აბიჟნიკური lookaround-ი [vlog]


ფრიად გაურკვეველი და არეული მოთქმა-გოდება აბიჟნიკებზე და დიდ ბავშვებზე. აქვე რეკლამა – 30 მაისს, ფსაი.ჯი-ს გრანდიოზული ოფენ ფართი, ტრანსი და ძუძუები…

link: http://vimeo.com/4552688

Advertisements

ვივა ლა ლიბერტი


ადამიანი ისეთი ცხოველია, რომელსაც იდეაში აქვს ბევრი თავისუფლება, მაგრამ ვერ იფერებს მას და ცდილობს მაქსიმალურად შეიზღუდოს თავი. და რატომ? ვიდეოში ლაპარაკი მიდის პატარა გოგოებზე და მათ ძუძუებზე, უფრო სწორად კი ხალხის რეაქციაზე ამ ზემოთხსენებულ მოვლენაზე. ანუ ვიდეოზე, რომელშიც რამოდენიმე სასკოლო ასაკის (ან მასთან მიახლოვებული) გოგო, საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში საკუთარი ძუძუების სადღეგრძელოს ამბობს. ნწ ნწ ნწ, ეს რა უქნიათ…

ვიდეო:

ლინკი: http://vimeo.com/3528311

პ.ს. აღწერაში განსაკუთრებით კრეატიული ვიყავი, ვიცი…

დაბადება


გუშინ, დოდკასი არ იყოს, სამშობიაროში ვიყავი. არა, არც ჩემი ბავშვი გაჩენილა და მე, როგორც ნამდვილ ახალბედა მამას შეეფერება გარეთ არ მინერვიულია, არც ძმაკაცის ან დაქალის ბავშვი გაჩენილა და მე როგორც ნამდვილი ახალბედა მამის ნამდვილ ძმაკაცს შეეფერება კაპოტზე სუფრა არ გამიშლია და საერთოდ, ბავშვების სანახავად არ ვყოფილვარ.

საქმე იმაშია, რომ გუშინ მძიმე დღე მქონდა, ძალიან მძიმე დღე. და დღე რომ მძიმე იქნებოდა, ამას გუშინ დილითვე მივხვდი, როდესაც ლუდის ცარიელმა ბოთლებმა საწოლის გვერდზე გამახსენეს, რომ წესით თავი უნდა მქონოდა გახეთქვაზე. ასე იყო თუ ისე, საღამოსკენ შოსთან და კამპანიასთან ერთად შარაგულში მოვხვდი, გაუგებარი მექანიზმებით ფხიზელმა გამოვაღწიე იქედან, თუმცა დიდხანს არ გაგრძელდა ეს მდგომარეობა და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ღამის 12 საათისკენ ჩაჩავას სამშობიაროს ეზოში ვიდექი და ვიღაც სიამაყით აღსავსე ტიპს რაღაცეებს ვულოცავდი. ვინ იყო ის ტიპი, ბუნდოვნად მახსოვს.

სამშობიაროს ეზო გატენილი იყო ხალხით, მანქანების კაპოტებზე შამპანურები ჩამოწურწკულებდა და შოკოლადების ნატეხები ეყარა, ვიღაც ვიღაცას ეხვეოდა, ვიღაცა ფანჯრებს შებღაოდა რაღაც უცნაურ სახელს, მაგრამ ამაზე არ ვწერ ახლა. ამ მთელს აურზაურში ადვილი შესამჩნევი იყო გარკვეული სეპარატისტული დაჯგუფებები, რომლებიც სმაშიც, ღრიანცელშიც და საერთო აურზაურშიც თითქოს იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მაინც იყო მათში რაღაც უცნაური. ეს დაჯგუფებები გარეგნულად წარმოადგენდა ერთად მდგომ ორ-სამ გოგოს, რომლებიც უცნაურად დადუმებული სახეებით წრუპავდნენ შამპანურს და ასევე უცნაური სახეებით ამოიოხრებდნენ ხოლმე. როგორც შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებამ ცხადყო, ეს გოგოები იყვნენ ძირითადად იმ დღის გმირების დაქალები.

საოცარია პირდაპირ, მართლაც რამდენად განსხვავდება ქალის და კაცის აზროვნება, ამ ერთ პატარა მაგალითზე დაფუძნებითაც კი. იქ შეკრებილი საზოგადოების მთელი მამრი ნაწილი გაქაფული დარბოდა იქეთ-აქეთ,  მოარბენინებდა აღნიშვნის საშუალებებს, დაძვრებოდა ექიმებთან და ცდილობდა ვინმე მოექრთამა, რათა მისი ნაყიდი ორცხობილების პაკეტი, ერთადერთი და განუმეორებელი პაკეტი სხვა დანარჩენებს შორის, მოხვედრილიყო იქ, სადაც საჭიროა. მდედრები, უფრო კონკრეტულად კი  სეპარატისტული დაჯგუფებები, ამ დროს თავიანთ წარმოსახვაში უკვე ვინ იცის მერამდენედ მშობიარობდნენ, ბედნიერი სახეებით იყურებოდნენ ფანჯრებიდან, მიირთმევდნენ იმ ერთადერთ და განუმეორებელ ორცხობილის პაკეტს, რომელმაც მათ პალატამდე მისაღწევად გრძელი და რთული გზა გაიარა და ამ დროს თვალებით ამ თავიანთი წარმოსახვის პოტენციურ გმირებს არჩევდნენ ფარულად, ეზოში შეკრებილ ხალხში.

ასეა თუ ისე, ბავშვის დაბადება მართლაც ყველას უხარია, თავად ამ ბავშვის გარდა. რა ეგოიზმია ჩვენი მხრიდან…

მინი ME


საერთოდ ძალიან მიყვარს ძველი სურათების თვალიერება, ჩემების, რაღათქმაუნდა. განსაკუთრებით მათი, რომლების კარგ მომენტებთანაა დაკავშირებული. ჰოდა ამასწინათაც, ვათვალიერებდი რა ზემოთხსენებულ სურათებს ( :D ) , იმდენად მომეწონა ჩემი თავი ბავშვობაში, ერთი კი ვიფიქრე ”რა კარგი ვყოფილვარ და ახლა რა დამემართა”-თქო, მაგრამ მერე უკუვაგდე მსგავსი დესტრუქციული ფიქრები და სურათები უბრალოდ ავაკომპიუტერე.

ჰოდა ერთ-ერთი, სადაც ყველაზე მეტად შემიყვარდა მინი-ME, აქ რომ არ დავდო, როგორ შეიძლება… აგერ ა…

დედას შევეცი


აი ეგრე, უბრალოდ დედას შევეცი…

მინდა განვიმუხტო და ან აქ უნდა ვიგინო და ან უნდა გავიდე და უდანაშაულო კნუტები… რა იყო და ვიღაცეებს სახეები უნდა ავახიო, ან თუ ბევრი ვიღაცა იქნება – ამახიონ… შედეგს დიდი მნიშნველობა არ აქვს, მთავარია მიზეზი… ან მიზანი… ან მიზეზი, რომელმაც ეს მიზანი დამისახა.

მამენტ მიზეზი ადვილი საპოვნია – უბრალოდ დაგროვდა, როგორც ვულკანის ყელში (ყელში) გროვდება ლავა და უცებ ბაც, ამოხეთქა.

ამიტომაც დედას შევეცი, როგორც უკვე ერთხელ ავღნიშნე სათაურში და… მეტი მგონი არც არაფერი…

დიდი მადლობა მოსმენიზა…