მეცხრე ტალღა – ეპიზოდი პირველი


პირველად დაპოსტილია არტ-იდეას საიტზე, 2009 წლის 12 ივნისს.

Soundtrack: Aes dana – Onset Data [Youtube]

უდაბნოს ქარმა ახალი ძალით წამოუბერა და ცხელი ქვიშა სახეში მოგვაყარა. ადგილი, სადაც ჩვენი დანაყოფი იყო განლაგებული, ისეთივე მოხრიოკებული და უდაბური იყო, როგორც მთელი პლანეტა. თუმცა ეს მოხრიოკებული მთავრდებოდა ზუსტად იქ, სადაც მე ახლა ვიდექი, მაღალ, ქვებისგან აშენებულ ბასტიონზე და თერმოლაზერის მძიმე კორპუსს შეფარებული თავბედს ვიწყევლიდი იმის გამო, რომ კაჩინსკის არ დავუჯერე და მაგნიტური დამატენიანებელი დილითვე არ ჩავრთე. ახლა ისღა დამრჩენოდა, რომ უდაბნოსავით ამომშრალი რეზერვუარისთვის მემზირა და იმედი მქონოდა, რომ ლეიტენანტი ჩემს შემცვლელს ვადაზე ადრე გამოაგზავნიდა, სხვა თუ არაფერი დღისით მიწევდა მორიგეობა, ეს კი ორმაგად რთული იყო.

ადგილი, სადაც ჩვენი თავდაცვითი ბასტიონი იყო აშენებული დიდი და უხეში ლოდებისგან, წარმოადგენდა იმ რამდენიმე გადარჩენილი ოაზისიდან ერთ-ერთს, რომელიც ტოტალურ გაუწყლოვნებას გადაურჩა გასული საუკუნის ორმოცდაათიანებში. დაცვა კი მართლაც საჭირო იყო, დღე არ გავიდოდა, რომ ვინმე ახალი ბედის მაძიებელი არ შეგვებრაწა თერმოლაზერზე. ხალხი მოდიოდა და მოდიოდა იმის იმედად, რომ აქ იპოვიდნენ თავშესაფარს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სამარეს პოულობდნენ, უძრავ და გავარვარებულ ქვებს შორის. და ასე გრძელდებოდა უკვე დიდი ხანია. ხალხი მოდიოდა, ხალხი რჩებოდა. ოაზისის რესურსები არ იყო იმდენი, რომ ყველა მსურველისთვის გაეძღო მუცელი.

…ობიექტივში მყოფი ერთადერთი ცოცხალი არსება – პატარა ყვითელი ხვლიკი უეცრად გაქრა კადრიდან და მტვრის პატარა ღრუბელი დატოვა. ოკულარს მოვცილდი და იქეთ გავიხედე, საითაც ხვლიკი მეგულებოდა, თუმცა კი იქამდე ერთ კილომეტრამდე მაინც იქნებოდა, ასე რომ მოთახთახე ჰაერის სიღრმეებში ვერაფერი გავარჩიე. ისევ ოკულარს მივაკვდი და ნელ-ნელა მოვაშორე კადრი.

-ტომენ, ხედავ იქეთ, მესამე სექტორში? – ჩამესმა ყურში კაჩინსკის მოგუდული ხმა – რამდენიმეა მგონი.
-ვხედავ, ისეთი არაფერია, მოლაყლაყებს თავისთვის, ნელა და ძლივს, ეტყობა რომ უჭირს სიარული – გაოფლილი ხელები ბარძაყებზე შევიწმინდე და ისევ გავიხედე ოკულარში – არაფერი განსაკუთრებული, კაჩინსკი, პანიკას მოეშვი და ცოტა წყალი მიისხი სახეზე, ხომ ხედავ მზე ცუდად მოქმედებს შენზე – გავეღრიჭე კაჩინსკის და სიგარეტის ნამწვი ამოვჩიჩქნე გულის ჯიბიდან.

