რა ”არა”?


ამ ორიოდე დღის წინ ქუჩაში მივდიოდი, საოცარია არა? მეც ძალიან მიკვირდა ეს. გაოცებაში ისე გავერთე, რომ აღარც მეგონა, რამე თუ უფრო მეტად გამიკვირდებოდა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი – დამაბნევდა. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, მივდივარ ქუჩაში, მიკვირს ეს და უცებ ვაწყდები ბოძს, რომელსაც ერთადერთი წარწერა ამშვენებს. წარწერა ბოძზე, როგორც ასეთი, არც სიახლეა და მითუმეტეს არც გასაოცარი, მაგრამ ეს ისეთი წარწერა იყო, რომელმაც ყველა ჩემს კითხვაზე ერთი და იგივე, ყველა ინიციატივის ჩამკვლელი პასუხი გასცა – ”არა”.

თუმცა ჩნდება კითხვა – რა ”არა”? რას ნიშნავს ეს წარწერა, რომელიც განსაკუთრებული ორიგინალობის საჩვენებლად თავდაყირა სამკუთხდშია ჩასმული და გარშემო ტრაქტორის მუხლუხები აქვს შემოხვეული. რისი თქმა უნდათ ამის ზეორიგინალურ ავტორებს? ნუთუ მზიურის გამოტირების კიდევ ერთი უნიჭო მცდელობაა? თუ?..

არა

Advertisements

წინ, გამარჯვებისკენ!


მოგესალმები სამყაროს მოცუცქნული ნაწილის კიდევ უფრო მოცუცქნული ქვეყნის მოსახლეობავ, ეროვნების, აღმსარებლობის და სხვა სისულელეებისგან დამოუკიდებლად. მინდა სიამაყით გამცნოთ, რომ აგერ უკვე ექვსი დღეა, რაც ჩემი პირიდან ბოლი არ გამოსულა და შესაბამისად არც ჩასულა.

სამაგიეროდ ოფლი კი საკმაოდ გამდის ეს დღეებია, ვინაიდან და რადგან გემახსოვრებათ, ალბათ, რომ რაგბიზე შევედი ამ კვირის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშები ერთი შეხედვით არაა რთული და დამღლელი, ჩემი ფიზიკურ აქტივობას გადაჩვეული ორგანიზმისთვის ეს საკმაოდ შოკისმომგვრელი რამაა. თუმცა მე არ მეცოდება ჩემი თავი,  პირიქით, მეტის ღირსიცაა, უნდა დაყაროს მთელი ბიჩოკები და ღიპის მსგავსი ელემენტები, რითაც გამეტენა მთელი ორგანიზმი. არამგონია, რომ ამ სურათზე გამოსახული რაგბისტების დონეზე მივიდე, მაგრამ მე ხომ მიხარია, რაც მთავარია :)

ახლა გამოვზუმოთ ერთი პუნქტით და მთლიანად გადავხედოთ ამ კვირას. თვალში მაშინვე სამი ისეთი მოვლენა გვეცემა, რომელთა თანხვედრაც აუცილებლად თუ არა 90%-ით მაინც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების სტილი რადიკალურად იცვლება. ამ სამიდან ორი თქვენ უკვე იცით – სიგარეტს თავი დავანებე და რაგბიზე შევედი, მესამე კი იმდენად ტრაკიგულია ჩემთვის, რომ ამ მომენტამდე ვერ ვუმხელდი ჩემს თავსაც კიდე – უმუშევარი დავრჩი. აი ასე, მარტივად და ხელის ერთი მოსმით.

ანუ ჩემი სამომავლო გეგმები ასეთი უნდა იყოს:

  • ახალი და უკეთესი სამუშაოს ძებნა
  • უსიგარეტოდ ცხოვრების გაგრძელება
  • კუნთების დაყენება და ზოგადად ვარჯიში
  • იმ ფაქტთან შეგუება, რომ იმ ინტენსივობით ვეღარც დავლევ

ეს პუნქტები, ვფიქრობ საკმარისია იმისთვის, რომ ”ახალი ცხოვრება”დაერქვას ამ ყველაფერს. ასე რომ Fully refreshed და წინ, გამარჯვებისკენ!

No Smoking area




სიგარეტს თავი დავანებე და მეტი ეფექტისთვის ვარჯიშს ვიწყებ, ”დევებში”. რამდენად გამოვა ჩემგან რაგბისტი არ ვიცი, მაგრამ მაინც კარგია. ეს ერჭოს ზემოთ, ხშირად რომ შემახსენოს ხოლმე თავი.

”იცით თუ არა რომ” – კონგოსთან ერთად


“იცით თუ არა რომ, კონგოსთან ერთად” არის შოუ, კომედი შოუ… არა, კომედი შოუ იმდენად არ არის, რამდენადაც ეს არის Thrash შოუ! სრული ქაოსი, ანარქია და არაფრისმომცემი ნიუსები.. მაგრამ ამ ნიუსებს მიღმა რაღაც არის, კარგად დააკვირდით მას და იქნებ თქვენც ეზიაროთ ჭეშმარიტებას.

ეს არის ამ შოუს რიგით მე-6 ეპიზოდი, სახელად ”კონგო ჩამოვიდა გერმანიიდან”. დანარჩენი ეპიზოდები ნელ-ნელა, პუბლიკის მოთხოვნის მიხედვით დაემატება. დაემატება რა, თავისით კი არ დაემატება, დავამატებ :D

მონაწილეები – გეგა, ანტონა პაპა, ლავმენა, მე, ირინა და კონგო. მონტაჟი ჩემი, მუსიკა მოცარტის.

Crow Pictures © 2007
ყველა საავტორო უფლება დაცულია

არა !!!


booo“არა” თქვა მან და პირი იბრუნა.
არადა რას მერჩოდა, რა უნდოდა, ძნელი იყო კის თქმა? მაგრამ ის ხომ წყეული მოდგმის შვილია, მის ძარღვებში ქალის სისხლი ჩქეფს, არავინ უწყის რა იგულისხმებოდა მისი უარის უკან, შეიძლება ძალიანაც კი, მაგრამ სისხლმა არ მისცა საშუალება, ჩათლახურმა სისხლმა, რომელმაც აიძულა ევა რომ ადამისთვის მიერთმია, სისხლმა, რომლის გულისთვისას ამდენი წმინდასისხლიანი დაღუპულა და იღუპება ჯერაც, ამ სისხლმა აამოძრავა მისი ნარნარი თითები კლავიატურაზე და ააკრეფინა სამი ასო, ა რ ა და ბოლოში პატარა სიცილაკი, დამცინავი, ცინიკურად მომღიმარი, რაღაც ასეთი: Nope!!! .

არადა მისი უარი როგორ ჩამერჭო გულში, დამიტრიალდა, როგორც ბოთლის გასახსნელი ტრიალებს ხოლმე პრობკაში, ოღონდ პრობკისთვის სულერთია, მე კი გული გამეწურა. ეჰჰ, ამ ქალებს არაფერი ეშველებათ. წამოდით დავლიოთ ბიჭებო…