Jagdpanzer IV – ფოტოგალერეა


მინდა შემოგთავაზოთ ფოტოგალერეა ჩემი პატარა მოდელის აწყობისა. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ წინა პოსტში.

2011 Fucking year…


NOT inspired by 2008 fucking years…

-რას შვები ახალ წელს?
-ალბათ არაფერს. შენ?
-არც მე.

Random სურათი, თვალს რომ გაეხარდეს :))

ახალი წელი, როგორც ასეთი, ძალიან მწვავე დღესასწაულია. ის ყველაში მწვავე გრძნობას იწვევს – ის ან ძალიან უყვართ, ან ძალიან ეზიზღებათ და ”მკიდია”-ს საფარქვეშ ნიღბავენ. მე მივეკუთვნები მათ რიგებს, ვისაც უყვარს ახალი წელი (ახლა გავაცნობიერე ეს) და მინდა, რომ რაც შეიძლება დასამახსოვრებელი ყლეობა გავაკეთო, ანუ როგორც ეს სახალხოდაა მიღებული – ”კარგად შევხვდე ახალ წელს”.

თუმცა ყოველ წელს ერთი და იმავე პრობლემის წინაშე მიხდება დადგომა – სად და ვისთან ერთად? ინტროში მოყვანილი დიალოგი უკვე შაბლონად იქცა წინასაახალწლო მოლაპარაკებებისა. შედეგად წინასაახალწლო გაურკვევლობაში აღმოვჩნდი და არ ვიცი ხვალ და იმის იქეთ ”დასამახსოვრებელ” დღეებში რა მოხდება.

მანამ კი მოდი გადავხედოთ ამ წელს. რაღა თქმა უნდა ჩემი გადასახედიდან, თქვენ 2010 წლებს თავად გადაავლეთ თვალი, უჩემოდ.

მაშასადამე, იანვარი დადგა და მეც დეკემბერში დაწყებული საქმე გავაგრძელე და ჯერ კიდევ არ ამუშავებულ ჟურნალ ”ტაბულა”-ს მოვერგე. ამავე დროს დავიწყე პარალელურად კაზინო ”აჭარაში” ჩემი საოცნებო სამუშაო – კვირაში ორჯერ მისვლა და ლამაზი ხელფასი. ეს ორმაგი ფინანსური ბედნიერება იანვრიდან მაისამდე გაგრძელდა. მაისში აჭარიდან წამოვედი და ცალკე საცხოვრებლადაც გადავედი. ცალკე ამ სიტყვის სრული და ყველაზე მტკივნეული გაგებით, ანუ no woman, no cry. თუმცა ამასაც ჰქონდა თავისი პლიუსი, მრავალფეროვანი ურთიერთობების და ღრიანცელების გამო.

ნოემბრამდე გასტანა ამ ამბავმა, შუალედში საბაც შემოვიკედლე, დაახლოებით თვენახევრით და ამით გადავჭერი უკვე საკმაოდ მომწიფებული ფინანსური კრიზისი, რაც ცალკე ცხოვრებას უკავშირდებოდა. თუმცა ის მალევე წავიდა და მეც მომიწია დროებით (როგორც თავს ვიმშვიდებ) უარის თქმა ცალკე ცხოვრებაზე. ამ ბოლო ხანებისკენ ნელ-ნელა ისევ მწიფდება თავში აზრი ცალკე ბუდის აშენებაზე, თუმცა მზე არ ყოფნის და ცოტა წაუმჟავებს.

ამ წელში გარდა ამ ბიტავოი საკითხებისა, იყო შემოქმედებითი მხარეც. ჩემი მუსიკალური შემოქმედების ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ საუნდკლაუდზე, ამ ლინკით. ტექსტუალური შემოქმედება ამასთან შედარებით უფრო გაფანტულად მაქვს. ზოგი ამავე ბლოგზეა, ზოგი ნი2-ზე, დანარჩენი კი, რაშიც ფულსაც მიხდიან – ”ტაბულა”-ს ყოველ ორშაბათის ნომერში, საზოგადოების განყოფილებაში. ვიდეოშემოქმედება შეგიძლიათ იხილოთ ქრაუ პიქჩერზის ბლოგზე.

