Feeds:
ჩანაწერები

Posts Tagged ‘ავოიე’


082/365 hellooooo… nurse!, originally uploaded by Joits.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მისია, გვეპოვა ყველაზე სექსუალური ექთანი მსოფლიოში. მართალია არავის მოუცია მსგავსი მისია, მე თავად დავუსვი ჩემ თავს მსგავსი მიზანი, მაგრამ ასე თუ ისე, მე ის ვიპოვე.

”დეიდა, ავად ვარ, მიმკურნალებ?” – ეს არის ამ ყველაფრის სათაური. არადა ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მე და ოზიკა ვცდილოდით გვეპოვა რაც შეიძლება სექსუალური ექიმი ან ექთანი, რათა მისი საშუალებით მოგვეწვია ხალხი Ace Online-ში. ექთანიც არის და ექთანიც… ესეც ვიპოვე და კიდევ ერთი ისეთი Full Party გავაძრე ექთნების, თავისით შემომეყენა დესკტოპზე და ახლა ნებისმიერი პროგრამის ნებისმიერ ჩაკეცვაზე გული მაქვს ცუდად…

მორალი: არ აყვეთ ქალებს, ეგ სოროსის მოგონილია. აბა სად იყო ქალები ჩვენ დროს…

და მამენტ, რომ დავაკვირდი ახლა, ჩემი ნაცნობი გოგოების უმეტესობას აქვს ამაზე უკეთესი ფორმები, მაგრამ არ აქვთ მსგავსი ფორმა. აქედან მორალი – მთავარია არა ფორმა და ზომა, არამედ ის გარეკანი, რაშიც მას შეფუთავ. ასე რომ ქალებო, შეიფუთეთ ყველაზე სექსუალურ ფორმაში და იქნებით ყველასთვის ყველაზე სასურველი.

Advertisements

Read Full Post »


ამ რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, რომ ანიმირებას (მენტალური ანანიზმის ერთ-ერთი სახეობა -ავტ.შენ.) მივყო ხელი. ამ სურვილს თან დაერთო კაქტუსას მიერ დაყენებული სოფტი ”ანიმე სტუდიო” და ზედ მოყოლილი ტუტორიალები. ვოოდა მინდა წარმოგიდგინოთ სულ-სულ პირველი ვიდეო, რომელიც დავარენდერე. გავა დრო და ეს ვიდეო რარიტეტი გახდება და თქვენ სიამაყით იტყვით – მე ნანახი მაქვს ყვავ დისნეის პირველი საცდელი ანიმაცია, ტუტორიალის მიხედვით 5 წუთში გაკეთებული და სიამაყით შეავლებთ თვალს ჩემი ანიმაციური ფილმების სოლიდურ კოლექციას, კედლის თაროზე.

ვბოდავ მგონი :) არმენ, ფონოგრამა:

link: http://vimeo.com/5239050 [ლინკი ნახეთ, თუ გინდათ იხილოთ ამ ბოდვის ინგლისური ვერსია]

Read Full Post »


საკმაოდ პაპსა პოსტია, მაგრამ მაინც მინდა შევაჯამო 2008 წელი, ბოლო-ბოლო ბოლო დღეა ამ წლის. საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა და მოვლენებიანი. ამ წელს დავკარგე 3 თუ ოთხი სამსახური, ამდენივე ახალი ვიშოვე, მქონდა უმუშევრობის მომენტიც და სამ საქმეს შორის გახლეჩილობაც. ამ წელს ვიყავი მეორედ რეზერვში და ომის ნახვაც მომიწია, ამ წელსვე გავიცანი ახალი ხალხი, ახალი გოგო, ჯგუფი აგონია (ჯერჯერობით წარმატებული იდეაა), მე თვითონაც გავიჩითე ახალ ჯგუფში, პირველი ტატუ გავიკეთე, მერე მეორეც მივაყოლე და საერთოდ, აპარატი ვიშოვე, ჩემი ნაწერები ჟურნალში დაიბეჭდა და ჩემს ღვიძლს კიდევ მეტი ზარალი მივაყენე. კიდევ ბევრი წვრილი თუ მსხვილი მოვლენა მოხდა, მაგრამ ეტყობა არც ისე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არ მახსოვს.