სანამ მე და სიგარეტის საცოდავი ნამწვი ერთმანეთს ვატყუებდით, კაჩინსკი დაძაბული იყურებოდა ოკულარში, მერე უცებ ამომხედა და თითქმის ამომყვირა:
-ტომენ! სასწრაფოდ ქვემოთ და უფროსობას დაუძახე! სირბილით და შეკითხვების გარეშე!
ცოტა ხანში ლაზერის კოშკურაში ტევა აღარ იყო, ყველა ცდილობდა გაეხედა საჭვრეტის ოკულარში და გაეგო – მართლაც რაშია საქმე. იქვე კაჩინსკის გაფითრებულ სახეს მოვკარი თვალი და მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო…

[ გაგრძელება იქნება ]

Advertisements

რეინკარნაცია – Art იდეასთვის


მე ვიყავი წერტილი, ყოველგვარი ზომის გარეშე, ჩემში იყო კონცენტრირებული მთელი სამყარო, ამიტომ მე ძალიან ამაყი წერტილი ვიყავი. ჩემი სიამაყის საფუძველი ისიც იყო, რომ მთელს ჩემს გარემომცველ სამყაროში ერთადერთი წერტილი ვიყავი და შესაბამისად-ყველაზე კარგიც. არ არსებობდა ჩემს გარშემო არც დრო და არც მანძილი, ამიტომ არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში, დაახლოებით ნახევარი უსასრულობა. შემდეგ კი რაღაც შეიცვალა, თანდათან ვიგრძენი, რომ ჩემში რაღაც ძალა იღვიძებდა და ფართხალებდა, თანდათან უფრო და უფრო ძლიერად ისე, რომ ბოლოს უკვე ძლიერი რყევა დავიწყე, თუმცა ჯერჯერობით არ ვნებდებოდი ამ ძალას და წერტილად ვრჩებოდი. მალე ვიგრძენი, რომ რაღაც ნაკადები გაჩნდა ჩემს გარშემო სამყაროში, რომელიც წესით ცარიელი უნდა ყოფილიყო. კარგად დავაკვირდი – ეს ნაკადები ჩემგან გადიოდა, ოღონდ ვერ მივხვდი რა იყო, სითხე თუ სინათლე. ამაზე ვეღარ ვფიქრობდი, ის ძალა უფრო და უფრო ძლიერად მაწვებოდა შიგნიდან და მხეთქავდა, მე ვუძალიანდებოდი, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო სუსტად, ჩემში რაღაც უცნაური და ახალი გრძნობები ათამაშდა, თითქოსდა მინდოდა კიდეც, რომ ამ ძალას გავეხეთქე, აღარ ვყოფილიყავი წერტილი, შექმნილიყო ჩემს გარშემო დრო, სივრცე და საერთოდ, სამყარო.

და მეც გავსკდი…

bigcrow-010-reinc

… ყველაფერი წყლების დაღვრით დაიწყო, შემდეგ კი მოვლენები ისე მიეწყო ერთმანეთს, როგორც მძივის თვლები, ჯერ დრო შეიქმნა, მერე სივრცე შეივსო ჩემს გარშემო და ბოლოს ამ სივრცეში მეც გამოვყავი თავი, ფრთხილად ჩავისუნთქე აქაური ჰაერი – არ მომეწონა და ავტირდი. დიდხანს ვტიროდი თუ არა არ ვიცი, ალბათ ცოტა ხანს, რადგან ჯერ კიდევ დაბინდული თვალებიდან პირველი რაც დავინახე, ჯერ კიდევ ახლახანს მიტოვებული ადგილი იყო. და ჯერ კიდევ პატარა ყურებში ჩამესმა გარშემომყოფების გამოცემული ხმები, რომლებიც მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ ახლა კი ვიცი რაც არის:

-…მასში ვარსკვლავი ჩასახლდა, ახდა წინასწარმეტყველება… ღმერთის შვილი დაიბადა…

Link: http://artidea.wordpress.com/2009/06/08/reincarnation-by-bigcrow/

მეორე სიცოცხლე – არტიდეასთვის


[ ორიგინალი პოსტი არტ-იდეაზე ]

თვალი რომ გავახილე, აგურისფერ ბალახზე ვიყავი წამოწოლილი. ჩემს ზემოთ უცნაურად ლურჯი ფერის ცა იყო, ასევე უცნაურად თეთრი ღრუბლებით. თითქოს არაფერია ლურჯ ცასა და თეთრ ღრუბლებში უცნაური, მაგრამ ასეთი იდეალური არ უნდა იყოს… თითქოს. სრული სიმშვიდის და კმაყოფილების გრძნობა დადიოდა ჩემს ასევე იდეალურ ვენებში და ალბათ ასე ვიწვებოდი უსასრულოდ დიდხანს, ერთ მოვლენას რომ არ მიექცია ჩემი ყურადღება – ღრუბლები მოძრაობდა და ფორმას იცვლიდა. აი ერთ-ერღზე ნელ-ნელა გამოისახა ციფრები, მერე მეორეზე, მესამეზე… გაოცებული წამოვდექი და მიმოვიხედე.