ეს არის 2010 წლის არასრული და უმოკლესი მიმოხილვა, თუმცა აქედანაც ჩანს, რომ ის საშუალოზე ოდნავ უკეთესი წელი გამოდგა. რა მოხდება 2011-ში, არავინ უწყის, მოვა და ვნახავთ. მანამდე მძიმე პერიოდი გველის ყველას, რამდენიმე დღიანი, ახალი წლის შეხვედრა რასაც ქვია.

თქვენ კი მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ 2010 წლის სრულ პოსტოგრაფიას, ქვემოთ მოცემული არქივის დახმარებით:

ომის ორი წლისთავზე და ჩემი ჩანაწერები


ორი წლის წინ ომი იყო. არც პირველი და არც ბოლო საქართველოს ისტორიაში, მაგრამ პირველი და იმედია ბოლო, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა. მას შემდეგ 2 წელი გავიდა, მაგრამ დიდად არაფერი შეცვლილა. თუმცა საინტერესო იქნება ალბათ იმის გახსენება, რაც მაშინ ხდებოდა. გთავაზობთ ჩემს ძველ ჩანაწერებს, რომლებიც ამ ომის დროს ჩავიჯღაბნე და მის შემდეგ დღეებში, სანამ ცხელი იყო, აღვადგინე და დავწერე. მაშ ასე:

და აქვე ამ ყველაფრის ფონზე დაწერილი გაბრაზებული პოსტი:

ასე იყო ეს ამბები. დღეს კიდევ გოშკას დაბადების დღეა, რომელსაც უკვე მეორე წელია მის გარეშე ვხვდებით. ეჰ…

პ.ს. ბონუსად – შარშანდელი 7 აგვისტო.

ვიდეოპოსტი ვიდეოს გარეშე


[ედითედ]

ძილის წამალი დავლიე, რადგან რამდენიმე ღამე არ მძინავს საერთოდ. წამალი რა თქმა უნდა მოქმედებს, და ჩემი წერის სკილები მკვეთრად კლებულობს. მატულობს მხოლოდ აზროვნება და მე ვცდილობ რომ წერით მაქსიმალურად ზუსტად და კარგად გავყვე ამ აზროვნებას. ვიდეო პოსტის ჩაწერა მინდოდა, მაგრამ მერე რომ გადავხედე ერთმანეთში გახლართულ შნურებს და კამერებს, მივხვდი, ამას მე ვერ გავარკვევდი ასე მარტივიად. ასე რომ წერა, წერა და მხოლოდ წერა, ამბობდა ჩინგისხანი.

ვიდეოპოსტების სტილში დავწერ ამას, ანუ დღიური, დიარი, ან თვიარი ან თვიურიანი. მოკლედ დღიურპოსტი.

ვგრძნობ როგორ ჯდება ჩემს ყველა უჯრედში წამალი, მოქმედებს ჩემს ფსიქიკაზე და ნელ-ნელა ახვევს ბურუსში, ისეთ ნისლში, რომლიდანაც თანდათან უფრო და უფრო ბუნდოვნად ჩანს ყველაფერი. თვალები ჩვეულებრივად კითხულობენ , თითები წერენ, თუმცა ხანდახან გაჭედვებიც აქვთ და ბოლოს ეს ყველაფერი ქაოსში გადადის. 20 წუთი მაქვს დარჩენილი, ვიდრე წამლის მოქმედება პიკს მიაღწევდეს. ამ პიკის მერე ან იძინებ, უფრო სწორად ითიშები, ან ზიხარ და დაყლეებული სახით… მაინც ზიხარ. მსგავსი სახე უკვე მივიღე, ფეხზე ადგომისას უჩინარი არამფარველი ხელს მკრავს და ცდილობს კედელს მიმახეთქოს. მი პად ძეისტვიემ ლიკარსტვა.

