ბლოგების მიმოხილვა?


ანონსი დიადი მოვლენისა, რომელიც არაფხიზელმა ჩავწერე და შესაბამისად დიდი შანსია, რომ მომავალში დამეზაროს. თუ რამეს გაიგებთ ვიდეოდან, ეგეც მეეჭვება. ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ვაპირებ გავაკეთო ბლოგების ყოველკვირეული (ან ყოველწლიური) ვიდეომიმოხილვა.

მართალი რომ გითხრათ, ახლა ვერ ვხვდები საიდან მომივიდა თავში ასეთი სულელური იდეა, მაგრამ რადგან მომივიდა – ერთს მაინც გავაკეთებ. გაგრძელება დამოკიდებული იქნება რესპონზებზე… ან არ ვიცი რაზე.

რაღაც მსგავსს კი ვაკეთებდით მე და პიკოლინა, გემახსოვრებათ ალბათ. ჰოდა ეს ახალი და სენსაციური ყლეობაც შეემატება მსოფლიოს ახალ და სენსაციურ ყლეობათა რიცხვს.

და საერთოდ – დაიკიდეთ რა.

Видео в студию!

პ.ს. ჰო, კიდევ ერთი გამახსენდა. სახლში არაფერი მქონდა ვიდეოს ჩამწერი და ამიტომ ეს ვიდეო ტაფით გადავიღე.

Advertisements

მმკ და უგულავა – ვიდეო პოსტი ფეისბუქზე შექმნილი ჯგუფის შესახებ


მაშ ასე, ვეხმიანები საბას პოსტს, რომელიც ეხმიანება ლიშტოტას პოსტს, რომელიც ეხმიანება ფეისბუკზე შექმნილ ჯგუფს მე ხმას არ მივცემ გიგი უგულავას, თუ მმკ-ს წევრებს გამოუშვებენ. ჩემი გამოხმაურებაც, ცხადია, ვიდეო პოსტის სახითაა. გენადი, ჩართე ფირი:

ემზარიადა


არის ასეთი საიტი – Explosm.net, სადაც შავ-თეთრი იუმორის შედევრები იდება, დაბალი გრაფიკული პრეტენზიების მქონე კომიქსების სახით. ჰოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, თავში მომივიდა ასეთი აზრი – რატომაც არა? ჩვენ ვიზე ნაკლები შავი თუ თეთრი იუმორი გვაქვს? თუნდაც მხოლოდ ფორუმის სისულელეები რომ აიღო, ერთ ტომეულს ეყოფა. ჰოდა მივყავი მეც ხელი მსგავსი რაღაცეების ჯღაბნას. სათაური – ემზარიადა, ზუსტად შეეფერება ჯერჯერობით იმ სისულელეს, რაზეც ეს ყველაფერია. ასე რომ დატკბით. More coming soon…

პირველი:

ვაჟას უდგება...

და მეორე:

ქთხოვ