვიძე კაცო, დაგაგვიანდება, რვის ნახევარია…
მე ფეხზე წამოვხტი და უხალისოდ დავფაცურდი, საჩქარო მეთოდით ვჭმე, ცარიელი ჩანთა ზურგზე მოვიგდე და ჰაიდა!

08:07, ვაგზლის მოედანი
მივედი…დამხვდა საეჭვოდ ცოტა ხალხი…მდამ, აშკარად რვა საათი იყო ნათქვამი… მე ეგრევე ესკაესას პივას დავეწაფე და როცა დავრწმუნდი რომ არ მოდიოდა მაინც არავინ ერთიც ჩემი მივაყოლე.

08:25, იქვე
თითქოს შევიკრიბეთსავით…13 თუ 15 ვართ…კარგია, შევკრიბეთ ფული და მცოდნე ხალხი გავუშვით “ზა ბაეპრიპასამი” ჩვენ კი, როგორც დაგვაბარეს, მარშუტკის რიგში ჩავდექით. ასე 5 თუ 6 მარშუტკის და ამდენივე პივის შემდეგ ჩვენებიც გამოჩნდნენ, იმდენი პროდუქტებით, რამდენის ყიდვაც ამის მეხუთედ დროშიც კი შეიძლებოდა… მოკლედ, ბატონ ინტელიგენტს რათქმაუნდა არ გავაგებინეთ რომ სანამ ის საყიდლებზე იყო წასული, ჩემს ჩანთაში სამმა საეჭვო ბოთლმა ამოყო თავი და მარშუტკაში ჩავსხედით, სადაც ვიღაც გოგოები მიდიოდნენ ასევე ექსკურსიაზე დაახლოებით იქვე, ასე რომ მთელი გზა ერთმანეთის ყურების გარდა სხვა საქმეც გვქონდა. გზაში ესკაესამ იპოვა ლარიანი, რომელსაც ერთბაშად სამიოდე პატრონი გამოუჩნდა, მაგრამ ყველაზე დამაჯერებლად ინტელიგენტმა დაასაბუთა თავისი საკუთრების უფლება ამ ლარიანზე–”მე რომ დამივარდა მოწმეებიც მყავსო”, ჩვენც პრაპუსწიწე ინვალიდაო და მარშუტკა დავცალეთ.

09:57, მგონი წყნეთი
გადმოვედით მარშუტკიდან და სამიოდე კაცი ეგრევე გავექანეთ ადგილობრივი ბუჩქების გამოსაკვლევად პივისადმი მდგრადობაზე, უკან დაბრუნებულებს კი კაციშვილი აღარ დაგვხვდა ადგილზე… ჰმმ… ჩვენ ეს მართალი რომ ვთქვა დიდად არც გვიდარდია Continue reading “ბეთანიის ქრონიკები-დაკარგულის დღიურები”

ექსკურსია არმაზში


26 ივნისი 2005

ქრონიკა 1. “თბილისი”

…დამაგვიანდა…
დილით უნდა შევკრებილიყავით 8 საათზე. მე როგორც ყოველთვის, ის ღამეც ვერ დავიძინე და სადღაც დილის 6–ისთვის ჩაძინებული 7–ზე დაპანიკებული წამოვხტი ლოგინიდან და დიდუბისკენ გავექანე…მაინც დამაგვიანდა… მე და თეკლა ერთად მივედით და იქ უკვე კააააი ბლომად ხალხი დაგვხვდა…მისალმებები, მპაჩები, მპუჩები და ა.შ. მოკლედ როგორც იქნა მოვიფიქრეთ და ავტობუსში ჩავეყარეთ, ვინც ვერ მოიფიქრა და ის ბაზარში წავიდა. მსმელმე სასტავმა ეგრევე ვიზრუნეთ (რა თქმა უნდა) სასმელზე, მე, ლუქსა, მირაბელა და არაფორუმელი, ორშაფათიდან რომ დავრეგისტრირდებიო რომ თქვა . კონტრაბანდული ტვირთი შევიტანეთ ავტობუსში და მის გასვლამდე ხმა არ ამოგვიღია…

ქრონიკა 2. “გზაში–ავტობუსი”

დავაბინავეთ რა ეს ტვირთი (და სხვაც, ანუ ზაკუსკა) აფტობუსში და დავიძარით, ანუ დავიგულეთ რომ არავინ მას აღარ შეეხებოდა, გახარებულები შევუდექით ნასკებში დამალული პივის მოხმარებას, რომელსაც იქვე მივახმარეთ მისტერ ლავერმანის ლიტრანახევრიანი პივა და ასე თქვათ პად გრადუსომ და შესაბამისად კაააი ხასითზე მივენდეთ შაფიორს…

ქრონიკა 3. “გზაში–ფეხით”

აჰაა! როგორც იქნა ჩავაღწიეთ მცხეთის გადასახვევამდე და გადმოვბარგრით ავტობუსიდან, რომელშიც, მამენტ, მარტო ჩვენ ვისხედით… გადმოვბარგდით და ახლა გამოჩნდა ჩვენი ავლა–დიდება, რომელშიც შედიოდა კონტრაბანდა (მაგას აღარ ჩავთვლი), საჭმელი–გაურკვეველი შემადგენლობის და რაოდენობის, ბურთი და ბამბიგტონი– არ ვიცი საიდან და რატომ, იქვე ნაყიდი პური, რეჯინა (მინი ვლადი) და…ნუ მგონი ეს იყო სულ…რავი, ეგაა რა… Continue reading “ექსკურსია არმაზში”

ლექსი სიყვარულზე


ეს არის მგონი ერთადერთი ლექსი, რაც მე დამიწერია, ასე რომ დამიფასეთ ხალხო, დამიფასეთ:

-= ლექსი სიყვარულზე =-

მე ვხედავ ფანჯრის გადაღმა
შენს თავს, ხელსა და ფეხს
მაგრამ ეს ტანი სადღაა
ეს გული სადღა ფეთქს?

და ვამჩნევ მე ჩემ ხელებში
სისხლისგან დასვრილ ნაჯახს
ეს მე დაგჭერი წვრილ-წვრილად
ეხლავე მოვიკლავ თავს.

აბა, რავარია, ხოა მაგარი? ბალროგა