მუსიკა შეჩერდა, ”აეს დანას”  ონსეტ დატას ვუსმენ და მივყვები. მე მინდოდა დამეწერა ბლოგპოსტი, როგორც დღიური, მაგრამ სტრიქონები და მოვლენები ერთამენთში მერევა. იყო მროვეალ აქ? მგონი იყო, ან არც იყო… ან რა მნიშვნელობა აქვს, დაიკიდე რა. მგონი არც არავინ ყოფილა. მე მარტო ვზივარ, სიბნელეში და მეშინია, რომ ეს წამლის მოქმედება მალე დამთავრდება და მე ვერ მოვასწრებ აზრის ჩამოყალიბებას. ყველა მკვეთრ მოძრაობას თან დასდევს ჩემი რამდენიმე გადღაბნილი გამოსახულება უკან…

Random
რანდომ იმიჯ

მოკლედ, მორჩა ჩემი არაფხიზლობის აღწერა და სანამ ტვინი გამთიშვია დღიურზე გადავალ. დღეს მროველა იყო ჩემთან მგონი, დანარჩენებმა გადამაგდეს. საბამაც ვერ დაადგა საშველი გადმოსვლას. (რატომღაც მეჩვენება, რომ კლავიატურა სხვადასხვა ფერისაა და დაჭერისას ფერს იცვლის).

დღეიური ისევ: ორი დღის წინ ინტერნეტრი დავიდგი და ახლა ვთამაშობ, დილიდან საღამომდე, მთელ ჩემს აგრესიას ვირტუალური ტყვიების სახით ვუშვებ სხვადასსხვა ქვენიდან შეყრილ ჩემნაირ ადამიანებზე და მსიამოვნებს. როცა მკლავენ – შეძრწუნებული ვარ. და საერთოდ შემაშინებელი თამაშია ეს Call of Duty.  ზუსტად უნდა ელოდე იმას, რაც ნამდვილ ომში გელოდება. ყველა მხრიდან მომავალი ზუზუნა ტყვიები, რომლებმად ნებისმიერ დროს შეიძლება შეგიწირონ. გრუხუნი, დაბომბვა, დედის იღლია. მით უმეტეს ახლა დავამთავრე რემარკის ”ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა” და მისი რაღაცეები აქ განვიცადე…

კლავიატურა გამირბის! ამითი ჯობია ვიდეოპოსტი, არაფერი გაგირბის და რაც მთავარია არც შეცდომებს უშვებ წერისას, რომლებსაც არ ასწორებ, იმიტომ რომ რომ ჩაასწორო, მერემ შემდეგი აზრი გაიფანტება. აზრები კი, რამდენი მოდის! ქაოტურად, უაზრო აზრები. ეს რა არის. მუსიკაც ხელს მიწყობს, რომ დავიბნე და დავიკარგო. Aes dana – Onset data. პიზდეცია, მეგობრენო.

ამით ვასრულებ ჩემს ვიდეო პოსტს, უფრო სწორად მის სტენოგრამას. ხვალ გადავუვლი და გადავასწორებ, ან არც გადავუვვლი. მოკლედ ახლა წავედი, ერთ ხელსაც ვითამაშებ და დავიძინებ.

მონათა იმპოტენტი თაობა


დღეს სამსახურში მარშუტკით მოვედი. არაფერი გასაოცარი ამაში არაა, რადგან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ვჯდები ერთსა და იმავე მარშუტკაში და სამსახურისკენ მოვემართები. ის, რაც იქ ხდება, არც ეგაა უჩვეულო. პირველ 10 წუთი მძღოლი ჩამქვრალი ძრავით მოგორავს და ელოდება, როდის აიკრიფება მაქსიმალურად ბევრი ხალხი. როდესაც სალონი სანახევროდ სავსეა, ხოლო ჩემი მოთმინების ფიალა – მთლიანად, მძღოლი ძრავს ქოქავს და სისწრაფეს უმატებს.

აი ახლაც, შეუხვია ნუცუბიძის ქუჩაზე, აკრიფა სისწრაფე და მკვეთრად დაამუხრუჭა. დედა და შვილი ამოვიდა. კარი დახურული არ იყო, რომ პირველი ბრძანებაც გაისმა – ”მანდ არ დაჯდე!”. დედამ ნახევრადცარიელი მარშუტკის წინა სკამზე მოიკალათა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. მანქანა მზის გულზე მისეირნობდა და იმ ერთადერთი ფანჯრიანი ადგილის გარდა, სადაც მე ვიჯექი, სკამებს ბოლი ასდიოდა. ”საწყალი ბავშვი” გავიფიქრე და ძრავის მონოტონური ღუღუნი შეკივლებამ გაფატრა – ”ნუ იდებ პირში თითს!”. მოულოდნელობისგან შევხტი. შეხტა მძღოლიც, მაგრამ საბედნიეროდ ამ დროს გზის მოპირდაპირე მხრიდან არავინ მოდიოდა, ასე რომ გადავრჩით. ბავშვმა პროტესტის გამოხატვა სცადა, მცხელაო, მაგრამ მისი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა… მოკლედ, როგორცაა რა.