აქვე პატარა სტატისტიკა:

stats2008

Read Full Post »


როგორც იქნა მოვწყდი მიწას და ვლივლივებ ჰაერში, მივაღწიე ატმოსფეროს ზედა საზღვარს, მაგრამ აქ ჰაერი ცოტაა ვიგუდები… ვიფუშები, ვებრძვი უჰაერობას, ვხროტინებ და თან მსიამოვნებს, რომ მე ამსიმაღლეზე ვარ და ადამიანები ჭიანჭველებივით მოჩანან ქვემოთ, პატარა სათამაშოები…

სულისხუთვა მავიწყდება და ბავშვივით მიხარია, რომ ქვემოთ მყოფებს შემიძლია თავზე დავაფურთხო ზემოდან. მე ვიფურთხები, ვიგინები, ტანსაცმელს ვიფხრეწ და თავზე ვაყრი, როდესაც ტანსაცმელი მითავდება ტანს ვიფხაჭნი და რაც მძვრება, სისხლიანი ხორცის ნაჭრები, იმასაც ქვემოთ ვუშვებ. მე ის აღარ მჭირდება, რაც უფრო მსუბუქი ვიქნები, მით უფრო ადვილად ავფრინდები ზემოთ. არ მჭირდება მე ძუძუ, არ მჭირდება მე გულმკერდი, არც თიკმელი არ მჭირდება, არც ხორცი არ მჭირდება ფეხებზე… წაიღეთ, წაიღეთ…

ცივი და უცხო ჰაერი სჭვალავს ჩემს ნახევრადდაფლეთილ ფილტვებს, რომლებიც ყოველ შესუნთქვაზე სასაცილოდ იბერებიან და იფუშებიან, იბერებიან და იფუშებიან… არც ფილტვები არ მინდა, არაფრად არ მჭირდება ფილტვები მე აქ. მე ვხვდები, რომ ღმერთთან ძალიან ახლოს ვარ და ცოტაღა მაკლია მის მისაღწევად, ამიტომ ფილტვებსაც ქვემოთ მოძრავ ჭიანჭველებს ვაყრი თავზე და… ვჩერდები… აღარ მივფრინავ არც ზემოთ და არც ქვემოთ, უბრალოდ ვლივლივებ, ჩონჩხად და ზედ ხორცის სისხლიანი ნაფლეთები მკიდია. რა კარგია აქ, ნეტავი სულ აქ ვიყო, ვერ ვგრძნობდე ვერც მიწას, ვერც ცას, ვერც ხელს, ვერც ფეხს, არ მქონდეს არაფერი რაც შემაწუხებდა… უტკივილოდ კარგია… და მე უცებ დავინახე… ღმერთი დავინახე… ის ზუსტად ჩემნაირად იყო, სასაცილოდ შემოფლეთილი და სახეზე ღვთიური ნეტარება ეწერა. ეს ხომ მე ვარ? მე ღმერთი ვყოფილვარ! მე ვარ ღმერთი! ღმერთი ვარ მე!!!

მიწა საოცარი სისწრაფით მიხლოვდება… ვგრძნობ როგორ ცდილობს რომ რაც შეიძლება მალე ჩამიხუტოს, ადამიანები აღარ არიან ჭიანჭველების ხელები, სწრაფად იზრდებიან და თავები ზემოთ აქვთ მოქცეული, ჩემს ვარდნას უყურებენ, ჩემსავე ნაწილებს ჯიჯგნიან და წაშლილ თვალებში პირუტყვული ინტერესი უკრთით. მიწა კი… მას არანაირი ინტერესი არ უკრთის თვალებში, ის უბრალოდ მელის, ხელებგაშლილი მელის, რომ ჩავეხუტო. ბოლო წამს გავიგე მსუბუქი წამოკივლება და ირგვლივ დაბნელდა.

მე კიდევ ერთხელ მოვკვდი.

Read Full Post »

%d bloggers like this: