ფსაიტრანს ფართი ბირთვისში


ამასწინათ, როდესაც უინტერნეტობაზე მოვთქვამდი, იქვე ვახსენე კიდეც ბირთვისი და ტრანს ფართი მის მიდამოებში. იქვე დაგპირდით, რომ თუკი სურათებს ან/და ვიდეოებს ჩავიგდებდი ხელში, აქაც შემოგთავაზებდით. რაღა თქმა უნდა ამის იმედი არც მქონდა, მაგრამ დღეს ინფესტამ გამომიგზავნა თავისი გადაღებული რაღაცეები და მეც დავაგალერეე მაშინვე.

ორიოდე სიტყვით ფართიზე. მისი ორგანიზატორი ჩემთვის უცნობია და ასევე უცნობი დარჩებოდა მისი ჩატარების თარიღიც, ჯასტიკას რომ არ დაერეკა გასვლამდე ერთი საათით ადრე და არ ეთქვა ამის შესახებ. ასე იყო თუ ისე, 3 ოქტომბრის საღამოსთვის ჩვენ ჩემთვის უცნობ ადგილზე ვიყავით, საიდანაც იწყებოდა ფეხით სასიარულო ბირთვისისკენ. ხალხი, ვინც ამ ფართის აკეთებდა, წინა დღით ასულა იქ თურმე და გზაზე მაჩვენებლებიც დაუტოვებია, როგორც ჩვენ ვიცოდით 5 ცალი და როგორც აღმოჩნდა 9, რამაც მეექვსეს გამოჩენისთანავე თავზარი დაგვცა. თუმცა ჩვენ ეს თავზარდაცემა გამოვიყენეთ ჩვენს სასარგებლოთ, იქვე პატარა რიტუალი ჩავატარეთ და გზა განვაგრძეთ. გთავაზობთ ამ რიტუალის ვიდეოს:

Link: http://vimeo.com/7141892

ასე იყო თუ ისე, განვაგრძეთ ამის შემდეგ გზა და დაახლოებით ერთი საათის შეუჩერებელი სიარულის შემდეგ მივედით იქ, სადაც დუმდნენ… არა, არ დუმდნენ, მივადექით ადგილს, საიდანაც ფსაის ჯადოსნური ხმები ისმოდა. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, ტყე (თან იცით ალბათ ბირთვისის ქვაბებში რანაირი ტყეა – გარშემო კედლები და შუაში პატარა ნაპრალში ხართ შენ და ტყე), ოდნავ შებინდებული და ამ დროს ხეობის ძირიდან ამომავალი ჯადო. ცხადია დაღლილობის დონისგან დამოუკიდებლად ყველანი გავიქეცით ხმისკენ და ათიოდე წუთში ფსიქოდელიურად გაწყობილ იმპროვიზირებულ დენსფლორზე აღმოვჩნდით.

[ დააჭირე ლინკს რათა განაგრძო კითხვა, გაიგო რა მოხდა შემდეგ და  იხილო სურათების გალერეა ] Continue reading “ფსაიტრანს ფართი ბირთვისში”

Offline


Watch your line, son! – Benjamin Franklin

ჰო.

თავიდან ვიფიქრე, რომ ამ ერთი სიტყვით დამემთავრებინა ეს პოსტი, მართლაც და მეტი რა არის სათქმელი – ინტერნეტი გამეთიშა აგერ უკვე კვირაზე მეტია. სამაგიეროდ კავკასუსის მესვეურებისგან საჩუქრად მივიღე დიდი ჭური, ჰოდა ვზივარ ახლა ამ ჭურში და არც ჩემი ხმა ესმის ვინმეს, ვერც მე ვიგებ რა ხდება მსოფლიოში (ფორუმზე მაინც) და საეთოდაც – ყლეზე ვარ.

რა ეშველება ამ სიტუაციას არ ვიცი, არც ის ვიცი როდის შემომიყვანენ ჯელინკის ხაზს, რომლის დაყენებაც დიდი ფიქრისა და მსჯელობის მერე გადავწყვიტე მაინც. შესაბამისად შემდეგი ჩემი პოსტიც მომავლის განუჭვრეტელ ნისლშია დაკარგული.

რაც შეეხება ამ პოსტს, საბუნიას აპარტამენტებიდან ვწერ, შესაბამისად მიხვდებოდით ალბათ, რომ საბუნიასთან ვარ და ნი2–ის მომავალზე ვმსჯელობთ მჭმუნვარე სახეებით. სახის საჭმუნვი მიზეზი კი მართლაც გვაქვს – ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს გამოიხატება ასე:  “იმედმა გადაგვაგდო”. უფრო მეტი სიტყვით ამ სიტუაციის აღწერა მეზარება კიდეც და არც იქნება მთლად კორექტული, რადგან ტექსტში მრავლად იქნება ისეთი გამოთქმები და სიტყვები, რომლებიც ეთერში ღამის 12 საათის მერე უნდა გავიდეს ხოლმე.

ესეც ასე, ეს იყო ის ყველაფერი, რაც მე ვიცი და რაც ხდება ჩემს გარშემო, დანარჩენი ალბათ თქვენ უკეთ იცით, ვისაც ინტერნეტი გაქვთ და ჩემსავთ ჭურში არ ზიხართ.. ან სხედხართ, როგორც გენებოთ.

პ.ს. ამ პოსტში არ აღმიწერია არც ორი ე.წ. “პახოდი” კოჯრის მიდამოებში მწვადაობითურთ და არც ტრანს ფართი ბირთვისში, რომელიც ამ შაბათს დამატყდა სრულიად მოულოდნელად, ვინაიდან და რადგან მეზარება და არც არის მგონი აუცილებელი, განსაკუთრებით პირველი ორი. რაც შეეხება ბირთვისის ფართის – სურათები თუ ჩამივარდა ხელში ოდესმე (უახლოეს ოდესმე), მერე აღვწერ კიდეც. ისე კარგი იყო და როგორც ყოველთვის მინდა გითხრათ მათ, ვინც არ იყავით – შეიმ ონ იუ.