გარშემო, სადამდეც თვალი მიმიწვდებოდა, გადაშლილი იყო ერთფეროვანი, აგურისფერი ბალახით დაფარული მინდორი, მხოლოდ ჩემს ზურგს უკან მოჩანდა შორს, ჰორიზონტის ხაზთან, ასევე აგურისფერი კლდე, რომელიც ამ ერთფეროვნებას გუმბათივით ადგა ზემოდან. მოულოდნელობისგან რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან. ბალახმა აგურების ერთმანეთზე ხახუნის ხმა გამოსცა და გაჩუმდა. შიშმა შემოპყრო, სივრცე იმხელა იყო გარშემო, რომ თითქოს მიწოვდა და მეც გავიქეცი, იმ ერთადერთი ხილული ნიშნისკენ, რომელშიც შემეძლო ჩავკეტილიყავი და არ გამოვსულიყვი არასოდეს.

რაც ძალა და ღონე მქონდა გავრბოდი, მაგრამ კლდე არ ახლოვდებოდა, ისევ იმხელა იყო, რამხელაც თავიდან. ღრუბლებიც, თითქოს მიხატული ყოფილიყო ცაზე, ისე რჩებოდნენ უკან, იმ ერთის გარდა, რომელიც ჯიუტად აგრძელებდა ჩემს დევნას და თან ფორმასაც იცვლიდა. წამით გავჩერდი და კარგად დავაკვირდი. უცებ მომეჩვენა, თითქოს ცხადად დავინახე რიცხვი “254”, რომელიც მაშინვე გაქრა და ღრუბლის ქულებში დაიკარგა. “რა სისულელეა” – გავიფიქრე დაბნეულმა და ისევ გავიქეცი. Continue reading “მეორე სიცოცხლე – არტიდეასთვის”

ჩემი მეზობლის საყვარელი


მოგეხსენებათ ალბათ არტიდეას არსებობის შესახებ, პროექტი სადაც ჩემი ლიტერატურული მცდელობებიც იდებოდა. ერთ-ერთი მინდა შემოგთავაზოთ ახლა, ”ჩემი მეზობლის საყვარელი”. ძველი დაწერილია, მაგრამ გულით. იქვე შეგიძლიათ ნახოთ ამ თემაზე დაწერილი ყველა ნაწარმოები, ჩემთან კი – ცალკე კატეგორია არტიდეასთვის.

-აჰა მოვიდა, რას დადის ნეტა ყოველ დღე? ერთხელ რომ კარი შეეშალოს და ჩემთან დააზარუნოს რა მოხდება. აუჰ, რას ვუზამდი… – სადარბაზოდან კარის მოჯახუნების ხმა გაისმა და მეც მოვშორდი გლაზოკს.

სამი წელია რაც ირინა ჩემს გვერდით ცხოვრობდა და ეს სამი წელი დაკარგული მქონდა მოსვენება, დილით გლაზოკს ვიყავი აკრული და ღამით ჩვენს საერთო კედელს. შენ უნდა გენახა როგორ მიფანცქალდებოდა გული, თუკი შემთხვევით სადმე შემხვდებოდა ირინა. კარგი გოგო იყო, უფრო სწორად კარგი ქალი იყო ირინა, 30-35 წლის იქნებოდა სავარაუდოდ, ანუ ზუსტად იმ ასაკში, როდესაც ქალი თავის ზენიტს აღწევს და იფურჩქნება, მეც მეტი რა მინდოდა, 17 წლის ღლაპს, ვიჯექი და ვანძრევდი ირინაზე. მარტო ცხოვრობდა ირინა, მაგრამ კაცი არ მინახავს ჯერ მის ბინაში შესული ან გამოსული, დაქალები იცოცხლე, მისვლა-მოსვლა ქონდათ სულ, თან იმდენი იყვნენ, თავგზა აგერეოდა.

