აბა ჰე და აბა ჰო


აბა ჩემო ერთგულო, ორგულო და ა.შ. მკითხველებო და ბალერშიკებო, მე მივდივარ. სად მივდივარ და ბარში მივდივარ, იმედია ახალწლამდე იქედან არ გამოვალ. ასე რომ კარგათ იყავით, ბლოგი არ დამიჩაგროთ, მიყურეთ ხოლმე და როცა კაი ხასიათზე იქნებით, მესიჯიც მტყორცნეთ.

ახლა უკვე ბოლო წუთებს ვითვლი სახლში ყოფნის, აბა ჰე და აბა ჰო. ლავიუ ოლ.

BAR 4


 მე და ბარი, ბარი და მე… რას მეტყვის ბარი მე და რას ვეტყვი მე მას…

რა შუაში იყო ახლა ეგ დაწყება? :D

კაროჩე, ბარი 4 იწყება მალე რუსთავი2-ზე და… ბევრი რომ არ გავწელო, მეც მაქვს შეტანილი საბუთები, ორ გასაუბრებაზე გავედი უკვე, ახლა ველოდები. პრინციპში რომც მითხრან მოდიო, აქ მაინც ვერ დავწერ, კონფიდენციალნოსწს დავარღვევ. ასე რომ ამ დღებში მეცოდინება მე, თქვენ კი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ვარ თუ არა ბარში. ჰოდა თუ მოვხვდიი… აი თუ მოვხვდიი… ვუივუი, ფხუი, როგორც დიადი ბონემა იტყოდა ხოლმე :D

ვიშ მი ლაქ და დანარჩენ კონკურენტებს – არალაქ. :P