ცოტა ხანში მეორე წყვილი გამოჩნდა, ბებია და პატარა გოგო. მართალია ბებიას თავის საყვარელი და ფუმფულა შვილიშვილი კალთაში არ ჩაუსვამს, მაგრამ მთელი გზა მკლავზეხელშემოჭერილი ეჯდა გვერდზე, ემანდ ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს, არ გაიოფლოს და არ გაცივდესო.

მეგობრებო, რა არის ეს? რას გავს აღზრდის ეს მეთოდი? ვინ გაიზრდება ასე? მართალია, სწორედაც რომ ადამიანები, რომლებსაც არც დამოუკიდებლობა გააჩნიათ და არც გარემოს ადეკვატური აღქმა. მშობლებზე და ბებიებზე მიბმული ადამიანები, რომლებიც მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ”დამოუკიდებელ ასაკს”, ანუ ასაკს, როდესაც კანონის თანახმად მათ შეიძლება დამოუკიდებელი ადამიანები ეწოდოთ, არც მზად არიან და საერთოდ ვერც ხვდებიან, რატომ უნდა გააკეთონ ის, რასაც ყველა ცხოველი თუ ფრინველი აკეთებს – აფრინდნენ ბუდიდან. მეტიც, ვინც ხვდება ამას, ანუ ვიზეც ამხელა გავლენა არ მოუხდენია მუდამ ბებიის, დედის, მამის, ბიძის და 86454 სხვა ნათესავის კალთაზე გამობმულად გაზრდას, მასაც არ გამოსდის აფრენა. ან გამბედაობა არ ყოფნის, ან ”დედა ეცოდება” – უჩემოდ როგორ გაძლებს, საწყალი. მათგან იზრდებიან გოგოები, რომლებიც სახლში 9-ზე გვიან არ უნდა მივიდნენ, ბიჭები, რომლებსაც მამის ფულით ნაყიდი ჯიპი ბუნებრივი მოვლენა ჰგონიათ და ხალხი, რომელიც სულიერად არის იმპოტენტი.

იმის იმედი კი, რომ შემდეგი თაობა სხვანაირ პირობებში გაიზრდება და იმის შემდეგ თაობას კიდევ უფრო დამოუკიდებელს გაზრდის, დიდად არც მაქვს. როგორ შეიძლება, რომ მონად გაზრდილმა თავისუფალი ადამიანი გაზარდოს? ერთადერთი გაუცნობიერებელი გამოვლენა იმისა, რომ შვილს მიაჩვიო დამოუკიდებლობა, არის ”მიდი, მამიკო, ლუდი ამომირბენინე და ხურდა შენთვის დაიტოვე”  – იმუშავე და ფული გექნებას საწყისი, ჩანასახოვანი სტადია. თუმცა ესეც გაუაზრებელი, არაფრისმქმნელი და სხვა, მონური მეთოდებით დათრგუნული. საწყალი ჩვენი და ჩვენს შემდეგი თაობა.

პ.ს. ეს ბოლო ხანებია ვამუშავებ ერთ პატარა თეორიას, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ყველაფერს შეცვლის. საჭიროა ერთი 200,000 ჩვილის მოპარვა ან სხვა მეთოდით შოვნა, მათი წაყვანა უკაცრიელ კუნძულზე და სწორად, დამოუკიდებელ ადამიანებად აღზრდა. შემდეგ ეს ჩვილები როდესაც გახდებიან 15 წლის, უნდა ჩამოასახლო უკან, საქართველოში და დაე მათ მაინც შეცვალონ რამე. სხვანაირად ჩვენი საშველი არაა.

ბლოგის სტატისტიკა და საფონდო ბირჟა


აგერ უკვე რამდენი ხანია ვტკბები ყვავის ბუდის სტატისტიკით და დღემდე ვერ ამიხსნია ამ ზემოთ-ქვემოთ ფართხალის მიზეზი. სადაც კი მინახავს სხვისი ბლოგების სტატები, ყველა თანაბრად მიდის, ჩემი კი ნავთობის ფასივით ცვალებადია.

