”ჩხუბი მორევაზეა” – ნინო ბურჯანაძე


ეს არ არის საინფორმაციო სტატია. ინფორმაცია უამისოდაც ბევრია ინტერნეტში.

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ქალბატონი ნინოს ეს ფრაზა ახდა. ”ჩხუბი მორევაზეა” – განაცხადა მან ერთ-ერთი გამოსვლისას და ამაყად გადაავლო თვალი თავის უძლეველ არმიას. რამდენად მორევაზე აღმოჩნდა ჩხუბი, ამას ქვემორე სურათებიდან შეიტყობთ.

მაშ ასე, ნაწილი პირველი – ”მოდით და ვინ ვის მოერევა, ვნახავთ” – ნინო ბურჯანაძე.

Continue reading “”ჩხუბი მორევაზეა” – ნინო ბურჯანაძე”

Advertisements

რა ”არა”?


ამ ორიოდე დღის წინ ქუჩაში მივდიოდი, საოცარია არა? მეც ძალიან მიკვირდა ეს. გაოცებაში ისე გავერთე, რომ აღარც მეგონა, რამე თუ უფრო მეტად გამიკვირდებოდა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი – დამაბნევდა. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, მივდივარ ქუჩაში, მიკვირს ეს და უცებ ვაწყდები ბოძს, რომელსაც ერთადერთი წარწერა ამშვენებს. წარწერა ბოძზე, როგორც ასეთი, არც სიახლეა და მითუმეტეს არც გასაოცარი, მაგრამ ეს ისეთი წარწერა იყო, რომელმაც ყველა ჩემს კითხვაზე ერთი და იგივე, ყველა ინიციატივის ჩამკვლელი პასუხი გასცა – ”არა”.

თუმცა ჩნდება კითხვა – რა ”არა”? რას ნიშნავს ეს წარწერა, რომელიც განსაკუთრებული ორიგინალობის საჩვენებლად თავდაყირა სამკუთხდშია ჩასმული და გარშემო ტრაქტორის მუხლუხები აქვს შემოხვეული. რისი თქმა უნდათ ამის ზეორიგინალურ ავტორებს? ნუთუ მზიურის გამოტირების კიდევ ერთი უნიჭო მცდელობაა? თუ?..

არა

S.o.s. – სამხედრო აჯანყება


ფრიად მოტყნული სიტუაციაა ამ წუთში საქართველოში – 12 საათიან კურიერში აჩვენეს ვიღაცეები, რომლებიც ლაპარაკობდნენ გეგმებზე, როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება ძალით, მოეწყოთ სამხედრო აჯანყება დღეს და რუსების სამხედრო დახმარებით ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება. გადის სამი წუთი და მეორე ნიუსი – მუხროვანის სატანკო ბატალიონი ამ მომენტში აჯანყებულია და მიდის მოლაპარაკებაო. არ ვიცი ამ მოლაპარაკებაში რა შედის, მაგრამ ფაქტია, რომ ესეც კიდევ ერთი პიზდეცია.

იგეგემებოდა სამხედრო ამბოხი, მონაწილეობდნენ ყარყარაშვილი, თევზაძე, კობალაძე და კიდევ ვიღაცეები ყოფილი და მოქმედი სამხედრო ჩინოსნები, იგეგმებოდა რუსული ჯარის შემოსვლა 5000 ჯარისკაცის ნატახტარამდე. (ციტატა ფორუმიდან)

ამას დაამატეთ ოპოლიდერების თავიდან შეფარული, შემდეგ კი აშკარა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება, რომელიც როგორც უკვე ჩანს (თავიდანვე კი ჩანდა, მაგრამ  ასე კარგად არა) ზუსტად იყო გაწერილი დროში და შეადგენდა რუსეთის ერთიანი გეგმის ნაწილს – ჩაეშალა NATO-ს ხვალინდელი წვრთნები და ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში დაემხო ხელისუფლება ძალით.

დედას გვიტყნავს მოკლედ რუსეთი და რაც მთავარია, ქართველების ხელით. ჩემის ღრმა რწმენით ამას მოყვება ადეკვატური რეაქცია ხელისუფლებიდან, ანუ ხალხურად რომ ვთქვათ – დაამტვრევენ დინგებს ყველას, თუ არ მოყვა და მაშინ საერთოდ ხელია ჩასაქნევი. ის ხალხი მეცოდება, ვინც გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ამ აქციებში მონაწილეობით ხელი შეუწყვეს ამ გეგმის განხორციელებას. მორალურად მეცოდებიან, თორემ ისე – არანაირი დანდობა მოღალატეებს!!!

Related: კატეგორია ომი

Update – Video:

Link: http://www.youtube.com/watch?v=_JHmNxxvGdk

RE:აქცია გაეროს წარმომადგენლობის წინ


პარასკევს, 18 ივლისს, 15;00 საათზე ინტერნეტ ჯგუფი RE:აქცია ატარებს
საპროტესტო აქციას, კოდური სახელწოდებით ”მთვრალი დათვი”,  გაეროს წარმომადგენლობის წინ, მრგვალ ბაღთან.

იქნება დებოში და ღრიალი, ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა.

წყარო: რეაქციის მორიგი აქცია…