მაგრამ მე მაინც მყავდა ერთი გამორჩეული, ყველაზე ხშირად დადიოდა, ლამაზი იყო ეგეც, ირინასავით. ბევრი ჩემი ღამეული ოცნება იყო დაკავშირებული ამ ორ ქალთან, ირინასთან და მის დაქალთან, ბევრჯერ მიოცნებია ათას ბავშვურ სისულელეზე, როგორც მე მეგონა მაგარ სექსუალურ რაღაცეებზე, მაგრამ ჩემს მაქსიმუმად კარების გლაზოკში ყურება და შემდეგ ფანტაზიის მოშველიება რჩებოდა მაინც. ახლაც კარის ჯახუნი გაისმა თუ არა, გლაზოკს მოვცილდი და დივანზე ჩამოვჯექი. თვალები დავხუჭე, ვცდილობდი წარმოდგენაში აღმედგინა სახეები, ფორმები, რაც აკლდა, წარმოსახვითვე ვამატებდი, ვავსებდი. ზარის ხმამ გამომაფხიზლა. მაქსიმალურად მშვიდი და გაწონასწორებული სახე მივიღე, კარების გლაზოკში გავიხედე და გულმა რეჩხი მიყო. კარებთან ირინა იდგა. შუბლზე მომდგარი ცივი ოფლი მოვიწმინდე, ტანში დავლილ ჟრუანტელს ნერწყვი ჩავაყოლე და კარი გავაღე. ირინა მიღიმოდა.

Continue reading “ჩემი მეზობლის საყვარელი”

Dream City – epizode 2


[ პირველი ეპიზოდი ]

-ნეტა ვიცოდე რას მაშტერდება ასე – გავიფიქრე და გვერდზე მჯდომ წითელ-ლურჯ გოგონას ცერად გავხედე. გოგონამ ოდნავ ჩაიღიმა და ეკრანისკენ გაიხედა. ეკრანზე დრიმ რაღაც სამგანზომილებიანი ვიდეო გადიოდა დრიმ სითიზე.

…და მაშინ გადაწყდა დაარსებულიყო აქ ადამიანის გონების საკვლევი ცენტრი, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რასაც დღეს ვხედავთ – მსოფლიოში სიდიდით პირველი, ქვეცნობიერის მატერიალიზაციისა და ანიჰილაციური პროცესების შემსწავლელი ცენტრი, დრიმ სითი. მასში ამჟამად 500 ათასი ადამიანი მუშაობს და მოღვაწეობს, აქედან 30 ათასი მეცნიერ-მუშაკი. თქვენ გაგიმართლათ, რომ აქ მოხვდით, რადგან დრიმ სითიში მხოლოდ განსაკუთრებული გონებრივი და ფსიქიკური შესაძლებლობის ადამიანები ხვდებიან. თქვენ ყველას ჩაგიტარდებათ მრავალმხრივი ტესტები და შემდეგ Continue reading “Dream City – epizode 2”

Dream City – epizode 1


…კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიზმრების ქალაქში – მამცნო ქალის სასიამოვნოდ წვნიანმა ხმამ – ჩვენ ვიმყოფებით მეშვიდე განივი და მეორე გრძივი, ტროპიკული ზონების გადაკვეთაში. შეგახსენებთ, რომ სიზმრების ქალაქი დაარსდა 2147 წელს და გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით. იგი მდებარეობს მესამე მაგნიტური აგრიგლების ეპიცენტრში, რითიც არის განპირობებული მისი განსაკუთრებული თვისებები. Please head to the registration posts – რატომღაც ინგლისურად ჩაახუჭუჭა ხმამ და დადუმდა. სადღაც ქვემოთ, იატაკის ქვეშ რაღაცამ წვრილად დაუსტვინა, ვაგონი ოდნავ შექანდა და გაჩერდა.

ჩემი მცირე ბარგი ჯიბეში ჩავიდე და გარეთ გამოვედი. საოცარი ხედი გადამეშალა თვალწინ, თუმცა ჩვენს საუკუნეში ამაში უცნაური არაფერი იყო, ამიტომაც მშვიდად შევაბიჯე ესკალატორზე და დაბლა დავეშვი. ესკალატორი საჰაერო გზის მთავარი საგურიდან ქვემოთ, მიწასთან ჩადიოდა, სადაც სარეგისტრაციო პუნქტი იყო განლაგებული. მე მივედი ფანჯარასთან, კამერას ინსტიქტურად გავუღიმე და კარტა შევაცურე ჭრილში. ეკრანი მწვანედ აციმციმდა და “Registered” აინთო. მაშ ასე, დღეიდან მე ”დრიმ სითის” მოქალაქე გავხდი.

მართალი რომ ვთქვა, მაინც და მაინც არ მომიწევდა აქეთ გული, მშვენივრად ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ლითიუმის მომპოვებელ პლატფორმაზე ანტარქტიდის აწ უკვე გამლღვალ Continue reading “Dream City – epizode 1”