ორიოდე წლის წინ მეგონა, რომ ამაში კანონზომიერება დავიჭირე და ამაზე დიდი სამეცნიერო ნაშრომის ხელა პოსტიც მქონდა გამზადებული, თუმცა ის დღემდე დრაფტებში ინახება. არც პოსტის წერის ინტენსივობა და არც სხვა რამ არ ახდენს გავლენას არაფერზე. ერთადერთი მოსაზრება ის მაქვს, რომ ვიზიტორების რაოდენობა იცვლება იმის მიხედვით, როდის რას ეძებენ მომხმარებლები ინტერნეტში და შესაბამისად რა ტეგს უგდებს ჩემთან. თუმცა ესეც მხოლოდ გამოუცნობი პარალელური სამყაროდან მოტანილი აზრია.

ცოტა უფრო სერიოზულად და დალაგებულად რომ ვთქვათ, ცხადია რომ ახალი პოსტი მოქმედებს ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე, მაგრამ როდესაც პოსტები მატულობს, მერე უკვე დაგროვილი კონტენტიც ერთვება ალ’ბათ საქმეში. ამაზე მეტყველებს სხვა, ნაკლებკონტენტიანი ბლოგების სტატისტიკის გადახედვა – ქრაუ პიქჩერზი იქნება თუ ღმერთების დღიურები. იქ ყველაფერი მარტივადაა – დაწერ, ავარდება, ცოტა ხანში ისევ მოიკლებს.

მოკლედ, პროფესორებო, სპეციალისტებო, მენეჯერებო, გურუებო, ინტერნეტ ელჩებო და მათთან გათანაბრებულო პირებო – გისმენთ, გადმოალაგეთ თქვენი ზეკომპეტენტური აზრები. Наглядной маретиал-ი იხილეთ ქვემოთ.

წადით, ხრამში ჩახტით!


წადით, ყველამ თავები დაიხოცეთ…

ირანი.GE


police

ამ ყველაფერზე კომენტარი მხოლოდ ერთი შეიძლება გაკეთდეს – მოვტყან სიტყვის თავისუფლების გურჯული გაგება და ირანისკენ მიმავალი ყველა გზა.

საერთოდ მე მსგავსი გარჩევების მიმართ ძირითადად ინდიფერენტული დამოკიდებულება მაქვს, არც ”ბავშვები გამოუშვით” ყვირილით გავქცეულვარ არსად და არც პირიქითა ქმედებისთვის დამიჭერია მხარი. მაგრამ ეს, რაც ამ სკრინზეა გამოსახული და რაც გახარებული სახით პირველ ნიუსად გვახარეს ტელენიუსებში, არის მარაზმი, საშინელება და სიტყვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა.

და რისთვის კეთდება ეს? პასუხი მარტივია – ბრბოს თვალში ქულების დასაწერად, ”აი ჩვენ როგორ ვიცავთ პატრიარქს”… საზოგადოებაც დუმს და იმას ვერ ხვდება, რომ ხვალ ნებისმიერი ჩვენგანის მოქესტვა შეუძლიათ, ნებისმიერი ბრალდებით. მაშ მოდით, დაველოდოთ ერთად :)

Tattoo


როგორც იქნა! გვეშველა! (ნუ თქვენ რა, მე მეშველა) მოვაბი როგორც იქნა თავი და ფეხზე დაწყებული ტატუ დავიმთავრე, ცხადია ჩემი ტატუს აპარატით. დატკბით:

Tatto-leg

Facebook


გადავყევი ამ ფეისბუკს. გადავყევი რა, არც ტაძარი ამიგია მისთვის და არც ფანკლუბი შემიქმნია, მაგრამ ფაქტია, რომ გადავყევი. მან ჩაანაცვლა ჩემთვის ბლოგიც, მესენჯერებიც და ნაწილობრივ ფორუმიც. ამაზე ვიღაც წერდა უკვე, რომ მალე ასე მოხდებაო და ბლოგები ჩაიძირებაო და ა.შ., მაგრამ ახლა ჩემს თავზე ვიგრძენი ყველაფერი.

საქმე იმაშია, რომ ფეისბუკზე რამდენიმესიტყვიან სტატუსებში შენი ყოველსაათობრივი გრძნობის გამოხატვა უფრო ადვილია, ვიდრე ამ ყველაფრის დაგროვება და მერე დღის ბოლოს ერთ დიდ პოსტში დაწერა, რაც ახასიათებს ბლოგზე წერას. ხოლო ის ვარიანტი, რომ იგივე ყოფელსაათობრივი ე.წ. სტატუსები ბლოგზე პოსტო, იმდენად აფსურდულია, რომ განხილვასაც არ ექვემდებარება.

იგივე ეხება სხვადასხვა ლინკების თუ ვიდეოების დაშეარებას. მამენტ აქ მთლად მართალიც არ ვარ, თავისუფლად შეიძლება ფავორიტი ვიდეოების გადმობლოგვა, ისევე როგორც სხვა რამეებისა, მაგრამ რაღაცნაირად უსიამოვნო გრძნობა მიჩნდება ხოლმე, როდესაც რაღაც არასაკუთარ ვიდეოს ვდებ ბლოგზე, თითქოს რაღაც ვარეზნიკად ვგრძნობ ხოლმე თავს, რაღაც ხლამს რომ პოსტავს ხოლმე დღეში 900 ცალს.

ესეც შენი მორიგი დილემა – კარგად ვწეროთ და იშვიათად, თუ ხლამი და ხშირად? Решать вам.

ქართული ბლოგები [vpost]


როგორც იცით (ან არც იცით) დოდკას აქვს ქართული ბლოგოსფეროს მიმოხილვა დაწყებული. მე და პიკოლინა განვავრცობთ თემას და გთავაზობთ ამავე თემაზე ვიდეოპოსტს. როგორც ამ ვიდეოს ორიგინალ აღწერაშია ნახსენები:

თუკი ამ პოსტში შემთხვევით თქვენ თავსაც აღმოაჩენთ, ნუ გაბრაზდებით, ან გაითვალისწინეთ ყველაფერი, ან უბრალოდ გაიღიმეთ…

ასე რომ დატკბით ”გადაცემით”, რომელმაც უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებული ფორმა მიიღო. ვიდეო თითონ 11 წუთიანია, ამიტომაც რამდენჯერმე ჩავატარეთ ტესტი თუ რამდენად ყურებადია – ფაქტიურად თვალს ვერ მოწყვეტ. მაშ ასე, გენადი, ფონოგრამა:

Permalink: http://vimeo.com/4393022

პ.ს. ეს ვიდეო წესით გუშინვე უნდა დამეგდო, მაგრამ საღამოს გასაქცევი ვიყავი და ვეღარ მოვახერხე. თუმცა რა განსხვავებაა…

მოსკოვი თუ ბაქო?


იყო და არა იყო რა, იყო ერთი რუსეთი, ერთიც საქართველო. რუსეთი მუდამ გვემუქრებოდა, რომ შემოვიდოდა საქართველოში და ქვას ქვაზე არ დატოვებდა. და რას შვებოდა საქართველო ამ დროს?

მე ჩავთვალე, რომ ეს საკითხი მართლაც გასარკვევია, რას იზავს რიგითი ქართველი ომის დაწყების შემთხვევაში და მცირედი სოცკვლევაც ჩავატარე. მართალია ერთხელ უკვე ვნახეთ რაც ქნა, მაგრამ მაინც… შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში (ორივე ვიდეო იდენტურია):

On Vimeo:

Link:  http://vimeo.com/4246499

On YouTube:

link: http://www.youtube.com/watch?v=Bpgv-ECF2Ls

ამავე თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ძველი პოსტები – ეროვნული ჩმორიზმი და მე ომში.

პ.ს. post color.

ქართული ჟურნალისტიკა


აქა პაროდია ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ჟურნალიზმზე. არცერთი არ უქნია ღმერთს, მაგრამ პოლიტიკა ვგონებ მაინც უჯოკრავს. ბევრი რომ არ გავაჯანჯლოთ, ჩავრთოთ ფირი:

YouTube:

Link: http://www.youtube.com/watch?v=M4p_A1_GhNM

ხეპინესი


დღეს სამუშაოზე ოფიციალურად გამაფორმეს, ასე რომ ჩემი დროებითი უმუშევრობა დამთავრდა, რომელსაც აქა-იქ ავსებდა დამამშვიდებელი ტიპის სამუშაოები. და მე ბედნიერი ვარ, ან უნდა ვიყო. მაგრამ ჩავუღრმავდი ჩემს თავს (მოგიტყან სიღრმეები) და აღმოვაჩინე, რომ მძლავრად დიაგონალზე მკიდია ეს ყველაფერი. მაშ რაშია საქმე? ნუთუ დამერხა და აღარ შემიძლია ვიყო რამით კმაყოფილი და ამ კმაყოფილებამ ბედნიერებამდე მიმიყვანოს? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი ვიცი – ერთი კარგი ფსიქოლოგი ალალია ჩემზე.

ეფექტის გასაძლიერებლად უყურეთ ვიდეოსაც. რა არის ბედნიერება, რა სარგებლობა მოაქვს მას და როგორ მივაღწიოთ საერთოდ იმას, რომ ვიყოთ ბედნიერები? მცირედი ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიაღსვლები კამერის წინ. გთხოვთ ჩართოთ ფირი:

Link: http://vimeo.com/3947471

ფრიკ შოუ


ნათქვამია – ერთი ბლოგერი კაია და ბევრი ბარდაგიო. ვიდეო ამის ცხადი მაგალითია. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა 4-ის მაგივრად რვანი რომ ვიყოთ, ან მეტი კიდევ.

Link: http://vimeo.com/3689628

ვივა ლა ლიბერტი


ადამიანი ისეთი ცხოველია, რომელსაც იდეაში აქვს ბევრი თავისუფლება, მაგრამ ვერ იფერებს მას და ცდილობს მაქსიმალურად შეიზღუდოს თავი. და რატომ? ვიდეოში ლაპარაკი მიდის პატარა გოგოებზე და მათ ძუძუებზე, უფრო სწორად კი ხალხის რეაქციაზე ამ ზემოთხსენებულ მოვლენაზე. ანუ ვიდეოზე, რომელშიც რამოდენიმე სასკოლო ასაკის (ან მასთან მიახლოვებული) გოგო, საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში საკუთარი ძუძუების სადღეგრძელოს ამბობს. ნწ ნწ ნწ, ეს რა უქნიათ…

ვიდეო:

ლინკი: http://vimeo.com/3528311

პ.ს. აღწერაში განსაკუთრებით კრეატიული ვიყავი, ვიცი…

ცენზურა და მოცენზურეები


ვიდეოპოსტი, სადაც მიდის პიზდეცინტელექტუალური საუბარი იმაზე, რა არის ცენზურა, სად გვხვდება იგი და საერთოდ, საჭიროა თუ არა დავიცვათ ცენზურა სადმე. ასევე უნიკალური ფაქტი – ყვავას ტრაკის დემონსტრაცია.

მონაწილეები:
  • ფსიქოლოგი – პიკოლინა
  • ტრაკის ავტორი – ყვავა
იხილეთ ვიდეო და დატკბით ერთობლივი ვლოგინგით:

link: http://vimeo.com/3296384

Update: ვიფიქრეთ რა და ვიმსჯელეთ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი მონოდიალოგები კვლავაც გაგრძელდეს. და რაზე ვილაპარაკოთ შემდეგ ჩართვაში? იდეები შეგიძლიათ ჩამოწეროთ კომენტარებში, თუმცა რამოდენიმე სავარაუდო თემას მეც შემოგთავაზებთ:

2008 წელი


საკმაოდ პაპსა პოსტია, მაგრამ მაინც მინდა შევაჯამო 2008 წელი, ბოლო-ბოლო ბოლო დღეა ამ წლის. საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა და მოვლენებიანი. ამ წელს დავკარგე 3 თუ ოთხი სამსახური, ამდენივე ახალი ვიშოვე, მქონდა უმუშევრობის მომენტიც და სამ საქმეს შორის გახლეჩილობაც. ამ წელს ვიყავი მეორედ რეზერვში და ომის ნახვაც მომიწია, ამ წელსვე გავიცანი ახალი ხალხი, ახალი გოგო, ჯგუფი აგონია (ჯერჯერობით წარმატებული იდეაა), მე თვითონაც გავიჩითე ახალ ჯგუფში, პირველი ტატუ გავიკეთე, მერე მეორეც მივაყოლე და საერთოდ, აპარატი ვიშოვე, ჩემი ნაწერები ჟურნალში დაიბეჭდა და ჩემს ღვიძლს კიდევ მეტი ზარალი მივაყენე. კიდევ ბევრი წვრილი თუ მსხვილი მოვლენა მოხდა, მაგრამ ეტყობა არც ისე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არ მახსოვს.

აქვე პატარა სტატისტიკა:

stats2008

შუშაბანდის ალერსი


ვინდოუსი (იგივე Windows) არის დღეისათვის არსებული ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ოპერატიული სისტემა, შექმნილი კომპანია Microsoft-ის მიერ. ბოლო 10 წლის განმავლობაში იგი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე. ვინდოუსი მუშაობს შემდეგ პლატფორმებზე: x86, AMD64, IA-64, ასევე DEC Alpha, MIPS და PowerPC.

…ამას გვამცნობს ვიკიპედია ვინდოუსზე, ხალხურად შუშაბანდზე. ჰოდა მოგიტყანთ პოპულარობა, ამაზე ყლე სისტემა ჯერ არ შეუქმნია კაცობრიობას ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში. ახლა, იმის მაგივრად, რომ რამე სასარგებლოს ვაკეთებდე, უნდა ავდგე და შუშაბანდი გადავაყენო, ერთ დიდ გლუკად იქცა უკვე, სურათებს ვინამპში ხსნის, ვიდეოებს ტექსტურად კითხულობს და საერთოდ, თავი ჩემი კომპის, ჩემი საკუთარი კომპის, რომელზეც მე უნდა ვაკეთებდე იმას, რაც მე მინდა, ბატონ-პატრონად მიაჩნია.

არადა ეს არის პროცესი, რომელიც სასტიკად არ მიყვარს, გადაშუშვაზე მაქვს ლაპარაკი. რთავ კომპს და გხვდება არაფერი, ცარიელი სტარტი, არც ერთი შენი საყვარელი პროგრამა აღარაა, აღარც ოპტიმიზატორების წყნარი გუგუნი ჩაგესმის ყურში და გახსენდება, რომ ყველა შენი პროგრამა თუ პლაგინი გაფანტულია სხვადასხვა დისკებზე, რომლებიც უნდა იპოვო, დააყენო, დააკონფიგო და მოკლედ ეტყნაურო.

ბლიად რა, აი იმინნა ბლიად…

Lonely Crow


”…გაუმარჯოს, ხვალ შაბათია და ჩემთან ერთად ჭიქას ხომ არ აწევდი?” – დავწერე ტექსტი და გავჩერდი. ხვალ შაბათია, საკეთებელი არაფერია. მიუხედავად დღევანდელი დღის არაფრით გამორჩეული პარასკევობისა, შაბათი მაინც შაბათია, რომ არ აღინიშნოს, არ შეიძლება. ამიტომ ვიღებ ტელეფონს და ზემოთხსენებულ საკვანძო ფრაზას ვწერ, მითუმეტეს სიგნალი უკვე მიღებული მაქვს, სადაც სიტყვებს ”სპირტი” და ”დალევა” საპატიო ადგილი უჭირავთ. მესიჯი დავწერე, მაგრამ ვის გავუგზავნო? ვის უნდა ჩემთან ერთად ღრიალ-ფართიზე წამოსვლა? გადის წუთი, ორი, ხუთი… მესიჯი ისევ ჩემთაა, ამომცქერის ტელეფონიდან და მელოდება, როდის ვუპოვი ადრესატს. თავში ვარიანტები ტრიალებს… არა, ეს არ წამოვა… ეს აღარ წამოვა… ეს ჩემს გარდა ყველგან წავა… ეს… ბოლოს ტელეფონს უიმედოდ ვაგდებ და მჟავე სახით ვჯდები. რა გამოდის ახლა? აქეთ მივაწყდი, იქეთ მოვაწყდი და საბოლოოდ ისევ ისე მარტო დავრჩი, როგორც ვიყავი…

დედას შევეცი…